შრომითი მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე და ცირკულარული მიგრაცია

ავტორის სტილი დაცულია

მარიამი გერგედავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IV კურსის სტუდენტი
gergedavamari56@gmail.com

ანოტაცია:
მიგრაცია ეს არის ხალხის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე. იგი შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნებს შორის. გამოყოფენ მუდმივ, დროებით ან სეზონურ მიგრაციას. ადამიანების ასეთ გადაადგილებას აქვს მთელი რიგი მიზეზები. ეს მიზეზები შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ან ეკოლოგიური. მიგრაცია ახდენს ორმხრივ გავლენას, როგორც მიმღებ ქვეყანაზე ასევე მშობლიურ ქვეყანაზე. მისი გავლენა შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც.

Annotation:
Migration is the movement of people from one place to another. Migration can be within a country or between countries. Migration can be permanent, tempory or seasonal. Migration happens for a range of reasons. These can be economic, social, political or environmental. Push and pull factors drive migration. Migration impacts both the place left behind and on the place where migrants settle. These impacts can be both positive and negative.

მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაციის აქტუალურობა. გლობალიზაციის შედეგად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება. დასაქმების ბაზარი, ისევე როგორც განათლების ბაზარი გლობალური გახდა და ადამიანებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში არსებული შრომის ან განათლების ბაზრის პირობების გათვალისწინებით. მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. სამამულო განათლების სისტემას და დამსაქმებლებს უწევთ აქტიური კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს საუკეთესო კადრების მოსაპოვებლად. ჩვენ უკვე დავინახეთ დამსაქმებლების და დასაქმებულების სარგებელი და საინტერსოა რამდენად სასარგებლოა მიგრაცია ქვეყნის ეკონომიკისათვის.

საქართველოდან შრომით მიგრანტთა უმრავლესობას (87%) უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება აქვს,მაგრამ იმ სამუშაოდან გამომდინარე, რასაც ისინი უცხოეთში ყოფნისას ასრულებენ, მათი დიდი ნაწილი არაკვალიფიცირებულ მიგრანტთა კატეგორიას განეკუთვნება. (BCG-Research, 2013)
საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითადი წყაროს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი. (გზავნილები ქვეყნების მიხედვით., 15/10/2020) 2018 წელს საქართველოში შემოსულo ფულადი გზავნილების ოდენობა 2017 წელთან შედარებით 190 მილიონი აშშ დოლარით არის გაზრდილი, 2019 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლით ზრდის ტენდეცია 2019 წელშიც ნარჩუნდება. 2018 წელს ფულადი გზავნილების ჯამურმა რაოდნეობამ შეადგინა 1 579 667ათასი აშშ დოლარი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ელექტრონულად განხორციელებული გადმორიცხვები მთლიანად შემოსული გზავილების დაახლოებით 60-70 პროცენტს შეადგენს. (Topics in Development-Migration, Remittances, Diaspora and Development.)

სამუშაო ძალის მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე სხვადასხვაგვარად აისახება. არსებობს დადებითი და უარყოფითი ეფექტებიც. მიგრაცია ეკონომიკური თვალსაზრისით მოქმედებს: დასაქმებაზე, უმუშებრობაზე, ეროვნულ პროდუქტზე, საგადამხდელო ბალანსზე, უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ქვეყანაში და სხვა ფაქტორებზე. მიჩნეულია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის ემიგრაცია, რომელსაც მაღალი განათლება და ადამიანური კაპიტალის სხვა მახასიათებლები აქვს, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს. არაკვალიფიციური მშრომელების ემიგრაცია კი ნაკლებად ახდენს გავლენას ეკონომიკის განვითარების ტემპზე.

ეკონომიკური ზრდის მოდელის მიხედვით, რომელიც ტექნოლოგიურ ცვლილებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, გამგზავნი ქვეყნების გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტემპი ემიგრაციის შედეგად კლებულობს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ სხვა მრავალ ფაქტორს, ემიგრაციას შეიძლება არ ჰქონდეს გამოკვეთილი უარყოფით შედეგი. (Michaella Vanore, 2015)

ეკონომისტები ასევე განასხვავებენ ფულადი გზავნილების როლს ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში. ფულადი გზავნილების შემოდინება ასევე ეხმარება ქვეყანას უცხოური ვალუტის რეზერვთა შევსებაში, რაც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის შესაძენად, ეკონომისტები, რომელთა აზრითაც ფულადი გზავნილები არ ახდენს პოზიტიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, მიუთითებს, რომ ეს რესურსები ხშირად არააუცილებელ მოხმარებაზე იხარჯება და არ ბანდდება პროდუქტიულ ინვესტირებაში. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები ეკონომიკური ზრდისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ნაკლებად განვითარებული საფინანსო სისტემის მქონე ქვეყნებში, რადგან დაფინანსების ეს მეთოდი გვევლინება ინვესტირებისა და ლიკვიდურობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.

