ტურიზმი საქართველოში

თამარ შუკვანი
თბილისის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი

ტურიზმი პოპულარული და გლობალური საქმიანობა არის. ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისათვის. ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%. აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, აფრიკაზე 3%.

საერთაშორისო ტურუსტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქვეყნები

1
www.wikipedia.org

რა ვითარებაა საქართველოში? – უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს ტურისტული კურორტები.

როგორც ვიცით, საქართველო გამოირჩევა თავისი ისტორიითა და კულტურით. ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ეს წარმოადგენს ტურისტების მოზიდვისა.

ტურისტებს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება შეუძლიათ საქართველოში. იგი წარმოადგენს საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას. ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მას. ულამაზესი ბუნება, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები და სხვა უამრავი რამ, რასაც სთავაზობს იგი ტურისტებს. საქართველო, ასევე, გამოირჩევა თავისი სამზარეულოთი და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით.

საქართველო თავისი ბუნებრივი რესურსებით, ბევრ ქვეყანას უწევს კონკურენციას. ხოლო, სახელმწიფო სტრუქტურები, როგორც მანამდე, დღესაც მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. სახელწიფო სტრუქტურების განვითარება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ასევე ტურისტების რაოდენობაც, ბუნებრივია, გაიზრდება.

2015 წელს საქართველოში თითქმის ექვსი მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, ამასთან, მათი საერთო რაოდენობიდან თითქმის ნახევარი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. საქართველოს სტუმართა საერთო რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 6,9%-ით გაიზარდა.

ტურიზმი გასული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩეოდა: 2011 წელს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა 38% იყო, 2012 წელს 56%-ს მიაღწია, 2013 წელს ვიზიტორთა ნაკადი 22%-ით გაიზარდა. 2014 წელს ზრდა 9.5-ჯერ შემცირდა და 2.3% შეადგენდა. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 6.9%-მდე გაიზარდა.

2
www.economy.ge

2015 წელს ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს დარჩნენ 49.5 ათასით გაიზარდა, რაც ტურისტების 2.2%-იან ზრდას ნიშნავს, 2015 წელს საქართველოში 24 საათზე მეტი ხანი 2.27 მილიონი ადამიანი დარჩა. 2015 წელს საქართვლოს საზღვარი 5.89 მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.9%-ით აღემატება, ზრდა ძირითადად ტრანზიტს უკავშირდება, რომელიც წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. წელს საქართველო ტრანზიტისთვის 1.4 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა. გასულ წელს თურქი ვიზიტორების რაოდენობა 4%-ით შემცირდა, ასევე 2%-ით შემცირდა უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა. 10%-იანი ზრდა შეიმჩნევა სომეხი ვიზიტორების რაოდენობაში, ასევე 8%-ითაა გაზრდილი აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა.

ტურიზმში არსებული დაბალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასულ წელს 47 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. წელს კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 47%-ით შემცირდა და 25 ათასს შეადგენს. ასევე 55%-ით შემცირდა ერაყელი ვიზიტორების რაოდენობა, წელს საქართველოში სულ 9.7 ათასი ერაყის მოქალაქე შემოვიდა. სავიზიტო რეგულაციების შემოღებამდე კი საქართველოში ირანელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელს მან 89 ათასსაც მიაღწია. ირანელი და ერაყელი ვიზიტორების შემცირება საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბრუნვაზეც უარყოფითად აისახებოდა.

3

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 7% მოდის. ამასთანავე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ხოლო, რაც შეეხება სამთო კურორტს საქართველოში, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტურისტები ძირითადად სტუმრობენ ისეთ კურორტებს, როგორიცაა: მესტია, გუდაური, ბაკურიანი და ა.შ. უნიკალური სამთო კურორტები, რომლებიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია. სამთო-სათხილამურო სეზონი ძირითადად იხსენება დეკემბრის დასაწყისში. ხოლო, ტურისტების ნაკადი კი – ამ პერიოდში მატულობს, თოვლის მომატებასთან ერთად.

საზაფხულო სეზონი მთის კურორტებზეც არ კარგავს აქტუალობას. სწორედ მათთვის არის საუკეთესო შემოთავაზება ზემოთ აღნიშნული სამთო კურორტები, რომლებიც ზაფხულის სეზონზეც აქტიურია.

2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, 2015 წელთან შედარებით. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათას 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449 ათას 731-ით მეტია. (ზრდა +7.6%). 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაყვეს და მათმა რაოდენობამ 2 მილიონ 714 ათას 773 შეადგინა, რაც 432 ათას 802-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.6%-ით გაიზარდა.

სრულიად ზაფხულის და ზამთრის განმავლობაში 2015 წელს სვანეთში, როდესაც სასრიალო თოვლი უკვე კარგად იდო, ამ დროიდან მოყოლებული, გასულ წელს ტურისტული ცენტრის გავლით, რომელიც აქ მუშაობდა 12 000-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა – ეს არის ოფიციალურად და 13 000 ათასი ტურისტი კი თვითდინებით იყო შემოსული. ჯამში სვანეთს 25 000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობდა 2015 წელს.

მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ბოლო დროს დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმა, ტურისტულ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა – საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა გუდაურსა და ბაკურიანში.

მასალის წყაროები:
www.wikipedia.ge
www.economy.ge
www.netgazeti.ge