ფსიქოლოგია და ეკონომიკა

ავტორის სტილი დაცულია

სოსო გაფრინდაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის II კურსის სტუდენტი

sosogaprindashvili15@gmail.com

ანოტაცია
ფსიქოლოგია , როგორც უილიამ ჯეიმსმა თქვა არის „მეცნიერება ფსიქიკური ცხოვრების შესახებ“, რომელიც შეისწავლის ადამიანთა ქცევას, ფსიქიკურ პროცესებს. ეკონომიკა საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობაა, რომელშიც მიმდინარეობს პროდუქტთა ყიდვა-გაყიდვა, წარმოება. ამ ყველაფერთან კი ხალხთა გადაწყვეტილებები და მათი ქცევის მოტივები უდიდეს კორელაციურ კავშირშია, რაც ერთ ერთი მარტივი განმარტებაა, რომელითაც კავშირდება ეს ორი ცნება:  ფსიქოლოგია და ეკონომიკა. ეკონომიკური საკითხების კვლევის დროს სავალდებულოა მკვლევარმა გაითვალისწინოს  სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ნამდვილად ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.ნაშრომში განვიხილავ ისეთ ფსიქიკურ მოვლენებს, რომლებიც ეკონომიკურ პროცესებში დიდ როლს თამაშობენ.

Annotation

Psychology as William James called it is the “Science of Mental Life” , that studies human behavior and cognition. a set of industrial relations in which products are bought and sold.  With all these, people’s decisions and the motives of their behavior are in great correlation, which is one of the simplest explanations that connects these two notions : psychology and economics. While doing a research on economic issues, it is imperative for the researcher to take into account the socio-psychological factors that really have a strong impact on economic performance. In this paper, I discuss such mental phenomena that play a major role in economic processes.

ფსიქოლოგიური ფაქტორები ეკონომიკაში
როდესაც დაკვირვების გამარტივების მიზნით მოდელს ვქმნით, ვაკეთებთ დაშვებებს, რომ ადამიანები იღებენ ლოგიკურ გადაწყვეტილებებს. რაზეა დამოკიდებული ლოგიკური გადაწყვეტილებები? როგორ გავიგოთ რაციონალური ადამიანის გადაწყვეტილების მიღების მეთოდი? რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები? რათქმაუნდა ამისათვის საჭიროა ადამიანთა ფსიქოლოგიის შესწავლა, რადგან მას დიდი გავლენა აქვს გადაწყვეტილებებზე. ეკონომისტების ერთ-ერთი მოვალეობაა განჭვრიტონ ეკონომიკური მომავალი ან დაახასიათონ რაიმე უკვე მომხდარი მოვლენის გამომწვევი მიზეზები. რაც რათქმაუნდა ძალიან რთულია, რადგან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი სწორი პროგნოზის თუ დასკვნის გასაკეთებლად.  სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია ფსიქოლოგიური ფონი ხალხში, რომელიც ნებისმიერ მაკროეკონომიკურ თუ მიკროეკონომიკურ მოდელში შემოდის ცვლადად და გასათვალისწინებელია, რათა მოდელიდან მიღებული დასკვნა და მოსაზრება რეალობასთან მიახლოებული იყოს. 
საჭიროა დავადგინოთ ადამიანთა ქცევის მოტივები, ანუ ის ფსიქოლოგიური საფუძვლები, რომლებიც მის მიერ განხორციელებული აქტივობების მიზეზი ხდება, რაც ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპსაც წარმოადგენს „ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ“. ამ პრინციპის გათვალისწინება კი უმნიშვნელოვანესია მთავრობისთვის რადგან თავიდან აიცილონ გართულებები.

