ქოუჩინგი – წარმატების სტრატეგია

ავტორის სტილი დაცულია

ნინო გოგუაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; ბაკალავრიატის სტუდენტი
Nino.Goguadze607@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

 ოცდამეერთე საუკუნეში –  ქოუჩინგი ასოცირდება პროფესიულ პარტნიორობასთან კლიენტთან, იგი ორიენტირებულია ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე. ქოუჩინგი პარტნიორობის პროცესია, რომელიც ასტიმულირებს კლიენტის კრეატიულობასა და ფიქრს. ამ პროცესის განმავლობაში კლიენტი მაქსიმალურად ხსნის თავის პირად და პროფესიულ პოტენციალს, გვეხმარება წარმატებული სტრატეგიის შემუშავებაში, გვივითარებს კრეატიულობას და გვაძლევს მეტი ფიქრის საშუალებას. სწორედ  ამიტომ იგი არ კარგავს აქტუალურობას და დღითიდღე მასზე მოთხოვნა მატულობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტერმინი ქოუჩინგი– ყველა ენაშია დამკვიდრებული, როგორც პროფესია კი 21–ე საუკუნეში ჩაისახა.

  Annotation

Twenty-first Century – Coaching is a professional partnership with a client focused on designing and implementing special, significant changes in his or her life. It is a partnership process that stimulates the client’s creativity and thinking. During this process, the client, with the help of a coach, maximizes his personal and professional potential, helps us to develop a successful strategy, develops our creativity and allows us to think more. That is why it is not losing relevance and the demand for it is growing all over the world. The term coaching – is established in all languages, as a profession in the 21st century.

ქოუჩინგი ბიზნესში და სხვადასხვა სფეროებში მოვიდა სპორტიდან. პირველი წიგნი, რაც ამ თემაზე დაიწერა არის The Inner Game of Tennis, W. Timothy Gallwey, 1974. გოლვი შეგვიძლია მივიჩნიოთ ქოუჩინგის, როგორც მეთოდის დამფუძნებლად. წიგნშიც და მეთოდშიც ავტორმა სიტყვა შინაგანში (Inner) იგულისხმა მოთამაშის/სპორტსმენის შინაგანი მდგომარეობა, რადგან „ჩვენს თავში არსებული ოპონენტი უფრო მეტად რთულია, ვიდრე ოპონენტი რეალურ თამაშში“ . როგორც გოლვი გვეუბნება,  ყველას გვქონია დღეები, როცა სრულიად უძლურები ვართ და ვერაფერს ვაკეთებთ, წინააღმდეგობაში მოვდივართ საკუთარ თავთან, გვიჩნდება სხვადასხვა შიშები. თუკი ქოუჩი, ამ შემთხვევაში მწვრთნელი, დაეხმარება მოთამაშეს დაძლიოს შინაგანი ბარიერები, მას უჩნდება სტრატეგია, რომელიც შემდეგშიც დაეხმარება მოედანზე მოგებაში. გოლვიმ შეიმუშავა ჩოგბურთის თამაშის დასწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი და იგივე ფორმულა მოგვიანებით ბიზნესში გადმოიტანა. გაჩნდა ახალი პროფესია, სახელი დარჩა იგივე. (1)

