მსოფლიო ურბანიზაცია

ავტორის სტილი დაცულია

ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.
tamari.tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

დღეს-დღეობით ურბანიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გლობალური პრობლემაა. ნაშრომი აერთიანებს ინფორმაციას ურბანიზაციასა და ეკონომიკური ასპექტების შესახებ, ვსაუბრობ იმ თანამედროვე პრობლემებზე, რასაც მსოფლიო ურბანიზაცია იწვევს, განვიხილე ურბანიზაცია ჩვენი ქვეყნის ჭრილში და ასევე ურბანიზაციის პირობითი დონეები.

Annotation

Nowadays, urbanization is world’s one of the biggest problem .The article collects together information about urbanization and economical aspects, I talk about contemporary problems, which are caused by the world urbanization, I review urbanization in our country and also urban saturations.

ურბანიზაცია და ეკონომიკური ასპექტები

ურბანიზაცია პროცესია, როდესაც საქალაქო მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება ქვეყნის მთელს მოსახლეობაში და ქალაქური ცხოვრების წესი ფართოდ არის გავრცელებული. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული იზრდება ქალაქის მოსახლეობა, ამავე საუკუნის მეორე ნახევარში კი სწრაფად დაიწყო ზრდა განვითარებადი ქვეყნების ქალაქებმა. ამის მიზეზებია – მოსახლეობის მაღალი ბუნებრივი მატება და განვითარებად ქვეყნებში მრეწველობის განვითარება, რის შემდგომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქში გადასახლდა.  

ურბანულ ასპექტში გლობალიზაცია ქალაქის განაშენიანებაშია გამოხატული, ამ თვალსაზრისით კი, ქალაქის დონეზე ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, სივრცითი და დემოგრაფიული ფაქტორები მოქმედებს. ურბანიზაცია,  ცივილიზაცია და ეკონომიკური ზრდა გვევლინება როგორც ურთიერთ-ხელშემწყობი ფაქტორები. ქალაქებში თავმოყრილი ეკონომიკური საქმიანობა ყველა ქვეყნაში მშპ-ის 50%-ზე მეტია. გაეროს პროგრამის, „ჰაბიტატის“, კვლევის თანახმად, 2030 წლისათვის მხოფლიო მოსახლეობის 60% ქალაქად იცხოვრებს, რაც ტოლფასია ყოველკვირეულად 1 მილიონიანი ქალაქის დამატების.  

 მნიშვნელოვანია ემიგრანტთა როლის განხილვა, მათ დიდი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის ურბანულ, არამედ მშობლიური ქვეყნის ეკონომიკაშიც. ფულის საერთო ნაკადების შეფასებისას, ნავთობის შემდეგ მეორე ადგილზე სწორედ სამშობლოში გზავნილებია, რაც მნიშვნელოვან და საიმედო კაპიტალბრუნვის წყაროს ქმნის, მაგალითად 2003 წელს, ინდოეთის მოქალაქეებმა უცხოეთიდან სამშობლოში 15 მილიარდი აშშ დოლარი გაგზავნეს.

ყველაფერ ის, რაზეც ახლა ვისაუბრე, წარმოადგენს გლობალიზაციის გზაზე დამდგარი ქალაქების გარემოს ნაწილს, რაც ურბანიზაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.  

მსოფლიოს ეკონომიკურმა ისტორიამ მე-20 საუკუნის განმავლობაში დაგვანახა, რომ ეკონომიკური პროგრესი და ურბანიზაციის პროცესი ურთიერთხელისშემწყობია. 

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ყველა რეგიონში გვიჩვენებს იმას, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკაროტების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, სოციალურ ინდიკატორებში ვგულისხმობთ: სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, განათლების დონეს, ინფრასტრუქტურას, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ბავშვთა სიკვდილიანობას. ურბანული ქვეყნები, როგორც წესი, შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტუტიტებითა და სტაბილური ეკონომიკით ხასიათდება, აგრეთვე, მათ შეუძლიათ გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებსაც. ჩატარებული სხვადასხვა კვლევებიდან ვასკვნით, რომ ქალაქის მოსახლეობის წილი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალთან ერთად იზრდება. 

