სოფლის მეურნეობის პროდუქტების როლი ეკონომიკურ განვითარებაში და მისი ხარისხის კონტროლის პრობლემები
ავტორის სტილი დაცულია
ეკატერინე მებუკია
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
eka.mebukia@mail.ru
ანოტაცია
ეკონომიკური მოძღვრებებიდან მერკანტილიზმის შემდეგ ერთ-ერთი უძველესი იყო ფიზიოკრატიზმი. სწორედ ფიზიოკრატიული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი ფრანსუა კენე აღნიშნავდა, რომ მრეწველობა, ხელოსნობა და ვაჭრობა არ არის პროდუქტიული დარგი და რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაში იქმნება სიმდიდრე. ეს მოსაზრება მართალია ზუსტად არ ასახავს რეალობას, მაგრამ უდავოა ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობა უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. სოფლის მეურნეობის განვითარება ხელს უწყობს ეკონომიკის წინსვლას. ხარისხის კონტროლს ენიჭება უმნიშვნელოვანესი როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ვინაიდან უხარისხო პროდუქტი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი და შესაბამისად ვერ გავა მსოფლიო ბაზარზეც, რაც ავტომატურად ნიშნავს ექსპორტის შემცირებას. უხარისხო პროდუქტი საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები არ არის საზიანო ადამიანებისთვის. მეცნიერთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი კვლევის ჩატარება.
Annotation
One of economic doctrines was physiocratism. Francois Cain, who was representative of a physicist school said that industry and trade are not productive fields. This view is not accurately reflected in reality, but it is undoubtedly the fact that agriculture plays a major role in the economy of the country. Development of agriculture contributes to the advancement of the economy.
Quality control plays an important role in the development of agriculture. Because poor quality product can not be competitive and therefore can not enter the world market, which automatically means a reduction in exports. Poor product Some part of the society believes that genetically modified food is not harmful to humans.
Most scholars argue that more research is needed on this issue.
საქართველო
ეკონომიკური მოძღვრებებიდან მერკანტილიზმის შემდეგ ერთ-ერთი უძველესი იყო ფიზიოკრატიზმი. სწორედ ფიზიოკრატიული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი ფრანსუა კენე აღნიშნავდა, რომ მრეწველობა, ხელოსნობა და ვაჭრობა არ არის პროდუქტიული დარგი და რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაში იქმნება სიმდიდრე. ეს მოსაზრება მართალია ზუსტად არ ასახავს რეალობას, მაგრამ უდავოა ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობა უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. სოფლის მეურნეობის განვითარება ხელს უწყობს ეკონომიკის წინსვლას.
საქართველოს მაგალითზე, რომ განვიხილოთ, იოლად შესამჩნევია, რომ ამ დარგში საქართველოს აშკარად აქვს პერსპექტივები. საქართველო “გეორგიაა”, მიწათმოქმედთა ქვეყანაა, პურისა და ღვინის სამშობლოა. სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის საფუძველთა და ეს ღვთისაგან არის მოცემული. ამიტომ სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ქვეყნის წინსვლაზე საუბარი მიზანშეუწონელია. სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება კვლავ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დარგს, რომელშიც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 50 %-ია დასაქმებული, მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 10 % წილი შეაქვს, ხოლო სოფლის მეურნეობაში გადამამუშავებელ საწარმოთა მთლიანი წილი მშპ-ში დაახლოებით 4 % შეადგენს. ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობის დარგი საქართველოში ვერ იყენებს რესურსებს ეფექტიანად. [1]
