სამრეწველო პოლიტიკის პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში

ქეთევან ღარიბაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
katiegharibashvili@gmail.com

აბსტრაქტი
შესავალი და მიზნები: საქართველოს სამრეწველო პოტენციალის ფორმირებამ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რთული გზა გაიარა. საბაზრო ეკონომიკიდან მემკვიდრეობით მიღებული ინდუსტრიის თითქმის სრული სპექტრი დაიშალა და მრეწველობის ტემპი ჩვენს ქვეყანაში ისე შემცირდა, სოლიდური ინვესტირების პირობებშიც კი მისი რეაბილიტაციის საკითხი დღესაც უაღრესად პრობლემატურია.
საქართველოს ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია სწორად შემუშავებულ სამრეწველო პოლიტიკაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას გამოყენებული იქნას ინოვაციური მიდგომები მრეწველობის პრიორიტეტული დარგებისადმი.
კვლევის მეთოდოლოგია: ზოგადი მეცნიერული, სტატისტიკური დაკვირვებისა და შედარებითი ანალიზის, ინდუქციისა და დედუქციის მეთოდები.
შედეგები და გამოყენება: საქართველოს ეკონომიკა დგას გლობალური გამოწვევების წინაშე, რომლის პარალელურად აქცენტი უნდა გაკეთდეს სამუშაო ადგილების შექმნასა და ექსპორტის ზრდაზე ჩვენ ქვეყანას, სამრეწველო სექტორის გააქტიურებისათვის ნამდვილად სჭირდება სახელმწიფოს ეკონომიკური როლის გაძლიერება ეკონომიკის მართვაში,რადგანაც არსებობს პრობლემები,რომლებიც აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებას.
დასკვნა: საქართველოს ეკონომიკამ, განვითარების თანამედროვე ეტაპზე, უნდა აირჩიოს ეკონომიკური ზრდის ახალი, სრულიად განსხვავებული მოდელი წარსულისაგან, რომელიც ორიენტირებული იქნება ტექნოლოგიურ განვითარებაზე, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ ამოქმედებაზე.

Abstract

Introduction and aim: Formation of industrial potentiality of Georgia has passed a difficult way regarding transition on market economics. The complete aspect of industry inherited by Soviet economics has been destroyed and the rate of industry is so reduced in our country that even under solid investment its rehabilitation is exceptionally problematic. Development of Georgian economics is depended on accurately developed industrial policy which will give us opportunity to apply innovative approaches to prototype fields of industry.
Results methodology: methods of general scientific, statistic observation and comparative analysis, induction and deduction.
Results and applications: Georgian economics faces global challenges. The accent shall be made on creating jobs and increasing of export. Our country needs strengthening of the role of economics of the state for activation of industrial sector in management of economics as there are problems which delays inclusive development of Georgian economics.
Conclusion: On the modern steep Georgian economics shall choose completely different model of economic growth which will be oriented to technological development, maximal intervention of export potentiality.
industrial policy, industrial sector, inclusive development of economics, index of industrial competitiveness, innovations in industry.

საქართველოს ეკონომიკა საბაზრო ურთიერთობების ფორმირების რთულ პროცესში იმყოფება. საბჭოური ეკონომიკის პროცესები მეტად მტკივნეული აღმოჩნდა მთელი საზოგადოებისთვის. ამ პროცესებმა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ეს იყო კატასტროფული მდგომარეობა, რაც გამოიწვია შემდეგმა მიზეზებმა, როგორიცაა ეკონომიკური კავშირების რღვევა; საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ქვეყნისათვის შეუფერებელი მოდელის შერჩევა; სახელმწიფოს როლის იგნორირება ეკონომიკის მართვაში; საკანონმდებლო ბაზის შეუსაბამობა ეკონომიკურ გარდაქმნებთან, არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება და ა. შ.

საქართველოს სამრეწველო პოტენციალის ფორმირებამ რთული გზა გაიარა თანამედროვე პერიოდამდე. საქართველოს ეკონომიკური სისტემა ერთიანი საბჭოთა სახალხო-სამეურნეო კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იყო, სადაც ჩამოყალიბებული იყო მრეწველობის პრიორიტეტები. აღნიშნულ პრიორიტეტებს საკავშირო სპეციალიზაციის დარგები განსაზღვრავდნენ. დღეისათვის შექმნილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი მოდის ქვეყნის ბუნებრივ-სანედლეულო რესურსების მოპოვებისა და შიდა ბაზარზე ორიენტირებულ დარგებზე.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე წლებში საქართველოს მრეწველობაში მკვეთრად დაეცა წარმოების მოცულობა და დარგის სხვა ძირითადი მაჩვენებლების დონე.მაშინ,როცა 1989 წელს მრეწველობა, მოძველებული ტექნოლოგიების პირობებშიც კი შესადარ ფასებში 12,4 მლრდ მანეთის (დაახლოებით 5,3 მლრდ დოლარის) პროდუქციას აწარმოებდა.რაც რესპუბლიკის ეროვნული შემოსავლის 40 %-ზე მეტს შეადგენდა. მდგომარეობა არც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულს. 1997 წელს ქვეყნის მშპ-ში მრეწველობის ხვედრითმა წონამ მხოლოდ 14,2 % შეადგინა, ამასთან, კერძო საკუთრებაში გადასულ 672 საწარმოთა 20 %-ს არ უმუშავია საერთოდ.

საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს საკუთრების პლურალიზმს. ამიტომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დიდ მნიშვნელობას იძენს საკუთრების მრავალფორმიანობაზე დამყარებული სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეობის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა პრივატიზაციის პროცესები და მოხდა სამრეწველო საწარმოთა დიდი ნაწილს აქციონირება, მრეწველობის განვითარების ტენდენცია საგრძნობ გაუმჯობესებას არ განიცდის. ამიტომ აუცილებელია ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. საქართველოს მრეწველობის განვითარების პროცესს თუ დავაკვირდებით, აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, გარკვეულ დონეს მიაღწია, კერძოდ, საქართველოს მშპ-ში, 2016 წლის მონაცემებით, განსაკუთრებული ხვედრითი წილი უკავია მრეწველობას, 25,1 % და მშენებლობას-11,7%. მრეწველობის ქვესექტორების მიხედვით, უმეტესად განვითარებულია ფოლადის, მარგანეცის, ფეროშენადნობების, ცემენტის, მატარებლის ვაგონების, თვითმფრინავების ნაწილებისა სხვა მეტალ-შემცვლელი პროდუქციის წარმოება. ძირითადი მიზეზი ამ დარგების შენარჩუნებისა, სავარაუდოდ არის მათი მეტნაკლები უპირატესობა რეგიონში არსებულ მწარმოებლებთან შედარებით, ქვეყანაში არსებული შესაბამისი ბუნებრივი წიაღისეულით და საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ტექნიკურ-ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა. აქ ჩამოთვლილი პროდუქციას ძირითადად აწარმოებენ ქარხნები, რომლებიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, მათ გააჩნიათ შედარებით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ასევე, რიგ შემთხვაში კლასტერულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

ეკონომიკის მთლიანი გამოშვება, მიმდინარე ფასებშისაქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის მიხედვით არასახარბიელო ადგილზეა, რაც გამოწვეულია ქვეყანაში იმპორტის მომძლავრებით და ექსპორტის შემცირებით. საქართველოს სამრეწველო პოლიტიკა და განვითარების პერსპექტივები.
თანამედროვე ეკონომიკაში ,,სამრეწველო პოლიტიკაში’’ გულისხმობენ ისეთ პოლიტიკას, რომლის წყალობითაც მრეწველობაში ყველაფერი კარგად წარიმართება და ამ სფეროში არსებული პრობლემები გადაიჭრება. დღეს საკამათოა საკითხი,თუ რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო იმ შუალედის დაცვას, რომლის წყალობითაც მიიღებენ მაღალ ეკონომიკურ შედეგებს და საფრთხეს არ შეუქმნიან დარგის განვითარებას. ,,სამრეწველო პოლიტიკაში’’ გულისხმობენ პოლიტიკური ელიტისა და მმართველი აპარატის მიერ გავლენის მოხდენას დარგებსა და ზოგჯერ ცალკეულ საწარმოებზე, განვითარების ტემპებისა და მიმართულებების განსაზღვრის მიზნით. ამ პოლიტიკის გატარების უმოკლეს მეთოდს კი წარმოადგენს ამ დარგებისა და საწარმოებისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, მათთვის სუბსიდიების მიცემა და უკეთეს სამართლებრივ რეჟიმზე გადაყვანა და სხვა შეღავათები. საქართველოს სამრეწველო სექტორის გააქტიურებისათვის ნამდვილად სჭირდება სახელმწიფოს როლის გაძლიერება ეკონომიკის მართვაში, რადგანაც არსებობს პრობლემები, რომლებიც აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას:
1. კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა;
2. არასაკმარისად განვითარებული ადამიანური კაპიტალი;
3. ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგი,სადაც მთავარი მამოძრაველი ძალა კერძო სექტორი იქნება.სახელმწიფო მინიმალურად უნდა ჩარეთოს სამეწარმეო საქმიანობაში და კონკურენციას არ უნდა უწევდეს კერძო სექტორს. თანამედროვე ეპოქა მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებას,რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდება.ჩვენს ქვეყანაში დღეს ამ მხრივ მაღალი დეფიციტია, რისთვისაც აუცილებელია განათლების სრულყოფა. შეზღუდული ფინანსური რესურსები მეწარმეებს ხელს უშლის ბარირების დაძლევაში,რაც შექმნილია ფინანსურ ბაზარზე. ამასთან ერთად,დღევანდელი მრეწველობის განვითარების წინაშე დგას მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის მრეწველობის სამართლებრივი ბაზის სრულყოფა,ინოვაციური მიდგომების გამოყენება დარგის განვითარებაში, საექსპორტო წარმოების წახალისება და ა.შ.. აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე,სწორად განვსაზღვროთ მისი მომავალი, სწორად ავირჩიოთ პრიორიტეტული დარგები მათი პერსპექტივის გათვალისწინებით, რათა მოხდეს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ საკანონმდენლო აქტების მეშვეობით საერთო განვითარების სტიმულირება და ხელშეწყობა.

საქართველოში არსებული ბუნებრივი პირობები და სანედლეულო ბაზა,შრომითი რესურსები, სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტრადიციები, მრეწველობის განვითარებისათვის სათანადო პირობებს ქმნის. აქედან, განსაკუთრებით აღსანიშნავია მრავალფეროვანი მინერალურ-სანედლეულო რესურსები: შავი და ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონები, მყარი საწვავი, სამთომადნო, მეტალურგიული, ქიმიური და კერამიკული ნედლეული, არალითონური წიაღისეული, სამშენებლო მასალები, აგრონედლეული,სანაკეთო ქვები, ჰიდრომინერალური რესურსები, თხევადი საწვავი და სხვ.
აღსანიშნავის, რომ წამყვანი სექტორი მსოფლიო ეკონომიკისა და განვითარებულ ქვეყნებში არის მომსახურების სფერო, ხოლო განვითარებად ქვეყნების უმრავლესობა ეხლა ავითარებენ ინდუსტრიულ სექტორს. ასეთ ქვეყნებში, მშპ-ში იზრდება მრეწველობის ხვედრითი წილი. ამ ქვეყნებს შორის განსხვავება მდგომარეობს მრეწველობის ადგილით და განვითარების დონით საერთო წარმოებაში, ძირითადად ინდუსტრიული პოტენციალით. ამ მხრივ დიდი ჩამორჩენა აქვს ჩვენს ქვეყანას, რადგანაც მსგავსი სამრეწველო პოტენციალის ქვეყნებმა მოკლე დროში შეძლეს სწარფად განევითარებინათ მრეწველობა და გამხდარიყვნენ ახალი ინდუსტრიული ქვეყნები. ეს პრობლემა სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, რათა მიღწეული იქნეს ჩვენთვის საჭირო ოპტიმალური დონე მრეწველობის განვითარებაში. ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის დიდ მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო რესურსების მოძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და შესაძლებლობების ინფორმატიულობას გარე სამყაროში, ასევე სხვა ქვეყნების მიღწევების გაცნობის შესაძლებლობას ჩვენთვის. ამ პროცესისათვის მსოფლიოში კარგად არის აპრობირებული ინოვაცია, როგორც ახალი მიდგომების ორგანიზება, ახლის ძიება. ამიტომ ფართოდ უნდა გავუღოთ კარები ინოვაციების ინვესტირებას ქვეყანაში. საინოვაციო პოტენციალის კონცენტრაცია უნდა მოხდეს კარგად შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით.

დასკვნა

ახალი სამრეწველო პოლიტიკის მიხედვით, თანამედროვე საქართველოს ეკონომიკა დგას მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე.აქცენტი უნდა გაკეთდეს სამუშაო ადგილების შექმნასა და ექსპორტის ზრდაზე.საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებული მოდელი გულისხმობს საზღვარგარეთიდან დიდი შემოსავლების მიღებას, მათ შორის გზავნილების კუთხით, რადგან ბევრი ქართველი მუშაობს საზღვარგარეთ. ასევე დიდია ქვეყანაში იმპორტის მოცულობა. ეს დიდხაანს არ უნდა გაგრძელდეს,რისთვისაც საჭიროა ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელი,ეს ნიშნავს პროდუქციის შექმნას იმ სექტორებში, რომელსაც საექსპორტო პოტენიაციალი აქვს, რომელსაც იმპორტისათვის კონკურენციის გაწევა შეუძლია და დამყარებული იქნება წარმოების მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა
1. საქართველოს ეკონომიკა. მონოგრაფია რ. ასათიანის რედაქციით. გამომცემლობა ,,სიახლე’’. თბ., 2012, გვ.163;
2. WWW.GEOSTAT.GE.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ანგარიშები.
3. ლეშეკ ბალცეროვიჩი. თავისუფლება და განვითარება. თავისუფალი ბაზრის ფილოსოფია. თბ., 2004, გვ. 293;
4. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი პროგრამა ,,სტრატეგია-2020’’. საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევები. საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი. 2016, გვ.13;
5. საქართველოს ეკონომიკა. მონოგრაფია რ. ასათიანის რედაქციით. გამომცემლობა ,,სიახლე’’. თბ., 2012, გვ.169