ტ. გოლვის მიერ შემუშავებული 6 ნაბიჯიანი მოდელი გვეხმარება ჩავწვდეთ და უკეთ შევძლოთ ქოუჩინგის– როგორც წარმატების სტრატეგიის გაანალიზება. მოდელში პირველი არის რაპორტი – Coach მდგომარეობა. რომელიც ნებისმიერი სახის კომუნიკაციის პირველი ნაბიჯია. რაპორტი აუცილებელია, თუკი ჩვენ გვინდა დავეხმაროთ კლიენტს ქვეცნობიერი აზროვნების პატერნებთან და შინაგან რესურსებთან წვდომის მიღწევაში. მეორე– სესიის და მთელი სამუშაოს მიზნების განსაზღვრა/სასურველი მდგომარეობა – მიზნების დაზუსტება ყურადღების ფოკუსს პრობლემებიდან ამისამართლებს სამიზნის მიმდინარე მდგომარეობაზე. ქოუჩი ეხმარება კლიენტს აზროვნების ჩვეული პატერნების საზღვრებიდან გამოსვლაში. მესამე– ეფექტი(ეკოლოგიურობა)– როგორც წესი, კონკრენტული მიზანი წარმოადგენს ნაბიჯს ბევრად უფრო გრძელვადიანი მიზნისკენ. გრძელვადიანი დადებითი ეფექტი კლიენტს მიზნის მიღწევის მოტივაციას უძლიერებს. ნეგატიური ეფექტი კი წინააღმდეგობას იწვევს. მეოთე– მიმდინარე მდგომარეობა. მიმდინარე მდგომარეობას ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ ,,სიმპტომები“. მიზნების მიღწევაზე მუშაობისას ძალიან მნიშნვნელოვანია იმის გამოცდა, თუ რა სახის აზრივნებითი პატერნები ამყარებენ პრობლემას–როგორ იღებს კლიენტი პრობლემას და მისი რომელი პატერნების ტრანსფორმირებაა აუცილებელი, რათა მან შეძლოს საკუთარ მიზნებამდე მიახლოვება. მეხუთე– ალტერნატივების გამოცდა/ რესურსების გამოყენება(ტექნიკა) –ქოუჩები აძლევენ კლიენტს შესაძლებლობას, მოიხმაროს აუცილებელი რესურსები და იპოვოს შესაძლო გადაწყვეტილება. მეექვსე– მოქმედების გეგმა, მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდება, მნიშვნელოვანია მათი დაფიქსირება– ნაწილობრივ იმისთვის, რათა კლიენტი თავად დარწმუნდეს, რომ რაღაც შეიცვალა, ხოლო ნაწილობრივ იმისთცუს, რომ მოხდეს დაკალიბრება, შესაბამისია მისი რეაქცია თუ კიდევ დარჩა გარკვეული ასპექტები, რომელზეც მუშაობა აუცილებელია. (2)

ვთქვათ, თქვენ ხართ A წერტილში და გინდათ B წერტილში მისვლა, მაგრამ არ გაქვთ შესაბამისი უნარები, ან შინაგანი რესურსი, ან სამოქმედო გეგმა, ან გამოცდილება. შესაძლოა გაგიჩნდეთ შიშები, სხვადასხვა სტრეს-ფაქტორები, ან ვერ ჩამოყალიბდეთ, ეს B წერტილი ზუსტად რა არის და რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. მოკლედ რომ ვთქვათ, ხართ გაურკვეველ, დემოტივირებულ მდგომარეობაში და არ იცით, როგორ დასახოთ სწორი მიზნები, როგორ იმუშაოთ თქვენს განვთარებაზე. ირჩევთ ქოუჩს, მიდიხართ მასთან სესიაზე და ამ პროცესში არის მხოლოდ ორი მხარე. ქოუჩი და კლიენტი (ასე ვეძახით ჩვენთან მომსვლელ ადამიანებს. კლიენტი და არა პაციენტი ან რაიმე სხვა, რადგან ჩვენ არ ვსვამთ დიაგნოზს და არ ვატარებთ თერაპიას). ქოუჩი ისმენს თქვენს მოთხოვნას, ანუ საკითხს, რაზეც იმ კონკრეტული სესიის დროს იმუშავებთ. როგორც წესი, ერთი სესია გრძელდება საშუალოდ 1 – 1.15 სთ. ქოუჩი არკვევს, თუ რამდენად არის თქვენი მიზანი/სამუშაო საკითხი/მოთხოვნა/სურვილი ჭეშმარიტი და ღირებული თქვენთვის. ან რამდენად არის ეს მოთხოვნა რეალური და ხომ არ იმალება ნათქვამის/გაჟღერებულის უკან რაიმე სხვა ქვე და უფრო ჭეშმარიტი სურვილი/მიზანი/მოთხოვნა. ქოუჩის ამოცანაა თქვენ, როგორც კლიენტმა, სწორი მიზნები დასახოთ, ჩახვიდეთ სიღრმისეულ შინაარსში და ჩართოთ თვითგამორკვევის და გაცნობიერების მექანიზმები. მთელი ეს პროცესი აგებულია კითხვა-პასუხზე. როგორც კი ქოუჩი და კლიენტი შეთანხმდებიან სესიის სამუშაო თემაზე. იმაზე, თუ რა შედეგებზე უნდა მივიდნენ და როგორ მიხვდებიან, რომ შედეგი დადგა, ამას ეწოდება კონტრაქტი.

