დოლარის ინდექსი და დოლარი-ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა

დღეს დიდი პოლემიკაა გაჩაღებული როგორც ფინანსისტებს, ისე არაფინანსისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, დოლარის ირგვლივ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კონკრეტულად მისი გამყარება, რამდენად არის პირდაპირ კავშირში ლარის დაცემასთან.
სპეციალისტების თქმით, თუ ჩვენ გავაკეთებთ დოლარის ინდექსის* ანალიზს, ეს არის დოლარის კურსის ცვალებადობა კალათის ვალუტების მიმართ, გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა გვექნება.

როგორც ვიცით, ოქროდევიზური სისტემა 1944 წელს ბრეტონ-ვუდსის სისტემამ შეცვალა, შემოვიდა მისი ინსტიტუტები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ხოლო იამაიკის კონფრენციის წინ 1973 წელს, ანუ ნავთობის დიდი კრიზისის დროს, დამთავრდა ბრეტონ-ვუდსის სისტემა და მსოფლიო გადავიდა თავისუფალ მცურავ სისტემაზე და ვალუტის რეზერვი გახდა დოლარი. 1973 წლის დოლარის კურსი კალათის სხვა ვალუტებთან დაფიქსირდა 100% და მას შემდეგ დაიწყო აღრიცხვა. ეს ნიშნავს, რომ ინდექსი 100-თან რაც უფრო ახლოს არის, მით უფრო ძლიერია დოლარის მსყიდველობითუნარიანობა, რაც უფრო 100-ს მოშორებული, უფრო სუსტი.

4

4

ჩვენი მსჯელობისთვის ყველაზე საინტერესოა ინდექსის ნიშნული გასული წლის ივლისიდან დღემდე, რომელიც 88 პუნქტიდან შეიცვალა 94,5-მდე. ანუ დოლარი 6,5 პუქნტით გამყარდა სხვა ვალუტებთან მიმართებაში. მოსაზრება, რომ რადგან დოლარი 6,5 პუნქტით გამყარდა, ლარიც ზუსტად ამ მაჩვენებლით უნდა დაცემულიყო, ექსპერტების აზრით, არასერიოზული მსჯელობაა, რადგან ის პირდაპირ კორელაციაში არ არის.

4

რა თქმა უნდა, დოლარის ინდექსის ნიშნული წარმართველია, განმსაზღვრელი და ტრენდის შემქმნელი, მაგრამ დოლარის ინდექსიდან ვერ ამოვიკითხავთ იმას, თუ რამდენით უნდა დაცემულიყო ლარი დოლარის ამა თუ იმ პუნქტიანი გამყარებით. პირდაპირი კორელაცია კალათის ვალუტებს შორისაც არ არსებობს, ამას ევრო-დოლარის წყვილის დინამიკაც ადასტურებს.

4

*დოლარის ინდექსი USDX – არის ინდექსი, რომელიც აჩვენებს აშშ დოლარის მიმართებას ქვესი ძირითადი ვალუტის მიმართ: ევრო (EUR), იენა (JPY), ფუნტი სტერლინგი (GBP), კანადური დოლარი (CAD), შვედური კრონა (SEK) და შვეიცარული ფრანკი (CHF).

ინდექსი იანგარიშება, როგორც ამ ვალუტების საშუალო გეომეტრიული შეწონილი ფორმულით:
სადაც ხარისხობრივი კოეფიციენტები შეესაბამებიან კალათაში ვალუტის წონას: ევრო – 57,6%; იენა – 13,6%; ფუნტი სტერლინგი – 11,9%; კანადური დოლარი – 9,1; შვედური კრონა – 4,2%; შვეიცარული ფრანკი – 3,6%.
ფორმულაში პირველ კოეფიციენტს მოჰყავს ინდექსის მნიშვნელობა 100-თან აღრიცხვის დასაწყისის თარიღზე – 1973 წლის მარტი, როდესაც ძირითადმა ვალუტებმა დაიწყეს თავისუფალი კოტირება ერთმანეთთან.