ფრანგული ღვინო მსოფლიო ბაზარზე

ავტორის სტილი დაცულია

ანი ოთარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტ 

რეზიუმე

მოცემულ სტატიაში განხილულია ფრანგული ღვინის ისტორია და მისი მნიშვნელობა მსოფლიო ბაზრისთვის. როგორც მოგვეხსენება, ფრანგული ღვინის პირველი კვალი შეინიშნება ძვ.წ. VI საუკუნეში. ღვინო ათასობით წელია არსებობს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ საფრანგეთმა იგი მათი ცივილიზაციის ნაწილად აქცია და ორი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღვინის დაყენება ხელოვნებად ითვლებოდა.

ფრანგები წელიწადში აწარმოებენ 7-8   მილიარდ ბოთლ ღვინოს. საფრანგეთი ერთ-ერთი უდიდესი ღვინის მწარმოებელია მსოფლიოში, იტალიურ, ესპანურ და ამერიკულ ღვინის მწარმოებლებთან ერთად. როგორც მოგვეხსენება, ფრანგული ღვინის კვალი ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. საფრანგეთის რეგიონებში არსებული მეღვინეობის ისტორია რომის იმპერიას უკავშირდება. საფრანგეთში ყურძნის მრავალი ჯიში არსებობს, რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ისევე როგორც ღვინის დაყენების წესები და ღვინის დამუშავების სტილები გაიზიარეს სხვა მწარმოებლებმა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ზოგიერთმა მწარმოებელმა ისარგებლა ფასების ზრდისა და ბურგუნდიისა და ბორდოს ზოგიერთ პრესტიჟულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდით, საფრანგეთის ღვინის ინდუსტრიაში შემცირდა შიდა მოხმარება და საერთაშორისო მასშტაბით, მას მოუწია, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ბევრ ახალ ღვინოს.

Resume

This article discusses the history of French wine and its significance for the world market. As we know, the first traces of French wine are observed in BC. In the VI century. Wine has existed in the Mediterranean countries for thousands of years, but France made it part of their civilization and making wine for more than two thousand years was considered an art.

The French produce 7-8 billion bottles of wine a year. France is one of the largest winemakers in the world, along with Italian, Spanish and American winemakers. As we know, traces of French wine date back to the VI century AD. The history of winemaking in the regions of France is linked to the Roman Empire. There are many varieties of grapes in France that are now spread all over the world, as well as wine making rules and wine processing styles shared by other producers. While some producers have taken advantage of rising prices in recent years and increased demand for some of Burgundy and Bordeaux’s prestigious wines, the French wine industry has seen declining domestic consumption and, internationally, it has had to compete with many new wines from around the world.

ფრანგული ღვინის ხარისხის დონე და დასახელების სისტემა

1935 წელს მიიღეს კანონი ფრანგული ღვინის ხარისხის კონტროლის შესახებ. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონტროლის სისტემა რეგულირდება ძლიერი ზედამხედველობის საბჭოს მიერ (INAO). საფრანგეთში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სისტემა ღვინის ადგილწარმოშობის კონტროლის შესახებ და მკაცრი კანონები მეღვინეობისა და წარმოების შესახებ. ამ კანონების მიხედვით მოდელირებულია მრავალი ევროპული საკანონმდებლო სისტემა. ევროკავშირის კანონები ღვინის შესახებ შეიქმნა ფრანგების კანონების შესაბამისად, ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პარალელურად.

საფრანგეთის კანონი ღვინოს ყოფს ოთხ კატეგორიად, ორი ევროკავშირის სუფრის ღვინის კატეგორიაში და ორი სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო (QWPSR).[1]

სუფრის ღვინო:

Vin de Table (სუფრის ღვინო – 11,7%) – თან ახლავს მხოლოდ მწარმოებელი, რომელიც აღნიშნავს, რომ ღვინო არის საფრანგეთიდან.

Vin de Pays ( მხარის ღვინო – 33.9%) – იწარმოება საფრანგეთის კონკრეტულ რეგიონში და ექვემდებარება ნაკლებად მკაცრ რეგულაციებს, ვიდრე წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი ზონის ღვინოები. მაგალითად, ის საშუალებას აძლევს მწარმოებლებს გამოყონ ღვინოები, რომლებიც მზადდება ყურძნის ჯიშების ან სხვა პროცედურების გამოყენებით. გარდა წარმოშობის კონტროლირებადი ზონის წესებით გათვალისწინებული რეგულაციებისა, სუფრის ღვინო მარტივი და კომერციულად არამდგრადი კლასიფიკაციის გამოყენების გარეშეა. [1]

სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო:

უმაღლესი ხარისხის ღვინო (0.9%) – მზადდება ნაკლებად მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის ღვინო. ეს კატეგორია გაუქმდა 2011 წლის ბოლოს.

ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონა (53,4%) – ღვინო კონკრეტული ტერიტორიიდან მრავალი სხვა შეზღუდვით, მათ შორის ყურძნის ჯიშებით და მეღვინეობის მეთოდით.

ფრანგული ღვინის რეგიონები

საფრანგეთში შვიდი ძირითადი ღვინის მწარმოებელი რეგიონია. ალზასი, ბორდო, ბურგუნდი, ლუარის, პროვანსისა და როონის ხეობა დომინანტური ფრანგული ღვინის რეგიონებია. ეს რეგიონები ცნობილია კონკრეტული ყურძნის ჯიშებით. [11]

ბორდო

ბორდოს რეგიონი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. ბორდო პირველ რიგში, ცნობილია თავისი განსაკუთრებული წითელი ღვინით. ის ასევე აწარმოებს ძირითადად ტკბილ თეთრ ღვინოებს. ამ რეგიონს აქვს მნიშვნელოვანი პროდუქტიულობა მაღალი ხარისხის, მოთხოვნადი ღვინოებით, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ღვინის რეგიონად აქცევს.

ელზასი

ელზასი საფრანგეთის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე მხარეა, ესაზღვრება გერმანიასა და შვეიცარიას. ამ რეგიონში სამი ქვეყნის კულტურა იკვეთება – საფრანგეთი, გერმანია და შვეიცარია, რაც ღვინის გემოსა და ხარისხზე მკაფიოდ აისახება.

გერმანული გავლენა ამ მხარეში იგრძნობა ყველგან და ყველაფერში – ადგილობრივების გვარებისა და ლოკაციების სახელების ჟღერადობაში, არქიტექტურაში, სამზარეულოსა და ყურძნის ჯიშებში.

ელზასურ ღვინოებს ადვილად გამოარჩევთ ბოთლის სიმაღლისა და ვიწრო, მაღალყელიანი ფორმის გამო. რეგიონი განთქმულია თავისი თეთრი ღვინოებით. საფრანგეთის სხვა მხარეებისგან განსხვავებით, სადაც ღვინის სახელი მისი დამზადების ადგილიდან გამომდინარეობს, ელზასელები სასმელს – ყურძნის ჯიშების მიხედვით არქმევენ, როგორებიცაა: პინო ბლანი, რისლინგი, სილვანერი, პინო ნუარი, პინო გრი.

ბურგუნდი

საფრანგეთის ზომიერ აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბურგუნდია გვთავაზობს გრილი და თბილი კლიმატის ნაზავს. რეგიონი აწარმოებს ბევრად ნაკლებ ღვინოს, ვიდრე ბორდო. ბურგუნდი გამორჩეულია შარდონესა და პინო ნუარის ყურძნისგან დამზადებული ღვინოებით, ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა კოტ დე ნუიტსი, კოტ დე ბონი, შაბლი და კოტ შალონეზი.

ფრანგული ღვინის ექსპორტი

2021 წლის პირველ ნახევარში საფრანგეთმა 5,2 მილიარდი ევროს ღირებულების 7,3 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო გაიტანა. ეს უტოლდება 15% მოცულობით და 40% ღირებულებით ზრდას 2020 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია 15% მოცულობით და 9% ღირებულებით 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით. ფრანგული ღვინის ექსპორტი სჭარბობს Covid-19-მდე არსებულ მაჩვენებელს.[13]

Vin De France-ის მთლიანი ექსპორტის მოცულობა, რომელიც წარმოადგენს ფრანგული ღვინოების დაახლოებით 15%-ს, გაიზარდა +7%-ით 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში (იანვრიდან ივნისამდე), Business France-ის მონაცემებით. ასევე შეინიშნება ღირებულების 5%-იანი ზრდა, რაც შეადგენს €196,727 ათასს, იმავე პერიოდისთვის, რაც მიუთითებს ძლიერ აღმავალ ტენდენციაზე.

ღირებულების თვალსაზრისით, აშშ (1,6 მილიარდი დოლარი), დიდი ბრიტანეთი (1,3 მილიარდი დოლარი) და გერმანია (832 მილიონი აშშ დოლარი) არის საფრანგეთიდან ექსპორტირებული ღვინის უმსხვილესი ბაზრები მთელ მსოფლიოში, მთლიანი ექსპორტის 38%-იანი წილით. ბელგია, იაპონია, ჩინეთი, შვეიცარია, კანადა, ნიდერლანდები, შვედეთი, დანია და პოლონეთი გარკვეულწილად ჩამორჩნენ და ერთად შეადგენენ  35%-ს. ღვინის საექსპორტო საშუალო ფასმა 2020 წელს ტონაზე 7012 დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით -5,5%-ით შემცირებით.

