მიწით თუ მიწის გარეშე
ქვეყანაში ათასობით ოჯახს მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობს, საკუთრების დამადასტურებელი საბუთი აქვს, მაგრამ შესაძლოა ის კანონდარღვევით იყოს გაცემული: საკუთრების დამადასტურებელ საბუთებზე ან ხელმოწერაა გაყალბებული, ან რომელიმე დოკუმენტი აკლია – ამ საბუთებს ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადაკარგულად ჩაუთვლიან და მიწის ხელახლა გადაფორმებას მოსთხოვენ. გარდა იმ ნაწილისა, ვისაც მიწა გაფორმებული აქვს, ქვეყანაში უამრავი ადამიანია ისეთი,რომელიც მიწას საერთოდ არ ფლობს.ანუ ის ადგილი,სადაც ისინი ცხოვრობენ მათ საკუთრებად არ ითვლება.
განსაკუთრებით საყურადღებო და საინტერესოა თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ დევნილ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთნ. იმ ადამიანებთან,რომელთც დაკარგეს მათ საკუთრებაში არსებული მიწები და იძულებული გახდნენ შეეცვალათ საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის მარტში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ქვეყანში 263598 დევნილია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე, გამოცემული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის N794 განკარგულების საფუძველზე, 2013 წლის 1 აგვისტოს დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც დასრულდა 2013 წლის 27 დეკემბერს.
დევნილთა რეგისტრაციის ჩატარების საჭირირო გახდა იმის გამო, რომ 2007 წლის შემდეგ სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა მსგავი მასშტაბური ღონისძიება, რაც მოიცავს დევნილთა კომპლექსურ აღრიცხვას მათი ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე სხვადასხვა დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და მანამდე სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის განახლებას.
აღსანიშნავია ის,რომ მიუხედავად დევნილების ასეთი დიდი რაოდენობისა,თითქმის მთლიანად მოხერხდა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. 2013 წლიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გაცემა ხდება სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შექმნილი კრიტერიუმების და პროცედურების შესაბამისად. რომელიც დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320-ე ბრძანებით.
სამინისტრომ 2013 წლის აგვისტოდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ საცხოვრებელი ფართის მისაღებად განაცხადი შემოაიტანა 13 041 დევნილმა ოჯახმა. დღემდე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნა 1353 დევნილი ოჯახი. რაც შეეხება ზოგად მაჩვენებელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 10 100 დევნილ ოჯახს გადეცა საკუთრებაში. დევნილი ოჯახებისთვის მოხდა ბინების რეაბილიტაცია და აშენება სახლები თბილისში, ზუგდიდში,ქუთისში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში.
თუმცა, დევნილების უმეტესობა პრივატიზაციის პროცესით უკმაყოფილოა. მიუხედავად იმისა, რომ ისი უკვე წლებია ამ ბინებში ცხოვრობენ ვერ ახერხებენ ბინის საკუთრებაში გაფორმებას. ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ სახლებშიც,რომლებიც რეალურად მათ არ ეკუთვნით. ეს კი დევნილებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია წარმოადგენს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განსახორციელებლად მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულ გრძელვადიანი განსახლების ერთერთ საშუალებას.
პრივატიზაცია არის დევნილი ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი, მათი გრძელვადიანი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით.
პრივატიზაციის პროცესის უფრო სრულყოფის მიზნით 2013 წელს 2 სექტემბერს, გამოიცა მინისტრის 389-ე ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა პრივატიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრები და შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავს თითოეული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზების საკითხს ინდივიდუალურად.
პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს შემდეგი პროცედურების გავლით, პირველ ეტაპზე ხდება დევნილთა მიერ დაკავებული ფართების იდენტიფიცირება, მესაკუთრის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ ფართები წაროადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დევნილთა სამინისტრო ახორციელებს მიმოწერას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროს, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“, სააგენტოდან თანხმობის მიღების შემდეგ, ხორციელდება ობიექტების აზომვა, დევნილი ოჯახების მიერ დაკავებული ფართების დადგენა, შიდა აზომვითი ნახაზების შედგენა, აღწერა და აღნიშნული ფართის სახელწმიფო საკუთრებაში დარეგისტრირება, დარეგისტრირებულ ფართებში მცხოვრები დევნილთა ოჯახების აღწერა და მათი სურვილის დადგენა, სურთ თუ არა პრივატიზირება და თუ სურთ რა შემადგენლობით. შემდგომი ეტაპია, სამინისტროში მინისტრის ბრძანებით შექმნილ კომისიაზე საკუთრებაში გადასაცემი ფართების ინდივიდუალური განხილვა. კომისიაზე განხილვის შემდგომ დევნილთა საკუთრებაში გადასაცემ ფართებზე სამინისტრო შუამდგომლობით მიმართვას საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს დევნილთა მიერ დკავებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა.
დევნილთა მიერ დაკავებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელობას აძლევს დევნილებს თავისუფლათ განკარგონ მათ საკუთრებაში არსებული ფართები.
მიუხედავად არსებული კანონისა, დევნილების უმეტესობა ვერ ახერხებს ფართის კერძო საკუთრებაში გაფორმებას. როგორც დევნილები აღნიშნავენ მათ არ აქვთ პრივატიზაციის ხელშეკრულება,რომლის საშუალებითც შეძლებენ ფართის გადაფორმებას.იმ შემთხვეაშიც კი, თუ მათ პრივატიზაციის ხელშეკრულება აღმოაჩნდებათ, იუსტიიციის სახლში მისულებს ფართის კერძო საკუთრეაში გადაფორმებისთვის უწევთ 50 ლარის გადახდა. მაშინ, როდესაც დევნილობის დახმარება ერთ სულ მოსახლეზე 45 ლარია. პრივატიზაციის პროცესს ეს ფაქტორიც აფორმებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წელს გამოქვეყნებული პრივატიზაციის სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 949 ოჯახს აქვს ფართი კერძო საკუთრებაში გაფორმებული
იმის იმედად დარჩენილი ოჯახები, რომ ის ფართები, რომლებშიც ისინი წლებია ცხოვრობენ მათ საკუთრებაში გადავა, კვლავ ელოდებიან პრივატიზაციის პროცესის გამარტივებას და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. პრივატიზაციის პროცესების გამარტივება, ხელს შეუწყობს არამარტო დევნილთ პრობლების მოგვარებას, არამედ ინვესტიციების მოზიდვის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი