ევროკავშირის ახალი წევრები: წარმატებული და წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმები
ნათია ხვთისიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
Khvtisiashvilin99@gmail.com
ანოტაცია
მოცემულ თემაში საუბარია “ევროკავშირზე” (ევროპის წევრ სახემწიფოთა გაერთიანებაზე) , მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობაზე, მიზნებსა და სარგებელზე. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ეკენომიკური პოლიტიკა ეს არის სტრატეგიული და ტაქტიკური გზების ერთობლიობა, ამიტომაც დავინტერესდი ამ გაერთიანების მიზნებით. შესაბამისად გამოიკვეთა ის რეფორმები, რომლებიც კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება. რაც ყველაზე მეტად დამაინტერესა ეს იყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა: თუ რა დამოკიდებულება და მოლოდინები შეიძლება არსებობდეს მათ შორის. და ვფიქრობ, რომ ეს სტატია გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ამ ყველაფერზე.
Annotation
This topic is about the “European Union” (Union of European Member States), their economic and political relations, goals and benefits. As we know, economic policy is a combination of strategic and tactical ways. That is why I was interested in the goals of this union. I search information on the successful and unsuccessful economic reforms, which needed to achieve a certain goal. For me the most interesting was the relationship between Georgia and the EU: what attitudes and expectations may exist between them. And I think this article gives us some idea of all this.
ევროპის კავშირი, შემოკლებით ევროკავშირი – ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა ერქვა.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი – ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ სერიოზული კრიზისებისა და დაბრკოლებებისათვის, შეენარჩუნებინათ იდეების ხელშეუხებლობა და ურღვევობა. ევროკავშირის ძირითად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჩათრეულნი იყვნენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები.
ორგანიზაციის წევრია ევროპის 28 სახელმწიფო. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზნებია:
• ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა
• ერთიან, შიდა ბაზარზე იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა;
• საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში.
შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.
ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა (რომელშიც წევრ ქვეყანათა ცე
ნტრალური ბანკები შედის). როგორც დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი, ეცბ-ს ერთპიროვნული უფლება აქვს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის. ეცბ მონაწილეობს ბანკნოტების ბეჭდვაში, მონეტების ჩამოსხმაში და მათ სისტემაში გავრცელებაში ყველა წევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროზონის საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირებაში.
საფინანსო ორგანიზაციები:
• ევროპის ცენტრალური ბანკი
• ევროპის საინვესტიციო ბანკი
2020 წლის მონაცემებით სულ მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს $20,366 ტრილიონს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე $45 541 (wik1)
ევროკავშირის დროშა:
დევიზი – “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”
ევროკავშირის წევრი სახემწიფოები
9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. მისი განხორციელება დაიწყო 1951 წელს, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით.
დღეისათვის ევროპის კავშირი 28 ქვეყანას აერთიანებს. სხვა წყაროების თანახმად, ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც თვლიან, ვინაიდან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს წესდებას. ევროპის საბჭოში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის საქართველოც. (wikipedia)
ახალი წევრი ქვეყნების ინტეგრაცია
• ინტეგრაცია ფინანსური სოლიდარობის გზით – იმ ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირის წევრობისაკენ მიმავალ მოლაპარაკების გზას ადგანან, შესაძლებელია წინამოსამზადებელი დახმარება მიიღონ, რომელიც დამოკიდებულია მათ ეკონომიკურ პირობებზე. მსგავსი დახმარება შეესატყვისება ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკის მოდელს, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული დაწესებულებების გაუმჯობესებას. 2005 წლის დეკემბერში 160 მილიარდი ევრო განაწილდა 12 წევრ ქვეყანას შორის, 2007- 2013 წლებში რეგიონალური განვითარების პროგრამებისთვის. წინა პერიოდთან შედარებით, ამან თითქმის სამჯერადი ზრდა გვაჩვენა, ხოლო ბიუჯეტში შენატანი მათი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3.2%-ს შეადგენდა. ახალმა წევრმა ქვეყნებმა ძალიან უნდა მოინდომონ, რომ თავიანთი შესაძლებლობები განავითარონ, რათა ეს რესურსები ეფექტურად დახარჯონ. ამ სამუშაოს სქემა უზარმაზარია, თუმცა საწყისი შედეგები იმედის მომცემია.
• ძლიერი ადმინისტრაციის/ინსტიტუტების შექმნა – ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, არამედ აგრეთვე განვითარების პროგრამების ეფექტურ ადმინისტრირებაზეც და საჭიროებს საზოგადოებრივი რესურსების მტკიცე მენეჯმენტს. შედეგად, ეს ყველაფერი კომპეტენტურ და სანდო ადმინისტრაციულ სისტემასა და გამჭვირვალე ნორმატიულ ბაზას მოითხოვს. 2007-2013 წლების ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკის გაცნობის ახალ სისტემა სპეციალური პროგრამების მხარდაჭერას მოიცავს და არ გააჩნია სხვა მიზანი, გარდა იმ პირობების შექმნისა, რომლებიც ადმინისტრაციული რეფორმებისთვისა და მენეჯმენტის თანამდროვე წარმოების საკითხში თანამდებობის პირების ტრენინგისათვისაა საჭირო.