პირველ ცხრილში მოცემულია აშშ-ს ღვინის იმპორტი 2021 წელს. 2021 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა აღადგინა თავისი პოზიცია, როგორც საფრანგეთის ღვინის წამყვანი იმპორტიორი. ახლა, როდესაც ტრანსატლანტიკურმა მოლაპარაკებებმა ფაქტობრივად გააუქმა 2019 წლის ოქტომბრიდან დაწესებული საბაჟო გადასახადები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გაყიდვების იმპულსი არ შემცირდება. 2021 წლის 11 მარტიდან ფრანგულ ღვინოებზე აშშ-ს 25%-იანი გადასახადის შეჩერებამ დაუყოვნებლივ იმოქმედა გადაზიდვებზე. 2021 წლის აპრილში საფრანგეთმა გაიტანა 221,000 ჰექტოლიტრი ღვინო 208 მილიონი ევროს ღირებულების, რაც უდრის განსაცვიფრებელ 90%-იან მოცულობას და 131%-იან ღირებულებით ზრდას 2020 წლის აპრილთან შედარებით. [12]

ცხრილი1. აშშ-ს ღვინის იმპორტი 2021

წყარო: Vinitaly Observatory-Nomisma Wine Monitor based on customs data [9]

ევროკავშირის ქვეყნებიდან 2020 წელს ღვინის მოხმარების ყველაზე მაღალი მოცულობის მქონე ქვეყნები იყო საფრანგეთი (4,1 მლნ ტონა), იტალია (3,8 მლნ ტონა) და ესპანეთი (2,6 მლნ ტონა), საერთო მოხმარების 68%-იანი წილი. ღირებულების თვალსაზრისით, ევროკავშირის უმსხვილესი ღვინის მიმწოდებელი ქვეყნები იყო საფრანგეთი (10 მილიარდი დოლარი), იტალია (7,1 მილიარდი აშშ დოლარი) და ესპანეთი (3 მილიარდი აშშ დოლარი), რაც ერთად შეადგენს მთლიანი ექსპორტის 84%-ს.

ფრანგული ღვინო, რომლის ფასი 76 000 დოლარს აღწევს

ღვინოზე საუბრის დროს ბევრ ადამიანს აინტერესებს, რომელი ღვინოა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და რომელი ღვინო ითვლება ყველაზე პრესტიჟულ სასმელად.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დავარგებული (დაძველებული) ლეგენდარული ღვინოების ფასები ხშირად იცვლება და თუკი ერთი ღვინო წელს ყველაზე ძვირი ღირდა, მომდევნო წლებში შეიძლება სხვა გახდეს პოპულარული. ამიტომ, ხელაღებით მხოლოდ ერთი ღვინის გამორჩევა რთულია.

თუმცა, ღვინო, რომელზეც ახლა გიამბობთ, მუდმივად შედის მსოფლიოს ტოპ-ღვინოებს შორის და, ფასის კუთხით, ხუთეულის ქვემოთ არასოდეს ჩამოსულა.

ფრანგული ღვინო, რომელსაც სახელად Domaine ჰქვია, მთელს მსოფლიოშია განთქმული და ძალიან ძვირი ღირს. La Tâche -ს ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ბურგუნდიული უწოდეს, ჰიუონ ჰუკმა კი (Huon Hooke) კეთილსურნელების, დახვეწილობისა და ბალანსის განსახიერება დაარქვა. [5]

ყურძენი, რომლისგანაც ამ ღვინოს წურავენ, სულ 6 ჰექტარზე მოდის და წელიწადში მხოლოდ 1 880 ყუთი ისხმება. ღვინო ხშირად ჩნდება ხოლმე სხვადასხვა აუქციონზე, სადაც ზოგჯერ 76 000 დოლარსაც კი იხდიან მასში (წელიწადს გააჩნია).ღვინოს კენკრის ჩირის დახვეწილი სურნელი გამოარჩევს, ასევე ნუგასა და კარამელის ტონები.

ფრანგული ღვინის წარმოება  2021 წელს 30%-ით შემცირდება

საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2021 წლისთვის წარმოება 32,6 მილიონიდან 35,6 მილიონ ჰექტოლიტრამდეა მოსალოდნელი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროგნოზი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 24%-დან 30%-მდე ნაკლებია.[14]

ზაფხულის დასაწყისიდან სველი ამინდის გამო გამოწვეულმა დაავადებებმა ასევე იმოქმედა ყურძნის ჯიშებზე. თუმცა, სამინისტროს განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის პერიფერიის მიღმა მდებარე რეგიონებისთვის ყურძენი კარგი ზომისაა.

