ქალების ეკონომიკური აქტიურობის ტენდენციები და გენდერული დისბალანსი შრომის ბაზარზე

ავტორის სტილი დაცულია

ლუქუნიძე სალომე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის  III კურსის სტუდენტი
Salome.Lukunidze104@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციისა და დემოკრატიული სახელმწიფოების შენების პროცესმა წინ წამოწია ქალთა ეკონომკური აქტიურობის აუცილებლობის საკითხი. გენდერული თანასწორობა როგორც ქვეყნის დემოკრატიის, ისე ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების მნიშვნელოვანი საკითხია. მოცემულ ნაშრომში განვიხილავ ქალთა დასაქმების თავისებურებებს, ტენდენციებსა და შესაძლებლობებს, ქალთა ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებსა და პრობლემებს რომლებსაც ქალები აწყდებიან შრომის ბაზარზე. პანდემიის გავლენაზე, ასევე ვისაუბრებ გენდერულ დისბალანსზე რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტერეოტიპებსა და კულტურულ ნორმებს რაც ქალების წარმატებულ კარიერას უშლის ხელს. 

Anotation

The current process of globalization and democracies , which take place in the world brought forward the topic  of the necessity of women’s economic  activity. Gender equality is an important matter as the democracy, economic prosperity and development. In this work I’ll discuss the peculiarities of women’s employment, trends and opportunities, indicators of economic activity and problems faced by women in the labour market. On the impact of the pandemic, I will also talk about gender imbalance, which is an important problem not only for Georgia but also for many countries around the world. Stereotypes and cultural norms hinder a successful career for women. .

ქალების დასაქმება, ეკონომიკური აქტიურობა და  პანდემიის გავლენა.

ეკონომოკურ პროცესებში ჩართული პირების დაყოფა ხდება სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებად, განსაკუთრებით დიდი ჯგუფი კი ქალები და მამაკაცებია, მათ შრომას აქვს გარკვეული სპეციფიკური თავისებურებანი, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც დგას ქალთა და მამაკაცთა თანაბარი დასაქმების საკითხი და გენდერული თანასწორობა  ყველა სფეროში.  იმისათვის რომ მოხდეს გენდერული დისბალანსის აღდგენა საჭიროა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების მინიჭება ყველა ადამიანისათვის, გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.

 საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტივობა დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძირითადად არააანაზღაურებად, მოვლით საქმიანობაში არიან ჩართული, ამას კი იწვევს საზოგადოებაში ადამიანების გენდერის ნიშნით დაყოფა. დაუსაქმებელი ქალები უმუშევრობის მიზეზებში ასახელებენ ოჯახურ პასუხისმგებლობებს, ისინი ძირითადად ამბობენ რომ დიასახლისები არიან და არ არიან დაინტერესებული მუშაობით ეს ფაქტორი კი ყველაზე შესამჩნევია 25-34 წლის რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალების ასაკობრივ ჯგუფში. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა არის ფინანსური მოტივაციის არ არსებობა, ეს გამოიხატება გენდერის მიხედვით ხელფასის განსხვავებაში საქართველოს საშუალო ხელფასის სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ ქალების საშუალო ხელფასი განსხვავებულია:  2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებბის მიხედვით კი დაქირავებით მომუშავე საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კაცების შემთხვევაში  1472,4 ლარია ხოლო ქალის კი 978,1 ლარი საშუალოდ ქალების ხელფასს კაცების ხელფასი 46%-ით აღემატება რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. 

გრაფიკი #1: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სქესისა და კვარტლების მიხედვით, ლარი. (2013-2020წელი)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ წლების განმავლობაში ქალისა და კაცის  საშუალო ხელფასის გათანაბრების ტენდენცია არ შეინიშნება  რაც შეგვიძლია გრაფიკზეც ვიხილოთ. გრაფიკზე მოცემულია 2013 წლიდან ქალისა და მამაკაცის საშუალო ხელფასის ტენდენცია კვარტლების მიხედვით.

განათლების როლი ქალების დასაქმებაში საკმაოდ მაღალია სტატისტიკის მიხედვით ქალები რომლებსაც უმაღლესი განათლები აქვთ 20%-ით  უფრო მაღალი ეკონომიკური აქტიურობით ხასიათდებიან. თუმცა მამაკაცებს ამ მაჩვენებელშიც ჩამორჩებიან.

