ინოვაცია და მისი ეფექტიანობა
ავტორის სტილი დაცულია
როხვაძე მარიამი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
ფოსტა: mariamrokhvadze12@gmail.com
ანოტაცია
კრეატიულობა გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს კომპანიის წარმატებას დღესდღეობით. მუდმივად განახლებად და ცვალებად ბაზარზე საჭიროა ისეთი პროდუქციის ან სერვისის შექმნა, რომელიც მოიზიდავს ბევრს მომხმარებელს. ზოგადი წარმოდგენით ინოვაცია მიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც თავისთავად დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკასთან.
ხშირ შემთხვევაში კრეატიულობასა და გამოგონებას აიგივებენ ინოვაციასთან, მაგრამ ინოვაცია სხვა ცალკე განსაზღვრებაა. იგი უბრალოდ არ არსებობს კრეატივისა და გამოგონების გარეშე, ეს სამი ფრაზა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ქმნის რაღაც ახალ განსაკუთრებულ პროდუქტს. სწორედ ამიტომ განვიხილეთ ამ სამი ფრაზის ძირითადი განსხვავება და ამასთან ძირითადი კავშირი მათ შორის. გადავედი უშუალოდ ინოვაციაზე, ჩამოვაყალიბეთ მისი განმარტება, სახეობები , უპირატესობები, უარყოფითი მხარეები და ინოვაციური მენეჯმენტი.
საქართველოში ფუნქციონირებს „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“. განვიხილეთ მათი ძირითადი საქმიანობა, მიმდინარე და განხორციელებული პროგრამები. ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია საქართველოს ადგილზე მსოფლიოს მასშტაბით. ინოვაციების თვალსაზრისით მისი ადგილის განსაზღვრა ხდება 7 ძირითადი ფაქტორის დახმარებით, რომელიც ნაშრომში სიღრმისეულადაა განხილული.
Annotation
Creativity is one of the most important factors in the success of the company today. In a constantly evolving and changing market, we need to create a product or service that will attract many customers. In general, innovation has a significant impact on the development of current business, which in itself is related to the country’s economy.
Creativity and invention are often equated with innovation, but innovation is a different definition. It doesn’t exist without creativity and invention, these three phrases are closely related to each other and create something new and special product.
First of all , I formulated the definition of innovation, and then discussed important issues such as the types of innovation, advantages, disadvantages, and innovative management.
As we know, “Georgia’s innovation & technology agency” operates in georgia, so I discussed their main activities, current and implemented programs. In terms of innovation, Georgia’s place is determined with the 7 key factors, which are discussed in depth in the article.
1. კრეტივი, გამოგონება, ინოვაცია
მაშინ როდესაც იქმნება ტექნოლოგია, იწარმოება კვლევა ან თუნდაც ვეხებით ჰუმნაიტარულ ოგრანიზაციებს, სიტყვა „ინოვაცია“ ხშირად რეკლამირებულია და ასოცირდება ზრდასთან, პოტენციალთან და მეტ მიღწევებთან. ის „ გამოგონებასა“ და „ შემოქმედებასთან“ ერთად გამოიყენება როგორც სინონიმი სიტყვა, ეს დამოკიებულება კიდევ არასთანადო გაგებასთან ასოცირდება.
კომპანიის ან პროდუქციის შექმნისას, მნიშვნელოვანა ამ სიტყვების გარკვევა და ერთმანეთისგან გამიჯვნა, რათა ორგანიზაცია ფოკუსირდეს, მიიღოს მეტი სარგებელი ინვესტირებიდან და ჩამოაყალიბოს ინდივიდუალური კომანია (გ ერქომაიშვილი, ე.ხარაიშვილი, ნ.ტალიკიძე, 2007)
რა არის ინოვაცია?
რას ნიშნავს სინამდვილეში ინოვაცია? და რით განსხვავდება ეს გამოგონება და შემოქმედებითობა ბიზნესში? დავიწყოთ ინოვაციის, გამოგონებისა და შემოქმედების განსაზღვრებიდან:
- ინოვაცია არის ახალი კონცეფციის კომერციულ წარმატებად ან ფართო გამოყენებად გადაქცევის პროცესი.