სქემა №1
2
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი www.nbg.gov.ge

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე ემიგრაციის ზუსტი გავლენის განსაზღვრა მეტად რთული ამოცანაა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია ორი სახის მტკიცებულების წარმოდგენა. პირველი ეს არის აღმოსავლეთ ევროპის სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზი იყენებს გამოთვლადი გზავნილების წონასწორობის მოდელს. ამ კვლევის მიხედვით, ფულადი გზავნილების გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანია შინამეურნეობების მოხმარებაზე, მაგრამ არ არის განმსაზღვრელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. მეორე სახის მტკიცებულება, კორელაციური ანალიზი კვარტალურ ფულად გზავნილებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის, მეტყველებს ამ ორი ცვლადის კავშირს რასაც კარგად ასახავს სქემა №1 თუმცა, წარმოდგენილი ასოციასია სულაც არ ნიშნავს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირების არსებობას ფულადი გზავნილების შემოდინებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ვინაიდან ფულადი გზავნილები საქართველოში მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოედინება, სავარაუდოა, რომ როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე ფულადი გზავნილების საერთო მიზეზი რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა. (Jangveladze, 2019)

სამუშაო ძალის შრომითი მიგრაციის რეგულირება და მართვა
განვითარებულ ქვეყნებში იმიგრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, მაგალითად, როგორებიცაა არალეგალური მიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა და კორუფცია. ცირკულარული მიგრაცია ხელს უწყობს ამ პრობლემების მოგვარებას. მას ევროკავშირის დოკუმენტები განსაზღვრავს, როგორც „მიგრაციის ფორმას, რომელიც დადგენილია იმგვარად, რომ იძლევა ორ ქვეყანას შორის გარკვეული ხარისხის ლეგალური მობილობის შესაძლებლობას“. აღიარებულია, რომ ის ხელს უწყობს მუშა ხელის მომწოდებელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და თავიდან არიდებს ტვინების გადინებასა და სხვა ნეგატიურ შედეგებს. საქართველო მუშაობს შეთანხმებების, თანამშრომლობისა და პროექტების განვითარებაზე, რომელთა მიზანია ბინადრობის/სამუშაო ნებართვის კვოტების მოპოვება აღნიშნულ ქვეყნებთან და მოთხოვნა/მიწოდების შესაძლებლობების შესწავლა გამგზავნ/მიმღებ სახელმწიფოებში. საფრანგეთის გარდა რამდენიმე წევრი სახელმწიფო დათანხმდა მსგავს შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს – კერძოდ, გერმანია, პორტუგალია, საბერძნეთი, ისრაელი და ბულგარეთი. კონსულტაციები მიმდინარეობს პოლონეთთან. (გოგოლაშვილი, 2019/01/15)

სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის ადამიანური რესურსების განვითარებას არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად. სისტემატურად უნდა ხდებოდეს პოტენციური პარტნიორი სახელმწიფოების შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. ეს შექმნის წინაპირობებს ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისათვის სამუშაო ძალის ლეგალურად გაცვლისა და დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში. ამ სფეროში დასაქმების კერძო სექტორის როლიც, ასევე მნიშვნელოვანია. (საქართველოს მთავრობის დადგენილება №199; საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ., 2013)

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება და მისი აღმოფხვრა, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა განისაზღვროს ისე, რომ შეავსოს საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული კვალიფიკაციისა და უნარების ნაკლოვანებები. მიგრანტები გაუმჯობესებული უნარებითა და ამაღლებული კვალიფიკაციით უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, რაც ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის სარგებლიანობის მომტანია. მათი დასაქმება ქვეყანაში ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარების ტემპების ზრდას. ეკონომიკური თვალსაზრისით, შრომითი ემიგრაციის არალეგალური ხასიათი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ ქვეყნებზე და თვით არალეგალურ ემიგრანტებზე. მიმღები ქვეყნებისათვის არაოფიციალურად დასაქმებული შრომითი ემიგრაცია ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვერ იღებს დაგეგმილ გადასახადებს, სამაგიეროდ, განათლების და ჯანდაცვის ხარჯები, რომლებითაც სარგებლობენ ემიგრანტები, ქვეყნის ბიუჯეტს აწვება. გამგზავნი ქვეყნები და მიგრანტების ოჯახები იღებენ გაცილებით ნაკლები ოდენობის ფულად გზავნილებს, ვიდრე ისინი მიიღებდნენ, ემიგრანტები რომ ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები. შესაბამისად, შრომითი მიგრაციის რეგულირება ერთობლივი ძალებით უნდა განხორციელდეს.

გამოყენებული ლიტერატურა
BCG-Research, E. a. (2013). Migration and Skills in Georgia.
Jangveladze, G. (2019). სამუშაო ძალის მიგრაცია და მისი მაკროეკონომიკური შედეგები. Tbilisi.
Michaella Vanore, M. S. (2015). The Evolution of Gendered Migration Trajectories from moldova and Georgia,Comparative Migration Studies.
Topics in Development-Migration, Remittances, Diaspora and Development. (თ. გ.). The World Bank.
(15/10/2020). გზავნილები ქვეყნების მიხედვით. საქართველოს ეროვნული ბანკი.
გოგოლაშვილი, კ. (2019/01/15). ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის . საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №199; საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. (2013 წლის 2 აგვისტო). საქართველოს მთავრობა.