ამის შემდეგ ქოუჩი, ისევ კითხვების დასმის ტექნოლოგიებით, კლიენტს აგდებს რესურსულ მდგომარეობაში და კლიენტი თავად მიდის სასურველ შედეგამდე. რა მოთხოვნაც იყო დაყენებული თავში, ანუ კონტრაქტი, სესიის ბოლოს სრულდება. კლიენტი იღებს სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ქოუჩინგი ეს არის კითხვების დასმის ხელოვნება. კითხვებისა, რომელიც გეხმარება გაცნობიერებაში, თვითგამორკვევაში და შენს წინაშე სრულიად ახალ ჰორიზონტს შლის. (3)

იმისათვის, რომ ბოლომდე შევძლოთ ქოუჩინგის არსის გათვითცნობიერება, აუცილებელია ვიცოდეთ ის მთავარი პრინციპები, რომლებსაც ქოუჩინგი ეფუძნება. განვიხილოთ ისინი:                                                                                                                                      

პირველ რიგში, ქოუჩინგი დამყარებულია შედეგებზე ორიენტაციაზე- წარსულზე კონცენტრაციისა და წარუმატებლობების მიზეზების ძიების ნაცვლად, ქოუჩი ეხმარება კლიენტს დაისახოს ისეთი მიზნები, რომლებიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე აქტუალურია და ხელს უწყობს მას ამ მიზნების მიღწევის გზების ძიებაში.

 სისტემური მიდგომა – ქოუჩი ინარჩუნებს კლიენტის პიროვნების მთლიანობას და ფოკუსირდება იმაზე, რომ ცხოვრების რომელიმე ასპექტში განხორციელებული ცვლილებები იყოს უფრო მასშტაბური და აისახოს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ასპექტზე, არამედ მთლიანად გააუმჯობესოს მისი ცხოვრება.

კონცენტრაცია კლიენტზე – ქოუჩს სჯერა იმის, რომ კლიენტს აქვს ყველა რესურსი და უნარი საკუთარი მიზნების მისაღწევად, პატივს სცემს მის მოქმედების გეგმას და იმ შედეგებს, რომელთა მიღწევაც მას სურს. ქოუჩინგი არის რჩევებისგან თავისუფალი ზონა.

და ბოლოს, ცნობიერების განვითარება – ტრანსფორმაციული ქოუჩინგისას კლიენტი იფართოებს მსოფლმხედველობას, უფრო კარგად იცნობს საკუთარ თავსა და თავის ცხოვრებას, ურთიერთობებს, მიზნებს, უფრო ნათლად ხედავს ამ მიზნების მიღწევის გზებს. ეს ყველაფერი კი მას უქმნის მომავალი განვითარების საფუძველს.(4)

 ოცდამეერთე საუკენეში ქოუჩინგით დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია მოხდეს მისი გამიჯნვა  კონსულტაციისგან, ფსიქოთერაპიისგან  და სხვა მონათესავე პროფესიებისგან, რათა ხაზი გავუსვათ ქოუჩინგის უნიკალურობას.  

ფსიქოთერაპია და ქოუჩინგი

 თერაპიისა და კონსულტაციისგან განსხვავებით, ქოუჩი არ არის ფოკუსირებული ბავშვობის ან წარსულის ნეგატიურ გამოცდილებაზე, რომლებიც შეიძება იყოს კლიენტის ამჟამინდელი ცხოვრების სტილის გამომწვევი მიზეზი.

 კონსულტაცია და ქოუჩინგი

 კონსულტანტის ამოცანას წარმოადგენს ადამიანებისა თუ კომპანიის პრობლემის აღმოჩენა და გადაწყვეტის გზების შეთავაზება, რომლებიც მის ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება. ხშირად კონსულტანტები თავად უწყვიტავენ კიდეც კლიენტს აღმოჩენილ პრო      ბლემებს და სისრულეში მოყავთ მათი დასახული ამოცანები. ქოუჩის ამოცანა კი ისეთი ტექნიკებისა და ინსტრუმენტების გამოყენებაა, რომლებიც დაეხმარება კლიენტს საკუთარი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაშ და შემდეგ კი უბრალოდ მხარს დაუჭერს და დაეხმარება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყბანაში

   სპორტული ქოუჩი და ტრენერი

 როცა ადამიანი, რომელიც არ არის გარკვეული ქოუჩინგში, ისმენს სიტყვა ,,ქოუჩს“ უჩნდება ფეხბურთის ან სხვა რომელიმე სპორტის ასოციაცია, მაგრამ ქოუჩი არ არის ტრენერი. სპორტული ტრენერის ამოცანას წარმოადგენს ისეთი ქმედების დაგეგმვა, რომლებიც სპორტსმენს გამარჯვებას მოუტანს. ამისთვის ის თავის გამოცდილებას იყენებს და აძლევს სპორტსმენს კონკრეტულ მითითებებს, ეუბნება რა გააკეთოს და როგორ. ქოუჩინგის მთავარი მახასიათებელი კი ის არის, რომ კლიენტი თვითონ ისახავს მიზნებს. ქოუჩი არ აძლევს მას პირგ დაპირ დირექტივებს და არ ეუბნება რა უნდა გააკეთოს.

აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოქვეყნებულ ქოუჩინგის სწავლების შედეგებზე, რომლის თანახმად, 40000 ადამიანზე მეტმა მსოფლიოში სწავლის შედეგად თავის მიზანს მიაღწია, 80% სამსახურში იყენებს ქოუჩინგის ინსტრუმენეტებს, 20% გახდა ICF–ის სერთიფიცირებული ქოუჩი, და თითოეული მათგანი იყენებს ქოუჩინგის უნარებს.  (5)

თუ ვისაუბრებთ ქოუჩინგის გამოყენების სფეროებზე, ესაა ბიზნესი, მედიცინა, ქველმოქმედება, განათლება და ზოგადად ცხოვრება.

ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ ტერმინს–ცხოვრებისეული ქოუჩინგი. ეს არის ადამიანის ქოუჩთან ერთად მუშაობის პროცესი მის ცხოვრებისეულ ამოცანებზე. ქოუჩინგის შედეგად კი

–ადამიანი უფრო ნათლად ხედავს რა ხდება მის ოჯახში, ურთიერთობებში, კარიერაში და ზოგადად, ცხოვრებაში;
–ვითარდება როგორც პიროვნება, პოულობს ურთიერთობებისა და პიროვნული განვითარების ახალ გზებს;
–უღრმავდება და უკეთესად იცნობს საკუთარ თავს, იღებს ისეთს, როგორიც არის და ემატება თავდაჯერებულობა;
–ეზრდება ნდობა და რწმენა, როგორც საკუთარი თავის, ასევე მის გარშემო მყოფების მიმართ;
–პოულობს ძალას განვითარებისა და წინსვლისათვის, დასახული მიზნების მისაღწევად
–ხდება უფრო ღია ცვლილებებისთვის, ახალი გამოცდილებებისათვის;
–მარტივად და სწრაფად უმკლავდება სირთულეებს, რომელთა გადალახვაც აქამდე წარმოუდგენლად მიაჩნდა;
–ეხსნება დაძაბულობა, სტრესი და, შესაბამისად, მცირდება  მისი ნერვული და ქრონიკული დაავადებების შანსი. (6)

  დასკვნა

როგორც ნათელია, ქოუჩინგი ყველა სფეროში არსებობს და  განვითარების, მოტივაციის, წარმატების აუცილებელი კომპონენტია. იგი გვეხმარება შევინარჩუნოთ ბალანსი–პირად და საზოგადო ცხოვრებაში თავისი მეთოდების დახმარებით. დასასრულისთვის მოვიხსენიებ გენიალური ვეინ დაიერის სიტყვებს: „ყველაფერი, რაც შენ დაგემართა, შეგიძლია გამოიყენო იმისთვის, რომ თავი შეიცოდო ან იმისთვის, რომ მიიღო ეს როგორც საჩუქარი. ყველაფერი არის შესაძლებლობა ზრდისთვის ან წინააღმდეგობა, რომელიც ხელს გიშლის განვითარებაში. არჩევანი შენზეა“. (7) ხშირად ამ არჩევანს ჩვენით ვერ ვაკეთებთ და გვჭირდება მხარდაჭერა. სწორედ ამ მხარდაჭერას ვიღებთ ქოუჩინგის პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://theinnergame.com/about-tim-gallwey/  
  2. http://psychologist.ge/ 
  3. https://coachinglab.ge/coaching-etimology/
  4. https://www.growin.ge/  
  5. https://erickson.edu/online-coach-training-academy
  6.  http://www.innovageorgia.ge/ka/news/93
  7. https://www.brainyquote.com/authors/wayne-dyer-quotes