- გამოგონება არის ახალი იდეის ან კონცეფციის შექმნა.
- კრეატიულობა არის ახალი და წარმოსახვითი იდეების რეალობად გადაქცევა. (გ. ერქომაიშვილი ე.ხარაიშილი, 2011)
კრეატიულობა, გამოგონება და ინოვაციები ყველანაირი ურთიერთკავშირშია და აუცილებელია ზრდის გასაძლიერებლად. ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ნებისმიერ წარმატებულ კომპანიას და ვნახოთ დრო და ძალისხმევა ამ სამ კონცეფციაში. უფრო კონკრეტულად კი:
კრეატიულობა არის წარმოსახვის რაღაც კონკრეტულად გადაქცევა. ეს არის დიზაინის პირველი ეტაპი, სადაც იდეები იწყებენ რეალურად ფორმირებას და შეიძლება შემუშავდეს გეგმა.
გამოგონება არის ახალი კონცეფციის ან იდეის ფიზიკურად შექმნა. ასევე, „ნესტას ინოვაციური პოლიტიკის“ გათვალისწინებით, იგი განსაზღვრულია, როგორც იდეის შექმნა, გადამოწმების გარეშე, რომ ის მუშაობს, ან კომერციულად ღირებულია. გამოგონება არ შეიძლება მოხდეს კრეატიულობის გარეშე, მაგრამ მხოლოდ კრეატიულობა საკმარისი არ არის იდეის სწორად შესაქმნელად.
ინოვაცია ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესში. ბრიტანული სტანდარტების თანახმად, ინოვაცია ახალი იდეების წარმატებული ექსპლუატაციაა. იგი გულისხმობს გამოგონების კომერციულ წარმატებად გადაქცევას და მისი ფართო გამოყენების წახალისებას. ეს ის ეტაპია, როდესაც თამამი იდეები, ერთხელ სათანადოდ შემუშავებული, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ინოვაცია არ შეიძლება მოხდეს კრეატიულობისა და გამოგონების გარეშე, და არც შემოქმედება და გამოგონება არ არის სასარგებლო ბიზნესში, თუ სწორად არ შესრულდება. (innoway, 2019)
სქემა 1.1 : ძირითადი განსხვავება კრეატიულობას, გამოგონებასა და ინოვაციას შორის
წყარო: (innoway, 2019)
2. ინოვაცია და მისი სახეობები
ჩვენს კომპლექსურ და დინამიკურ სამყაროში ბიზნესი ძალიან სწრაფად იცვლება და ეს პროცესი არ აპირებს შეჩერებას. ჯოზეფ ა. შუმპეტერის თანახმად, „ინოვაციის განხორციელება არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც ფუნდამენტურია ისტორიაში.“ დღესდღეობით უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე თითოეულ საწარმოს გადასარჩენად სჭირდება ინოვაცია. მისასალმებელია ის უდიდესი შესაძლებლობები, რასაც ის სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესს იმისათვის, რათა გამორჩეულ იქნეს საერთო მასიდან ზრდის ახალი საშუალებების გამოძებნით.
ინოვაცია სამეტაპიანი პროცესია: პირველი, თქვენ განსაზღვრავთ შესაძლებლობას; მეორე, განავითარებთ ამ შესაძლებლობას სათანადო პროცესების მეშვეობით და ბოლოს – ახდენთ მის ბაზარზე გატანას იმისათვის, რათა გამოიყენოთ ეს ახალი სარგებელი. ინოვაცია არის გასაღები ფასეულობის შექმნისა და ბიზნესის მუდმივი წარმატებისთვის. კიდევ ერთი გზა ინოვაციის განსასაზღვრად იქნება მისი მიჩნევა პროცესად, რომელიც ახალ იდეებს გარდაქმნის ახალ ბიზნესმოდელებად, პროდუქტებად ან ბრენდებად.
მე-20 საუკუნის დასაწყისში შუმპეტერმა ინოვაცია დაყო ხუთ სახეობად.