ზოგადი მონაცემები დადასტურებულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, რომელიც ასახავს ცალკეულ ქალაქთა მნიშვნელოვან როლს მათ საერთოეროვნული მონაცებემის ფორმირებაში. (იხილეთ ცხრილი 1, ცხრილი2. )  ცხრილებში არსებული მონაცემები და კვლევები ადასტურებს, რომ ქალაქები და განსაკუთრებით უმსხვილესი ქალაქები, უფრო მაღალ მწარმოებლურობასა და ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალ შემოსავლებს უზრუნველყოფს. (ცხრილებში მოცემულია 2008 წლის მონაცემები.) მაგალითად, მექსიკის ქალაქებში მოსახელობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში ცხრილში მოცემულ ყველა ქვეყანის მონაცემზე მაღალია და შეადგენს 60.1%-ს, აქ ქალაქის მშპ-ს წილი ქვეყნის მშპ-ში არის 79.7, ხოლო შანხაიში, რომელსაც ყველაზე მცირე მაჩვენებეული აქვს მოსახლეობის წილით ქვეყნის მოსახლეობაში-1.8%, აქ ქალაქის მშპ-ს წილი ქვეყნის მშპ-შიც მცირეა და შეადგენს მხოლოდ 12,5-ს. რაც დასტურია იმისა რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მსხვილი ქალაქები მაღალ მწარმოებლურობას უზრუნველყოფს. (2) (3)
მაგალითად, საკმაოდ მცირეა სან-პაულოსთან შედარებით.  

ცხრილი 1 (ასახავს 2008 წლის მონაცემებს)

ცხრილი 2 ( ასახავას 2008 წლის მონაცემებს)

(ურბანიზაცია და მისი ეკონომიკური ასპექტები-მარიამ ხმიადაშვილი)

მსოფლიო ურბანიზაციის თანამედროვე პრობლემები

დღეს-დღეისობით გლობალურ პრობლემათა შორის უმწვავეს პრობლემას ქალაქთა ზრდის რეგულირება წარმოადგენს. განვითარებულ ქვეყნებში გართულდა ურბანიზაციის არეალებში მოსახლეობის რიცხოვნობის უპრეცედენტო ზრდის მართვა.   

ამჟამინდელი ინფორმაციით მსოფლიო მოსახლეობის 55% ქალაქად ცხოვრობს, ვარაუდობენ, რომ 2050 წლისათვის მათი რაოდენობა 68%-მდე გაიზრდება, ანუ  2050 წლისათვის მსოფლიო ქალაქთა მოსახლეობას 2,5 მილიონი ადამიანი დაემატება. როგორც გაერთიანებული ერების მოსახლეობის დეპარტამენტის პროგნოზი ცხადყოფს, 2030 წლისათვის მსოფლიო მოსახლეობა დღეს არსებული 7,7 მილიარდიდან უნდა გაიზარდოს 8,4 მილიარდამდე, საიდანაც 90% განვითარებადი ქვეყნების ქალაქის მოსახლეობების წილად მოვა. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისათვის 60%-ს გადააჭარბებს განვითარებად ქვეყნებში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა, საიდანაც 35% შემდეგ ქვეყნებზე მოვა – ინდოეთი, ჩინეთი და ნიგერია. ქალაქის მოსახლეობას ინდოეთში დაემატება  420 მილიონი ადამიანი, ჩინეთში – 260 მილიონი, ხოლო ნიგერიაში – 190 მილიონი. 

მსოფლიო ქალაქის მოსახლეობა 1950 წლისათვის შეადგენდა 751 მილიონ ადამიანს, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 4,2 მილიარდამდე გაიზარდა. ურბანიზაციის ყველაზე მაღალი ტემპი ფიქსირდება აზიაში, ყველაზე დაბალი კი ევროპაში.
    

ურბანიზაცია რთული კომპლექსური მოვლენაა, რომლის გაზომვაც ერთი კონკრეტული მაჩვენებლის დახმარებით შეუძლებელია. ის არა მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანების ცხოვრებაში, არამედ შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი შედეგებიც, როგორიც არის, მაგალითად: ჭარბმოსახლეობა და მასთან დაკავშირებული ე.წ. „ღარიბი კვარტლების“ წარმოშობა,  გარემოს დაბინძურება, დანაშაულის ზრდა და სხვა კიდევ ბევრი არასასურველი მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების რიცხვში ურბანიზაციის პრობლემები და მსხვილ ქალაქებში თანამედროვე სიტუაციის კვლევები შეიტანა.  

ურბანიზაციის ტემპი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზეა დამოკიდებული, და ისეთ ქვეყნებში, რადაც ურბანიზაციამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია, პროცესი კონტროლზეა აყვანილი.  

