MICE ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

იზოლდა ხასაია
ასოც. პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე

MICE* ტურიზმის ინდუსტრია ჩაისახა დასავლეთში და სწრაფად გახდა ეკონომიკის ერთერთი პერსპექტიული სექტორი. დღეს მსხვილი უცხოელი კომპანიები ხარჯავენ თავიანთი თანამშრომლებისა და პარტნიორების საქმიან და წამახალისებელ მგზავრობებზე ერთ მილლიონ დოლარზე მეტს წელიწადში, დანახარჯები ამაზე კი დგანან მთავარ დანახადჯთა შორის საკადრო უზრუნველყოფის, გადასახადების, დაგირავების შემდეგ.

დღეისთვის MICE- ტურიზმის ცენტრებია აშშ, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია. აღმოსავლეთში ლიდერია ჩინეთი, თუმცა ბოლო დროს MICE ინდუსტრიას დიდ ყურადღებას უთმობენ ინდონეზიაში, ლაოსში და ვიეტნამშიც.
საქართველოში MICE- ტურიზმის ინდუსტრიის ფორმირება მიმდინარეობს. ამ დარგში სერვისის მაღალი სტანდარტების შემომტანია თვითონ კლიენტები- უცხოელი კომპანიები, რომლებიც შეჩვეული არიან ხარისხიან მომსახურებას თავიანთ ქვეყნებში. ზუსტად ინგლისური ტერმინი „B BusinessTravel“ არის გადათარგმნილი ქართულად როგორც „საქმიანი ტურიზმი“.

ამრიგად, MICE- ტურიზმი – ეს არის ღონისძიებები მიმართული პერსონალის, პარტნიორებისა და კლიენტების განვითარებაზე, მოტივაციაზე და სწავლაზე, აგრეთვე კომპანიის, მისი ფასეულობების, ფილოსოფიის და შესაძლებლობების წარმოდგენაზე გარე და შიდა მომხმარებლებისთვის, ე.ი. MICE- ტურიზმი დაკავშირებულია ადამიანებთან, რომლებიც არიან იძულებულნი იმოგზაურონ სამსახურთან დაკავშირებით. ამით ხდება აქტუალური ტურიზმის ერთერთი უძველესი ფორმა, როცა ადამიანი მოგზაურობდა მსოფლიოში მხოლოდ საქმიანი მიზნებით.

.ტურისტულ კომპანიაში MICE შეიძლება შედიოდეს როგორც საქმიანი ტურიზმის განყოფილებაში ასევე იყოს ცალკე ბიზნესი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მხოლოდ კორპორატიულ გამსვლელ ღონისძიებებს.

თავიდან ის გულისხმობდა კორპორატიული კლიენტებისათვის მომსახურების მიწოდებას მივლინებების ორგანიზებისათვის. ეს მომსახურება გულისხმობდა ავია და სარკინიგზო ბილეთებით უზრუნველყოფას, ვიზების გაფორმებას, სასტუმროების დაჯავშნას და ტრანსფერს. ამრიგად ტურისტულ კომპანიებში იყო გამოყოფილი სპეციალური საქმიანი ტურიზმით (businesstravel) დაკავებული ქვედანაყოფები, ე.ი. მივლინებების მომსახურება, რომელთა შინაარსზე კომპანია პასუხს არ აგებს. მოგვიანებით სამსახურებრივი მიზნით მოგზაურობის ინდუსტრიაში გამოჩნდა MICE ცნება, რომელიც არის კორპორატიული კლიენტებისთვის საქმიანი მოგზაურობების მომსახურების პაკეტის შემადგენელი ელემენტი.

