“ჰიულეტ პაკარდის” გაერთიანება გადატრიალება კომპიუტერულ ბიზნესში
ლინა ეპიშევა
კომპიუტერული ტექნიკის ორი მსხვილი მწარმოებლის, Hewlett Packard-ის და Compaq-ის გაერთიანების შედეგად, ბაზარზე გამოვიდა ახალი კომპანია, რომელიც, გაყიდვის მოცულობით, ამ დარგის გიგანტს IBM-ის არაფრით ჩამორჩება.
ამ გარიგების ორგანიზატორია კარლი ფიორინა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ გავლენიან ქალად იქცა, მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ HP-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ბევრს არ სჯერა, რომ 46 წლის ქალი შესძლებს ამ “ორთავიანი” გიგანტის ეფექტურ მართვას, რადგანაც “კონსერვატული” HP-ის და “ახალი აგრესიული” Compaq-ის ბიზნეს-სტილი აშკარად განსხვავდება. ფიორინეს აკრიტიკებენ კომპანიის “აგრესიულად” მართვის გამო, რაც, თითქოს, ეწინააღმდეგება იმ მართვის სტილს, რომელსაც ჰიულეტის და პაკარდის დამფუძნებლები ეყრდნობოდნენ.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ორი მოწინავე მწარმოებლის გაერთიანება ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც განპირობებულია როგორც პერსონალური კომპიუტერების ბაზრის საერთო მდგომარეობით, ასევე გაერთიანებული საწარმოს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნის აუცილებლობით.
ახალი კომპანიის მთავარი წყარო გახდება პერსონალური კომპიუტერების გაყიდვა, რაც ამ პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნის პირობებში მისთვის სერიოზულ უარყოფით ფაქტორს წარმოადგენს. ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვამ HP და Compaq-ის მთლიანმა ფინანსურმა შენატანებმა 29 მილიარდ დოლარს მიაღწიეს, მაგრამ ბოლო დროს HP და Compaq ამ ბაზრის ნაწილი დაკარგეს. IDC-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მეორე კვარტალში Compaq-ის წილმა 12,1% შეადგინა, HP-ის წილი კი 6,9%-ს უტოლდებოდა.
რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხებს, სირთულეები, ძირითადად, შეექმნებათ გაერთიანებული კომპანიის ქვედანაყოფებს, დუბლირებულ სტრუქტურულ ერთეულებს და ა.შ. ანალიტიკოსების აზრით, HP და Compaq-ის კომპიუტერული ქვედანაყოფების გაერთიანების პროცესი ადვილი არ იქნება. Hewlett Packard-ის ყველა პერსონალურ კომპიუტერებს კონტრაქტული მწარმოებლები უშვებენ, მაშინ, როცა Compaq-მა დაამუშავა მოდელი, რომელიც კომპიუტერების “შეკვეთით” გამოშვებას ითვალისწინებდა. გაერთიანებული კომპანიის ხელმძღვანელობას ამ და სხვა მრავალი პრობლემების გადაწყვეტა მოუწევს.
2002 წლის 14 მაისს გამართულ განახლებულ Hewlett Packard-ის პრესკონფერენციაზე საუბარი იყო ახალი კომპანიის მომავალ გეგმებზე, რომლებიც HP დაCompaq-ის მარკების მხარდაჭერის საკითხს ეხებოდა. Compaq, ოფიციალურად, უკვე არ არსებობს, მისი პროდუქციის დასახელების დასაწყისში ჩაიწერება ორი ასო – HP. მაგალითად, პოპულარული EIE IPAC Pocket PC გახდება HP IPAC Pocket PC. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, Compaq-ის მარკა კორპორაციული და სამომხმარებლო ნოუთბუქების და დესკტოპების სფეროში შეენარჩუნებინა. ბიზნეს-სექტორში დარჩება, მაგალითად, მხოლოდ Compaq. არ იქნება გამოშვებულიHP-ის მარკით არც დესკტოპები და არც ნოუთბუქები. HP Vectra-ის სერია მოიხსნება წარმოებიდან. სამომხმარებლო სექტორში ორი მარკა დარჩება. Compaq -ის, როგორც სავაჭრო მარკის, პოზიციები ძლიერია სამომხმარებლო და ბიზნეს სექტორებში, ასე რომ, კორპორაცია მასზე უარს ნაკლებად იტყვის.