- ახალი პროდუქტის შექმნა ან უკვე არსებული პროდუქტის ახალი სახეობის შემუშავება;
- პროდუქტის წარმოების ან გაყიდვის ახალი მეთოდების გამოყენება;
- ახალი ბაზრების გახსნა: ბაზარი, რომლისთვისაც დარგის განშტოება ჯერ არ იყო წარმოდგენილი;
- ნედლეულის ან ნახევარფაბრიკატების მიწოდების ახალი წყაროების ათვისება;
- ახალი დარგის სტრუქტურა, როგორც მონოპოლიური პოზიციის შექმნა ან განადგურება.
მის თანახმად ინოვაცია უნდა განვიხილოთ ოთხ განზომილებაში: გამოგონება, ინოვაცია,გავრცელება და იმიტაცია. დღეს ჩვენ განვიხილავთ ინოვაციის სამ ძირითად სახეობას:
- პროდუქტის ინოვაცია;
- პროცესის ინოვაცია (ინოვაციის მართვის ჩათვლით);
- ბიზნესმოდელის ინოვაცია.
პროდუქტის ინოვაცია: ახალი პროდუქტების / სერვისების შექმნა ან არსებული პროდუქტების / სერვისების მახასიათებლების გაუმჯობესება.
პროცესისა და ინოვაციის მართვა არის პროცესების შემუშავება და გაუმჯობესება, რომლითაც პროდუქტები / სერვისები იწარმოება და მიეწოდება მომხმარებელს. ზოგადად, კომპანიები ამ ტიპის ინოვაციის წყალობით ცდილობენ ხარჯების შემცირებას, ორგანიზაციული და საწარმოო ეფექტიანობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას.
ბიზნესმოდელის ინოვაცია ახალი ბიზნესმოდელების შექმნაა, რომელიც აუმჯობესებს კომპანიის შედეგებს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების გზით. ეს, როგორც წესი, დიდი მასშტაბის ცვლილებებსა და ბიზნესის ზოგიერთი ნაწილის ნგრევას იწვევს. ასევე გავლენას ახდენს მთლიან ინდუსტრიაზე, რადგან ცვლის თამაშის წესებს. (საქართველოს ბანკი) (გ. ერქომაიშვილი ე.ხარაიშილი, 2011)
სქემა 2.1: ინოვაციის 9 ტიპი
წყარო: (9 types of innovation, 2015)
3. ინოვაციური საქმიანობა და მისი სუბიექტები
საბაზრო ეკონომიკისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარება და მათი გავლენის ზრდა ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროზე. ნებისმიერ ფირმაში ჯანსაღი ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია ინოვაციების დანერგვის გარეშე.
ინოვაციური საქმიანობის შედეგად დასაბამი მიეცა ახალ ტექნოლოგიებს, ახალი სახის საქონლის გამოშვებას, ახალ და სრულყოფილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კომპიუტერულ და რობოტიზირებულ სისტემებს, მოდერნიზებულ მენეჯმენტს და ა.შ.
ინოვაციური საქმიანობის გამოკვლევა განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან გააქტიურდა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ი. შუმპეტერმა. ინოვაციური სფეროს ფუნქციონალური დანიშნულება მან ასე ჩამოაყალიბა:
- ინოვაციების პოტენციურ მომხმარებელთა ანალიზი;
- პერსპექტიული იდეებისა და ფუნქციონირების წყაროების ძიება;
- სიახლეების შექმნისა და დანერგვის ორგანიზაცია;
- სიახლეების გავრცელება და მხარდაჭერა.
ინოვაციური საქმიანობის დროს ხდება მიზნის, საქმიანობის ხერხის არჩევა და მასზე კონტროლის დამყარება. ინოვაციური საქმიანობის მახასიათებლებია ინოვაციური ციკლი და სიცოცხლისუნარიანობის ციკლი. ინოვაციური პროდუქტის თავისებურება ისაა, რომ იგი არ ემორჩილება საბაზრო ეკონომიკის ზოგიერთ კანონს. ინოვაცური პროდუქცია შეიძლება იყოს ახალი ტექნიკა, ტექნოლოგიები, ეკონომიკური მექანიზმები, მენეჯმენტის სრულყოფის მეთოდები და ფორმები, კომპიუტერული პროგრამები, ბიზნეს-გეგმები, პროგნოზული გაანგარიშებები და სხვა.