როგორც ვიცით, როდესაც ბაზარი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გამართულ ფუნქციონირებას, საჭირო ხდება სახელმწიფოს ჩარევა. და საქართველოში სწორედ სოფლის მეურნეობის დარგში გახდა სახელმწიფოს ჩარევა საჭირო. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება შეძლოს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ 2010 წელს საქართველოში განხორციელებული პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებდა ჰიბრიდული სიმინდის იმპორტს და მოსახლეობაში მასობრივ გავრცელებას. სახელმწიფომ უზრუნველყო, როგორც სათესლე მასალის იმპორტი, ისე მისი მოსახლეობისთვის განვადებით მიწოდება, რაშიც კომერციული ბანკებიც ჩაერთვნენ. პროექტი არ აღმოჩნდა წარმატებული, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ათასობით ფერმერმა იზარალა და ბუნებრივია სახელმწიფო ბიუჯეტმაც. ხელისუფლება 2011 წელს აანონსებდა, რომ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით ფერმერები 5–ჯერ მეტ მოსავალს მიიღებდნენ, საქართველო კი სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გახდებოდა. სინამდვილეში საქართველოდან სიმინდის ექსპორტი თითქმის 5–ჯერ შემცირდა. [2] დაზარალებულმა ფერმერმა კი თავი მოიკლა იმიტომ, რომ მოუსავლიანობის გამო სათესლე მასალის ღირებულებაც ვერ გადაიხადა. დაპირების მიუხედავად დაზარალებულებს დავალიანება არ ჩამოაჭრეს. მთავრობა მათ სასამართლოში უჩივის. ფერმერები მიწის და საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩებიან. სწორედ ამიტომ მანამ, სანამ სახელმწიფო გადაწყვეტს ჩაერიოს სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში, მნიშვნელოვანია კარგად განსაზღვროს რას აკეთებს და რატომ. აუცილებელია ჰქონდეს ინფორმაცია, შემოწმებული იყოს ამ შემთხვევაში სათესლე მასალის ხარისხი, კარგად იყოს შესწავლილი ბაზარი და ასე შემდეგ.
სწორედ ხარისხის კონტროლს ენიჭება უმნიშვნელოვანესი როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ვინაიდან უხარისხო პროდუქტი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი და შესაბამისად ვერ გავა მსოფლიო ბაზარზეც, რაც ავტომატურად ნიშნავს ექსპორტის შემცირებას. უხარისხო პროდუქტი არც ადგილობრივებისთვისაა სახარბიელო, ასე რომ გაიზრდება მოთხოვნა უცხოურ პროდუქტზე და ამას შედეგად მოჰყვება იმპორტის ზრდა. ზემოთ ხსენებულის საბოლოო შედეგი კი იქნება სავაჭრო დეფიციტის წარმოშობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.
უხარისხო პროდუქტის პრობლემები
უხარისხო პროდუქტმა შეიძლება მიგვიყვანოს ეკონომიკურის გარდა სოციალურ პრობლემებამდეც. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად საქართველოში ონკოლოგიურად დაავადებული 7000 ადამიანი ვლინდება და მათ შორის 200 ბავშვია. [3] ამას გარდა, თითქმის ყოველდღიურად გვესმის როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის სხვა და სხვა დოზებით მოწამვლების შესახებ. ცნობილია, რომ ამ უბედურებაში ლომის წილი კვებაზე, წყალზე, ჰაერზე და იმ მოწამლულ გარემოზე მოდის, რომელშიც ყოველი ჩვენგანი ვცხოვრობთ. ასე რომ ხარისხის უკონტროლობამ შეიძლება გაზარდოს ქვეყანაში ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა მოკვდაობა. საქმე არ ეხება მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უნდა ხდებოდეს ასევე იმპორტირებული პროდუქტის ხარისხის კონტროლიც.
როგორც ვხედავთ, მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი სწორედ სურსათზე იხარჯება, რომლის ხარისხის კონტროლიც არ ხდება. რაც ნამდვილად არ არის სამართლიანი.
