საქართველო მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნებს შორისაა

ექვსიდან ერთი ზრდასრული ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო გამოკითხვის მიხედვით, საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც გაუმჯობესებულს ისე აფასებს, ისინი კეთილდღეობის ინდექსის 5 კომპონენტიდან მინიმუმ სამს აფასებენ უმაღლესი ქულებით. ასეთია კომპანია Gallup Healthways-ის მიერ 2013 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგი, რომელიც გლობალური კეთილდღეობის ინდექსის სახელითაა ცნობილი.
ყველაზე მეტად კეთილდღეობის ინდექსის გამოკითხულთა შორის თავს ბედნიერად მიიჩნევს ამერიკის რეგიონის მოსახლეობა (33%), ყველაზე ნაკლებად ბედნიერები საკუთარი ყოფით კი აფრიკელები არიან (9%).

ცხრილი N1. Gallup Healthways კეთილდღეობის ინდექსი რეგიონების მიხედვით (აღმავლობის % მაჩვენებელი, 135 ქვეყანა)

1
წყარო: Gallup Healthways Global Well-Being Index, 2013

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 135 ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი აფასებს საკუთარ მდგომარეობას დადებითად Gallup Healthways-ის კვლევის ხუთი კომპონენტიდან სამში მაინც. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი (26%) სკუთარ მდგომარეობას ახლობლებთან ურთიერთობის კატეგორიაში აფასებს მაღალი ქულით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 37%-ით ამ კატეგორიაში ამერიკის რეგიონის მოსახლეობას აქვს, აფრიკის წამრმომადგენლებს კი ყველაზე ნაკლები – 18%.

მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის ყველაზე ნაკლები – 18% – საკუთარ მდგომარეობას აფასებს უმაღლესი შეფასებით მიზნების მიღწევის კატეგორიაში. ამ კატეგორიაში ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი კვლავ აფრიკელებს და ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლებს აქვთ – 13%, ყველაზე დიდი მაჩვენებელი საკუთარი მიზნების მიღწევაში ამერიკელებს აქვთ – 37%.
2013 წელს გამოკითხვა მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჩატარდა, გამოიკითხა 133 000 რესპოდენტი. ორგანიზაცია ინტერვიუერებს კითხვას 5 სფეროდან უსვამდა; თითოეული კატეგორიიდან ინტერვიუერებს 2 კითხვას უსვამენ.

მიზანი:
1. მოგწონთ თუ არა რასაც აკეთებთ ყოველდღე;
2. სწავლობთ ან აკეთებთ თქვენთვის საინტერესო რამეს ყოველდღე.
სოციალური კეთილდღეობა:
1. ზრუნავს თუ არა მუდამ ვიღაც თქვენ ჯანმრთელობაზე;
2. გაძლევს თუ არა თქვენი ოჯახი და მეგობრები დადებით ენერგიას ყოველდღე.
ფინანსური სტაბილურობა:
1. გაქვთ თუ არა საკმარისი ფული ყოველდღიურად იმის გასაკეთებლად, რაც გსურთ;
2. ბოლო შვიდი დღის მანძილზე შეგექმნათ თუ არა ფინანსური პრობლემები.
საზოგადოება:
1. ქალაქი და ადგილი სადაც ცხოვრობთ, არის თუ არა კარგი ადგილი თქვენთვის;
2. ბოლო 12 თვის მანძილზე ამჩნევთ თუ არა გაუმჯობესებას ქალაქის/საცხოვრებელი ადგილის გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
ფიზიკური მდგოარეობა:
1. ბოლო 7 დღის მანძილზე გრძნობთ თუ არა თავს აქტიურად და პროდუქტიულად;
2. არის თუ არა თქვენი ფიზიკური მდგომარეობა ჯანსაღი.

რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა პანამაა. პირველ ათეულში ასევე კოსტა-რიკა, დანია, ავსტრია, ბრაზილია, ელ-სალვადორი, ურუგვაი, შვედეთი, კანადა და გვატემალა შევიდა. კვლევების ავტორთა განცხადებით, შედარებით ღარიბი ლათინური ამერიკის ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვედრა ადგილობრივმა მენტალიტეტმაც შეუწყო ხელი, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ოპტიმისტები არიან. აშშ რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზეა. პანამის ლიდერობას სპეციალისტები ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლით ხნიან, 2013 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 4.5%-მდე შემცირდა და გაიზარდა სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელი.

ცხრილი N2. მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა

2
წყარო: Gallup Healthways Global Well-Being Index, 2013

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნებს შორის მოხვდა. ჩვენმა ქვეყანამ ადგილი ისეთ ქვეყნებს შორის დაიკავა, როგორიცაა სირია, ავღანეთი, ჰაიტი, კონგო, ჩადი, მადაგასკარი, უგანდა და ბენინი.

ცხრილი N3. მსოფლიოს 10 ყველაზე უბედური ქვეყანა

3
წყარო: Gallup Healthways Global Well-Being Index, 2013