MICE ტურიზმი – ახდენს მილლიონობით ადამიანების მობილიზაციას, არის ვალუტის ნაკადის მძლავრი დრაივი. ეს ტურისტული სექტორი იზიდავს ტურისტებს- ადგილობრივს და უცხოელებს- ძლიერი შესყიდვითი შესაძლებლობებით. ის, როგორც წესი, კავშირშია დასვენების ტურიზმთან, ბევრ შემთხვევაში საშუალებას იძლევა ვიზიტორი უშუალოდ იყოს კონტაქტში ახალ ტურისტულ დესტინაციასთან. ამის შედეგია, როგორც UNWTO-მ დააადგინა, რომ 40% MICE ტურიზმის მონაწილეების ბრუნდებიან დესტინაციაში ოჯახთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად [1, გვ.61].

საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციების ასოციაცია (ICCA – ing. International Congress and Convention Association – წამყვანი ორგანოა დარგის მიმწოდებელთა დასაკმაყოფილებლად, დღეისთვის ითვლის 1018-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციებს 92 ქვეყნიდან) ყოველწლიურად აქვეყნებს ქვეყნებისა და ქალაქების რეიტინგს იქ ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებების მიხედვით. 2014 წლის მაისის მონაცემებით (2013 წლის რეიტინგი) ქვეყნებს შორის ლიდერია აშშ (829 ღონისძიება), ქალაქებს შორის კი – პარიზი (204 ჩატარებული კონგრესი და კონფერენცია) [2]. ქვეყნებისა და ქალაქების ტოპ ათეული აქ ჩატარებული შეხვედრების მიხედვით 2013 წლის მონაცემებით მოყვანილია ცხრილში (იხ. ცხრილი 1):

1

წყარო: ICCA country and city ranking measured by number of meetings organised in 2013.

MICE ტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი და მზარდი დარგია. ICCA-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით მსოფლიოში ყოველწლიურად 400 000 კონფერენცია და გამოფენა იმართება, რომელთა ჯამური დანახარჯი 280 ბილიონ აშშ დოლარზე მეტია.
მოვიყვანოთ ICCA-ს მონაცემები წლების მიხედვით საშუალო რეგისტრაციის საფასურისა და ხარჯების (USD) თითო დელეგატზე შეხვედრაზე [3,გვ.30] (იხ. ცხრილი 2):

2

როგორც ვხედავთ, სარეგისტრაციო მოსაკრებელი საკმაოდ სოლიდურია 2008-2012 წწ. შეადგენს 533 აშშ დოლარს. ამ ცხრილში წარმოდგენილი მთლიანი საშუალო ხარჯების გამოთვლები ეფუძნება ვარაუდს, რომ სულ დელეგატის ხარჯების 22% მოდის რეგისტრაციის საფასურზე [3, გვ.30]. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი შეხვედრები გრძელდება 3-5 დღე, ვღებულობთ, რომ საკონგრესო ტურიზმში მონაწილის ყოველდღიური დანახარჯი აღწევს საშუალოდ 700 აშშ დოლარამდე, მაშინ, როცა ექსპერტული შეფასებებით ჩვეულებრივი ტურისტი დღე-ღამეში 100-დან 300 დოლარამდე ხარჯავს.

ორგანიზებული შეხვედრების რაოდენობის მიხედვით საქართველო 95 ადგილზეა[3, გვ.32-34], ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიანგარიშოთ საშუალოდ საქართველოში MICE ტურიზმიდან შემოსავლების დინამიკა (იხ.ცხრილი 3):

3

მოგზაურების რაოდენობაში მსოფლიოს და საქართველოს ზრდის ტემპების შედარება აჩვენებს, რომ უკანასკნელ ხუთ წელიწადში მოგზაურების რაოდენობა საქართველოში გაცილებით უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა, ვიდრე მსოფლიოში [4]. შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2012 წელს შეადგენდა 1410, 90 მლნ. აშშდოლარს, ხოლო 2013 წელს გაიზარდა 26%-ით და შეადგინა 1777,73 მლნ. აშშ დოლარი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული კვლევის საშუალებითხორციელდება ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით მყოფი ტურისტების სტატისტიკის განსაზღვრა (აღნიშნული კვლევა 2014 წლიდან გადაეცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს).

