საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო ბიზნესში და ეკონომიკური გლობალიზაციის კავშირი მდგრად განვითრებასთან
ავტორის სტილი დაცულია
მარიამი გერგედავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IV კურსის სტუდენტი
gergedavamari56@gmail.com
ანოტაცია: საერთაშორისო ბიზნესი განისაზღვრება, როგორც საქმიანი გარიგებები, რომლებიც ხორციელდება ეროვნული საზღვრების მიღმა. მეოცე საუკუნის ბოლო ნახევარში და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო ბიზნესის როლი გაიზარდა, ნაწილობრივ, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ნაწილობრივ კი, საერთაშორისო ბიზნესის განხორციელების გამარტივების გამო. ეკონომიკის ყველა სექტორში უცხოური ფირმები საშუალოდ უფრო მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევიან, ვიდრე ადგილობრივი ფირმები. ეკონომიკური გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიო ეკონომიკის მზარდ ურთიერთდამოკიდებულებას საქონლისა და მომსახურების ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მზარდი მასშტაბის, საერთაშორისო კაპიტალის ნაკადის და ტექნოლოგიების ფართო და სწრაფი გავრცელების შედეგად.
Annotation: International business is defined as business transactions that take place across national borders. International business grew over the last half of the twentieth century and the early twenty-first century partly because of liberalization of both trade and investment, and partly because doing business internationally had become easier. Foreign firms have on average higher productivity than domestic firms across all sectors of the economy. Economic globalization refers to the increasing interdependence of world economies as a result of the growing scale of cross-border trade of commodities and services, flow of international capital and wide and rapid spread of technologies.
საერთაშორისო ბიზნესი სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე დაკავშირებულია საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საკუთრების, კაპიტალის, ტექნოლოგიების, ფინანსური რესურსების ტრანსსასაზღვრო გაცვლასთან, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებითა და მაქსიმალური მოგების მიზნით ხორციელდება.გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებული აქტიურობით და დინამიზმით ტრანსნაციონალური კორპორაციები გამოირჩევა და განსაკუთრებული ყურადღება დიდ კორპორაციულ ბიზნესს ეთმობა, საერთაშორისო ბიზნესის ოპერაციების 70-80% ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობით სრულდება.
საერთაშორისო ბიზნესის რთული ფენომენის გასაანალიზებლად საჭიროა გავაანალიზოთ მისი ძირითადი სახეობები: საქონლის ექსპორტ-იმპორტი; მომსახურების ექსპორტ-იმპორტი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; პორტფელური ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებებითა და გამოცდილებებით ვაჭრობა;საერთაშორის ბიზნესის სხვა სახეობები – ინჟინირინგი, ფრენშაიზინგი, ლიცენზირება, მმართველობითი კონტრაქტები, ლიზინგი, ფაქტორინგი, ფორფეიტინგი და სხვა; (ხიხაძე, 2019)
საქონლის ექსპორტი.საქონლის ექსპორტი წარმოადგენს ეროვნულ ქვეყანაში წარმოებული მატერიალურ ნივთობრივი ფორმის საქონლის გაყიდვას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომი გამოყენებისა და გადაყიდვისათვის. საქართველოში საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების სრულყოფილად ჩამოყალიბების საქმეში და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებისათვის საჭიროა მსოფლიო სასაქონლო, საფინანსო-საკრედიტო და სხვა ბაზრებზე ზოგად მიღებული ქცევის წესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ცოდნის ობიექტური საჭიროება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წელს საქონლის რეგისტრირებული ექპორტი (FOB) იყო 3 798,4 მილიონი აშშ დოლარი , ხოლო 2020 წელს (იანვარი-ოქტომბერი) 2 715.3 მილიონი აშშ დოლარი. 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს მიეკუთვნება: ჩინეთი (14,8%), აზერბაიჯანი (13,6 %) , რუსეთი ( 12,8%) , ბულგარეთი (9,6%), უკარინა ( 6%) და დანარჩენი ქვეყნები (43,1%). (geostat.ge, ექსპორტის მაჩვენებლები საქართველოში წლების და ქვეყნების მიხედვით. , 2020) ადგილობრივი ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში გასული წლის იანვარ-სექტემბრის 61.2 პროცენტიდან 2020 წელს 71.6 პროცენტამდე გაიზარდა.ადგილობრივი ექსპორტის 87%-ზე მეტი გადის საქართველოზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში, რაც ჩვენი ქვეყნის მზარდ სამეწარმეო პოტენციალსა და საერთაშორისო ბაზრებზე ასევე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.
