შრომის ბაზრის ანალიზი საქართველოს მაგალითზე

ავტორის სტილი დაცულია

ნატალია ჭანუყვაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
natachanuyvadze@gmail.com


ანოტაცია

შრომის ბაზარი წარმოადგენს ეკონომიკის რთულ ელემენტს და ის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების დინამიკური სფეროა. შრომის ბაზარზე გავლენას ახდენ სეკონომიკური განვითარების ძირითადი შედეგები და მისი წარმომქნელი სოციალურ, ეკონომიკური და დემოგრაფიული მოვლენები. შრომის ბაზარი წარმოადგენს ბაზარს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სამუშაო ძალის მყიდველები და გამყიდველები, მუშაობის მსურველები და დამსაქმებლები. ჩემს ნაშრომში აღვწერ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა და ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირებაა. აგრეთვე აღვნიშნავ, რომ უმუშევრობის შემცირების ყველაზე ეფექტურ გზას საბაზრო ეკონომიკის პირობებში კერძო სექტორის შემდგომი განვითარება და ზრდა წარმოადგენს. ამისთვის უმუშევრობისა და დასაქმების კომპონენტების საფუძვლიან ანალიზს ჩავატარებ მოთხოვნისა და მიწოდების კუთხით.

Annotation

The labor market is a complex element of the economy and it is a dynamic area of socio-economic life of a society. The labor market is affected by the main outcomes of economic development and its emerging social, economic and demographic developments. The labor market is a place where labor buyers and sellers, job seekers and employers meet. In my article I describe that one of the main challenges of our country’s economy and the most important priority of economic policy is to increase employment and reduce unemployment. I also note that the most effective way to reduce unemployment is to further develop and grow the private sector in a market economy. To do this, I will conduct a thorough analysis of the unemployment and employment components in terms of demand and supply.

შრომის ბაზრის სტატისტიკა

ბოლო წლებში უმუშევრობის დონის შემცირებას ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით სამუშაო ძალაზე შექმნილი დამატებითი მოთხოვნა განაპირობებდა. აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ 2010 წლის შემდეგ დასაქმების საშუალო წლიურმა ზრდამ 1.4% შეადგინა და ეს ზრდა ძირითადად დაქირავებით დასაქმებულთა ზრდით იყო განპირობებული.

გასული წლების მაგალითებზე საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი იქნა გამოკვლეული. გთავაზობთ კვლევის შედეგებს, სადაც ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფინანსისტებზე და საკრედიტო ექსპერტებზეა, რაც 20.1%-საღწევს, ასევე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება გაყიდვების მენეჯერებზე, სადაც ეს მონაცემი 18.5%-ია.  სხვა პროფესიებზე მოთხოვნა კი შემდეგნაირად გამოიყურება – ტექნიკურიპერსონალი – 13.2%; ექიმი/სამედიცინო პერსონალი – 9.7%; დისტრიბუცია/ვაჭრობა – 8%; აიტისფეროს მენეჯერი – 7.4%; სხვადასხვა სფეროს მენეჯერი – 7.2%; მასწავლებელი ტრენერი კონსულტანტი – 6.4%; ტუროპერატორი – 3.5%; მარკეტინგი – 3.1%; იურისტი – 1.9%; ინჟინერი –1%.


დიაგრამა1: მოთხოვნადი პროფსიები

[წყარო: https://forbes.ge/blogs/shromis-bazari-saqarthvelo/]
საქართველოში ყველაზე დაბალი შემოსავლები განათლების სექტორში გვხვდება, ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორებად კი ისევ და ისევ ფინანსური საქმიანობა და სახელმწიფო მმართველობა ითვლება.

საქართველოში შრომის ბაზარზე პარადოქსს ვაწყდებით: არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე და ასევე ვხვდებით სამუშაო ძალის ჭარბ მიწოდებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში უმთავრეს პრობლემას შესაბამისი კვალიფიკაციის არქონა წარმოადგენს. უნივერსიტეტ დამთავრებულს ხელახლა სჭირდებათ გადამზადება, მათ გააჩნიათ მხოლოდ თეორიული ცოდნა და საჭიროებენ პრაქტიკის ცოდნას. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 114 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს შრომის ბაზრის ეფექტურობის მიხედვით. ჩვენი ქვეყანა ამ მაჩვენებლით რეგიონში უსწრებს რუსეთს, სომხეთს, უკრაინასა და თურქეთს, თუმცა ჩამორჩება ყაზახეთსა და აზერბაიჯანს.