საქართველოში 2017 წლიდან მიღებულია “ბიოაგროწარმოების” შესახებ კანონი. თუმცა ადგილი აქვს ამის საპირისპირო შედეგს. შხამ–ქიმიკატების მაღაზიების რიცხვი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და ამ პატარა ქვეყანაში 1000–მდე მიაღწია, რაღა თქმა უნდა, პარალერურად გაიზარდა შხამების შემოტანა–გამოყენების მოცულობაც. ამ მაჩვენებელმა არაოფიციალური მონაცემებით (სასუქების გარდა) 5000 ტონას გადააჭარბა. [4]
ასევე ცალკე პრობლემას წარმოადგენს გენმოდიფიცირებული საკვები და მათი ლაბორატორიული შემოწმება. ორი წლის წინ სენაკის რაიონში ჩავატარე გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანი იყო , გამეგო, რამდენად ინფორმირებული იყო საზოგადოება გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ და რამდენად დასაშვებად თვლიდნენ ისინი მსგავსი საკვების მოხმარებას. აღმოჩნდა, რომ საზოგადოების უმეტესობა ნეგატიურადაა განწყობილი მსგავსი საკვების მიმართ.. თვლიან, რომ გენმოდიფიცირებული საკვები საზიანოა ჯანმრთელობისთვს. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სენაკში ყველა გამოკითხულ ადამიანს ჰქონდა განასინჯი მსგავსი პროდუქტი. როცა დავინტერესდი შეეძლოთ თუ არა მათ ჯანსაღი და გენმოდიფიცირებული საკვების ერთმანეთისგან განსხვავება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას ეს არ შეუძლია. შედეგები ნაჩვენებია დიაგრამაზე.
და მაინც რამდენად საშიშია მსგავსი პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?!- როგორც ყოველთვის და ყველაფერში ამ საკითხის გარშემოც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
ერთი ნაწილი თვლის, რომ გენმოდიფიცირებული საკვები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის. მეტიც 2012 წელს სამეცნიერო წინსვლის ამერიკულმა ასოციაციამ განაცხადა: – “მეცნიერება ცხადად ადგენს: მარცვლეულის გაუმჯობესება ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მოლეკულური მეთოდებით უსაფრთხოა”. ასევე 2010-ში ევროკომისიამ შეისწავლა ათწლეულის მანძილზე ნაგროვები დამოუკიდებელი კვლევების მასალები და დაასკვნა, რომ “გმო-მეთოდი არ არის გამოყვანის ტრადიციულ მეთოდებზე სარისკო”. თუმცა მეორე მხრივ, მეცნიერთა უმრავლესობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ გმო-ს შემცველი საკვების უსაფრთხოდ გამოცხადებამდე, უფრო მეტი კვლევაა საჭირო. ისინი თვლიან, რომ გენურ ინჟინერიას შეიძლება მოჰყვეს ისეთი თანმდევი მოვლენები, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უპოვიათ. მაგალითად, AAAS-ს განცხადების საპირისპიროდ, 21 მკვლევარი ამტკიცებს, რომ ჰერბიციდების მომატებულად გამოყენებას შეიძლება ისეთი გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე, რომელზეც ჯერ არც კი გვსმენია. [5]
და რომელ შეხედულებას უნდა ენდოს ადამიანი?! მაინც რჩება კითხვა საშიშია თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები ?! ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ადამიანს თავად უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების საშუალება. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია მსგავსი საკვების ამოცნობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია თითოეულ პროდუქტს ჰქონდეს თავისი ეტიკეტი.. დახლებზე გამოყოფილი იყოს ეს საკვები სხვა საკვებისგან და ასე შემდეგ. მაგალითად, საქართველოში 2015 წლის 1-ლი ივლისიდან მოქმედებს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, რომლის მიზანია, მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს, არსებობს თუ არა მის სასურველ პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები. [6]
და მაინც რაშია გამოსავალი?! – სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს ხარისხის კონტროლის განხორციელებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნის აგრარული პოტენციალის გამოყენებას, ამ დარგში შექმნილი და რეალიზებული პროდუქტის მოცულობის ზრდას. საკანონმდებლო ბაზის განვითარებისკენ სამი ძირითადი მიმართულება არსებობს: ქვეყანაში წარმოებული აგროპროდუქციის მოცულობის ზრდა.
