საწვავი გაძვირდება

აშშ-ის საფონდი ინდექსები მკვეთრად ეცემა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში კლების ნიშნულმა მაქსიმუმს მიაღწია. ძალადობის ესკალაცია ერაყში კი ბოლო 8 თვის განმავლობაში სტაბილურად იწვევს ნავთობზე ფასების ზრდას. შედეგად, ეკონომისტებმა აშშ-ის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს გადახედეს და შეაფასეს, როგორც „არასტაბილური“.
13 ივნისს The Standard & Poor’s 500 Index დაეცა 0.7%-ით, ხოლო Nasdaq Composite Index – 0.8%-ით. დასავლეთ ტეხასში ნავთობის საშუალო ფასი 2%-ით გაიზარდა და 106.53 აშშ დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც სექტემბრის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 30-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი 5 პუნქტით შემცირდა და 3.41% შეადგინა.

ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველთა განცხადებების შემდეგ, ფუნტი დოლარის მიმართ გამყარდა. S&P GSCI (SPGSCI), რომელიც ფასების მსოფლიო ინდექსია 24 სასაქონლო ჯგუფისთვის, 1.7%-ით გაიზრდა, რაც 9 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაიზრდა ბუნებრივი აირის ფასიც და 4-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. ერაყში ვითარება კვლავ იძაბება და აშშ-ს ჯარების გაყვანის შემდეგ მსოფლიოს ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა სამოქალაქო იმის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ინგლისის ცენტრალური ბანკის მეთაურმა მარკ ქერნიმ განაცხადა, რომ ბანკი გაზრდის საპროცენტო განაკვეთს, რასაც ინვესტორები არ ელოდებოდნენ.

აშშ-ის საცალო გაყიდვების ბაზარი შემცირდა მაისში, უმუშევართა რაოდენობა კი გაიზრდა ივნისის პირველ ნახევარში. „ეს მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენაა ნავთობის ბაზრისთვის. ენერგო მატარებლების წარმოებას სერიოზული ცვლილებები ემუქრება, რადგან ერაყი საშინელი კონფლიქტის პირასაა“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 2.8%-ით გაიზრდა 113.02 აშშ დოლარამდე, რაც 9 სექტემბრის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. WTI ფიუჩერსებით ვაჭრობის საერთო მოცუობა New York Mercantile Exchange-ზე 100-დღიანი ვაჭრობის საშუალო მაჩვენებელზე 72%-ით მაღალი იყო.

ისლამური შეურიგებლობა

ერაყის შეიარაღებული ძალები ცდილობენ სწრაფად აღმოფხვრან ისლამური ძალების ძალადობა, რომელთაც დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის დიდი ტერიტორიები, ერაყის პრემიერ-მინისტრმა მურ ალ-მალიკმა უკვე შეაფასა არსებული სიტუაცია, როგორც ყველაზე დიდი გამოწვევა ხელისუფლებისთვის მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. შიიტი ხელისუფლება ცდილობს სუნიტების მიერ კონტროლირებად ტერიოტოტიებზე გავლენის მოპოვებას. თუმცა ალ-მალიკის ჯარი ჩრდილოეთ ერაყში დამარცხდა ამ ბრძოლაში. შუა აღმოსავლეთს დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ენერგომატარებლების ბაზარზე. დემოკრატიის კოლაფსი ერაყში და ექსტრემისტების დომინანტურ ძალად გადაქცევის რისკი დასავლელ ანალიტიკოსებს ერთ კითხვას უჩენს – როდემდე შეძლებს აშშ „ნეიტრალური“ პოლიტიკის დაკავებას და კვალავ ჩაერევა თუ არა ის ერაყის შიდა საქმეებში? ბარაკ ობამას განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ აშშ-მ გამოიყენოს საჰაერო იერიშები ერაყის მთავრობის დასახმარებლად. „ერაყი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება და გადაუდებელი დახმარება სჭირდება“ განაცხადა ობამამ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან ტონი ებოტთან შეხვედრისას თეთრ სახლში. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა დოუ ჯონსის ინდექსი 0.6%-ით დაეცა, S&P 500 კი 0.4%-ით. „ხალხი მიზეზს ეძებებს, რომ ახლავე გაყიდოს აქციები. ბაზრის მონაწილეებს არ შეუძლიათ ყოველ დღე დაიპყრონ მწვერვალები. იმ პოლიტიკური არასტაბოლურობიდან გამომდინარე, რაც დღეს არის, ძალიან დამაჯერებელი მიზეზი უნდა ჰქონდეს ინვესტორს ახლა იმისათვის, რომ აქტივების შესყიდვა განახორციელოს“ – მიჩნევს ექსპერტთა ნაწილი.