საქართველოში საკმაოდ აქტიურია არაფორმალურ სექტორში დასაქმება სადაც ადამიანთა დაახლოებით ნახევარი მუშაობს  აქ კი ქალებისა და კაცების წილი თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების მდგომარეობაც საკმაოდ ცუდია, ვინაიდან იგი ხასიათდება შედარებით დაბალი ანაზრაურებით და უფრო ცუდი შრომითი პირობებით.

ასევე ქალთა დასაქმების თავისებურება საქართველოში შემდეგნაირი სტატისტიკისაა  2020 წლის 4 კვარტალში ეკონომიკურად აქტიური იყო 39,5% ხოლო დასაქმებული 82,2% საიდანაც დაქირავებით დასაქმებული იყო 76,1% ხოლო თვითდასაქმებული 23,8% (საქსტატის მონაცემებით)

რთულია ქალებისთვის სამეწარმეო საქმიანობაც, იმისდამიუხედავად რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მშობლების მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაზე შვილებს სქესის მიუხედავად თანაბარი წვდომა აქვთ კულტურული ჩარჩოები ქალებს აიძულებს უარი თქვან კანონით კუთვნილ საკუთრებაზე, ან თუ გადაწყვეტენ მის მოთხოვას ეს საკმაოდ რთული გზა შეიძლება აღმოჩნდეს, შესაბამისად, ძირითადად დუმილსა და უმოქმედობას ირჩევენ. ამის ფონზე ქალი ძირითადად არ იღებს მონაწილეობას საგვარეულო კაპიტალის ფორმირებაში არ აქვს ეკონომიკური წვდომა მასზე. გარდა ამისა უძრავი ქონეაბა რეგისტრირებულია ძირიტადად ოჯახის უფროსის  მამაკაცის სახელზე განსაკუთრებით კი სოფლებში ეს მაჩვენებელი 70%ს აღწევს, რაც ქალებს ფაქტობრივად ართმევს უფლებას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ თუნდაც  ისეთ საკიტხებთან დაკავშირებით რასაც სესხით უზრუნველყოფა სჭირდება. ხოლო ქონების ქალებზე გაფორმების წილი ძირითადად მატერიალური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ხდება მაგალითად სესხების შემთხვევაში. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის არ არსებობა ამცირებს ქალების ეკონომიკურ აქტივობებს, მათი იდეების განხორციელებას კი საკმაოდ უშლის ხელს.

 ბიზნესის მფლობელი ქალები მრავალ წინააღდეგობას ხვდებიან დაფინანსების ძიების პროცესში, ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ რომ ბიზნესი რომლის სათავეშიც ქალები არიან ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი და მაღალი რისკის შემცველია, საქართველოში ქალებმა გადაწყვიტეს მცირე ბიზნეს საქმიანობაში ჩართვა. ასევე საქართველოში არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ შეთავაზებები   და პროდუქტები ქალებისათვის. ასევე ქალი მეწარმეები არ არიან  ნადირობა და სატყეო მეურნეობაში, მეთევზეობაში, სამთო-მომპოვებელ დარგში, ელექტროენერგიის, აირის და წლის წარმოებაში, მშენებლობასა და კავშირგამბულობაში და სხვა.[2]

რაც შეეხება პანდემიას, მისი  გავლენა ცხადია უარყოფიტად აისახა დასაქმებული მოსახლეობის ცხოვრებაზე, საქარტველოში მოსახლეობის მესამედმა დაკარგა სამსახური, პანდემიამ გააუარესა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობები რაც ისედაც მუდმივად არსებობდა. აღსანიშნავია რომ პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის ზირითადი ‘მსხვერპლი’ ქალები არიან,   2020  წლის მეორე კვარტლის მონაცემებით უმუშევრობის სტატისტიკის მიხედვით 15600  ადამიანიდან რომელიც უმუშევარი დარჩა 89% ქალია. ასევე 2020 წელს თვითდასაქმებულთა შორის 95% (9100) ქალი იყო. ეს ყველაფერი პანდემიის სხვადასხვა გავლენებიდანაა გამოწვეული, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება თუმცა პანდემიამ უფრო მეტად დააზარალა ის სექტორები სადაც ქალები იყვნენ დასაქმებულნი, როგორიცაა მომსახურების სფერო. [6]