წელს ფრანგული ღვინის მთლიანი წარმოება, სავარაუდოდ, 1977 წლის დონესთან ახლოს იქნება, როდესაც მოსავალი ყინვამ და ზაფხულის ნალექმა ასევე დააზიანა. სამინისტროს თანახმად, სხვა კლიმატურმა მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წლევანდელ მოსავალზე და სავარაუდოდ, წინასწარი მაჩვენებლები გადაიხედება.

ენოთერაპია საფრანგეთში

ღვინოს სამკურნალო დანიშნულებით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ, რასაც არაერთი ისტორიული წყარო მოწმობს. ღვინის თერაპიის სარგებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ეგვიპტეში პლა-ხოტეპის (ძვ. წ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე, ასევე ქალაქ ნიპურის გათხრებისას, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება. [15]

ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით.

ორგანიზმში მოხვედრისას, ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები.

ჩვენი შორეული წინაპრის, მედიცინის მატრიარქის, მედეას სამკურნალო 40-მცენარიან ნუსხაში ვაზიც მოიხსენიება. ღვინოზე დამზადებული მრავალი წამალია აღწერილი ქართულ სამკურნალო კარაბადინშიც (X-XI სს.).

დღევანდელ ცივილიზებულ ქვეყნებში ენოთერაპია აღმავლობის გზაზეა. მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი საფრანგეთში, ბორდოს პროვინციაში, XX საუკუნეში გაიხსნა. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქვილი წიპწებით.

ანალოგიური ცენტრები იხსნება სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ენოთერაპიას, როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი ხნის ისტორია აქვს.

გასული საუკუნის ბოლოს 7 მლნ კაცზე ჩატარებული დაკვირვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ საფრანგეთში, აშშ-ის მოსახლეობასთან შედარებით, გულის შეტევებისგან სიკვდილიანობა 36-56%-ით ნაკლებია. ამ სენსაციური შედეგების მიზეზად, ფრანგების მიერ წითელი ღვინის ყოველდღიურად მოხმარება დასახელდა.[15]

საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილი ფრანგული ღვინო

ღვინის საერთაშორისო ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით უმაღლესი დონის ღვინოებისთვის. მოგვეხსენება, არსებობს სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და სამხრეთ კორეას შორის. 

ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებამ სამხრეთ კორეასთან მისცა საშუალება მცირე მწარმოებელს გაეზარდა თავისი ექსპორტი აზიურ ქვეყანაში ერთი მესამედით მხოლოდ სამი წლის განმავლობაში და მიაღწია 5000 ბოთლს 2015 წელს.

ევროკავშირსა და სამხრეთ კორეას შორის სავაჭრო შეთანხმებამ საფრანგეთს საშუალება მისცა გამხდარიყო სამხრეთ კორეის ღვინის უმსხვილესი მიმწოდებელი, ისარგებლებდა რა ბაზრის 30,9%-ით. დღეს სამხრეთ კორეა არის მესამე უდიდესი აზიური ღვინის ბაზარი საფრანგეთისთვის, ჩინეთისა და იაპონიის შემდეგ.

პასკალ ჯოლივეტი არის ერთ-ერთი ფრანგი ღვინის მწარმოებელი ლუარის ველის რეგიონიდან. პასკალ ჯოლივეტისთვის კომპანიის ბრუნვის 70% ახლა საერთაშორისო ექსპორტზეა დამოკიდებული, რაც ყოველწლიურად 7 მილიონ ევროს შეადგენს. ჯოლივეტის ათი თანამშრომელიდან ოთხი ახლა მუშაობს ექსკლუზიურად კომპანიის ღვინის ექსპორტზე, რომელიც იყიდება რესტორნებში მსოფლიოს 80 ქვეყანაში.[3]

ასევე მნიშვნელოვანია, ევროპის ღვინის ინდუსტრიისთვის, ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმება კანადასთან, რომელიც ცნობილია როგორც CETA, ის ამცირებს იმპორტის გადასახადებს, რომლებსაც ევროპული ღვინოები ექვემდებარებოდა. საქმე გვაქვს კანადის რეგიონული მონოპოლიების დასასრულთან რაც არსებობდა ღვინის საცალო ვაჭრობაზე. ფაქტობრივად, CETA წარმოადგენს ოქროს შესაძლებლობას ფრანგი და სხვა ევროპული ღვინის მწარმოებლებისთვის. CETA-ს აქვს რიგი უპირატესობები, ის აუმჯობესებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კომპანიების მათ შორის ღვინის მწარმოებელი კომპანიების წვდომას კანადის სერვისების ბაზარზე.[3]