Delta Air Lines Inc 5.3%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აგვისტოდან მოყოლებული და S&P 500 კომპანიებს შორის ყველაზე დიდი ვარდნაა. Diamond Offshore Drilling Inc და Noble Corp გაიზარდა დაახლოებით 3.2%-ით, მას შემდეგ, რაც ენერგომწარმოებელი კომპანიების მოცულობა 0.3%-ით გაიზრდა S&P 500 სამრეწველო ინდექსში. ბაზრის დახურვის შემდეგ Intel-მა გაზარდა თავის პროგნოზი მეორე კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე პერსონალური კომპიუტერების გაყიდვაზე. ეს პროგნოზი ერთ-ერთი ნათელი წერტილია PC ინდუსტრიაში, საიდანაც Intel იღებს შემოსავლების უდიდეს ნაწილს, გადაზიდვის 2-წლიანი შემცირების მერე. მაისის თვეში საცალო ვაჭრობა აშშ-ში 0.3%-ით გაიზრდა, აპრილში კი ეს მაჩვენებელი 0.5% იყო. უმუშევართა რაოდენობა 7 ივნისისთვის 317 000-ით გაიზრდა, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგნოზი კი 310 000 იყო.

qerni

აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა არათანაბარია, ერაყში განვითარებული მოვლენებმა მომავალი უფრო ბუნდოვანი გახადა. 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 5 საბაზისო პუნქტით დაეცა 2.60%-მდე, 30-წლიანი ობლიგაციების კი 5 პუნქტით 3.41%-მდე. ფუნტი გამყარდა 0.8%-ით და შეადგინა 1,6927 შშ დოლარი. ინგლისის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ქერნიმ განაცხადა, რომ ბანკს იმაზე ადრე შეეძლო განაკვეთის გაზრდა, ვიდრე ამას ინვესტორები ელოდნენ, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ ვალი, რომელიც დაკავშირებულია უძრავი ქოენების ბაზართან, ძირს გამოუთხრის სტაბილურობას. The Stoxx Europe 600 Index მცირედით შეიცვალა და 0.3%-იანი ზრდის შემდეგ (როცა 2008 წლის იანვრიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა) შემცირდა 12 ივნისს, მაშ შემდეგ რაც კომპანიებმა, მათ შორის Deutsche Lufthansa AG და Vallourec SA მოგების პროგნოზი შეამცირეს.

ბუნებრივი აირის ფიუჩერსები 5.6%-ით გაიზრდა, რაც ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა 19 თებერვლის შემდეგ. ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის განცხადებით, მარაგების რაოდენობა გაიზარდა 107 მილიარდი კუბური მეტრით, 1 606 ტრილიონამდე 7 დღის განმავლობაში 6 ივნისისთვის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2003 წლიდან მოყოლებული. ანალიტიოსები 111 მილიარდის მოგებას ელოდებიან. ოქროს ფასი გაიზარდა 1%-ით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 5 კვირის განმავლობაში. ვერცხლი კი – 1.9%-ით. The MSCI Emerging Markets Index დაეცა 0.1%-ით. ჩინეთის საწარმოთა The Hang Seng ინდექსი 0.7%-ით შემცირდა. The Shanghai Composite Index დაეცა 0.2%-ით.

მსოფლიო ბირჟებზე ერაყის პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა უკვე სახეზეა. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ერაყში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვაა მოსალოდნელი, სპეციალისტები ნავთობზე ფასების ზრდას წინასწარმეტყველებენ. გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდა შესაბამისად დიდი ალბათობით აისახება საქართველოშიც საწვავის ფასზე.