ამ მიზნით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ასეთია:
ივლისი, 2011 – აპრილი, 2012 პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა მხოლოდ 4% დაესწრო ნებისმიერი ტიპის კორპორატიულ ღონისძიებებს, ბიზნეს შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და კონფერენციებს. განცალკევებით, 2012 წლის მარტიდან აპრილამდე კი, იგივე მაჩვენებელმა 5% შეადგინა. ხოლო 2013 წლის მონაცემებით მაჩვენებელი 4% იყო (191 208 საერთაშორისო ვიზიტორი) [5].

ამ მონაცემების საფუძვლზე ვღებულობთ, რომ საქმიანი ტურიზმიდან ამ პერიოდში შემოსავალმა შეადგინა 133,8 მლნ. აშშ დოლარი ანუ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების 7,5%.

საქართველოში მიმდინარე წელს ჩატარებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია საერთაშორისო საავიაციო ფორუმი – Routes Silk Road. მასპინძლობდა ფორუმს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (მან მიიღო მონაწილეობა აეროპორტების კონკურსში ინგლისში და მოიგო ფორუმის ჩატარება თბილისში) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 3-დღიან ფორუმს ესწრებოდა 300-ზე მეტი დელეგატი. განსახილველი საკითხები იყო: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; თანამედროვე ავიაციის არსებული გამოწვევები.

ასეთი ფორუმი „20 წელია სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და ძალიან პოზიტიური შედეგები აქვს. გავლენას ახდენს მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“,- განაცხადა რუტის მასპინძელ ქვეყნებთან ურთიერთობის მენეჯერმა.

ამრიგად, საქმიანი ტურიზმი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ნაციონალური ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს მის ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარში. თანამედროვე ბიზნესი შეუძლებელია ინფორმაციის აქტიური გაცვლის გარეშე, ახალი ტექნოლოგიების დაუფლების გარეშე, კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე საქმიანი განათლების ყველა დონეზე, საერთაშორისო კონგრესებში, სემინარებში, გამოფენებში მონაწილეობის გარეშე.

ქვეყანაში ბიზნეს-ტურიზმის მოზიდვისთვის საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება: სახელმწიფო და კერძო სექტორების მიერ ერთობლივად შესაბამისი სააგენტოს (არაკომერციული ორგანიზაციის) შექმნა (მაგალითად, ესტონეთში არის კონგრეს-ბიურო), რომელიც იქნება ამაზე პასუხისმგებელი; მიიღებს მონაწილეობას კონგრესებისჩატარებაზეგამოცხადებულტენდერებში, სპეციალიზირებულგამოფენებში , სადაცმოხდებაქვეყნისამმიმართულებითრეკლამირება. აგრეთვე, აუცილებელია MICE ტურიზმის აგენტებთან მჭიდრო კავშირის დამყარება, მათთვის ინფოტურების საშუალები თქვეყნის პოტენციალის გაცნობა.

* აბრევიატურა MICE საქმიანი ტურიზმის ოთხ მიმართულებას ნიშნავს: Meetings – საქმიანი შეხვედრები; Incentives – წამახალისებელი ტურები თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნოირებისთვის (ინსენტივ ტურები); Corporate (ან Conferences)— ფირმების მიერ ორგანიზებული კორპორატიული მოგზაურობები: კონფერენციები, სწავლება, ტიმბილდინგი, ტრენინგები და ა.შ.; Events (ან Exhibitions) – კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობა (გამოფენებში მონაწილეობა)

ლიტერატურა:
1. GlobalReportontheMeetings Industry.WorldTourismOrganization (UNWTO), 2014
2. ICCA 2013 statistics: International association meeting sector continues strong growth – http://www.iccaworld.com/
3. ICCA Publishes „A Modern History of International Association Meetings: 1963-2012“ ,2013 -http://50years.iccaworld.com/npps/story.cfm?nppage=3823
4. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მიმოხილვა, 2012.
5. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – http://gnta.ge/