ამერიკულმა კომპანია HP-მა აგრეთვე განაცხადა ახალი პარტნიორების შერჩევის შესახებ. ისინი HP-ის სარეკლამო კომპანიას მთელ მსოფლიოში წამოიწყებენ. მთავარ სარეკლამო სააგენტოდ, რომელიც პასუხისმგებელია HP სავაჭრო მარკის რეკლამირებაზე, არჩეულ იქნა კომპანია Goodby, შილვერსტონე და Pარტნერს სან-ფრანცისკოდან. HP-ის გადაწყვეტილებების და პროდუქტების რეკლამირებაზე პასუხისმგებელი იქნება Publicis Groupe Worldwide. Opti Media, HP-ის სახელით მასმედიასთან იმუშავებს.
კორპორაციის ხელმძღვანელობის აზრით, ამ ორი კომპანიების შერწყმის შედეგად, შეიქმნა განახლებული კომპანია, რომელიც კომპიუტერული დარგის სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდა. მაგალითად, ახლა HP-ის Unix და Windows-ის პლატფორმებისათვის სერვერების წარმოებაში პირველი ადგილი უკავია. პირველი მტერი – IBM უკან ჩამორჩა. განახლებულმა კომპანიამ გაბატონებული პოზიცია დაიკავა აგრეთვე მონაცემთა ბაზის კორპორაციული სისტემების წარმოებაში და ამით ყოფილ ლიდერს – EMC-ის გაუსწრო. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებაში, განახლებულმა კომპანიამ HP-მა აგრეთვე მოიპოვა პირველობა საბეჭდი მოწყობილობის და გამოსახულების ციფრული დამუშავების ბაზარზე. თავისი მოგებით HP, ჯერჯერობით, IBM-ის ჩამორჩება, მაგრამ ბევრად არა.
კორპორაციის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ კომპანიას ნათელი მომავალი ელის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შერწყმის პროცესი არც ისე ადვილი იყო, HP ამით არ დაზარალდა, ყველაფერმა რბილად და საკმაოდ წყნარად ჩაიარა, თითქოს არ ყოფილა არც სასამართლო პროცესები, არც სკანდალები ხელმძღვანელობაში და არც უოლტერ ჰიუტერის ხმამაღალი განცხადებები, დაბოლოს, მისი კომპანიის მართვიდან გამოძევება.
გაერთიანებული კომპანიის კორპორაციული ფერებია – ლურჯი და წითელი. დსთ-ის ქვეყნებში HP – ის გენერალური დირექტორის, ჰილმას ლორენცის თქმით, თავისი გარეგნობით, ახალი კომპანია პუსუხს აგებს “ყოფილი” Compaq და Hewlett Packard-ის კლიენტების წინაშე. სხვა მხრივ, ამავე ლორენცის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სლაიდები, სადაც HP დემონსტრირდება, როგორც ლიდერი, “ფირმისათვის ცხოვრება ხელახლა იწყება და ყველაფრის ხელახლა დაწყება მოგვიწევს”. ხელმძღვანელთა აზრით კი, ახალი კომპანია ამისათვის მზად არის.
კომპანიის ხელმძღვანელობასთან შედარებით, ფირმის რიგით თანამშრომლებს არ გააჩნიათ არავითარი მიზეზი, ოპტიმიზმისათვის. კომპანია HP -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლი ფიორინემ კომპანიის გაერთიანების მომენტიდან მიცემულ თავის პირველივე ინტერვიუში პერსონალის შემცირებაზე ისაუბრა.
ამ წლის ნოემბრამდე კომპანიიდან 10 ათასი თანამშრომელი იქნება დათხოვილი, კიდევ 5 ათასს 2003 წლისათვის დაითხოვენ. საერთო ჯამში, კალიფორნიული კომპანია პერსონალის 10%-ით შემცირებას აპირებს. ამ შემცირების შედეგად, კომპანია შეინახავს 2,5 მილიარდ დოლარს 2003 წლისათვის და 3 მილიარდს 2004 წლისათვის. ამის გარდა, ფიორინემ განაცხადა, რომ ამ წლის ბოლომდე თანამშრომლებს ხელფასი არ მოემატებათ.
ასე თუ ისე, ფიორინემ დადებითად შეაფასა გაერთიანებული კომპანიის საერთო მდგომარეობა: “ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მალე იქნება შემცირება, მით უფრო უკეთესია პერსონალისათვის”. HP -ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, ეს მათ ეჭვებს გაფანტავს.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, მისი მოგება, გასულ წელთან შედარებით, 11,7 მილიარდ დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ფირმამ შეძლო, ანგარიშგებაში მაღალი მოგების ჩვენება ტექნოლოგიური სექტორის დაცემის დროს, ათასობით სამუშაო ადგილების შემცირების გზით.
ხარჯვის სტრუქტურაზე და მენეჯმენტზე კონცენტრირების შედეგად, გააუმჯობესა მთლიანი მოგება”. – განაცხადა კარლი ფიორინემ.