ინოვაციური პროდუქციის მფლობელ-მიმწოდებლები შეიძლება იყოს:
- გამომგონებლები და რაციონალიზატორები, მეცნიერები, კონსტრუქტორები და სხვა;
- სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საკონსტრუქტორო ბიუროები, სასელექციო და საცდელი სადგურები, უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.
მეცნიერული პროდუქცია იყიდება სახელშეკრულებო ფასებით, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება: სიახლის ხარისხი, ათვისების მასშტაბები და ვადები, გამოყენების ეფექტიანობა. ამასთან, ამ პროდუქციას უნდა ახლდეს ტექნიკური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ინფორმაცია.
ფირმაში ინოვაცია მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით:
- მოწყობილობის შედგენილობის განახლება.
- მოწყობილობის ერთეული სიმძლავრის გადიდება.
- შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა
- გამოყენებული ნედლეულისა და მასალების ეკონომია
- გამოსაშვები პროდუქციის განახლება
ინოვაციური საქმიანობის სუბიექტები შეიძლება დასპეციალებული იყვნენ მეურნეობის დარგების მიხედვით (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და სხვა), საქმიანობის დარგების მიხედვით (ტექნიკური, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო). მათ შეიძლება ჰქონდეთ საწარმოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (შპს, სააქციო საზოგადოება და სხვა). შეიძლება იყვნენ დროებითი ან მუდმივი, იურიდიულად დამოუკიდებელნი ან დამოკიდებულნი. სიდიდის მიხედვით: მცირე, საშუალო და მსხვილი. (გ. ერქომაიშვილი ე.ხარაიშილი, 2011)
ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებს მიეკუთვნებიან:
- სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციები;
- სამეწარმეო სექტორის ორგანიზაციები;
- უმაღლესი განათლების სფეროს ორგანიზაციები;
- კერძო არაკომერციული სექტორის ორგანიზაციები.
ინოვაციურ ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან: მარკეტინგის კვლევის სამეცნიერო ორგანიზაციები, საპროექტო-ტექნოლოგიური ორგანიზაციები, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროები, ფირმები, სერვისული და სარემონტო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები.
ინოვაციური ორგანიზაციები იკვლევენ შემდეგ პრობლემატიკას:
- სტრატეგიული მარკეტინგი;
- ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები;
- საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები;
- წარმოების ტექნოლოგიური მომზადება;
- ტექნიკური მარკეტინგი;
- ინოვაციის სერვისი;
- სიახლის ათვისება და წარმოება.
მსოფლიოს მრავალი ცნობილი კომპანია ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს ახალი პროდუქციის შესაქმნელად ან არსებული საქონლის სრულყოფისთვის. ყოველწლიურად უამრავი ახალი საქონელი იწარმოება, მაგრამ მხოლოდ მათი 5% წარმოადგენს ინოვაციას, დანარჩენი კი ცნობილი პროდუქტების მრავალსახეობას წარმოადგენს ახალი შეფუთვით, ფორმის ან სუნის შეცვლით და ა.შ. (გ ერქომაიშვილი, ე.ხარაიშვილი, ნ.ტალიკიძე, 2007)
4. ინოვაციური ტექნოლოგიის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები
ტექნოლოგიური მიღწევები ყოველდღიურად მიდინარეობს და ბიზნესის მეპატრონეებისთვის მნიშვნელოვანია ფეხი აუწყონ და შეინარჩუნონ უახლესი ტექნოლოგიები.ტექნოლოგიურმა ინოვაციამ შეიძლება მარავალი ფორმა მიიღოს, მათ შორის კომპიუტერიზაცია და აუცილებელი სისტებების, პროცესების ატომატიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები საინტერესო და მიმზიდველია, ბიზნესის მეპატრონეება უნდა იცოდნენ ინოვაციების, როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები. (Chris Joseph, 2018)
ბაზრების გაზრდა
ტექნოლოგიის ერთ – ერთი მთავარი უპირატესობაა მისი შესაძლებლობა, დაეხმაროს თუნდაც მცირე ბიზნესის კონკურენციას გლობალურ ეტაპზე. მაგალითად, ინოვაციები, როგორიცაა ინტერნეტი, საშუალებას აძლევს მფლობელს შესთავაზოს თავისი პროდუქტი ან მომსახურება მსოფლიოს მასშტაბით, ვებსაიტის საშუალებით. მას შეუძლია უზრუნველყოს პროდუქციის დეტალური აღწერილობა და რეალური ფოტოები, რათა ყველა ეს ინფორმაცია იყოს პერსპექტიული და მომხმარბელმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.