დასაქმებულები

დასაქმების ძირითადი წყარო საქართველოში კერძო სექტორია. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. აქვე აღსანიშნვია, რომ 2019 წელს დასაქმების ზრდის მთავარი გამომწვევი ფაქტორი იყო დაქირავებით დასაქმებულთა ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობა 2019 წლის მონაცემებით  1295.9 ათასი კაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. ამასთან, თვითდასაქმებაში საკმაოდ მაღალია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი. თვითდასაქმებულთა 82% სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის. 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, უმუშევრობის კლების ტენდენციასთან ერთად დასაქმების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო განპირობებული.  ქვეყანაში სექტორების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად არათანაბრადაა გადანაწილებული. სოფლის მეურნეობის სექტორში თავმოყრილია თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი. ქვეყნის მთლიან დასაქმებაში მრეწველობის სექტორში დასაქმება შეადგენს 8%-ს, ხოლო მომსახურების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 40%-ს აჭარბებს. მომსახურების სექტორებს შორის, თავის მხრივ, გამოირჩევა ვაჭრობის (10%) და განათლების სექტორები (9%). რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს, დასაქმების ყველაზე მაღალი წილით ვაჭრობის (26%), მრეწველობის (18%) და მშენებლობის (11%) სექტორები გამოირჩევა. სოფლის მეურნეობის და უძრავი ქონების სექტორებს ყველაზე დაბალი წილი უჭირავთ, რაც გამოწვეულია ამ სექტორებში თვითდასაქმების მაღალი დონით.

საქართველოში შრომის სახელმწიფო ბაზარი ჯერ კიდევ სუსტადაა განვითარებული. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში დამკვიდრდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულადაც მთლიანად დასაქმებულებში.  2019  წლის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებული 824.2 ათასი პირია, რაც დასაქმებულთა 48.3%-ია, ხოლო დანარჩენი 51.7% თვითდასაქმებულია. რაც შეეხება დასაქმებულთა წილს საჯარო და კერძო სექტორებში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 283.8 ათას ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანი დასაქმების 16.6%-ია. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამუშაო ადგილები კერძო სექტორში უნდა იქმნებოდეს და არა საჯარო სექტორში. შესაბამისად, მთლიან დასაქმებაში რაც უფრო მაღალია კერძო სექტორის წილი და ნაკლებია საჯარო სექტორის, მით უკეთესია. ახლა კი გთავაზობთ გრაფიკს, როგორაა გადანაწილებული სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი.

გრაფიკი1:  სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ლარი

[წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi]


საქართველოში შრომის ბაზრის ერთ-ერთ თავისებურებას არაფორმალური დასაქმება წარმოადგენს. მისი წილი მაღალია დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში. თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი დაურეგისტრირებელ, არაფორმალურ დასაქმებას ეწევა. არაფორმალური დასაქმების დიდი წილი რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობებით აიხსნება. მოსახლეობა ერთვება არაფორმალურ დასაქმებაში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უარესდება დასაქმების პირობები, იზრდება უმუშევრობა და ა.შ არაფორმალურ დასაქმებას მიეკუთვნება: სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, საშუამავლო საქმიანობა, ოჯახებში დამლაგებლებად, აღმზრდელებად მუშაობა, წვრილი ხელოსნობა, რეპეტიტორობა, სამედიცინო მომსახურება, ქუჩის ვაჭრობა და სხვა. საექსპერტო შეფასებებით საქართველოში დასაქმებულთა მინიმუმ 32.0% ჩართულია რაიმე სახეობის არაფორმალურ საქმიანობაში. ფაქტობრივად არაფორმალური სექტორი გახდა შრომის ბაზრის დამოუკიდებელი სეგმენტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის დასაქმებასა და მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. [1]


