“აზოტი” საერთაშორისო დისკუსიის ცენტრი ხდება
რედაქციისაგან
1 მარტიდან “აზოტში” ქიმიური იარაღის განვითარების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში ინსპექციის ჩასატარებლად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის საინსპექციო ჯგუფი (რამდენიმე კაცის შემადგენლობით) იმყოფებოდა.
ცნობისათვის: საქართველომ ქიმიური იარაღის განვითარების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ საერთაშორისო კონვენციას ხელი მოაწერა 1993 წლის 13 იანვარს, პარიზში; რატიფიკაცია გაუკეთა 1995 წლის 19 აპრილს. კონვენცია ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილს. იგი კრძალავს ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით განვითარებას, წარმოებას, შეძენას, ფლობას, დაგროვებას, გადაცემას და გამოყენებას. მოცემული კონვენციის საფუძველზე და მისი დებულებების იმპლემენტაციის მიზნით, შეიქმნა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის ერთ-ერთ გარანტს.
“აზოტში” ყველა პირობა შეუქმნეს აღნიშნული ჯგუფის წევრებს ინსპექტირებისათვის. ჯგუფმა საწარმო ორ დღეში დატოვა.