ხარჯების შემცირება
ინოვაცია ასევე შეიძლება დაეხმაროს ბიზნესის მფლობელებს ხარჯების მინიმუმამდე შემცირებაში. ავტომატიზაციის გამოყენებით, მცირე მწარმოებელს შეუძლია შეამციროს ადამიანური კაპიტალი აუცილებელი წარმოების პროცესში. შედეგად, ბიზნესს შეუძლია შეამციროს თანამშრომლების ხარჯები, როგორიცაა ხელფასი, სარგებელი და ბრუნვა. ტექნოლოგიას ასევე შეუძლია წარმოების პროცესის გამარტივება, ძვირადღირებული ნარჩენების აღმოფხვრა.
დროული ინფორმაციის მიღება
ავტომატური აღრიცხვის მთავარი უპირატესობა არის დროული ინფორმაციის სიმდიდრე, რომელიც ხელმისაწვდომია ბიზნესის მფლობელისთვის. თქვენი ყოველდღიური გარიგებებიდან დამუშავებული და ამოღებული მონაცემების გამოყენებით, კომპიუტერულმა პროგრამულ უზრუნველყოფამ შეიძლება სწრაფად შეაფასოს სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა.
პრობლემები ადამიანურ კაპიტალში
მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციურმა ტექნოლოგიამ შეიძლება შეამციროს დამოკიდებულება სამუშაო ძალის მიმართ, მთავარია ის, რომ ამ პროცესში თანამშრომლებმა შეიძლება დაკარგონ სამუშაო ადგილი. მცირე ბიზნესის მფლობელის შემთხვევაში, მან უნდა მიიღოს რთული გადაწყევტილება მიგების გაზრდასა და გამოცდილი თანამშრომლის გაშვებას შორის. ამასთან ინოვაციურმა ცვლილებებთან ადაპტაცია შეიძლება გაუჭირდეს ზოგიერთ თანამშრომელს.
