საქართველოს საგადასახადო ბალანსი
ავტორის სტილი დაცულია
ჯენი ოსიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
jeni.osiashvili092@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი, ძალიან საინტერესო ანგარიშია და უამრავ ინფორმაციას მოიცავს. საგადასახდელო ბალანსი მიმდინარე ანგარიშის ჩვენებით იწყება, რომელიც ოთხი მუხლის ჯამია, ესენია: საქონლით საგარეო ვაჭრობა, მომსახურებით საგარეო ვაჭრობა, შემოსავლები და ტრანსფერები. საქართველოში საგადასახდელო ბალანსი კვარტულად გაიანგარიშება. საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო , მეხუთე რედაქცია „, შესაბამისად .
2007 წლიდან, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე, საგადასახდელო ბალანსის შედგენის პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა.
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია და საგარეო ვალი დგება კვარტალური და წლიური პერიოდულობით და მას ეროვნული ბანკი გამოსცემს ყოველწლიურად. დოკუმენტები არ მოიცავს ინფორმაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული საგარეო ეკონომიკური ოპერაციების შესახებ, რადგან აღნიშნული რეგიონები მიმდინარე ეტაპზე არ არის საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისა და საგარეო ვალის გადახედვა რეგულარულად წარმოებს და შეიძლება შეეხოს ნებისმიერ პერიოდს. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, აქაა საუბარი სწორედ საგადასახადო ბალანსზეც.
Annotation
Georgia Balance of Payments is very interesting report and contains a lot of information. The balance of payments begins with the presentation of the current account, which is a sum of four articles, namely: foreign trade in goods, foreign trade in services, revenues and transfers. The balance of payments in Georgia will be calculated on a quarterly basis. Balance of payments statistics are produced in accordance with the methodology “Balance of Payments Guide, Fifth Edition” developed by the International Monetary Fund.
Since 2007, the National Bank of Georgia has been responsible for compiling the balance of payments based on the agreement between the Government of Georgia and the heads of the National Bank.
Georgia’s balance of payments, international investment position and foreign debt is prepared on a quarterly and annual basis and is issued annually by the National Bank. The documents do not include information on foreign economic operations in the Abkhazia and Tskhinvali regions, as these regions are not currently under the control of the Georgian authorities.
Georgia’s balance sheet, international investment position and external debt are reviewed regularly and can be applied to any period. The National Bank of Georgia submits its annual report to the Parliament every year, no later than May 1. This is about the tax balance.
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმოხილვა
ვინაიდან 2020 წლის საგადასახდელო ბალანსის წლიური ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა , ამიტომ მხოლოდ პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებით შემოვიფარგლებით .
2020 წლის ივნისში, წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა -7.7 პროცენტი. აღნიშნული მკვეთრი შემცირება გამოწვეულია ეკონომიკური აქტივობის შემცირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო. 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც დაფიქსირდა ზრდის ტენდენცია.
2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა -12.3 პროცენტით განისაზღვრა. ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში . მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა მშენებლობის , გართობისა და დასვენების, ვაჭრობის ,ინფორმაციასა და კომუნიკაციის და მრეწველობის სექტორებში.
წლის დასაწყისში მშპ-ის ზრდის მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა მოხმარება, რომლის წვლილიც მთლიან ზრდაში უტოლდებოდა 6,4 %-ს . 2019 წლისგან განსხვავებით 2020 წლის მეორე კვარტალში წმინდა ექსპორტის წილმა უარყოფითი გავლენა იქონია მთლიან ზრდაზე ,ამის მიზეზი კი პანდემია გახლდათ . შემცირდა აგრეთვე მოხმარებისა და ინვესტიციების კომპონენტებიც .
2020 წლის დასაწყისში COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო, მსოფლიოსა და რეგიონში შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე, მოსალოდნელია ეკონომიკური შენელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, 2020 წელს ეკონომიკური ზრდა გახდება უარყოფითი და გაუტოლდება -4.9 პროცენტს და -5 პროცენტს, შესაბამისად. ეკონომიკა დაიწყებსგაჯანსაღებას 2020 წლის მეოთხე კვარტალში და პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა გაუტოლდება 5 პროცენტს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდვების მოხსნით და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებით. თუმცა ნებისმიერი ტიპის პროგნოზი აღნიშნული ვითარების ფონზე, ექვემდებარება დიდ გაურკვევლობას, რაც უკავშირდება არსებული პანდემიის ხანგრძლივობას.