წარმოებული პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა იმ ბაზრების მოთხოვნებთან, რომლებისთვისაც პროდუქცია არის განკუთვნილი.
წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა.
ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ხარისხის კონტროლი წარმოადგენს. ამ მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ 2017 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორია გახსნა. ლაბორატორია თანამედროვე აპრატურით არის აღჭურვილი და მასში სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულ კულტურათა და სათესლე მასალის თესვითი ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრება.
ეს მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისათვის.
ასევე ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას წარმოადგენს გლეხების ინფორმირებულობის სინაკლებე. სახელმწიფოს მხრივ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა გლეხებისათვის სხვადასხვა ტრენინგის ჩატარება და მეტად გათვითცნობიერება იმ საკითხთან დაკავშირებით, რითიც ისინი არიან დაკავებულნი. დღეისათვის სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის კოოპერატივების განვითარებას. 2016 წელს დააფინანსა მეურნეები და ერთ თვიან ტრენინგებზე გაუშვა ამერიკაში. ამ პროგრამაში მოყვა ასევე ჩემი ახლობელიც, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩამოვიდა. მეტი გამოცდილება და მეტი განათლება არის ეკონომიკის და ზოგადად ყველა დარგის განვითარების საწინდარი.
ასევე მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ამა წლის 21 თებერვალს განხორციელებული შეხვედრა. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
ხშირად გვსმენია მოსაზრება, რომ საქართველოში შემოტანილი პროდუქციის უმეტესობა გენური ინჟინერიითაა მიღებული. რაზეც ზემოთაც გვქონდა საუბარი.. როგორც მედიკოსები ამბობენ, მსგავსი სახის პროდუქციის სისტემატურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესები ადამიანის ორგანიზმში. საქართველოს კანონმდებლობით არ იკრძალება გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა. გადაჭრით არ შეიძლება იმის თქმა რომ აუცილებლად უნდა აიკრძალოს მსგავი პროდუქციის შემოტანა, რადგან ეს ეწინააღმდეგება თავისუფალი ვაჭრობის სტანდარტებს,საქართველო არის WTO-ს წევრი, რაც დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ქვეყანას. შესაძლებელია ამ პრობლემის სხვა გზით მოგვარება. მთავრობას შეუძლია ეტაპობრივად გაზარდოს იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი, მანამ სანამ შემოტანილი პროდუქციის ერთეულის ღირებულება არ გადააჭარბებს იმავე სახის ადგილობრივი პროდუქციის ერთეულის ღირებულებას. ეს გამოიწვევს იმას რომ მოსახლეობა მეტად მოიხმარს ადგილობრივ პროდუქციას და შესაბამისაც ამ პროდუქციის იმპორტის სტიმული აღარ იქნება. ეს პროტექციონიზმის ერთ-ერთი სახეა და განვითარებადი ქვენებისთვის მისი მნიშვნელობა დიდია. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ აშშ. სანამ აშშ განვითარების იმ დონეს მიაღწევდა სადაც დღესაა, ქვეყნის მთავრობამ აკრძალა დიდი რაოდენობის სამომხმარებლო საკვები პროდუქტების იმპორტი და დიდი თანხები ჩადო ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. შედეგს დღეს ნათლად ვხედავთ.
ასე რომ მთავრობას აქვს ბერკეტები და შესაძლებლობები სწორი პოლიტიკის გატარებით მიაღწიოს იმას, რომ შეამციროს იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა ისე, რომ ამით არ დაარღვიოს საერთაშორისო სტანდარტები. შეიძლება საბაჟო გადასახადის ზრდამ გამოიწვიოს საპირისპიროდ ექსპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადის გაზრდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობას ეს დიდად არ იმოქმედებს ქვეყნის წინსვლაზე.