 საბოლოოდ რა შედეგი მოაქვს ქალების დაბალ ეკონომიკურ აქტივობას? შედეგი ბევრნაირია და ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს,  ქალები რომლებიც დაბალი ეკონომიკური აქტივობით გამოირჩევიან ცხადია უფრო ცუდ ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ, აქვთ ნაკლები თავდაჯერებულობა, მათი ცხოვრებისა და სოციალიზაციის ხარისხიც დაბალია, უფრო ხშირად ხდებიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი და ამავე ნიშნით ძალადობისაც, ქალთა უმუშევრობა მათი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება.

 უმუშევარ ქალებს სესხის აღების ალბათობა უფრო მცირე აქვთ ვიდრე დასაქმებულებს. მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით საქართველოში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობა მშპ-ს 12%-ით შემცირებას იწვევს, არსებობს კვლევები რომლებიც ადასტურებს რომ ეკონომიკაცა და კომპანიებიც უფრო ეფექტურნი არიან როდესაც ქალთ ჩართულობა შრომით საქმიანობაში მაღალია. ამავდროულად ქალთა ეკონომიკური ჩართლობის ბარიერები აფერხებს ინოვაციებსაც, ვინაიდან საუკეთესო სესაძლებლობები არაეფექტიანად ნაწილდება . [1]

გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე

შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი საკმაოდ მწვავე პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. “მსოფლიოს დავიწროვების” პროცესმა მნიშვნელოვნად წამოწია წინ ქალთა ჩართულობის საკითხი ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებში. თუმცა დღესდღეობითაც კი  ქალებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა აღიარების საკითხი “სუსტ სქესად” მოხსენიებულ ქალებს საუკუნეების მანძილზე უწევდათ ბრძოლა დაემტკიცებინათ თავისი შესაძლებლობები და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, მიუხედავად მსოფლიოს მიერ აღიერებული უფლებებისა კულტურული ჩარჩოები დრემდე ქმნის პრობლემებს. სქესის სოციალური თეორია სქესთა შორის არსებულ პატრიარქალური ურთიერთობების შეცვლას და თანასწორუფლებიან რეალიზაციას გულისხმობს. თანამედროვე საზოგადოებაში საჭირო გახდა მასკულინური საზოგადოების ცვლილება. ასევე ტერმინი სექსიზმიც რომელიც 1981 წელს იუნესკოს მიერ იყო შემოღებული სქესობრივ დისკრიმინაციას  აღწერს, იუნესკო ხსნის ამ ტერმინის არსს: ესაა  ქალის პიროვნების შეზრუდდვა მისი როლის დაკნინება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქალის ნეგატიური სახის შექმნა, რაც რა თქმა უნდა, არღვევს თანასწორუფლებიანობას. სექსისტური მოდელის მიხედვით ქალს მამაკაცთან შედარებით გააჩნია ისეთი უარყოფითი თვისებები რაც თითქოს მამაკაცებს არ გააჩნიათ, ეს მოდელი მამაკაცს ანიჭებს ბევრად უფრო დადებით თვისებებს როგორიცაა გონებრივი უნარები, კომპეტენცია, რისკებთან გამკლავება. ანდრე მიშელი გამოთქვამს აზრს რომ სექსისტური შეხედულებები ყალიბდება ოჯახსი, სკოლაში, შრომით ბაზარზე, პოლიტიკაშიც და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითაც [Michel 198617-19]

ქალთა ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა საკმაოდ დიდი დანაკარგია ქვეყნებისათვის მაგალითად აზია და წყნარი ოკეანეთი ყოელწიურად კარგავს 42-47 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით შემოსავალს, ვინაიდან შეზღუდულია ქალების ჩართულობა ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუ ქალთა ჩართულობა გაიზრდება ეკონომიკურ ცხოვრებაში ეს მშპ- ზრდაზეც დადებითად აისახება, მაგალითად: თუ ქალებისა და კაცების დასაქმების დონე ერთმანეთს გაუტოლდება აშშ-ს მშპ გაიზდება 5%-ით, იაპონიის 9%, ეს პროცენტული მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალი იქნება მაგალითად ეგვიპტეში 34%.  [2] საქართველოში ქალებისა და კაცების ეკონომიკური აქიურობა რომ შვადაროთ ერთმანეთს წლების მანძილზე კაცები ეკ. აქტიურობა მუდმივად აღემატებოდა ქალებისას.   ამის ნათელი მაგლითია სტატისტიკა რომელსაც საქსტატი გვთავაზობს.