შეძენისა და დაყენების ხარჯები
მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ტექნოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს დაზოგვა გრძელვადიან პერსპექტივაში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ბიზნესის მფლობელებს მოუწიოთ მნისვნელოვანი ხარჯების გაწევა. მცირე ბიზნესის მფლობელს შეიძლება არ ჰქონდეს რესურსი, რომ შეიძინოს თანამედროვე კომპიუტერული კომპიუტერული სისტემა ან ახალი აპარატურა, ან ამის გაკეთება შეიძლება მოახერხონ სესხებით. თუ არ გააართლა ინოვაციურმა ცვლიბებმა შეიძლება მომავალში ფირმა დაიხუროს ან გაკოტრდეს. (გ ერქომაიშვილი, ე.ხარაიშვილი, ნ.ტალიკიძე, 2007)
ადრეული „Adopter Blues“
ხშირ შემთხვევაში, ახალი ტექნოლოგია მოაქვს ახალი თავის ტკივილი: პროგრამული შეცდომები, თავსებადობის პრობლემები და გამყიდველის დამხმარე პერსონალის მიერ ცნობადობის ნაკლებობა. (Chris Joseph, 2018)
სქემა 4.1: ინოვაციის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები
წყარო: (tanja soulsby, 2017); (Joshua Tiimoteo, 2016)
5. ინოვაციური მენეჯმენტი
ინოვაციური საქმინაობა აქამდე არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური რამდენადაც დღეს არის. ინოვაცია ”მიიღება ლათინური სიტყვიდან” Innareare ”და ემყარება განახლებას. ეკონომიკური თვალსაზრისით, ინოვაცია არის რაღაც ახალი, რაც სარგებელს მოუტანს ორგანიზაციას ან / და საზოგადოებას.„მენეჯმენტი “არის ტერმინი, რომელიც მუდმივად გამოიყენება კომპანიებში. იგი წარმოადგენს ამოცანის მართვას და საქმიანობის კოორდინაციას განსაზღვრული მიზნისა და მიზნების მისაღწევად
შედეგად, ინოვაციების მენეჯმენტი არის ინოვაციების სისტემატური ხელშეწყობა ორგანიზაციებში და მოიცავს დაგეგმვის, ორგანიზების, მენეჯმენტისა და კონტროლის ამოცანებს.ინოვაციების მენეჯმენტი ეხება ორგანიზაციებში ინოვაციების პოპულარიზაციისა და სარგებლის შექმნას, მაგალითად:
- ახალი პროდუქტები და მომსახურება ახალი ბაზრების დასაპყრობად.
- გაუმჯობესებული პროდუქტები და მომსახურება კონკურენციის გასაძლიერებლად
- შიდა პროცესების გაუმჯობესება კომპანიის შიგნიდან გაძლიერების მიზნით ან ხარჯების დაზოგვის მიზნით.
- ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავება შემოსავლის ახალი წყაროების ათვისების მიზნით.
ინოვაციების მენეჯმენტში ამოცანები და მოქმედების სფეროები
ინოვაციების მენეჯმენტი ქმნის ორ მთავარ საყრდენს:
- ერთი მხივ, იქმნება პირობები ისე რომ კომპანიის იდეები ყველგან წარმოიქმნება და წარმატებულ სიახლედ იქცევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის საქმინაბის განვითარებისთვის
- და მეორეს მხრივ, ფაქტობრივი ინოვაცია, იდეების აქტიური ძებნა, განვითარება და განხორციელება. ეს მოითხოვს შემოქმედებითობას და პროექტის მენეჯმენტს.
ინოვაციების მენეჯმენტი ძალიან მრავალმხრივია. ინოვაციური მენჯმენტის მოქმედების სფეროებია
- მომავალის მენეჯმენტი: ტენდენციების და სამომავლო შესაძლებლობებისა და რისკების დადგენა.
- ინოვაციური სტრატეგიის შემუშავება და ინოვაციური საქმიანობის დაგეგმვა, როგორიცაა ინოვაციური საგზაო რუკა.
- ინოვაციების მენეჯმენტში როლების ორგანიზება და განაწილება, როგორიცაა გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები.
- იდეების მენეჯმენტი: იდეების მოძიების, შემუშავებისა და შეფასების მიზნით.
- ინოვაციის პროცესი იდეის წარმატებულ ინოვაციად გადაქცევის მიზნით: კონცეფციის შემუშავება, ბიზნეს გეგმა, გადაწყვეტილების შემუშავება, პროტოტიპები, განხორციელება და მარკეტინგი.
- ინოვაციის კულტურის შექმნა , რომელიც ხელს უწყობს ინოვაციას.
- პორტფელის მენეჯმენტი და ინოვაციების მაკონტროლებელი ინოვაციური საქმიანობის მართვისთვის.
- პატენტებისა და საკუთრების უფლების საქმე.
- ინოვაციების ქსელები გარე ინოვაციების წყაროებისა და რესურსების გამოყენებისთვის
- მენეჯმენტის შეცვლა ინოვაციური პროექტების მიმდინარეობის დროს.