ამ გართულებებს კარგად აღწერს ინდოეთში მომხდარი ვითარება ინგლისური კოლონიური მმართველობის დროს. მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა აღმოაჩინეს, რომ კობრები მომრავლდნენ დააწესეს ჯილდო მათ მოკვლაზე. ინდოელმა მოსახლეობამ მათი მოშენება დაიწყო და შემოსავალი გაიჩინა.  ეს გაიგეს ინგლისელებმა და ჯილდო მოხსნეს, ამის შემდგომ მოშენებული კობრები გამოუსადეგარნი გახდნენ, რამაც უბიძგა ინდოელებს მათი გაშვებისკენ. შედეგი კი ის იყო, რომ გველების რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამას კობრის ეფექტს უწოდებენ, რაც უკვე მსგავსი ტიპის სიტუაციის დასახასიათებელ ფრაზეოლოგიზმადაც იქცა. [1]

ბიჰევიორისტული ეკონომიკა

რაიმე მოქმედება სუბიექტის მიმართულია მისი მატერიალური თუ სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამიტომ ადამიანის მოტივაციური სისტემა კომპლექსურია და ცვლილებებსაც ექვემდებარება მთელ რიგ შემთხვევებში. ამ ცვლილებებს იწვევს განწყობების სისტემა. მაგალითად ზოგისთვის ფულია მთავარი და მოგება, ზოგი მორალურ პრინციპებს მიზდევს და ამით უფრო დიდ სიამოვნებას იღებს ვიდრე რაიმე სახის მატერია მიანიჭებდა.

სწორედ ბიჰევიორისტული ეკონომიკა სწავლობს გადაწყვეტილებების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. იგი იკვლევს ქცევის თავისებურებებს გარემოს სტიმულების გათვალისწინებით.  [2]

როდესაც ჩვენ დაშვებებს ვაკეთებთ ფსიქოსოციალური ფაქტორების, ადამიანთა გადაწყვეტილებების პროგნოზირება რთულდება. ირაციონალური გადაწყვეტილებების მომსწრენი რეალობაში ხშირად ვართ, რადგან არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანთა საქციელი ეკონომიკის ფუნდამენტურ სწავლებებს ეწინააღმდეგება. მაგალითად დაბალი ფასი ხშირად მაღალ მოთხოვნას არ ნიშნავს, რადგან დაბალი ფასი ხალხისთვის დაბალ ხარისხთან ასოცირდება, რაც იწვევს პროდუქტზე მოთხოვნის კლებას. ასევე არსებობს ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც მომხმარებელი უფრო  დიდ სიამოვნებას იღებს რაიმე ძვირიანი სასმელის დაგემოვნებით, ვიდრე სწორედ იგივე გემოს მქონე, სხვა შეფუთვის, იაფი სასმლის დალევისას მიიღებდა. 

ნდობა
 ფსიქიკური მექანიზმი, რისგან გამომდინარეც ვლინდება სუბიექტის დამოკიდებულება რაიმე სამეურნეო მოვლენის მიმართ არის განწყობა. განწყობა განსაზღვრავს თუ როგორ იმოქმედებს პიროვნება მოცემულ სიტუაციაში და რა მიმართულებას განახორციელებს. ნდობაც განწყობაა, რომლის ინდექსიც ეკონომისტებს მოგვეპოვება. მომხმარებელთა ნდობის ინდექსი(CCI) არაერთ ეკონომიკურ ცვლადთანაა დიდ კორელაციურ კავშირში. ინდექსის მისაღებად ოჯახებს ეკითხებიან მათი მიმდინარე და მოსალოდნელ  ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ითვლიან მას შედგენილ კითხვებზე მიღებულ დადებით და უარყოფით სიხშირეთა სხვაობით. [3][4]

გრაფიკი 1: მომხმარებელთა ნდობის ინდექსი(CCI) –  2014 წლის იანვრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით


წყარო: https://data.oecd.org/leadind/consumer-confidence-index-cci.htm


მომხმარებელთა ნდობის ინდექსის 2020 წლის შემდგომი დიდი ვარდნა  გამოწვეულია  მოულოდნელად თავსდატეხილი კოვიდ პანდემიის გამო. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეკონომიკის მაშტაბების კლების  CCI-ს ვარდნაც იყო, მაგრამ დღესდღეობით ადაპტირებულმა გარემომ, ხალხთა ფსიქოლოგიურმა შეგუებამ პანდემიაზე განაპირობა მომხმარებელთა ნდობის ინდექსის მკვეთრი აღმასვლა.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ამერიკაში 1990-1991 წლებში, როდესაც მომხმარებელთა ნდობის დაცემამ განაპირობა ეკონომისტების მიერ წინასწარ ვერ პროგნოზირებული რეცესია ოთხი კვარტლის განმავლობაში. კვლევით დასტურდება, რომ პროგნოზირების შეცდომები გამოწვეული იყო  უცვლელი განკარგვადი შემოსავლის პირობებში მოხმარების შემცირებით. მოვლენათა მთავარ მიზეზზე ეკონომისტები დღემდე დაობენ, მაგრამ დიდი ვარაუდია იმ მოსაზრების ჭეშმარიტებაზე, რომ მოსახლეობა ხედავდა აღმოსავლეთში ომის დაწყების საშიშროებას, რამაც ისინი აფიქრებინა, რომ ამერიკაც ჩაერთვებოდა ომში, აქედან გამომდინარე კი მათმა მოსალონდნელი ომის წინა სამზადისმა  შეამცირა მოხმარება. [5]

პიროვნებათა ერთობლიობა რიგ შემთხვევებში მართული და სპეკულაციის მსხვერპლი ხდება. ამას ბრბოს ეფექტიც შეიძლება ეწოდოს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდები თავსმოხვეულ აზრს უარგუმენტოდ უჯერებენ, ეს კი  ეკონომიკური რყევების გამომწვევია. მაგალითად გამოგვადგება აშშ-ის 1930 იანი წლების ფინანსური ისტორია, როდესაც ხშირი იყო საბანკო პანიკები. ხალხს გავრცელებული ხმის გამო, რომ ბანკი დაიხურებოდა უჩნდებოდა უნდობლობა და ფულის დაკარგვის მოლოდინი, რაც აიძულებდა მათ გამოეტანათ ბანკიდან დეპოზიტები. მსგავსი მაშტაბური ფულის გამოტანით საბოლოოდ  ბანკები კოტრდებოდნენ. მას შემდეგ, რაც 1934 წლიდან დეპოზიტების ფედერატული დაზღვევა დაიწყო ფაქტიურად შეუძლებელი გახდა ბანკის გაკოტრება, რამაც გამოიწვია ის, რომ ხალხის მსგავსი მაშტაბური მოქმედებები შეჩერდა. ამ პრობლემის აღმოფხვრა ხაზს უსვავს მთავრობის როლს და ეკონომიკურ მოდელში ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინების მნიშვნელობას.[6]

მოლოდონი
ისეთ ქვეყნებში, სადაც წარსულში ფიქსირდება მაღალი ინფლაცია და ადამიანებმა ფულის სწრაფი გაუფასურება თავის თავზე გამოცადეს, შესაძლოა მომავალი საშიშროების გამო და ცუდი მოლოდინის გავლენით თავიანთი ეროვნული ვალუტა დოლარებში გადაცვალონ(რომელიც მოხერხებული აქტივია მათთვის რადგან იგი მყარია). ამის შედეგად ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდება, რაც რათქმაუნდა გამოიწვევს მის გაუფასურებას.

მსგავსი მაგალითი ფიქსირდება საქართველოში. როდესაც ეკონომისტებმა 2016 წელს ლარის გაუფასურება თურქული ლირის გაუფასურებით ახსნეს. ზოგიერთმა სპეციალისტმა ისინი გააკრიტიკა, რადგან ფიქრობდნენ ეს უბრალოდ გადაბრალება იყო საგარეო ფაქტორებზე, რადგან მსგავსი გარე ფაქტორები ისე სწრაფად ვერ ახერხებენ გაცვლით კურსზე რეაგირებას. ეს არასწორია, რადგან, როდესაც ბაზრის აგენტები პროგნოზს გააკეთებენ წინასწარ, რომ ლარი გაუფასურდება მომავალში, რადგან ლირა გაუფასურდა, ამ დროს რაციონალურად მოაზროვნე ადამიანთა უმეტესობას უჩნდება სურვილი, მათი მოლოდინის და შესაბამისად, რომ ეროვნული ვალუტა გადაცვალონ დოლარში, რაც იწვევს ლარის მყისიერ გაუფასურებას. [7]