გრაფიკი #2 ეკონომიკური აქტიურობის დონე სქესის მიხედვით (%) 2008-2019 წელი

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/1844/mosakhleobis-ekonomikuri-aktivobis-machveneblebi-dasakmeba-da-umushevroba-2019-tseli

როგორც გრაფიკზე ვხედავთ 2008 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში მუდმივად განხვავდებოდა ქალებისა და მამაკცების ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებლები. ყველაზე მაღალი ეკ აქტიურობა ქალებში ისევე როგორც მამაკცებში 2015 წელს შეინიშნება .

 ეკონომიკის კერძო სექტორებში შეინიშნება მამაკაცების კადრებისათვის უპირატესობის მინიჭება, დისკრიმინაციულია მიდგომები ფეხმძიმე ქალებთან მიმართებაშიც მაშინ როცა დედობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს და არსებობდეს ხელშემწყობი ღონისძიებები დედების შრომით საქმიანობაში ჩასართავად. დედების გარდა დასაოჯახებელ ქალთა დისკრიმინაციც გვხვდება. ასევე პრობლემატურია მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისა და დაწინაურების საკითხები როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში არსებობს “შუშის ჭერის” ჰიპოთეზაც რომელიც გულისხმობს რომ ქალებს ბევრად უფრო მეტად ექმნებათ წინააღმდეგობები კარიარული განვითარებისთვის ბრძოლისას ვიდრე მამაკაცებს და ასევე პრობლემები ექმნებათ იმ ქალებსაც რომლებმაც უკვე მიაღწიეს კარიერულად მაღალ იერარქიებს. სტერეოტიპული მიდგომები ქართული რეალობისათვის ახალი არ არის, ეს ეხება პროფესიებსაც ეგრედწოდებული “ქალთა პროფესიები” რომლებიც ძირითადად დაბალანაზღაურებადია  განსაკუთრებით ბოჭავს მათ განვითარებას [2] განსხვავებაა შრომით ანაზღაურებაშიც ზოგადი სტატისტიკა უკვე განვიხილეთ თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ქალის ანაზრაურება თითქმის ყველა სფეროში ჩამორჩება კაცისას მაგალითად სოფლის მეურნეობაში 1,17-ჯერ, თევზჭერა-1,7-ჯერ, ვაჭრობა, რემონტი, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 1,64-ჯერ, საფინანსო საქმიანობა 2,1-ჯერ, ჯანმრთელობა და სოციალური დახმარება 1,57-ჯერ და ა.შ. [3]

 “გრანთ თორნისმა” ჩაატარა კვლევა რომლის მიხედვითაც რუსეთში, ბიზნესში უმაღლესი პოზიციების 40%-ს ქალები იკავებენ. ეს მსოფლიოს მასშტაბით უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელია და თითქმის აორმაგებს გლობალურ საშუალო მაჩვენებელს (22%).  შემდეგია საქართველო (38%), პოლონეთი (37%), ლატვია (36%), ესტონეთი (35%) და ლიტვა (33%).  ქალების მიერ ტოპ მენეჯერად ყოფნის მაჩვენებელი 2004 წელს 19% იყო ხოლო შემდგომ პერიოდში სედარებით გაუმჯობესდა და 22% გახდა. 2016 წლის მონაცემის მიხედვით, კანადაში ბიზნესში მმართველი პოზიცია უჭირავს ყოველ მეოთხე ქალს (22%), ბრაზილიაში – 19%-ს, პერუში – 35%-ს, ჩილეში – 30%-ს, არგენტინაში – 18%-ს. თურქეთში, ტოპ მენეჯმენტის 20% უკავია ქალებს. ბიზნესის 21%-ს ჰყავს ქალი ფინანსური დირექტორი . დირექტორი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში – 23%-ს, აღმასრულებელი დირექტორი 9%-ს, მარკეტინგის დირექტორი 11%-ს, კორპორატიული  კონტროლერი -8%-ს, გაყიდვების დირექტორი – 8%-ს, პარტნიორი – 4%-ს, ინფორმაციის მთავარი ოფიცერი (CIO) – 3%-ს. საქართველოში ქალები ტოპ მენეჯმენტში 35%-ია, ქალთა ბიზნესში აქტიური ჩართულობის კულტურა კომუნისტური პერიოდის მემკვიდრეობაა, რომელიც თანასწორ შესაძლებლობათა იდეას ეფუძნებოდა.

