დოლარისა და ევროს ჭიდილი
მოამზადა ლინა ეპიშევამ
2002 წელს პირველად მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის დოლარს სერიოზული მოწინააღმდეგე გაუჩნდა ევროს სახით. 12 ევროპული ქვეყნების ვალუტა გაუჩინარდა და ევროთი შეიცვალა. ეს იყო ძველი კონტინენტის უკანასკნელი მცდელობა, კვლავ გამოჩენილიყვნენ ფინანსურ რუკაზე და წინააღმდეგობა გაეწიათ შტატების ბატონობისათვის.
ახალი ვალუტა ვერ უწევდა კონკურენციას დოლარს 1999 წელს. ევროს კურსი 1.20 დოლარს შეადგენდა.
შემდგომში ევროს სიძნელეები გაუჩნდა და დოლარის კურსის პარიტეტსაც კი ვერ აღწევდა.
ყოველ კვირას საფონდო ბირჟა აქვეყნებს ინფორმაციას დოლარისა და ევროს ჭიდილის შესახებ.
დოლარის სავარაუდო კურსი სხვა მსოფლიო ვალუტებთან, განსაკუთრებით კი ევროსთან მიმართებაში გახდა მსოფლიო ფინანსისთა შორის დიდი დებატების საგანი. დებატები უფრო გამწვავდა კორპორაციულ ამერიკაში მომხდარი სკანდალების შემდეგ. ანალიტიკოსთა აზრით, დოლარის დაცემა დროებითია. მათი პროგნოზით, ის კვლავ დაიკავებს ადრინდელ პოზიციას. ზოგიერთნი კი, პირიქით თვლიან, რომ დოლარის დაცემა გაგრძელდება და ევროს კურსი ბევრად გაუსწრებს მას.
დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში ამერიკის ხაზინისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ ხაზინის წარმომადგენლების აზრით, დოლარს არაფერი არ ემუქრება და, მაშასადამე, ისინი უარს ამბობენ ჩარევაზე, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ბაზრის თავისუფლება.
დოლარის დაცემას ბევრად შეუწყო ხელი თაღლითობამ აშშ-ის საბირჟო ბაზრებზე. ინვესტორთა ნდობის აღსადგენად აშშ-ის მთავრობამ მიმართა საკონტროლო ორგანოების რესტრუქტურიზაციის ზომებს. მთავრობას კარგად ესმის, რა გარემოებებთან არის დაკავშირებული დოლარის კურსი. ის იმედოვნებს, რომ ამერიკელი ექსპორტიორები სარგებელს მიიღებენ კურსის ცვალებადობიდან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აშშ-ს ხელს აძლევს ვალუტის ასეთი დაცემა. როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტის შემცირებული კურსი ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალისა და იმპორტშემცვლელის წარმოების განვითარებას. იმპორტის გადევნება და ექსპორტის განვითარება ამერიკელებისათვის ამ ეტაპზე მომგებიანი იქნებოდა. რატომ უნდათ შეაჩერონ მათ ეს შესაძლებლობა ხელოვნური ხერხით?
დოლარის დაცემა გაგრძელდება, მაგრამ ეს არ არის საშიში. დოლარი გარკვეულ დონეზე დარჩება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამერიკისათვის – ეს დოლარის მუდმივი დაცემაა, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს დოლარების მფლობელებსა და ბანკების ინტერესებზე. შეიძლება დაიწყოს დოლარის სერიოზული ჩამოყრა. რაც უფრო ბევრია ვარაუდი ევროს ზრდის შესახებ, მით უფრო იზრდება ევროს კურსი.
ამერიკელი მომხმარებლები კი, როგორც ჩანს, გულგრილნი არიან დოლარის ღირებულების მიმართ. მათ მწვანე ქაღალდი სჭირდებათ მხოლოდ იმ საგნების შესაძენად, რომლის ფასი ან ფიქსირებულია, ან მერყევი. ამერიკელი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ დოლარს კვლავ გააჩნია მსყიდველუნარიანობა. მათთვის დოლარი ყოველთვის დოლარია. როგორც ჩანს, არ მიიღეს მხედველობაში ის ფაქტი, რომ მათი ინვესტიციები ღირებულებას კარგავს და დანაგოზი ილევა. ამის მიზეზი არის არა ე.წ. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი, არამედ აქციათა ღირებულების დაცემა, რომელიც დაიწყო ჯორჯ ბუშის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
დიუსენბერის აზრით, დოლარის დაცემა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამერიკის ეკონომიკის სიძლიერე, მაღალი ინფლაცია და სუსტი ფინანსური ბაზრები ეჭვს იწვევს. ამერიკის ეკონომიკის სავარაუდო გამოცოცხლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმის გამო, რომ ადმინისტრაცია დაკავებულია ომებით და ფინანსურ ტერორიზმთან ბრძოლით.
მსოფლიოსთვის დოლარის დაცემის პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ აშშ-ის დოლარი არის ვალუტა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო ვაჭრობას და აშშ-ში მომხდარი ნებისმიერი კატაკლიზმები ისახება აშშ-ის დოლარების მფლობელებზე, ე.ი. ფაქტობრივად, მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობაზე.
ფასების ზრდა დოლარის ექვივალენტში, ბუნებრივია, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზეც იმოქმედებს. დღესდღეობით, დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,19 შეადგენს. მსოფლიო სავალუტო ბირჟების კროს-კურსების შესაბამისად, დადგინდა სხვა ვალუტების ოფიციალური კურსი ლართან მიმართებაში.