კრიზისული ვითარება საფონდო ბირჟებზე

ავტორის სტილი დაცულია

ზაურ კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
II კურსის სტუდენტი
zauri.kakhniashvili841@eab.tsu.ge

ანოტაცია

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებში საფონდო ბირჟებზე არის კრიზისული ვითარება. 2022 წლის დასაწყისი ინვესტორებისთვის არ აღმოჩნა მაინცდამაინც მომგებიანი, პირიქით – წაგება განიცადეს. წამყვანი ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა, რაც საფონდო ინდექსების მაჩვენებლებისა და ამერიკული დოლარის ღირებულების შემცირების მიზეზი გახდა. მოცემული სტატია განიხილავს და მკითხველს გააცნობს მიმდინარე ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ბევრი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, არის დაინტერესებული შეიძინოს აქციები, გახდეს ინვესტორი და მიიღოს მოგება. მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რომ გაეცნონ მოცემულ სტატიას.

Annotation

There is a crisis situation on exchange funds of United States of America during last several weeks. Thestock market is having one of the worst starts to a year ever. The beginning of 2022 turned out to not be profitable for investors. They start to lose their money. The biggest American company’s stocks are falling dramatically and that is the reason of dropping index funds and decreasing prize of American dollar. Given article reviews and lets readers know information about the crisis situation on exchange funds in United States of America. There are great deal of people willing to get profit by buying stocks and becoming investors over the world, as well as in Georgia. Respectively, given article would be very beneficial for those potential investors. 

შესავალი

სანამ გადავალთ მსოფლიოში არსებული საფონდო ბირჟების კრიზისული მდგომარეობის განხილვაზე, უნდა ვიცოდეთ ყველაზე ცოტა სამი ტერმინის განმარტება – რა არის საფონდო ბირჟა, აქციები და საფონდო ინდექსი. ამ აუცილებელი ეკონომიკური ტერმინების ზუსტი განმარტება აუცილებელია, რომ მკითხველმა ზედმიწევნით გაიგოს სტატიის მიზანი და აზრი.
საფონდო ბირჟა – მარტივად რომ ვთქვათ, საფონდი ბირჟა არის ადგილი, სადაც მყიდველი და გამყიდველი საჯაროდ ვაჭრობს, პირველ რიგში, აქციებით და ასევე სხვა სახის ფასიანი ქაღალდებით.
აქცია – ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც მფლობელს აძლევს კომპანიის წილობრივი ფლობის უფლებას. აქციების მფლობელებს აქციონერებს ან ინვესტორებს უწოდებენ. აქციონერი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. როცა შეძენილი აქციების ფასი იზრდება, ინვესტორი იღებს მოგებას. ხოლო როცა აქციების ფასი მცირდება, ინვესტორი განიცდის წაგებას.

     საფონდო ინდექსი – საფონდო ბაზრის კონკრეტული კომპონენტის წილის განსაზღვრის მეთოდი. მისი გამოანგარიშება ხდება შერჩეული ფასიანი ქაღალდების ფასების მიხედვით. გამოიყენება ძირითადად ფინანსური მენეჯერებისა და ინვესტორების მიერ ბაზრის შეფასებისა და კონკრეტული ინვესტიციიდან სავარაუდო მოგების გაანგარიშებისთვის. (1)

კრიზისული ვითარების ამსახველი სტატისტიკა

საფონდო ბირჟა 2022 წელს განიცდის ერთ-ერთ ყველაზე უარეს დასაწყისს, რაც კი ოდესმე ყოფილა. ამერიკული წამყვანი კომპანიების, როგორიც არის ეიფლი (Apple), ნეთფლიქსი (Netflix) და სხვა, აქციების ფასი მკვეთრად დაეცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ ვითარებას საუკეთესოდ აღწერს ყველაზე ცნობილი საფონდო ინდექსები –  „დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი “ (Dow Jones Industrial Average) და „ეს ენდ ფი 500“ (S&P 500). იმისათვის რომ ყველა წამყვანი კომპანიის განხილვა ცალ-ცალკე არ დავიწყოთ, შეგვიძლია განვიხილოთ ეს ორი საფონდო ინდექსი, რომელიც ძალიან ბევრ კომპანიას აერთიანებს და ზოგად მდგომარეობას აღწერს. (2)

„დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი“ (Dow Jones Industrial Average) არის ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი 30 კომპანიის აქციების კურსის საშუალო მაჩვენებელი (ინდექსი), რომლითაც ფასდება საბირჟო რესურსების მოძრაობა ყველა ბირჟაზე. გასული თვის განმავლობაში „დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსის“ მაჩვენებელი 5.08%-ით შემცირდა. ეს ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 2020 წლის მარტის შემდეგ, როცა კორონა ვირუსი გავრცელდა. (3)

