ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა საქართველოს ეკონომიკაში

მარიამ ღარიბაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
marrygharibashvili@gmail.com

რეზიუმე

საქართველოში საბიუჯეტო სფეროში დაგროვილმა პრობლემებმა განსაკუთრებით სიმწვავით იჩინა თავი დანამედროვე ეკონომიკური გამოწვევების გამოწვევების ფონზე. ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსებისთვის საჭიროა სახელმწიფოს მიერ ხარჯების განაწილებისას განისაზღვროს გარკვეული პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების განაწილება, ამასთან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალურ სფეროს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თანამედროვე ეტაპზე ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის უმთავრესი მიზანი საჭიროა გახდეს საბიუჯეტო შემოსავლების მიღების მყარი საფუძვლების შექმნა, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად გადანაწილების უზრუნველყოფა და მთლიანობაში საბიუჯეტო პროცესის სრულყოფა, რათა საბიუჯეტო სისტემის ეფექტიანმა ფუნქციონირებამ უზრუნველყოს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის და სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციების ეფექტიანად შესრულება.

Abstract

In Georgia the problems, which were accumulated in the budgetary field, occurred on the basis of the modern economic challenges. The fundament of the development of any country is the development of Economic Sustainability. For which forming an appropriate budgetary system and good financial base is necessary.

State Budget is the main instrument of the mobilization of the country`s financial resources, which directly affects the whole budgetary system. In order to be balance the budget deficit it’s necessary to define the priorities during the allocating of costs and to transfer the incomes according to these priorities. Except this, we should pay much attention to the social field to use the budgetary incomes in improving the social situation. Consequently, in order to improve macroeconomic stabilization and reach the effective functioning of the whole financial system, the main target of the budgetary system should be getting the stable budgetary incomes, allocating these incomes effectively and improving the functioning of the whole budgetary system.

ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველი ეკონომიკის მდგრადი განვითარებაა, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი საბიუჯეტო სისტემის ფორმირება და მყარი ფინანსური ბაზის შექმნა. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის ფინანსური რესურსების მობილიზაციის მთავარი ინსტრუმენტია, რომლის ეფექტიან ფუნქციონირებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთლიანად საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირება. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მეტად აქტუალურ სხდის.ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლასა და საბიუჯეტო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების სრულყოფის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.

სახელმწიფოს როლი ბიუჯეტის რეგულირებაში

საქართველოში თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს, ქვეყანაში სოციალურ- ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის გარდაქმნა, მისი გადაყვანა პროგრესული განვითარების გზაზე უკავშირდება მაღალეფექტიანი საბაზრო მეურნეობის ჩამოყალიბებას, რაც სხვა პარამეტრებთან ერთად მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას და მის საშინაო პოლიტიკას. თანამედროვე პერიოდში თითქმის არავინ დავობს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო წარმოადგენს ბაზრის ნეგატიური შედეგების აღმომფხვრელ ინსტრუმენტს და მან აქტიური როლი უნდა შეასრულოს ეკონომიკური პროცესების რეგულირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით. თუ ეკონომიკას თავის ნებაზე მივუშვებთ, ის რყევებს განიცდის, რაც შემდგომ პერიოდში შესაძლებელია კრიზისის გამომწვევ მიზეზადაც კი გადაიქცეს, ამიტომ საბაზრო მექანიზმისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების, აღმოსაფხვრელად სახელმწიფო იყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტებს, რითაც იგი უზრუნველყოფს საბაზრო მექანიზმის გაძლიერებას და მისი ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებას. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირება ხორციელდება როგორც მაკრო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ასევე სამეურნეო სუბიექტებისა და საოჯახო მეურნეობების საქმიანობის დონეზე, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს სტაბილიზაციის, გამანაწილებელი და ალოკაციური ფუნქციების გამოყენებით.

1. საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ცდილობს ბაზრის შეცდომების გამოსწორებას, ისეთის, როგორიცაა მონოპოლიები ან ძლიერი დაბინძურება.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს გადასახადებისა და ხარჯების სამართლიან განაწილებას, შემოსავლების განსაზღვრულ ჯგუფებს შორის გადასანაწილებლად.
3. სახელმწიფო გადასახადების, ხარჯებისა და ფულადი რეგულირების დახმარებით სტიმულს აძლევს მაკროეკონომიკურ ზრდას და სტაბილურობას, ამცირებს უმუშევრობის და ინფლაციის დონეს და იმავდროულად სტიმულს აძლევს მის ეკონომიკურ ზრდას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზრო მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებაში და მისი ნაკლოვანებების აღმოფხვრაში, სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა უდიდესია, კერძოდ, საზოგადოებაში ეფექტიანობის უზრუნველყოფაში, შემოსავლების არასამართლიანი განაწილების კორექტირებაში და ასევე, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემა, წარმოადგენს ეკონომიკის მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკის რეგულირებას. ამასთან პირველი მეთოდი დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებთან და სხვა სახელმწიფო სახსრების გამოყენებასთან, ინვესტიციებისა და სუბსიდიების სახით, ხოლო მეორე საგადასახადო მეთოდი, დაკავშირებულია საგადასახდო განაკვეთებისა და შეღავათების ლიბერალიზაციასთან მეწარმეობრივი აქტივობის გაძლიერების მიზნით. 1 საბიუჯეტო მეთოდებით ეკონომიკაზე ზემოქმედების ძირითად მიზანს წარმოადგენს, ქვეყანაში სახელმწიფო შემოსავლების იმ რაოდენობით მობილიზება, რომელთა საშუალებითაც იგი შეძლებს მისი ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების რეალიზებას.

ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის რამდენიმე გზა

ჩემი აზრით, საჭიროა სახელმწიფოს მიერ ხარჯების განაწილებისას, განისაზღვროს გარკვეული პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების განაწილება, ამასთან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალურ სფეროს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ეტაპზე ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის უმთავრესი მიზანი საჭიროა გახდეს ბიუჯეტის შემოსავლების მიღების მყარი საფუძვლების შექმნა, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად განაწილება-გადანაწილების უზრუნველყოფა და მთლიანობაში საბიუჯეტო პროცესის სრულყოფა, რათა საბიუჯეტო სისტემის ეფექტიანმა ფუნქციონირებამ საბოლოო ანგარიშით უზრუნველყოს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციების ეფექტიანად შესრულება.

თანამედროვე პერიოდში ქვეყანაში რაციონალური ფინანსური სისტემის ფორმირება-რეალიზება, ეკონომიკის სტაბილური განვითარება, ეფექტიანი საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის გატარება, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა, ინფლაციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, უმუშევრობის შემცირება და მთლიანობაში ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბლიზაციის მიღწევა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ, მისი ეკონომიკური ფუნქციების ეფექტიანად რეალიზაციის გზით არის შესაძლებელი.

როგორ ივსება ბიუჯეტის დეფიციტი?

მართალია, ბიუჯეტი შეიძლება დეფიციტური დაგეგმოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაწერილი ხარჯები დაუფინანსებელი დარჩება. მთავარი ის არის, რომ ბიუჯეტი ყოველთვის დაბალანსებულია და დეფიციტის შემთხვევაში საგარეო თუ საშინაო ვალით ხდება ხარჯების დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ყოველწლიურად დიდი ოდენობით საგარეო ვალს იღებს, რომელთა ნაწილი მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ხმარდება, ხოლო ნაწილი კი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. საგარეო და საშინაო ვალის თანაფარდობა წლების მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ საგარეო ვალის მოცულობა დაახლოებით 7-8 პროცენტით აღემატება ხოლმე შიდა ვალის მოცულობას.

შეიძლება ქვეყანამ ვალი აიღოს, რაღაც საქმეს მოახმაროს და იქიდან იმხელა უკუგება მიიღოს, რომ ღირდეს ეს ვალი. დეფიციტის დროს მთავრობა ცდილობს, რომ ბიუჯეტი შეავსოს, ამიტომ როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალის აღებაზე იწყებს ფიქრს. ანუ ის გამოდის ბიზნესის კონკურენტად. საბიუჯეტო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბიუჯეტის მთლიანი სალდო მუდმივად ცვალებადია და მისი ოდენობა არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკომონიკური ფაქტორებით არის განპირობებული, არამედ დიდწილად ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ბიუჯეტის ხარჯები 9,965 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან მიმდინარე ხარჯებზე 8,787 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებზე და წმინდა დაკრედიტებაზე 1,178 მილიონი ლარია განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 354 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო როგორც მიმდინარე (243 მლნ ლარი), ასევე კაპიტალურ ხარჯებს (111 მლნ ლარი).

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლის გეგმასთან შედარებით 194 მილიონი ლარით იზრდება და 1,250 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 3.7%-ზე არის დაგეგმილი. ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3%-ზე დაბლა. თუმცა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.3%-მდე.

დასკვნა

ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის ფორმირება-ფუნქციონირება წარმოადგენს, რისი მიღწევაც შესაძლებელია ქვეყანაში საბიუჯეტო სისტემის ფორმირებასა და მის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესწავლა-გაანალიზებით და მათი გადაჭრისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებით. ყოველივე აღნიშნულის მისაღწევად მართებულია, გაანალიზებული იქნეს წარსულში საბიუჯეტო სისტემის ფუნქცინირებისას არსებული ხარვეზები, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული მათი ხელახალი განმეორება.

გამოყენებული ლიტერატურა
1. გამსახურდია თ.- საქართველოს საგადასახადო საბიუჯეტო სისტემის ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თსუ გამომცემლობა, თბ. 2003.
2. მენქიუ გ.- ეკონომიკის პრინციპები, დიოგენე, თბ. 2000.
3. მესხია ი., ბასარია ვ.- საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფის საკითხები, გამომცემლობა ,,ფინანსები”, თბ. 2001.
4. csrdg.ge