წარმატებული ეკონიმიკის ერთ-ერთი საწინდარი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. იმისთვის, რომ უარი ვთქვათ საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე თავად უნდა გაგვაჩნდეს ძლიერი სოფლის მეურნეობა. მთავრობა ვალდებულია, დამატებილი შეღავათები დაუწესოს ფერმერებს, იმისათვის რომ მოხდეს ადგილობრივი წარმოების წახალისება. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად სოფლის მეურნეობაში წარმოშობილ პრობლემათა ნაკრები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, რომლებიც თავის მხრივ ქვეპუნქტებად იყოფა.
- აგრო-სასურსათო მიწოდების ქსელის შეზღუდვები და არაქმედითი მხარეები
• დანაწევრებული მიწის და მწარმოებელთა შორის თანამშრომლობისა და ინტეგრირების ნაკლებობა;
• სასოფლო თემებში პროფესიონალიზმისა და ტრენინგების დაბალი დონე
• სტანდარტების, რეგულაციების, კანონმდებლობისა და შედარებითი ინფორმაციის ნაკლებობა;
• სურსათის უსაფრთხოების არარსებობა სტრატეგიული მარცვლეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მიმართ;
• მოძველებული ტექნოლოგია და სოფლად სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა
• სოფლის მეურნეობის სფეროში კარგი საქმიანობისთვის კოდექსის სტიმულების არარსებობა
- ინსტიტუციური და პოლიტიკის შეზღუდვები და არაქმედითობა:
• სურსათის უვნებლობის განუვითარებული სისტემა: სანიტარულ- ვეტერინარული
• სოფლის განვითარების პოლიტიკის, გაწერილი კონპეტენციების ან საბიუჯეტო რესურსების არარსებობა
• წარმოების სუბსიდირებაზე კონცენტრირება, ურთიერთშეთავსების მექანიზმის არსებობის გარეშე
• მრავალი პრიორიტეტის გამოკვეთის საჭიროება და მათი ჩართვა საბიუჯეტო სქემებში [7]
როგორც ვხედავთ სოფლის მეურნეობის განვითარებითვის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებაა საჭირო. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებს მოგვარება, რასაც ხშირად ვხვდებით ჩვენს რეალობაში მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს. პრობლემათა იდენტიფიცირება უკვე კარგა ხანია მოხდა, ეხლა უმთავრესი ამოცანა მთავრობის მხრიდან მათი მოგვარებაა. გასაგებია ,რომ ყველაფრის ერთად გამოსწორება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მათი მოგვარება ეტაპობრივად, გონივრული მმართველობის მეშვეობით და სწორი პრიორიტეტიზაციის გზით.
და მაინც რატომ უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება?!- მოგეხსენებათ, რომ უმთავრესი ეკონომიკური მიზნებია:
- ეკონომიკური ზრდა
- სრული დასაქმება
- ეკონომიკური ეფექტიანობა
- ფასების სტაბილური დონე
- ეკონომიკური თავისუფლება
- შემოსავლების სამართლიანი გადანაწილება
- ეკონომიკური უზრუნველყოფა
- სავაჭრო ბალანსი
დასკვნა
სოფლის მეურნეობის განვითარება სულ მცირე 4 ზემოთ ხსენებული ეკონომიკურ მიზნის მიღწევის მნიშვნელოვანი ბერკეტია. თავის მხრივ კი ხარისხის უზრუნველყოფა გარანტია სოფლის მეურნეობის განვითარების, მისი საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისა და ეკონომიკური ზრდის.
ასე რომ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადაჭრას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის კონტროლის პრობლემები. რასაც ის აუცილებლად მოახერხებს გლეხების განათლებაში ინვესტიციით, ახალი ლაბორატორიების შექმნით, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებითა და მათთან ურთიერთობით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/27243
- http://www.economists.ge/storage/uploads/publication/150908111406ed2c.pdf
- https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=03b71a64-6e20-47d0-a4c3-283ee82a25cf
- https://matsne.gov.ge/ka/document/view/3495562
- https://primetime.ge/kvelaferi-genmodifitsirebuli-sakvebis-shesakheb/
- https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659434
- http://www.fao.org/3/aq673ka/aq673ka.pdf