განვითარებადი ქვეყნების საქალაქო არეალში მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მათი ზრდა, პარადოქსია, თუმცა, სასურველთან ერთად არასასურველიც არის. ქალაქებმა დიდი როლი ითამაშეს შობადობის შემცირებაში, შესაბამისად კი მსოფლიო მოსახლეობის ზრდის შენელებაში. ისევე როგროც უწინ, დღესაც, ქალაქად შობადობის დონე ბევრად უფრო დაბალია ვიდრე სოფლად, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში. 

მნიშვნელოვანი კითხვაა თუ რამდენად გამართულია მოსახლეობის ასეთი კონცენტრაცია, რაც განვითარებული ქვეყნების ქალაქებში მოსახლეობის სწრაფ ზრდას უკავშირდება. მიუხედევად ბევრი გამოკვლევისა, დღეს-დღეისობით შეუძლებელია ზუსტად იმის განსაზღვრა თუ რა არის ქალაქთა მოსახლეობის რაოდენობის ზღვარი ან მაჩვენებელი, რომლის იქითაც ეს ყველაფერი დადებით ეფექტს უფრო მოგვცემდა ვიდრე უარყოფითს.     

ქალაქად მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, მიგრანტთა შემოდინებაა, მათი უკონტროლო შემოდინება და მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე კი ზრდის სიკვდილიანობასა და დაავადებებს, იწვევს გლობალურ, კლიმატურ ცვლილებებსა და ამცირებს არაგანახლებად ბუნებრივ რესურსებს. ბევრი განვითარებული ქვეყნის ქალაქი გაშენებულია ეკოლოგიურად მყიფე ფუნდამენტზე, სადაც მოსალოდნელია ბუნებირივი კატასტროფები, როგორიც არის: წყალდიდობა, დამანგრეველი შტორმები თუ სხვა. ამიტომ მსგავს ქალაქებში, მოსახლეობის რაოდენობის მატება ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. ასევე, როგორც მეცნიერთა ნაწილი ფირქობს, ქალაქებში მოსახლეობის კონცენტრაციის ზრდა, სიღარიბისა და უთანასწორობის ზრდას განაპირობებს, რაც სამოქალაქო უწესრიგობას იწვევს. მაგალითად, 20 წლიან პოსტგარდამავალ პერიოდში, სოციალური დაძაბულობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მზარდი სიღარიბე იყო, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასთან, ეს უკანასკნელი კი სწორედაც რომ ურბანიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარეობს. (1)

ურბანიზაციის პირობითი დონეები
1. ურბანიზაციის დაბალი დონე (ქალაქის მოსახლება 20%-მდეა)
2. ურბანიზაციის საშუალო დონე (20%-50%)
3. ურბანიზაციის მაღალი დონე ( 50%-72%)
4. ურბანიზაციის უმაღლესი დონე (72% და მეტი)

ურბანიზაციის დონე ქალაქის მოსახლეობის წილია ქვეყნის მთელს მოსახლეობაში. მაგალითად ამერიკაში, ურბანიზაციის დონე მე-20 საუკუნეში იზრდებოდა, 1950 წელს ქალაქის მოსახლეობამ მთელს მსოფლიოში შეადგინა 30%, ხოლო უკვე 2020 წელს, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 55%-ს შეადგენს, საიდანაც ვასკვნით, ურბანიზაციის პირობითი დონეების გამოყენებით, რომ აშშ-ში ურბანიზაციის მაღალი დონე ფიქსირდება. (1)
    

ურბანიზაცია საქართველოში

ურბანიზაციის დონე, ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებლები. როგორც მსოფლიო ბანკის მონაცამები ცხადყოფს, საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 59% ქალაქად არის დასახლებული, ეს მაჩვენებელი კი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.  

ურბანიზაციის დონის მატება, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, მისი ზრდის მიზეზი კი სოფლად მცხოვრები ხალხის ქალაქში გადაბარგებაა. გრაფიკულადაც ჩანს, რომ ურბანიზაციის დონე ქვეყნის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზეა დამოკიდებული. ქალაქის მოსახლეობის ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი  აღმოსავლეთ აზიაში, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონებშია, სადაც საშუალო მაჩვენებლები შემდეგია : 59%, 72%, 65%. (იხილეთ გრაფიკი 1, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ასახავს.)
     

გრაფიკი 1

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის რეიტინგში, რომელიც შედგენილია ურბანიზაციის დონის მიხედვით, საქართველოს 137-ე ადგილი უკავია. მათ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 53,5% ქალაქად არის დასახლებული, ხოლო 46,5% სოფლად ცხოვრობს.