უმუშევრობა

უმუშევრობის მაღალი დონე ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის მიზეზი ბუნებრივად  ხდება და ის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 23 წლის განმავლობაში 1 მილიონ 260 ათასზე მეტმა ადამიანმა საქართველო დატოვა. 1994 წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 4,9 მილიონ ადამიანს აღემატებოდა, 2020 წელს კი ქვეყანაში 3 მილიონ 716 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამას თუ გავითვალისწინებთ, შესაბამისად ლოგიკურია, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში შრომისუნაირი მოსახლეობის რაოდენობის კლება შეინიშნება, რისი მიზეზიც ქვეყანაში მოსახლეობის  შემცირებაა, და შესაბამისად ეს გამოწვეულია გაზრდილი მიგრაციითაც.  2009 წლიდან ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია შეინიშნება,თუმცა საერთო მაჩვენებელი სახარბიელო მაინც არ არის. 2019 წლის მონაცემებით  უმუშევრობა 17,6%-ს აღწევს.


უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება და ის 31.9-%-ს აჭარბებს. ეს კი ამბობს, რომ თინეიჯერების მესამედი საქართველოში დაუსაქმებელია. უმუშევრობის მაღალი დონე ასევე ფიქსირდება 15-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებში (27,8%) , რაც იმით აიხსნება, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ასაკში მყოფი ახალგაზრდები უპირატესობას ანიჭებენ განათლების მიღებას. სწავლის დასრულების შემდეგ კი მათ ბაზარზე შეიძლება ორი სახის პრობლემა გადააწყდეთ: მათ მიერ დაუფლებულ პროფესიებზე შრომის ბაზარზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არის და  მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ვერ აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს.[2]

ქვეყანაში უმუშევართა მესამედს აქვს უმაღლესი განათლება. ამ მაჩვენებელს განაპირობებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლების მქონეთა წილი ძალიან მაღალია მთლიან მოსახლეობაში. ასევე არსებობს სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდებას შორის სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსი.

2019 წლის მონაცემბით უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალი მაჩვენებლით ფიქსირდება (18,9%), ვიდრე ქალებში (16%), რაც ქალები შედარებით ნაკლები აქტიურობით შეიძლება ავხსნათ. გარდა ამისა ქალების შრომის ანაზღაურება 36%–ით ჩამორჩება მამაკაცების საშუალო ხელფასს.

გრაფიკი 2: უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში, %


[წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu]

საქართველოში მაღალია იმ დაუსაქმებლი მუშახელის წილი, ვინც სამსახურის შოვნის იმედი დაკარგა და ხელი ჩაიქნია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ახალგაზრდებში (15-დან 30 წლამდე) უმუშევრობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება (34%), ვიდრე 45 წელს ზევით ადამიანებში, სადაც ეს მაჩვენებელი 8%-ია. ამის მიზეზად შეიძლება კი ის დავასახელოთ, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამსახურს აქტიურად ეძებს, ხოლო 45 წელს გადაცილებული ადამინები უფრო ნაკლებად გამოირჩევიან სამსახურის მოძებნის სურვილით , რადგან მათ უკვე ხელი ჩაიქნიეს სამსახურის შოვნაზე.
საინტერესოა როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში უმუშევრობის მხრივ ქალაქსა და სოფელში. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალაქში უმუშევრობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება(18,2%), სოფელთან შედარებით (16,7).

გრაფიკი 3: უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის ჭრილში, %


[წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu]


სავარაუდოა, რომ გამოიყენება დათვლის არასწორი მეთოდიკა, რაც სრულიად არარეალურ სურათს გვიჩვენებს. იმ ქალაქებში, სადაც აქტიური მოსახლეობის დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება, ბუნებრივად მაღალია უმუშევრობის დონე. ასევე არსებობს მეთოდიკა, რომლის მიხევდვით, თუ ადამიანის მფლობელობაში 1 ჰა მიწის ნაკვეთი, ის დასაქმებულად ითვლება.