ინოვაციების მართვის საქმიანობის მრავალფეროვნება ასევე ცხადყოფს, რომ ისინი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია კომპანიის ყველა სფეროში. (Angela HENGSBERGER, 2019)
სქემა 5.1 : ინოვაციური მენეჯმენტის პრინციპები
წყარო : (Innovation Management Principles, 2017)
6. ინოვაციური საქმიანობა საქართველოში
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად სააგენტო გეგმავს მოახდინოს საკუთარი ინფრასტრუქტურული მასშტაბირება ინოვაციების და ტექნოლოგიების განსავითარებლად, უზრუნველყოს მძლავრი ინოვაციების კომერციალიზაციის მექანიზმების ფორმირება ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტების მიხედვით; ხელი შეუწყოს სარისკო კაპიტალის წილის, ასევე კერძო კომპანიების თანამონაწილეობის ზრდას გამოყენებით კვლევებში და ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში, ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის საჭირო ეფექტური მექანიზმები მათ შორის დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების აქტიური გამდიდრების გზით. სააგენტო მისიის ეფექტური შესრულების მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრავს ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრქტურის განვითარებაში ინვესტირებას, რაც გამოიხატება ტექნოპარკების, ინოვაციების ცენტრებისა და სამრეწველო ლაბორატორიების გახსნაში. ასევე, მუდმივად ზრუნავს ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტების ფორმირებაზე, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევაზე, კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის ხარისხიანი და შრომითი ბაზრისთვის დეფიციტური ტრენინგების, მათ შორის ტრენერებისთვის, ხშირ ჩატარებაზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მასტიმულირებელი საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასა და ფინანსირების მექანიზმების ხელმისაწვდომობაზე. (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო)
საქართველოში ამ დროისთვის არსებობს როგორც განხორციებული ისე მინდონარე ინოვაციური პროგრამები:
სქემა 6.1 : ინოვაციური პროგრამები
წყარო : (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო)
2019 წლის მონაცემებით საქართველო 48-ე ადგილზეა 59 ქვეყნიდან ინოვაციების თვალსაზრისით. არსებობს ინოვაციის განმსაზღვრელი 7 ფაქტორი საქართველოსთან მიმართებაში. (Soumitra Dutta, Bruno Lanvin, and Sacha Wunsch-Vincent, 2019)
- ინსტიურები
- ბიზნესის დახვეწილობა
- ადამინური კაპიტალი და კვლევა
- ცოდნისა და ტექნოლოგიის შედეგები
- ინფრასტრუქტურა
- ბაზრის დახვეწილობა
- შემოქმედებითი შედეგი
სქემა 6.2 : ინოვაციური ფაქტორები და საქართველოს ადგილი მსოფლიოში
წყარო: (Soumitra Dutta, Bruno Lanvin, and Sacha Wunsch-Vincent, 2019)
დასკვნა
მაშინ როდესაც იქმნება ტექნოლოგია, იწარმოება კვლევა ან თუნდაც ვეხებით ჰუმნაიტარულ ოგრანიზაციებს, სიტყვა „ინოვაცია“ ხშირად რეკლამირებულია და ასოცირდება ზრდასთან, პოტენციალთან და მეტ მიღწევებთან. ის „ გამოგონებასა“ და „ შემოქმედებასთან“ ერთად გამოიყენება როგორც სინონიმი სიტყვა, ეს დამოკიებულება კიდევ არასთანადო გაგებასთან ასოცირდება. კომპანიის ან პროდუქციის შექმნისას, მნიშვნელოვანა ამ სიტყვების გარკვევა და ერთმანეთისგან გამიჯვნა, რათა ორგანიზაცია ფოკუსირდეს, მიიღოს მეტი სარგებელი ინვესტირებიდან და ჩამოაყალიბოს ინდივიდუალური კომანია
ჩვენს კომპლექსურ და დინამიკურ სამყაროში ბიზნესი ძალიან სწრაფად იცვლება და ეს პროცესი არ აპირებს შეჩერებას. ჯოზეფ ა. შუმპეტერის თანახმად, „ინოვაციის განხორციელება არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც ფუნდამენტურია ისტორიაში.“ დღესდღეობით უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე თითოეულ საწარმოს გადასარჩენად სჭირდება ინოვაცია. მისასალმებელია ის უდიდესი შესაძლებლობები, რასაც ის სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესს იმისათვის, რათა გამორჩეულ იქნეს საერთო მასიდან ზრდის ახალი საშუალებების გამოძებნით. ინოვაციაყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესში. ბრიტანული სტანდარტების თანახმად, ინოვაცია ახალი იდეების წარმატებული ექსპლუატაციაა. იგი გულისხმობს გამოგონების კომერციულ წარმატებად გადაქცევას და მისი ფართო გამოყენების წახალისებას. ეს ის ეტაპია, როდესაც თამამი იდეები, ერთხელ სათანადოდ შემუშავებული, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ინოვაცია არ შეიძლება მოხდეს კრეატიულობისა და გამოგონების გარეშე, და არც შემოქმედება და გამოგონება არ არის სასარგებლო ბიზნესში, თუ სწორად არ შესრულდება.