2020 საარჩევნო კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოში პირველად შემოღებულ იქნა კვოტები ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის მიზნით. თუმცა საქართველოში ხელისუფლების სამ შტოში გენდერული განსხვავება საკმაოდ დიდია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წრეებში – გენდერული სხვაობა ძალაუფლებაში შედარებით ზომიერია. ამრიგად, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შორის ქალთა წილი შეადგენს 11%-ს, ხოლო მინისტრებს შორის – 45%-ს. რაც შეეხება ხელისუფლების სასამართლო შტოს, საერთო სასამართლოების მოსამართლეებში ქალები შეადგენენ 54%-ს. 2021 წლის პარლამენტში  მანდატი 30 ქალს აქვს მოპოვებული რაც პარლამენტარების  მხოლოდ 20%-ია.

ასევე დიდია განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის დამატებითი სარგებლის, კომპენსაციისა და ბონუსის მიღების საკითხში, კაცები უფრო ხსირად იღებენ ბონუსებს ვიდრე ქალები და მათ უფრო ხშირად სთავაზობენ დამსაქმებელი დამატებით სარგებელსა და კომპენსაციას. მაგალითად კაცების   66%-ს მიუღია ბონუსი და ქალების მხოლოდ 34%-ს. რაც შეეხება პრემიას კაცების 60%-ს მიუღია და ქალების მხოლოდ 41%-ს, განსხვავებულია სტატისტიკა ჯანმრთელობის დაზრვევის შემთხვევაშიც ქალების მხოლოდ 33% აღნიშნავს რომ დამსაქმებელს იგი შეუთავაზებია მაშინ როდესაც კაცებს 67%-ს აქვს ეს გამოცდილება.[4]

  დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ თანამედროვე სამყაროში ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში საკმაოდ მნიშვნელოვანია, იგი დადებითად აისახება სახელმიფო სიმდიდრის შექმნაზეც, ადამიანების პირად ფინანსურ დამოუკიდებლობაზეც და მომავლის ფორმირების პროცესებზე, უარყოფითი შედეგები კი იამრავია, ქალების დაბალი ეკონომიკური აქტივობა ქვეყნებს აკარგვინებს პოტენციური მშპს საკმაოდ დიდ ნაწილს. ქალების დიდი ნაწილისთვისაა ოჯახი და ფინანსური მოტივაციის ნაკლებობა იმის საბაბი რომ უარი თქვან შრომის ბაზარისთვის თავის შრომის შეთავაზებაზე. საკმაოდ დიდი პრობლემაა გენდერული სტრეოტიპები და ამის შედეგად შექმნილი დისბალანსი,საჭიროა გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა და ქალების პოტენციალის სათანადოდ შეფასება.

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. “ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ცართულობა საქართველოში”- გაეროს ქალთ ორგანიზაცია (UN WOMEN) თბილისი, საქართველო; 2018
  2. https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_8320_1.pdf
  3. დასაქმების სტატისტიკა საქართველოში გენდერული სტერეოტიპების ფონზე- ნინო აბესაძე
  4. http://www. HYPERLINK “http://www.parliament.ge/uploads/other/75/75596.pdf”parliament.ge/uploads/other/75/75596.pdf
  5. http://ginsc.net/home.php?id=2968&cat=2&sub=1&mode=11&lang=ge
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
  7. https://www.geostat.ge/ka/single-news/1844/mosakhleobis-ekonomikuri-aktivobis-machveneblebi-dasakmeba-da-umushevroba-2019-tseli