მოსალოდნელია, რომ 2020 წელს რეგიონში შემცირებული ეკონომიკური საქმიანობის ფონზე შემცირებული ექსპორტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება და ფულადი გზავნილების კლება გააფართოვებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ს 9.2 პროცენტამდე. ამავე დროს გლობალურად რისკების ზრდა შეამცირებს კერძო ფინანსურ ნაკადებს და გადაავადებს ინვესტიციებს, რაც დამატებით შეამცირებს მშპ-ს ზრდის ტემპს. გახანგრძლივებული ეკონომიკური შენელება მოითხოვს ფისკალურ სტიმულებს და მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას, ხოლო საბაზრო წნეხის საპასუხოდ უნდა შენარჩუნდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა და მოხდეს რეზერვების გამოყენება, რომელსაც თან ახლავს პროაქტიული ზომები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. [2]
2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 11.1, ხოლო მეორე კვარტალში 9.4 პროცენტი შეადგინა. იმის ფონზე, რომ 2019 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5.4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, 2020 წლის პირველ ნახევარში გამოვლენილი ტენდენცია მნიშვნელოვან გაუარესებას წარმოადგენს. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია კორონა პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსით. ბოლოს პერიოდში იმპორტირებულ საქონელზე მზარდ მოთხოვნას მომსახურების ექსპორტის მზარდი მიწოდება უზრუნველყოფდა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის საგარეო ტურიზმი თითქმის ნულამდე შეამცირა. [3]
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება ხდება ვალით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. დეფიციტის ვალით დაფინანსება გულისხმობს ახალი ვალის აღებას და შესაბამისად, უფრო მეტი ხარჯის გაწევას ვალის მომსახურებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ხარჯზე განხორციელდეს. საქართველოში ბოლო პერიოდში უმჯობესდებოდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების სტრუქტურა და 2017 წელს დეფიციტი მთლიანად იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით დაფინანსებული ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში კი დეფიციტის დაფინანსება ძირითადად საგარეო ვალის აღების მეშვეობით მოხდა .
2020 მეორე კვარტლის ბოლოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა წინა წელთან შედარებით და მთლიანი შიდა პროდუქტის 111.5 პროცენტი შეადგინა . ზრდა ძირითადად გამოწვეულია სამთავრობო სექტორის ვალის ზრდით. [4]
2020 წლის პირველ ნახევარში, მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიის და ქვეყნების უმრავლესობის მიერ შეზღუდვების დაწესების ფონზე, შემცირდა საგარეო მოთხოვნა. აღნიშნული ფაქტორების უარყოფითი გავლენა საქართველოს ექსპორტზე, ფულად გზავნილებსა და საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალზე იქნება უარყოფითი გარკვეული დროის განმავლობაში. ეპიდემიის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გამო. ამავე დროს, ქვეყნის შიგნით შემცირებული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ასევე შემცირდა იმპორტის მოცულობა. 2020 წლის მეორე კვარტალში ნომინალური ექსპორტის წლიურმა ზრდამ შეადგინა -23.7 პროცენტი , ხოლო ექსპორტის რეალურმა ზრდამ შეადგინა -25.3 პროცენტი. ამავე დროს, იმპორტი წლიურმა ზრდამ შეადგინა -26.6 პროცენტი, ხოლო რეალურმა ზრდამ შეადგინა – 20.5 პროცენტი
2020 წლის მეორე კვარტალში, საინვესტიციო საქონლის იმპორტი შემცირებულია 30.5 პროცენტით, სამომხმარებლო საქონლის იმპორტი – 24.5 პროცენტით, ხოლო შუალედური საქონლის იმპორტი კი 25.5 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ საქონლის იმპორტის კლება, უმეტესად, შუალედური საქონლის იმპორტს უკავშირდება. 2020 წლის მეორე კვარტალში, ტრადიციული საქონლის ექსპორტიცშემცირებულია . [5]
2020 წლის მეორე კვარტალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა , მეორე ადგილზე – ფეროშენადნობები , ხოლო მესამე ადგილზე – მსუბუქი ავტომობილები . უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი შეადგინა მსუბუქი ავტომობილების ჯგუფმა მეორე ადგილზე სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა, ხოლო მესამე ადგილზე მედიკამენტები . [6]