ინოვაციური პროდუქციის მფლობელ-მიმწოდებლები შეიძლება იყოს: გამომგონებლები და რაციონალიზატორები, მეცნიერები, კონსტრუქტორები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საკონსტრუქტორო ბიუროები, სასელექციო და საცდელი სადგურები, უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.
ინოვაციურ საქმინაობას თან ახლავს როგორც უპირტესობები ისე ნაკლოვანებები, უპირატესობა ძირითადად დაკავშირებულია ხარჯების სემცირებასა და რეპუტაციის ამაღლებასთან, ხოლო მეორე მცრივ ინოვაცია პრობლემას ქმნის თანამშრომლებისა და ინვესტიციების კუთვით.
საქართველოში ასე თუ ისე ხორციელდება ინოვაციური პროგრამები, გვავქვს წარმებულად განხორციელებული და ასევე მიმდონარე პროგრამები. ამან თავისთავად გავლენა იქონია საქართველოს ადგილზე მსოფლიოს მასშტაბით და იგი 48 ადგილზეა 59 ქვეყნიდან 2019 წლის მონაცმებით.
გამოყენებული ლიტერატურა
- (n.d.). Retrieved from საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
- 9 types of innovation. (2015).: https://leanventures.se/about-us/
- Angela HENGSBERGER. (2019, 05 31). What is innovation management? https://www.lead-innovation.com/english-blog/what-is-innovation-management
- Chris Joseph. (2018, 10 23). Advantages & Disadvantages of Innovative Technology. https://smallbusiness.chron.com/advantages-disadvantages-innovative-technology-24267.html
- Innovation Management Principles. (2017, 07 30). https://innovationmanagementsystem.com/innovation-management-principles/
- innoway. (2019). Innovation, Invention, and Creativity: definition, difference, and examples. https://innoway.me/innovation-definition/
- Joshua Tiimoteo. (2016, 10 11). Pros and Cons of innovation. https://www.youtube.com/watch?v=EY2KgEKZz-k
- Soumitra Dutta, Bruno Lanvin, and Sacha Wunsch-Vincent. (2019). GLOBAL INNOVATION INDEX 2019.
- tanja soulsby. (2017, 06 02). Advantages & Disadvantages of Innovation. https://getrevising.co.uk/grids/advantages-and-disadvantages-of-innovation
- გ ერქომაიშვილი, ე.ხარაიშვილი, ნ.ტალიკიძე. (2007). ინოვაცია და პროდუქტის კონკურენტუნარიანობა. In i. hasido, მეწარმეობის საფუძვლები (p. 196). თბილისი: უნივერსალი.
- გ. ერქომაიშვილი ე.ხარაიშილი. (2011). ინოვაციები და პროდუქტის კონკურენტუნარიანობა. In გ. ე. ე.ხარაიშილი, ფირმის ეკონომიკა (p. 445). თბილისი: უნივერსალი.
- საქართველოს ბანკი. (n.d.). ინოვაციის სახეობები. https://businesshub.ge/ge/innovation/increase-rd/types-of-innovation