ფსიქოლოგიის როლი სწორი სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაში

იმისათვის რომ ეკონომისტმა გამოიტანოს სათანადო დასკვნა და რეალობასთან მიახლოებული პროგნოზი გააკეთოს  საჭიროა სწორი სტატისტიკური ინფორმაციის და მაჩვენებლების ფლობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიიღება ხალხის გამოკითვით, რაც მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი იტყუება, აზვიადებს ან არასრულ ინფორმაციას აწვდის ინტერვიუვერს, რაც საბოლოო ჯამში რეალობასთან შეუსაბამო დასკვნის გამოტანის მიზეზი ხდება. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო კორესპონდენტის გამოკითხვის დროს . იმისათვის რომ გამოკითხულის პასუხი ჩაითვალოს ადეკვატურად საჭიროა ინტერვიუვერს ჰქონდეს ფსიქოლოგიური განათლება და განვითარებული აღქმადობა, იცოდეს ის პიროვნებათა  გენოტიპები რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლი, იცოდეს როგორ წარმართოს დიალოგი, რათა სწორი პასუხები მიიღოს და  გამოიტანოს დასკვა შესატანია თუ არა გამოკითხულის პასუხი იმ სტატისტიკური ინფორმაციის სისტემაში, რომელსაც შემდგომ ეკონომისტი თავის მოდელში ცვლადად ჩართავს.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში გხვდება ტიპოლოგია, რომელსაც მკვლევარი აუცილებლად უნდა იცნობდეს. დღეს დღეობით ცნობილია ხუთი ადამიანთა ფსიქოლოგიური ტიპი:

  • „გულუბრყვილო“ – ამ ტიპს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ. მათ დაქვეითებული აქვთ ლოგიკური აზროვნება და ადვილად იძლევიან ყოველგვარ ინფორმაციას.
  • „ეგოცენტრიკი“ – ამ ტიპის ადამიანები აზვიადებენ თავიანთ დამსახურებებს, არიან პატივმოყვარენი, არიან ეგოისტურები. მათ ლაპარაკში ჭარბობს სიტყვა „მე“ „ჩემთვის“ „ჩემი“ „ჩემით“ და ა.შ.
  • „აღსარების“ – ამ ტიპის ადამიანები გამოირჩევიან მაღალი ლოგიკური აზროვნებით. მათგან ადეკვატური ინფორმაციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის სირთულესთან.
  • „მეცნიერი“ – ამ ფსიქოლოგიურ ტიპთან რთულია რაიმე სახის ურთიერთობა. მათი თვისებაა ზედმეტი დაწვრილმანებით ჯერ საფუძვლიანად შეისწავლონ საქმის არსი.
  • „სოფისტი“ – ეს ადამიანია, რომელიც აზრს ხშირად იცვლის. [4]

მენტალური ჯანმრთელობა და ეკონომიკა

 მენტალული ჯანმრთელობა განაპირობებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.  

ისეთ ღარიბ, განვითარებად ქვეყნებში, სადაც შედარებით დაბალი ცხოვრების დონე, დაბალი ინდუსტრიული ბაზა არის,  ხშირ შემთხვევაში მაღალია უმუშევრობა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. იგი იწვევს სტრესს ინდივიდებში, რომელსაც აქვს ცუდი გავლენა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც კოვიდ ინფექცია გავრცელდა მთელს მსოფლიოში გაიზარდა უმუშევრობა. მაგალითისთვის მოვიყვან გაერთიანებულ სამეფოს, სადაც კოვიდ ინფექციამ უმუშევართა რიცხვი 0.9 მილიონით გაზარდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 2021 წლის იანვარში უმუშევართა 43% აქვს ცუდი მენტალური ჯანმრთელობა, რომელიც ბევრად აჭარბებს  დასაქმებულთა შორის ცუდი მენტალური ჯანმრთელობის მქონეებს, რომელთა რაოდენობაც დასაქმებულთა 27%-ს მოიცავს. ასევე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცუდი მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უმეტესად ისინი არიან, რომელთა სამუშაო სექტორიც დაიხურა კოვიდ პანდემიის გამო.[8]