COVID-19-ის გავლენა შრომის ბაზარზე


თუ გადავხედავთ 2020 წლის კვარტალურ მონაცემებს, გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებლები ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.  2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევართა რიცხოვნობა 35,1 ათასით გაიზარდა. 2020 წლის მეორე კვარტალში კი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით უმუშევართა რიცხვს 57,1 ათასი ადამიანი შეემატა. რაც შეეხება მესამე კვარტალს, აქ უმუშევართა რიცხვი 48,2 ათასით იზრდება.

როდესაც 2020 წლის II კვარტლის (აპრილ-ივნისი) უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, ალბათ არავის გაკვირვებია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე, რომელიც წინა წლებში სტაბილურად მცირდებოდა, მოულოდნელად 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის II კვარტალთან შედარებით. ალბათ, ის უფრო გასაკვირია, რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მეტად არ გაზრდილა შეჩერებული ეკონომიკური აქტივობების, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებისა და საკარანტინო ღონისძიებების ფონზე. ეკონომიკამ 43,800 დაქირავებული მუშახელი დაკარგა, დამატებით 9,600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15,600 ადამიანი შეემატა უმუშევართა რიგებს.


COVID-19-მა მნიშვნელოვნად იმოქმედა შრომის ბაზრის სტრუქტურულ ცვლილებაზე. PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ხუთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია: ხელოვნება, გართობა და დასვენება; განთავსება და საკვების მიწოდება; ტრანსპორტი და დასაწყობება; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; სხვა სახის მომსახურება. აღნიშნულ 5 სექტორზე ჯამში დასაქმებულთა 45% მოდის, ანუ დაახლოებით 300,000-ზე მეტი დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი კი დროებით უმუშევრად დარჩა.
[6]


ISET-PI-სკვლევის თანახმად, დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, რაც ძირითადად გამოწვეულია

ეკონომიკური საქმიანობის მოსალოდნელი ვარდნით ვაჭრობის, მშენებლობის, წარმოების, განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორებში.



PMC კვლევითი ცენტრის პროგნოზით, ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში შემცირდება 6.3%-ით, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით 9.8%-ით, ხოლო ძალიან პესიმისტური სცენარის შემთხვევაში 14.4%-ით. უმუშევრობის სავარაუდო საშუალო მაჩვენებელი 2020 წელს კი ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, გაიზრდება 14.1%-მდე, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით – 17.7%-მდე, ხოლო ძალიან პესიმისტური სცენარისმიხედვით – 22.7%-მდე.[7]


დასკვნა


საბოლოოდ კი დასკვნის სახით წარმოგიდგენთ ნაშრომში განხილულ მნიშვნელოვან  საკითხებს.

პირველ რიგში, ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მისაღწევად და არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფას.  საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი, დასაქმების სტრუქტურა და დაბალი პროდუქტიულობა წარმოადგენს. დასაქმების აქტიურმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა და დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების არსებითი გაუმჯობესება.

დღესდღეობით ქვეყანაში აქტიურად ვითარდება მომსახურების სფერო, რაც განაპირობებს სამუშაო ძალის მოთხოვნას აღნიშნული მიმართულებით. ამასთან, ისეთი სექტორები, როგორიცაა ფინანსური მომსახურება, კავშირგაბმულობა,  ბოლო წლების განმავლობაში სწრაფად მზარდ დარგებს წარმოადგენენ. ამ სექტორების ზრდის ტენდენციებიდან  გამომდინარე, მოსალოდნელია ამ დარგების შემდგომი განვითარება, რაც გაზრდის მოთხოვნას სამუშაო ძალაზე.

გამოყენებულილიტერატურა:


1. “დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“ (მ.ცარციძე; 2017; თსუ; თბილისი)
2. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu
3.http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Content&ID=0161e06e-7ee6-409f-8648-74e680356631
4. https://forbes.ge/blogs/shromis-bazari-saqarthvelo/.
5.https://nostal.ge/2018/10/25/sromis-bazari-saqartvelosi/
6.https://pmcresearch.org/publications_file/09e95ea2bcea7f05b.pdf?fbclid=IwAR2FSrjqKlCbliH57Vnz28NAniJPaZ8wmMOzq0M1k4AlQ8Ic4bCOTQJ5e6Q
7. https://drive.google.com/file/d/1O_6b3eglhhQXSeTzoTlX8G90tRjh87E_/view