COVID-19 ეპიდემიის გავრცელებიდან თავის არიდების მიზნით, მარტში მოხდა საზღვრების ჩაკეტვა და საერთაშორისო მოგზაურობის შეწყვეტა საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული შეზღუდვის შედეგად მკვეთრად შემცირდა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა. შესაბამისად, 2020 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე – ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. 2020 წლის ივნისში ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 38 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით 95.8 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 96.7 პროცენტით შემცირდა და 11.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად შემცირდა 96.7%-ით და გაუტოლდა 28.8 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მოგზაურთა რაოდენობა წლიურად შემცირდა 95.3%-ით და შეადგინა 105 ათასი კაცი. აღსანიშნავია, რომ საზღვრების გახსნამდე და ტურისტული მიმოსვლების განახლებამდე მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები განაგრძობს შემცირებას. [2]
სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულების მიხედვით. მიმდინარე ანგარიშის შემოსულობებში ექსპორტის, ტურიზმისა და ტრანსფერების წილების მიხედვით, საქართველოს მჭიდრო დამოკიდებულება აქვს რუსეთთან, თურქეთთან, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებთან. 2020 წლის პირველი და მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის მიხედვით გაზრდილია მხოლოდ ევროკავშირზე დამოკიდებულება, ხოლო შემცირებულია მთლიანი დამოკიდებულება რუსეთზე, უკრაინასა და თურქეთზე. დამოკიდებულების შემცირება ძირითადად გამოწვეულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მკვეთრი კლებით. აღსანიშნავია ქვეყნებზე დამოკიდებულების კომპოზიციის ცვლილებაც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეიმჩნეოდა ტრანსფერების წილის შემცირება და ტურიზმის და ექსპორტის წილების ზრდა. 2019 წლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ დაწესებულმა ფრენების აკრძალვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მიმდინარე ანგარიშში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რუსეთიდან. თუმცა სხვა ქვეყნებიდან მგზავრების რაოდენობის ზრდამ აღნიშნული დანაკლისი აანაზღაურა. რაც შეეხება 2020 წელს, 2020 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის წილი შემცირებულია და ნულთან ახლოსაა. ექსპორტის წილი მცირედით გაიზარდა 2020 წლის პირველ ორ კვარტალში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირზე დამოკიდებულება გაიზარდა ტურიზმის შემცირების შედეგად, რაც გამოწვეულია როგორც ექსპორტის, ასევე – ფულადი გზავნილების წილის ზრდით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 238 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელის ტოლია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელდა ძირითადად გაერთიანებული სამეფოდან ,ნიდერლანდიდან , თურქეთიდან , აშშ-დან და სლოვაკეთიდან. რაც შეეხება სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.2 პროცენტი შეადგინა საფინანსო სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ენერგეტიკაში – 12.5 პროცენტი, მშენებლობაში განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 11.7 პროცენტი, სამთომოპოვებით მრეწველობაში – 11.6 პროცენტი და დამამუშავებელ მრეწველობაში – 8.8 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან მთლიან ინვესტიციებში ფიქსირდება რეინვესტირების შედარებით მაღალი დონე, რაც აჩვენებს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემო დადებითად აღიქმება ინვესტორების მიერ და მეტი ინვესტორი აგრძელებს ბიზნეს გეგმებს საქართველოში. კორონა პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როგორც მთლიანი ინვესტირების, აგრეთვე რეინვესტირების მაღალი დონე დაფიქსრიდა. კერძოდ, მისმა მოცულობამ შეადგინა 145 მლნ აშშ დოლარი. [7]
2020 წლის შეჯამება
საქართველო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი უარყოფითი სალდოთი ხასიათდებოდა, იმპორტი საგრძნობლად აღემატებოდა ექსპორტს, რაც სერიოზულ შეფერხებებს ქმნის საკმაოდ მასშტაბური საგარეო ვალის მომსახურებისათვის; ასევე, იქმნება სერიოზული საფრთხე ეროვნული ვალუტის – ლარის სიმყარის შენარჩუნებისათვის; მესამე, ქვეყანაში ფინანსური რესურსების უკმარისობაა, რაც ინვესტიციების ნაკლებობას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას აფერხებს.
