2013 წელს ამერიკულმა ეკონომიკამ 1,9%-იანი ზრდა აჩვენა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის მშპ 2013 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 3,2%-ით გაიზარდა წლიურ ტემპში გადაანგარიშებით. Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ აშშ-ის მშპ 3,2%-ით გაიზრდებოდა. წლის ბოლო მეოთხედში ეკონომიკური ზრდა წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა, როცა აშშ-ის მშპ 4,1%-ით გაიზარდა. თუმცა, მაინც საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გაემართლებინა მასტიმულირებელი პროგრამის თანდათანობითი შემცირება.

ამ ცოტა ხნის წინ, ეკონომისტები პროგნოზირებდნენ, რომ ზრდა მეოთხე კვარტალში 2%-ს ვერ მიაღწევდა. ამასთან, ისინი მხედველობაში იღებდნენ მესამე კვარტალში დაგროვებული საქმიანი მარაგების მნიშვნელოვან დონეს. 2013 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ამერიკული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა სამომხმარებლო დანახარჯები გახდა, რომელიც 3,3%-ით გაიზარდა (2010 წლის ბოლოდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) წინა კვარტალთან შედარებით, როცა მხოლოდ 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მეოთხე კვარტალში მშპ-ის ზრდაში წონიანი წვლილი შეიტანა საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ: აშშ-ში მომსახურებისა და საქონლის ექსპორტი 11,4%-ით გაიზარდა (მესამე კვარტალში – 3,9%), მაშინ როცა იმპორტი მხოლოდ 0,9%-ით (წინა კვარტალში 2,4%). ეკონომიკური ზრდა ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა, ფედერალური მმართველობის shutdown რომ არ ყოფილიყო 2013 წლის ოქტომბერში, რომელიც 16 დღე გრძელდებოდა. აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს შეფასებით, მმართველობითი ორგანოების ცალკეულმა შეფერხებამ მშპ-ის ზრდას 0,3 პროცენტული პუქნტი დააკლო. ეგრეთ წოდებული, „საბოლოო გაყიდვები“ (final sales), ანუ მშპ წარმოებული და არა გაყიდული საქონლის აღრიცხვის გარეშე, 2013 წლის მეოთხე კვარტალში 2,8%-ით გაიზარდა წინა კვარტლის 2,5%-იანი ზრდის საპირისპიროდ. მთლიანად 2013 წლის მანძილზე ამერიკული ეკონომიკა 1,9%-ით გაიზარდა 2012 წლის 2,8%-იანი ზრდის შემდგომ. FOMC-ის ბოლო სხდომის შემდეგ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაცხადა, რომ რაოდენობრივი ლიბერალიზმის შემცირების პროგრამას (QE) მომავალშიც გააგრძელებს – ის 10 მილიარდი დოლარით შემცირდება თვეში 65 მილიარდ დოლარამდე. ფედმა პროგრამის მეორე შემცირება იმით ახსნა, რომ ბოლო კვარტლებში ეკონომიკური ზრდა შედარებით დაჩქარდა და შრომის ბაზარზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ოპტიმალურამდე ჯერ ბევრი აშორებს.
მიჩიგანის უნივერსისტეტისა და Reuters-ის ერთობლივი მოხსენების თანახმად, 2014 წლის იანვარში მომხმარებლის ნდობის ინდექსი, საბოლოო მონაცემებით, შეადგენდა 81,2 პუნქტს. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ინდექსი 81 პუნქტი იქნებოდა. ეს ინდექსი 2013 წლის დეკემბერში 82,5 პუნქტს შეადგენდა.