ტექნოლოგიური სექტორის აღდგენის პერსპექტივებზე საუბრის დროს, ფირმის ხელმძღვანელები თავს იკავებენ ხმამაღალი განცხადებებისგან.
ყოფილი Compaq-ის და HP-ის პრეზიდენტის, მაიკლ კაპელის აზრით, პერსონალური კომპიუტერების ბაზარი ჯერ კიდევ არასტაბილური რჩება.
პერსონალური კომპიუტერებით ვაჭრობის მოცულობა მთელ მსოფლიოში შემცირდა, მაგრამ კაპელი თვლის, რომ “საცალო ფასებში შეიმჩნევა ზრდის მრუდი”. 2002 წლის ნოემბრისთვის მოსალოდნელია 35-36 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს ემთხვევა.
HP-ის ფინანსური დირექტორის რობერტ ვეიმანის თქმით, პროგნოზირებენ HP-ის შემოსავლის 4%-იან ზრდას შემდეგი 12 თვის განმავლობაში, მომდევნო ფინანსური წლისათვის კი – 6%-იან ზრდას.
Hewlett Packard-ის და Compaq-ის შერწყმის შედეგად, პერსონალური კომპიუტერებით საცალო ვაჭრობის ამერიკულ სექტორში გათავისუფლდება 20 პროცენტიანი წილი, ამ ბაზრის არაპერსპექტიულ მოთამაშეებს რაც გადარჩენის შანსს აძლევს. გასულ ზაფხულს კომპიუტერული მოწყობილობის მწარმოებელი, კომპანია e-machines გაკოტრების ზღვარზე დადგა – ის გამორიცხული იყო Nasdaq-ის კოტირებიდან და ფართოდ გაკრიტიკებული იყო კლიენტების ცუდი მომსახურებით უზრუნველყოფის გამო. მაგრამ 4 სექტემბერს, როცა გამოვიდა განცხადება Hewlett Packard-ის და Compaq-ის მოსალოდნელი შერწყმის შესახებ, e-machines-მა ახალი სასუნთქი არხი მიიღო. კომპიუტერულ მაღაზიებში კვლავ გამოჩნდა ადგილი e-machines მიერ წარმოებული მოწყობილობისათვის. ასე, მაგალითად, e-machines – ის პროდუქციის ხვედრითი წილი თებერვალში 13,8%-მდე აიწია აგვისტოსთან შედარებით, როცა მან 11% შეადგინა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარიგება ორივე კომპანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 75 მილიარდ დოლარიან საცალო ბაზარზე Hewlett Packard-ის და Compaq-ის წილმა 70%-ს მიაღწია, საცალო მოვაჭრეები კი HP და Compaq-ის წილს 50%-მდე შეამცირებენ, რათა ანტიმონოპოლური კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ მომხმარებლები, ამორჩევის შესაძლებლობით და თავიდან აირიდონ ფასების დიქტატურა.
ამით გათავისუფლდება ბაზრის 20%-იანი წილი, რომელიც 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაზეც დაიწყება მძაფრი ბრძოლა. მწვავე კონკურენციამ აიძულა კომპანიები – IBM, Packard Bell და Acer – უარი ეთქვათ საცალო მაღაზიების ქსელზე. მსოფლიოს პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლის, კომპანია Dell-ის მსგავსად, ფირმა Gateway იძულებული გახდა პირდაპირი გაყიდვის პრაქტიკაზე გადასულიყო.
ანალიტიკოსების აზრით, ბაზრის 20%-იანი წილი კომპანიებს e-machines, Sony და Best Buy-ს ერგებათ წილად, რომელთაგან ყველა თავის ნიშას დაიკავებს – იქნება ეს არაძვირიანი სახლის კომპიუტერები, კორპორაციული მოხმარებისათვის განკუთვნილი ნოუთბუქების დიდმწარმოებლური მოდელები ან ახალი კომპიუტერული ბრენდები.
მაგრამ მაღაზიების დახლებზე დამატებითი სივრცე არ აძლევს კომპანიებს, ფინანსური წარმატების გარანტიას. უნდა აღვნიშნოთ ამ ინდუსტრიის საერთო პრობლემები – მაკომპლექტებლებზე ფასების ზრდა და მოთხოვნის შემცირება. ეს აფერხებს მოგების მიღებას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული მოდელები, როგორც წესი, ბევრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ანალიტიკოსები თვლიან, რომ აუცილებელია ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების წარდგენა, რაშიც ამერიკულ კომპანიათა შორის წარმატებას Dell-მა და HP-მა მიაღწიეს.