ასევე,უკვე ცნობილ ტენდენციად ჩამოყალიბდა რომ ჩვენ უფრო მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებთ. და თუ ეს ასეა, ბუნებრივია კითხვა – როგორ ვახერხებთ მოვიხმაროთ უფრო მეტი, ვიდრე ვაწარმოებთ?ეს კი პირველ რიგში ფულადი გზავნილების ჭარბ რაოდენობაშია. აღსანიშნავია, რომ არაერთი წელია საქართველოში საბანკო არხებით ყოველწლიურად სტაბილურად გადმოირიცხება 1-დან 1,5 მლრდ-მდე აშშ დოლარი (ამ ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს ეროვნული ბანკი). ეს არის იმ თანხის ნაწილი, რომელსაც საქართველოდან წასული ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ გამოიმუშავებენ და სამშობლოში ნათესავებს საარსებოდ უგზავნიან. სწორედ ეს ქმნის ჩვენი თანამოქალაქეების მოხმარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან წყაროს. პანდემიის პირობებში ფულადი გზავნილების ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.აუცილებელია რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არა სხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ ფულად შემოდინებებზე იყოს დამოკიდებული, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამ დამოუკიდებლად იმუშავოს ქვეყნის ეკონომიკური განვითრებისთვის. [8]
ამას გარდა აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც ,რომ საქართველოს საგადასახდელო ბალანსის სალდოს სიდიდე, ძალზე მგრძნობიარეა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებში მომხდარი კრიზისების მიმართ. ამას გარდა 2020 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსზე ისე , როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების , დიდი გავლენა იქონია covid 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ .აგრეთვე გლობალიზაციის პროცესები საგადასახდელო ბალანსის დინამიკაზეძლიერ ზემოქმედებას ახდენს, მით უფრო, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რომლის რეგისტრირებული საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის 30.3%-ს შეადგენს ასევე აღსანიშნავია რომ ექსპორტის უდიდესი წილი სწორედ რეექსპორტზე მოდის.
საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მოცემულობა, ის რომ საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მონაცემები საშუალებას არ იძლევა სრულყოფილად განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შეფასება. სტატისტიკური მონაცემები როგორებიცაა საგადასამხდელო ბალანსის მიმდინარე და კაპიტალის ანგარიშები, არ გამოირჩევიან ტენდენციურობით, შესაბამისად არ ჩანს მათი ზრდისა თუ კლების ტენდენცია, რაც შუძლებელს ხდის სწორი ანალიზისა და მითუმეტეს პროგნიზირების საშუალებას.
ასევე ,ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რომლის დამოკიდებულებაც ენერგორესურსებზე ძალიან მაღალია ,სადაც მცირეა შიდა ბაზარი და მოსახლეობა დაბალი მსყიდველუნარიანობით ხასიათდება, ამასთან ექსპორტის ზრდის ტემპები საკმაოდ დაბალია, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითრებისათვის პირველ რიგში აუცილებელია, იმპორტზე ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი წარიმართოს კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის საწარმოებლად აუცილებელი უახლოესი მოწყობილობადანადგარების შესაძენად, რამაც უნდა გაზარდოს საექსპორტო შემოსავლები. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მომსახურების ექსპორტის განვითარებას, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო, ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, კავშირგაბმულობის და საბანკო მომსახურეობის სფეროში. ასევე აუცილებელია, რომ დიდი ყურადღება დაეთმოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას იმ დარგებში, რომლებიც განისაზღვრება სწორი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შედეგად.
საგადასახდელო ბალანსისა და გაცვილითი კურსის პოლიტიკის საწყისები და რეკომენდაციები
სახელმწიფოს მხრიდან საგადასახდელო ბალანსის ან ცალკეული ქვებალანსების პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვა ან ვალუტის ბაზარზე პირდაპირი ცარევა ზრდის საზოგადოებრივ დანახარჯებს, რაც ეწინააღმდეგება შრომის ოპტიმალურ მსოფლიო ოკონომიკურ განაწილებას. ამიტომ უფრო გონივრულია საგადასახდელო ბალანსზე არა პირდაპირი ზემოქმედება, არამედ საერთაშორისო სასაქონლო და ფინანსური ტრანსაქციების სხვადასხვა დეტერმინანტებზე ზემოქმედება.