• ტექნიკურ დახმარებასთან კომბინირებული ფინანსები (JASPERS) – ახალი წევრი ქვეყნების შემდგომი დახმარებისთვის არსებობს საიმედო პროგრამების შესაქმნელი დამხმარე სისტემა, რომელიც მათ დამტკიცებამდე გასავლელ ფინანსური და ტექნიკური დეტალების გარკვევაში დაეხმარება. JASPERS (ევროპის რეგიონში დამხმარე პროექტებისათვის ერთობლივი მოქმედება) არის საშუალება, რომელიც ფონდების სახით ევროპული კომისიისგან წამოსულ კონტრიბუციებს აერთიანებს, რათა ექსპერტების დაქირავება განხორციელდეს და რომელიც ევროპული საინვესტიციო ბანკისა (EIB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) მიერ დანიშნული პერსონალის მხრიდან გაწეულ დახმარებას აერთიანებს. (ოფისი)
წარმატებული და წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმები
ევროპული რეგიონალური განვითარების პოლიტიკა დაფუძნებულია პილიტიკურ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც მდიდარმა ქვეყნებმა და რეგიონებმა უნდა შეინარჩუნონ სოლიდარობა შედარებით ღარიბ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში. ამასთან, ღარიბ წევრ ქვეყნებსა და რეგიონებში წარმოების შედარებით დაბალი მოცულობა და უმუშევრობის მაღალი დონე, მთლიანად კავშირისათვის პოტენციალისა და შესაძლებლობების დანაკარგს იწვევს. თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ინოვაციურ საქმიანობაში ინვესტიციების ჩადება, უკეთესი განათლების მიცემა და ტრენინგების ჩატარება იმ ხალხისათვის, რომლებიც შედარებით სუსტ რეგიონებში ცხოვრობენ, მნიშვნელოვან ახალ ბაზარს უხსნის კარს და ყველა წევრი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს აფართოებს.
ზოგიერთი ძირითადი მიღწევა, ევროპაში რეგიონალური განვითარების მხრივ, შესაძლებელია დავინახოთ სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციასა და განვითარებაში. დღევანდელი სატრანსპორტო ქსელი ვითარდება, რათა გახდეს სტაბილური, ეფექტური და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, რომელიც აფართოებს ქსელს ყველა რეგიონში მისაღწევად. ამ ინვესტიციების ჩადებით, ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით, უფრო ფართო მიღწევების კონტექსტში, ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკა ცდილობს უზრუნველყოს, რომ ეს ქსელები რეგიონებს მისცემენ საშუალებას არამხოლოდ იმპორტით დაკავდნენ, არამედ ექსპორტიც აწარმოონ. ამიტომაც, ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარების პროგრამები ყოველთვის ინტეგრირებული პროგრამებია. სხვა ნოვატორული გადაწყვეტილებები გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროგრამებშია, სადაც ინოვაციური და ეფექტური ტექნოლოგიები გამოიყენება როგორც ეკონომიკური ზრდის წყარო, ისევე როგორც ბუნების დაცვა და შეუქცევადი ეკოლოგიური ზარალის პრევენცია.
რეგიონალური განვითარების პრინციპები წლების განმავლობაში შემოწმებასა და ანალიზს გადიოდა და მუდმივ განახლებას განიცდიდა, რათა საბოლოოდ პოლიტიკის პრინციპების ფართო სპექტრი მიგვეღო, რომელიც მიმართული იქნებოდა ეკონომიკისა და სოციალურ გამოწვევებზე, ისევე როგორც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მიზნებiს მიღწევაზე. ამ პოლიტიკის წარმატება დაფუძნებულია ევროკავშირის მასშტაბით პარტნიორულ ურთიერთობებზე, დაგეგმარებასა და რაციონალურ მართვაზე. როდესაც ეს პრინციპები ჩამოყალიბებულია, განვითარების პროგრამები შესაძლებელია დეცენტრალიზებული გზით ვმართოთ. ეს არის ის გამოცდილება, რომელიც გვაწვდის საფუძველს დისკუსია ვაწარმოოთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, რომელთაც მსგავსი საკითხები გააჩნიათ.