საქართველოს საექსპორტო საქონლის ძირითად სახეობებს და მათ წილს მთლიან ექსპორტში გვიჩვენებს ქვემოთ მოცემული გრაფიკი.
წყარო: www.geostat.ge
საქონლის იმპორტი. საქონლლის იმპორტი არის ეროვნული ქვეყნის რეზიდენტების მიერ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი კონტრაგენტებისაგან საქონლის შესყიდვას და საკუთარ ქვეყანაში შემოტანას, გამოყენებისა და გადაყიდვისათვის. საქართველოში საქონლის რეგისტრირებული იმპორტი (CIF) 2019 წელს შეადგენდა 9 516.9 მილიონ აშშ დოლარს , ხოლო 2020*(იანვარი-ოქტომბერი) ეს მაჩვენებელი შეადგენს 6 444.2 მილიონ აშშ დოლარს. 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით საქართველოში იმპორტიორ უმსხვილეს ქვეყნებს მიეკუთვნება:თურქეთი (17,2%), რუსეთი (10,9%), ჩინეთი(8,9%) , აშშ (7%) , აზერბაიჯანი 6% და დანარჩენ ქვეყნები (50%). (geostat.ge, იმპორტის მაჩვენებლები საქართველოში წლების და ქვეყნების მიხედვით., 2020)
უცხოური ინვესტიციებიუცხოური ინვესტიციები წარმოადგენს საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვან სახეობას, რომელიც ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადაადგილდება, მეწარმეობითი კაპიტალისა (პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების) და სასესხო კაპიტალის ფორმით.
პირდაპირი ინვესტიციები – (FDI) – არის კაპიტალის დაბანდება უცხო ქვეყანაში, საინვესტიციო ობიექტის მართვაში მონაწილეობისა და აქტივებზე რეალური კონტროლის განხორციელების მიზნით.ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მეთაური კომპანიის შტაბ-ბინა ესაა დონორი ქვეყანა, ხოლო ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მოცემული კომპანია ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას- ეს არის რეციპიენტი ქვეყანა. საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ქვეყანაში არსებული ლიბერალური საინვესტიციო გარემო და თანაბარი პირობები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებისათვის, საქართველოს მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს ბოლო 5 წლის განმავლობაში: 2016 წ – 1 652.6 მილიონი აშშ დოლარი; 2017 წ- 1 978.3 მილიონი აშშ დოლარი; 2018 წ – 1 306.3 მილიონი აშშ დოლარი; 2019 წ- 1 310.8 მილიონი აშშ დოლარი; 2020 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებით- 409.6 მილიონი აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლების და კვარტალების მიხედვით:
წყარო: www.geostat.ge
პორტფელური ინვესტიციები – გულისხმობს ფინანსურ დაბანდებებს ფასიანი ქაღალდების პორტფელში (აქციების, ობლიგაციების, დეპოზიტური ჩეკების, სერთიფიკატების შეძენა), რომელიც არ ისახავს მიზნად კონტროლისა და მართვის განხორციელებას.პორტფელური ინვესტიციების მიზანია ინვესტორის საკუთრებაში არსებული ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციით, საინვესტიციო რისკის შემცირება და დივიდენდების მეშვეობით მოგების მიღება.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებებითა და გამოცდილებით ვაჭრობა საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც არამატერიალური აქტივების გაცვლასთან არის დაკავშირებული, რომლის დანიშნულებაა დროის გარკვეულ პერიოდში არამატერიალური აქტივების მფლობელს მოუტანოს განსაზღვრული სარგებელი. არამატერიალურ აქტივებს მიეკუთვნება – გამოგონება, პატენტი, სამრწველო მოდელი, ლიცენზია, ფრენშიზები, სასაქონლი ნისანი, სავაჭრო მარკა, გუდვილი და სხვა.საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც გასცემს დამცავ დოკუმენტებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე.
ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს გლობალიზაციის დონის მახასიათებლები: საერთშორისო ვაჭრობის თავისუფების ხარისხი და უცხოური კაპიტალის მოცულობა. საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყანას აძლევს საშუალებას სხვა ქვეყნიდან მოახდინოს იმ საქონლის იმპორტირება რისი წარმოებაც ქვეყნის შიგნით უფრო ძვირია, ვიდრე საზღვარგარეთ, და პირიქით, სხვა ქვეყნებში გაიტანოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის წარმოებაც თვითონ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სხვა ქვეყნებს. ქვეყანა ღებულობს სარგებელს როგორც ექსპორტიდან, ასევე იმპორტიდან და ზრდის მოსახლეობის დანაზოგებს, რაც ინვესტირებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ეს ეფექტი მნიშვნელოვანია თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის არსებობა. თავისუფალი საერთშრისო ვაჭრობა გულისხმობს საბაჟო ტარიფების, რაოდენობრივ შეზღუდვების და აკრძალვების შემცირებას ან მოშლას უცხოური პროდუქციის იმპორტზე. შეზღუდვების პირობებში კი მოსახლეობას უწევს პროდუქციის ძვირად შეძენა. შედეგად ეროვნული დანაზოგები, ინვესტიციები მცირდება და ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია განვითარების ნაკლები შესაძლებლობები.
საერთაშორისო ბიზნესში ქვეყნების ჩართვა განპირობებული გლობალიზაციის მზარდი პროცესით. თავის მხრივ საერთაშორისო ბიზნესის აქტიური სუბიექტობა ქვეყნისათვის ეკონომიკური განვითრების საწინდარია. ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. განვიხილოთ საქართველოს მდგომარეობა ამ მიმართულებით. 2014 წელს ეკონომიკური გლობალიზაციის მონაცემების მიხედვით საქართველო მე-19 ადგილზე იმყოფებოდა (81 ქულა), ხოლო 2019 წელს საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მაჩვენებლით (82,02 ქულა) მსოფლიოში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიოში გლობალიზაციის ინდექსით ლიდერობს სინგაპური, რომლის მაჩვენებელიც 94-ს შეადგენს. (Duffin, 2019)
2014 წლის მონაცემებით საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3,700 აშშ დოლარი იყო . აღნიშნულ ინდექსში მე-19 (საქართველოს) ადგილამდე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავალი მავრიკიას ქონდა – $10,500. საქართველოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნები 50-ე ადგილის ქვემოთ იყვნენ განაწილებული. (ნამჩავაძე, 2015)
ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არ არიან მაღალ პოზიციებზე, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია. მათი ეკონომიკური განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონე, რადგან აქვთ დიდი შიდა ბაზარი და მნიშვნელოვანი მოცულობის შიდა კაპიტალი. საერთაშორისო ვაჭრობა, უცხოური კაპიტალი და სამუშაო ძალის მიგრაცია იქცა პატარა, ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების განვითარების აუცილებელ პირობად.სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ პატარა ეკონომიკის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაბალია, ხოლო ეკონომიკურ გლობალიზაიის ინდექსის მიხედვით მაღალი პოზიცია უჭირავთ.