დავიწყოთ მიმდინარე ანგარიშის სალდოზე ზემოქმედების მოხდენის სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ძირიტადად კი სავაჭრო ბალანსზე გავამახვილებ ყურადღებას. მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, მონეტარული ექსპანსიით ან შეზღვუდით, შესაძლებელია შესაბამისად ადგილობრივი ნომინალური საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან გაზრდა, რაც ნომინალურ გაუფასურებას ან გაძვირებას გამოიწვევს. აღნიშნულით შესაძლებელია ირიბი გავლენის მოხდენა რეალურ გაცვლით კურსზე, რაზეც მჭიდროთაა დამოკიდებული ქვეყნის წმინდა ექსპორტი. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ნომინალური ფულის ზრდის ტემპით გადიდება, თუ იგი აღემატება გამოშვების ზრდის ტემპს, საშუალოვადიან პერიოდში ფასების დონეზე აისახება, რაც ასევე რეალური გაცვლითი კურსის ცვლილებას იწვევს. ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა ცვლილება კი ადგილობრივი შემოსავლების ცვლილებას, იგივე გამოშვების ცვლილებას იწვევს, რაც თავისთავად სავაჭრო ბალანსზე აისახება. რომ დავაკონკრეტოთ, მაგალითად ექსპორტის ზრდა იწვევს ადგილობრივ საქონელზე მოთხოვნის ზრდას, ასევე ზრდის გამოშვებას და ადგილობრივ შემოსავალს. ადგილობრივი შემოსავლის ზრდა კი იმპორტის ზრდას იწვევს, მაგრამ საიმპორტო ქვოტების დაწესებით ან საბაჟო ტარიფებით შესაძლებელია გატარდეს პროტექციონისტური პოლიტიკა და შემცირდეს გარკვეულწილად იმპორტის მოცულობა, ადგილობრივი შემოსავლების ზრდის მიუხედავად. დავამატებ, რომ ხშირად ქვეყნები ხელოვნურად აუფასურებენ თავიანთ ვალუტას, რათა ადგილობრივი პროდუქტის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. თუმცა აქ მთავარი ფაქტორია, ის რომ აღნიშნული ქვეყნები არ არიან იმპორტდამოკიდებულნი, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნომინალური გაუფასურება ადგილობრივი ფასების ზრდას იწვევს და შესაბამისად აკომპენსირებს რეალური გაცვითი კურსის შემცირებაზე ნომინალური გაუფასურების გავლენას. მაგალითად აღნიშნულ პოლიტიკას იყენებს ჩინეთი, რომელიც შეიძლება ითქვას სავაჭრო ომს უცხადებს ამერიკას და ზოგადად ძალიან დიდ კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე ქვეყნების ადგილობრივ პროდუქციას. სამწუხაროდ, საქართველო და მსგავსი ქვეყნები, სადაც სამომხმარებლო კალათის 80% -ზე მეტი იმპორტირებული საქონელია, ვერ მოახერხებენ ნომინალური გაუფასურებით თავიანთი სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, იმიტომ, რომ ნომინალური გაუფასურება გააძვირებს იმპორტს, გაზრდის ფასებს მნიშვნელოვან სამომხმარებლო საქონელზე და გააუარესებს მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონეს. [9]
საქართველოს ქრონიკული ბიუჯეტი და იმპორტდამოკიდებულება სამწუხაროდ არ აძლევს ჩინეთის მსგავსი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას. აღნიშნული დეფიციტის დასაფინანსებლად ქვეყანას მუდმივად ესაჭიროება ვალის აღება, რათა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კაპიტალის ანგარიშის პროფიციტით დააფინანსოს. აღნიშნული შესაძლებელია ქვეყნების აქრივების გაყიდვით, რაც საბოლოოდ არაფინანსური აქტივების მასობრივ პრივატიზაციას იწვევს და ქვეყნის სუვერენინეტს უდიდეს ზიანს აყენებს.
ზემოაღნიშნულმა მასალამ ნათელი გახადა, რომ საგადასახდელო ბალანსი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, პოლიტიკური სტაბილურობის, საერთაშორისო სტატუსისა და პოლიტიკური სუვენერულობის სარკეა. საგადასახდელო ბალანსის ამ უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყანა უნდა ეცადოს გააუმჯობესოს ან შეინარჩუნოს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი, რათა არ დასჭირდეს ვალის მზარდი ტემპებით ზრდა და დეფიციტის დასაბალანსებად ადგილობრივი აქტივების გაყიდვა. აღნიშნულის მიღწევა სახელმწიფოს მისი ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვადასხვა გზით შეუძლია, რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია გაცვლითი კურსით მასტაბიზირებელი პოლიტიკა, კომბინირებული სხვადასხვა საფინანსო პოლიტიკის ინსტრუმენტებთან.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://www.nbg.gov.ge/index.php?m=348
- https://www.mof.ge/images/File/2020-publikaciebi/Outlook%20May%202020_GEO.pdf
- https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4045
- https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4046
- https://www.mof.ge/images/File/2021-publikaciebi/17-02-2021/Outlook%20January%202021_GEO.pdf
- https://netgazeti.ge/news/499660/
- https://civil.ge/ka/archives/386288
- https://www.gfsis.org/ge/blog/view/854
- https://matsne.gov.ge/ka/document/view/1728767