სიაში ჩვენს მეზობლად  კოტ-დივუარი და განა გვხვდება, ყველაზე ურბანიზებულ ქვეყანათა სიაში კი ანგილია, ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, გიბრალტარი და მონაკო გვხვდება. ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული კი ტრინიდადი და ტობაგოა.

ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გათანაბრდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რაოდენობა. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს-დღეობით მოსახლეობის 58% ცხოვრობს ქალაქად, გაეროს ეკონომიკურ და სოცალურ საქმეთა დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით კი უკვე 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 75% იცხოვრებს ქალაქში, რაც, როგორც უკვე
ვნახეთ, მხოლოდ ქართულ რეალობას არ არასახვს.   

საქართველოში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება სოფლის მეურნეობის სექტორში, ამ თანხის გენერირება კი ოთხი ქალაქის ხარჯზე მოდის. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი თბილისში იქმნება, მაგრამ თუ მას ასევე სამ დიდი ქალაქს დავამატებთ, მაჩვენებელი 75%-ს გადააჭარბებს, დიდ ქალაქებში მოსახლეობის დენადობის ტენდენციასაც სწორედ, ეს განაპირობებს. ქვეყნის პოლიტიკა კი მიმართულია მოსახლეობის სოფლად შენარჩუნებისაკენ, მიზანი ურბანიზაციის ტენდენციის შეტრიალებაა, ამ მოცემულობაში კი ქვეყნის ურბანული განვითარების პერსპექტივები უგუნებელყოფილია. საქართველოში მთლიანი მოსახლეობის შემცირება აღინიშნება, ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გვაქვს, როგორიც არის მაგალითად – რუსთავი, ბათუმი.   

საქართველოში ურბანული სისტემა უმეტესად პატარა ქალაქებით არის წარმოდგენილი, მილიონზე მეტი მოსახლე მხოლოდ თბილისშია, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში კი მოსახლეობა დედაქალაქის მოსახლეობაზე 7-ჯერ ნაკლებია. როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიში განსაზღვრავს, ქართული ქალაქების დაჯგუფება კატეგორიად ხდება:
* დიდი ოთხეული ( თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი )
* რეგიონული ცენტრი ( რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრები )
* მეორე თანრიგის ურბანული არეალები – მუნიციპალური ცენტრები, ქალაქები – სადაც მოსახლეობა 15 ათასს აჭარბებს, და გვხვდება სხვადასხვა ეკონომიკური მახასიათებლები.   (3) (4) (5)

დასკვნა

დღეს-დღეისობით გლობალურ პრობლემათა შორის უმწვავეს პრობლემას ქალაქთა ზრდის რეგულირება წარმოადგენს. როგორც ვნახეთ, დღეის მდგომარეობით ურბანიზაცია გასაკვირი მოვლენა არ არის და მას ვხვდებით თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა ამ მასშტაბების მიუხედავად, მაინც არ არსებობს მისი განსაზღვრის რაიმე კონკრეტული მაჩვენებელი და გადაჭრით ვერ ვიტყვით  ის სასურველი მოვლენაა თუ არა. თუმცა, აღსანიშნავის მისი უარყოფითი მხარეები, როგორიც არის – სიღარიბე, მოსახლეობის სიმჭიდროვე, გარემოს დაბინძურება, დანაშაულთა რაოდენობის ზრდა, შობადობის შემცირება, და სხვა კიდევ უამრავი არასასურველი მოვლენა.    

ურბანიზაციის არსის მნიშვნელობაზე მეტყველებს ფაქტი, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების რიცხვში ურბანიზაციის პრობლემები და მსხვილ ქალაქებში თანამედროვე სიტუაციის კვლევები შეიტანა.   

ასევე, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ყველა რეგიონში გვიჩვენებს, რომ ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკაროტების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.

აღმოჩნდა, რომ ურბანული ქვეყნები შემოსავლების უფრო მაღალი დონით, ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკით ხასიათდება და მათ აქვთ უნარი, გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მოსახლეობა და მსოფლიო განვითარება – თამაზ ზუბიაშვილი (ლექციების კურსი,თბილისი, 2009.) (20. 01. 2021)
2. http://www.nbg.gov.ge/bankjournal/uploads/journal/2015_1/4.pdf (20. 01. 2021)
3. https://agora.ge/new/21778-saqartvelo-urbanizaciis-donit-msoflioshi-137e-adgilzea(22. 01. 2021)
4. https://agora.ge/new/31630-urbanizaciis-done-saqartveloshi(22. 01. 2021)
5. https://forbes.ge/blog/388/gardauvali-urbanizacia-da-mcire-qalaqebis-roli (22. 01. 2021)