საქართველომ გლობალიზაციის ინდექსში სწრაფი აღმასვლა 2006 წლიდან დაიწყო,რაც 2004-2007 წლებში გატარებული რეფორმების შედეგი იყო. აღნიშნულ წლებში ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დღევანდელ ბიზნესგარემოს, რომელმაც გაუძლო ომს, ეკონომიკურ კრიზისს, პოლიტიკურ კრიზისებს და, ფაქტობრივად, უწყვეტ რუსულ აგრესიას. საქართველოს 22-ე ადგილი განაპირობა საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ. (ნამჩავაძე, 2015)
ეკონომიკური გლობალიცაზია და მდგრადი განვითარება. როგორ უნდა შეცვალოს ეკონომიკურმა გლობალიზაციამ განვითარებადი ქვეყნების რეალობა უკეთესობისაკენ ისე, რომ არ შეუშალოს მათ მდგრად განვითარებას ხელი? ამ კითხვაზე ფიქრი და სწორი გადაწყვეტილებების მირება გლობალიზაციის პიკის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია დიდ როლს თამაშობს ქვეყნების განვითარებაში, მაინც არის დარჩენილი მოუგვარებელი საკითხები. ფაქტია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი მოიხმარს მსოფლიოს წარმოების დაახლოებით 80 პროცენტს, ხოლო მოსახლეობის 20 პროცენტი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. გარდა ამისა უზარმაზარი კორპორაციები არამდგრადად მოიხმარენ რესურსებს და ხელმძღვანელობენ არასწორი კორპორაციული სტრატეგიით. იმ შემთხვევაში თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა გამოწვევების წინაშე დადგებიან არა მარტო განვითრებადი ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო.
პოლ ჰოკენი, ყოფილი მრეწველი, ძალზე ნათლად და გასაოცრად აღწერს ვითარებას „სავაჭრო ეკოლოგიაში“. მან განაცხადა: „მდგრადი საზოგადოების შესაქმნელად ჩვენ გვჭირდება სავაჭრო და წარმოების სისტემა, სადაც თითოეული მოქმედება თავისთავად მდგრადი და აღმდგენია. კომერციის მდგრადი მეთოდის შესაქმნელად ბიზნესს ეკონომიკური, ბიოლოგიური და ადამიანური სისტემების ინტეგრირება დასჭირდება“.
მდგრადი განვითარების მისაღწევად, ბატონი ჰოკენი გვთავაზობს რამდენიმე მკვეთრ ცვლილებას.პირველი, ის გთავაზობთ ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების აბსოლუტური მოხმარების შემცირებას 80 პროცენტით და ნარჩენების 50 პროცენტით შემცირებას. შეიძლება შეუძებლად ჟღერდეს, თუმცა ჩვენ ამის რესურსი გავქვს ალტერნატიული ენერგიის წყაროების და სხვა მდგრადი საშუალებების დამსახურებით. მისტერ ჰოკენის კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება კორპორაციების მიერ ადამიანების უსაფრთხო და სტაბილურ დასაქმებას. (Hermannsson, 2002)
დასკვნა. საგარეო ვაჭრობის მიმართულების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის, რადგან იგი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთ-ერთი შემადგენელი და მისი სიდიდის განმსაზღვრელი ელემენტია. 2018 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოსთვის საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების გაზრდის კუთხით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოელ ინვესტორებს აქტივების უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას აძლევს, ხოლო ინვესტიციების მიმღებ ქვეყნებს უკეთესი ტექნოლოგიის ათვისების, საერთაშორისო წარმოების და სავაჭრო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ გლობალიზაციის ინდექსში საქართველოს მაღალი პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის. ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების გამოყენება უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით, რადგან წინაამღდეგ შემთხვევაში ეკონომიკურ განვითრებას არ ექნება გრძელვადიანი ხასიათი.
გამოყენებული ლიტერატურა
Duffin, E. (2019). Index of economic globalization 2019. statista.com.
geostat.ge. (2020). იმპორტის მაჩვენებლები საქართველოში წლების და ქვეყნების მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
geostat.ge. (2020). ექსპორტის მაჩვენებლები საქართველოში წლების და ქვეყნების მიხედვით. . საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
Hermannsson, S. (2002). Economic globalization and sustainable development. Universal Peace Federation.
ნამჩავაძე, ბ. (2015). საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაცია: შანსი საფრთხის ქვეშ. Forbes Georgia.
ხიხაძე, ლ. (2019). საერთაშორისო ბიზნესის რეგულირება. სალექციო კურსი.