გრაფიკი 2: უმუშევრობის ტენდენციები მსოფლიოში – 2004 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისამდე


წყარო: https://fas.org/sgp/crs/misc/R46554.pdf    

“Unemployment Rates During the COVID-19”
დიაგრამაზე კარგად ჩანს კოვიდ პანდემიის შოკისგან გამოწვეული უმუშევრობის უსწრაფესი ზრდა 2020 წლის აპრილში, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. გაიზარდა შიში და შფოთვა, ასევე მარტოობა, იზოლაცია, დეპრესია, ფსიქოტროპული ნივთიერებების  და ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება.[9]
დასკვნა

დასკვნის სახით პირველი რაც შეიძლება ვთქვა ზემოთ ჩამოთვლილი თემების შემდგომ ეს არის ის, რომ ეკონომიკა და ფსიქოლოგია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ფსიქოლოგიურ ფაქტორებს შეუძლია უდიდესი გავლენის მოხდენა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და პირიქით. მას შემდეგ რაც ფსიქოლოგიას, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლადს ჩავრთავთ ეკონომიკურ მოდელებში მისგან გამოტანილი დასკვნა რეალობასთან უფრო მიახლოებული გახდება, ვიდრე ფსიქოლოგიური ფონის გაუთვალისწინებლად მივიღებდით.

ეკონომიკა შეისწავლის თუ როგორ განაგებს საზოგადოება თავის შეზღუდულ რესურსებს. ამ მართვის პროცესებს მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღება უდევს საფუძვლად, რაზეც რათქმაუნდა დიდი გავლენა აქვს ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს,

რომლებიც ნაშრომში მაქვს განხილული. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორებია: მენტალური ჯანმრთელობა, მოლოდინი, ნდობა.
საბოლოოდ შემიძლია ის ვთქვა, რომ თითოეული ადამიანის უფლებაა  ისწრაფვოდეს პირადი ფსიქოლოგიური სიჯანსაღისაკენ, რაშიც ხელი არ უნდა შეუშალოს უსახსრობამ. ამაში კი მთავარ როლს რათქმაუნდა მთავრობის მიერ შექმნილი გამართული ჯანდაცვა თამაშობს.

ვფიქრობ საქართველოში საჭიროა დიდი ყურადღება მიექცეს ფსიქოლოგიურ განათლებას, შეიქმნას  ისეთი განათლების სისტემა სადაც დიდი ყურადღება დაეთმობა ამ უკანასკნელს. განვითარდეს ჯანდაცვა, მეტი თანხები გამოიყოს ამ მიმართულებით. გაიხსნას ისეთი საჯარო ინსტიტუტები, სადაც ხალხს შეეძლება მისვლა და უფასოდ ფსიქოლოგიური რჩევის მიღება ან ინფორმაციის მოპოვება. საჭიროა ასევე მეტი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი, სადაც უსასყიდლოდ მოემსახურებიან მოქალაქეებს.  რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო დიდია ფსიქოლოგიური პრობლემები ხალხში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სტატისტიკაში  არ აისახება, რადგან ხალხს უბრალოდ არ გააჩნია თუნდაც კონსულტაციის თანხა, რომ მივიდეს სპეციალისტთან და აღირიცხოს. მას შემდეგ, რაც საქართველოში ამ კუთხით დიდი ნაბიჯები გადაიდგმება ვფიქრობ ეკონომიკა დიდ სარგებელს ნახავს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.haggardhawks.com/post/cobra-effect
  2. https://tsu.ge/data/file_db/faculty_psychology/fsiq_da_%20cx%20Zimbardo.pdf

„ფსიქოლოგიის მეცნიერება ჩვენს ცხოვრებაში“

„ეკონომიკური ფსიქოლოგია“