უკანასკნელი რეფორმა, რომელიც 2006 წელს გატარდა, ოთხ ძირითად საკითხს ეყრდნობოდა:
• ცოდნის ეკონომიკის განვითარება;
• მენეჯმენტისათვის მეტი პასუხიმგებლობის მინიჭება, ხოლო წევრი ქვეყნებისა და რეგიონებისათვის ფინანსური კონტროლის დეცენტრალიზება;
• პროცედურების გამარტივება და დაჩქარება;
• ევროპის ყოველი რეგიონის პოტენციალის განვითარება და, ამავე დროს, რესურსების მიმართვა ყველაზე სუსტი წერტილებისაკენ. (ოფისი)
საქართველო და ევროკავშირი
90-იან წლებში საბჭოთა რეჟიმისგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველო მიილტვოდა დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოებად ჩამოყალიბებისკენ. თუმცა, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა პრობლემატური აღმოჩნდა არაერთი მიზეზის გამო: შიდა ომები, საშინაო და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა. ამასთან, ეკონომიკური გარდაქმნა ხასიათდებოდა არათანმიმდევრული სტრატეგიებითა და რეფორმებით, სპონტანურობით, ხედვის უქონლობით, სხვადასხვა მიდგომების კომბინაციის მცდელობითა და ხანდახან პასუხისმგებელი პირების გამოუცდელობით. თუმცა, წარუმატებელი რეფორმების და არათანმიმდევრულობის საფუძველი პოსტ-კომუნისტური გარდაქმნისთვის შესაფერისი სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა გახდა.
პოლონეთთან, როგორც წარმატებული შოკური თერაპიის საუკეთესო მაგალითთან შედარებით, საქართველოს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით არ გადმოსცემია სათანადო სახელმწიფო ინსტიტუტები, რამაც შეუძლებელი გახადა არსებითი რეფორმების წარმატება. ქართულმა შოკურმა თერაპიამ წარმატებით განახორციელა მხოლოდ ფასების ლიბერალიზაცია, მინიმალური ხელფასის და სოციალური დაცვის სარგებელის ინდექსირება და საგადასახადო რეფორმა. სხვა რეფორმები ჩავარდა სათანადო ინსტიტუტების, ექსპერტიზის და ეროვნული ვალუტის არარსებობის და კრიმინალური სიტუაციის გამო, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ეკონომიკის მდგომარეობა.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ ევროინტეგრაციას აცხადებს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ კურსად, 2014 წელს კი ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის (DCFTA) კომპონენტით.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.
DCFTA-სკენ მიმავალ გზაზე საქართველომ არაერთი ცვლილება განახორციელა (მათ შორის კონსტიტუციური), რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა მეტნაკლებად შესაბამისობაშია ევროკავშირის ეკონომიკურ მმართველობასთან.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, DCFTA გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობ ცვლილებებს მოუტანს საქართველოს იმპორტ-ექსპორტს, მშპ-ს, საშუალო ხელფასებსა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას, თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში ბევრ რესურსს წაიღებს კანონმდებლობის აპროქსიმაციასთან დაკავშირებული დეტალების და მოკლევადიანი სტატიკური ეფექტების გამო. სამწუხაროდ, საქართველოს ყველა საექსპორტო პროდუქცია ვერ მოიგებს DCFTA-სგან: ზოგიერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი დაიკლებს. მცირე ფერმერთა მომავალი, რომლებიც ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ უამრავ ტექნიკურ და ფინანსურ დაბრკოლებას გადააწყდებიან და რომლებიც სოფლის მეურნეობის სამუშაო ძალის 95%-ს და ქვეყნის სამუშაო ძალის 50%-ს წარმოადგენენ, კვლავ გაურკვეველი რჩება. შესაბამისად, რეკომენდირებულია აპროქსიმაციის თანდათანობითი განხორციელება მოკლევადიანი დანაკარგების თავიდან აცილების და განვითარების უკეთესი მონიტორინგისა და პროგნოზის მიზნით. (ბურდული, 2015)
დასკვნა
ამრიგად, დღევანდელი გლობალური ეკონომიკური რეცესიის პირობებში, ისე როგორც არასოდეს, ნათელი გახდა ეკონომიკური განვითარების მდგრადობისა და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის საჭიროება. ევროპის რეგიონალური პოლიტიკა სტაბილურ, უსაფრთხო, ფინანსირების გამიზნულ წყაროს უზრუნველყოფს, რომლის გამოყენება შესაძლებელია ეკონომიკის აღდგენის სტიმულირებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობებს მრავალჯერ გამოუთქვამთ ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესი და თავდადება, ეს საკმაოდ არარეალისტური მოლოდინია.
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ სავაჭრო ურთიერთობებში დადებით ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე, ხელს უწყობს მეტი კონკურენტუნარიანი კომპანიის წარმოქმნასა და განვითარებას, პოზიტიურად აისახება მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე, შემოსავლების დონესა და ცხოვრების ხარისხზე, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში დაბალი მზაობაა, რის გამოც უმჯობესია საქართველოს თვითმიზანს ევროკავშირის წევრობის ნაცვლად ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მქონე სახელწიფოდ და საზოგადოებად ჩამოყალიბება წარმოადგენდეს.
გამოყენებული ლიტერატურა
(n.d.). wikipedia.
(n.d.). wikipedia.
ბურდული, თ. (2015). ეკონომიკური გარდაქმნები საქართველოში.
ოფისი, ე. ო. (n.d.). ევროკავშირის რეგიონალური პოლიტიკა. ec.europa.eu.
ka.wikipedia.org
ec.europa.eu
www.nbg.gov.ge