აღსანიშნავია, რომ ფრანგებს აქვთ მკაცრი კანონები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათი ღვინის გაყიდვა და კატეგორიზაცია. ღვინის სახეობა დამოკიდებულია ყურძნის ჯიშზე და იმ რეგიონზე, სადაც ის იყო გაშენებული. კაბერნე სოვინიონის ღვინოები არ შეიძლება წარმოებული იყოს ბორდოში და, ასევე, შამპანურის დამზადება არ შეიძლება სხვა რეგიონში, გარდა შამპანურის რეგიონისა. საფრანგეთის თითოეული რეგიონი აწარმოებს ღვინის საკუთარ, უნიკალურ ხასიათს. თუ გარკვეული ღვინო არ აკმაყოფილებს INAO-ს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, იგი აღინიშნება როგორც Vin de Pays, ესაა დამამცირებელი დეკლასიფიკაცია, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ქვეყნის ღვინო (ის აღარ არის კვალიფიცირებული, როგორც ღვინო კონკრეტული რეგიონიდან).

„საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ – გამოფენა ბორდოში

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციების ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) საქართველო, პირველი საპატიო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2017 წლის 31 ივლისს, გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ ოფიციალურად გაიხსნა.  14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.[10]

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება –  დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო  უძველესი ღვინის ცივილიზაციის კერაა. ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად  6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.  ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

მოცემული პროექტის ორგანიზებაში ჩართული იყო: მთავრობის ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, საქართველოს საელჩო საფრანგეთში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-საქპატენტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა ორგანიზაციები.

 დასკვნა

ამგვარად, საფრანგეთი ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა. საფრანგეთში ყურძნის მრავალი ჯიში არსებობს (მაგალითად, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, პინო ნუარი, სოვინიონის ბლანკი, სირა ), რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ისევე როგორც ღვინის დაყენების წესები და ღვინის დამუშავების სტილები გაიზიარეს სხვა მწარმოებლებმა.  საფრანგეთი საშუალოდ 50 მილიონ ჰექტოლიტრ ღვინოს აწარმოებს წელიწადში, რაც უდრის გლობალური ღვინის წარმოების 16%-ს. ღვინის ინდუსტრია საფრანგეთში თითქმის 600000 სამუშაო ადგილს იკავებს. მათ შორის 142000-ზე მეტი მეღვინეა. ფრანგული ღვინოების 30 პროცენტი საექსპორტო ბაზრებზე იყიდება.

საფრანგეთში ღვინის ინდუსტრიამ აჩვენა, რომ მას შეუძლია შეიცვალოს მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საზოგადოების მოლოდინები გაამართლოს. ინოვაციური ძალისხმევა ძირითადად ორიენტირებულია ღვინის დაყენების მეთოდებზე (ხარისხის კონტროლი, შემცირებული ენერგიის მოხმარება და ა.შ.). ამასობაში, მევენახეობის მოდერნიზაცია იწვევს იმას, რომ იზრდება ეფექტურობა და მომგებიანობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.vinovest.co/blog/french-wine
  2. https://www.businessfrance.fr/Media/Default/PROCOM/Kits/Agroalimentaire/Business_France-Wine_Industry.pdf
  3. https://trade.ec.europa.eu/doclib/docs/2016/july/tradoc_154722.pdf
  4. https://businessformula.ge/News/4138
  5. https://allwine.ge/ka/news_in/595
  6. https://modernfarmer.com/2021/08/the-french-wine-industry-is-having-its-worst-harvest-in-50-years/
  7. https://www.wine-searcher.com/most-expensive-wines
  8. https://www.statista.com/statistics/446787/average-wine-price-in-france/
  9. https://www.vinitaly.com/en/news-archive/world-wine-news/winemonitor-usa/
  10. https://gwa.ge/achievements_/saqarthvelo-meghvineobis-akvani-gamophena-bordoshi/
  11. https://www.aveine.paris/blog/en/tour-of-france-of-wine-regions/
  12. https://www.vitisphere.com/news-94297-french-wine-exports-perform-exceptionally-well-since-us-taxes-were-lifted.html
  13. https://www.vitisphere.com/news-94746-french-wine-exports-surpass-pre-covid-levels.html
  14. https://www.falstaff.com/en/nd/french-wine-production-seen-plunging-up-to-30-in-2021/
  15. https://allwine.ge/ka/news_in/1299