გრაფიკი 1. „დოუ-ჯონსის სამრეწველო საშუალო“ ინდექსის მაჩვენებელი 2022 წელს

წყარო: https://www.google.com/finance/quote/.DJI:INDEXDJX?sa=X&ved=2ahUKEwj8gK2OgNr1AhUHMewKHYyjBEUQ3ecFegQIBRAc&window=YTD

მეორე მხრივ, რაც შეეხება „ეს ენდ ფი 500“-ს, ის არის ისეთივე საფონდო ინდექსი, როგორც „დოუ-ჯონსის სამრეწველო საშუალო“ და ისევე აღწერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს. კერძოდ, „ეს ენდ ფი 500“ არის ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი 500 კომპანიის აქციების ღირებულების მაჩვენებელი. როცა 500-დან ერთ-ერთი კომპანია გააუარესებს შედეგებს, მას ამოაგდებენ სიიდან და სხვა უფრო წარმატებულ კომპანიას შეიყვანენ. მაშასადამე, „ეს ენდ ფი 500“-ის მაჩვენებლის ზრდა ან შემცირება ძალიან კარგად ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას. „ეს ენდ ფი 500“-ის მაჩვენებელი 2022 წლის პირველ თვეში 7.60%-ით შემცირდა. აღნიშნული მკვეთრი ვარდნა კარგად ჩანს მომდევნო გრაფიკზე. (4)

გრაფიკი 2. „ეს ენდ ფი 500“-ის სტატისტიკური მაჩვენებელი 2022 წელს

წყარო: https://www.google.com/finance/quote/.INX:INDEXSP?window=YTD

როგორც ვნახეთ, ორი წამყვანი საფონდო ინდექსის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა კრიზისულ ვითარებაში და წამყვანი ამერიკული კომპანიების აქციების ფასები ეცემა. შემდეგი სათაური ამ კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებს შეეხება.

საფონდო ინდექსების მაჩვენებლის მკვეთრი დაღმასვლის გამომწვევი მიზეზი

ეკონომიკაში გათვითცნობიერებულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ თავისუფალ ბაზარს მოთხოვნა-მიწოდების კანონი მართავს. ჩვენს შემთხვევაშიც საფონდო ბირჟებზე არსებული აქციების ფასი არის დამოკიდებული მოთხოვნა-მიწოდების კანონზე. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ადამიანების მოთხოვნა იზრდება და ბევრ აქციას ყიდულობენ, აქციების ღირებულება მაღლა იწევს. მეორე მხრივ, როცა ადამიანების მოთხოვნა მცირდება და აქციების გაყიდვას იწყებენ, აქციების ღირებულება დაბლა იწევს. ამრიგად, 2022 წლის პირველ თვეში აქციების ღირებულების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი არის მოთხოვნის რაოდენობის შემცირება. აღსანიშნია სამი კომპანია, რომლის აქციების ღირებულება ყველაზე მეტად შემცირდა. ესენია: „მოდერნა“ (Moderna), “ნეთფლიქსი“ (Netflix) და „ითსი“ (Etsy). სამივე მათგანის აქციების ღირებულება 35 ან მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა. მაგალითად, „მოდერნა“ არის ვაქცინის დამამზადებელი კომპანია, რომლის აქციების ღირებულება, რა თქმა უნდა, მკვეთრად გაიზარდა პანდემიის პერიოდში, მაგრამ თითქმის 40%-ით შემცირდა ბოლო კვირების განმავლობაში, რაც კატასტროფულად მკვეთრი ვარდნაა. (2)

გრაფიკი 3. კომპანია „მოდერნა“-ს აქციების ღირებულება ბოლო ერთი თვის განმავლობაში

წყარო: https://www.google.com/finance/quote/MRNA:NASDAQ?sa=X&sqi=2&ved=2ahUKEwjO-rn4utv1AhVzmXIEHQ4ODu4Q_AUoAXoECAIQAw&window=1M

როგორც ექსპერტები ამბობენ, მოთხოვნის რაოდენობის შემცირება და პანიკა საფონდო ბირჟებზე არის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო გამოწვეული შიში, სამხედრო კონფლიქტი რუსეთში და კორონა ვირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გამოჩენა. (5)

კრიზისული მდგომარეობის გამოსწორების გზები

რა არის საფონდო ბირჟებზე არსებული კრიზისული მდგომარეობის გამოსწორების გზები? პირველ რიგში, საფონდო ბირჟებზე დღეს არსებული პანიკა უნდა გაქრეს, რაც ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნებს აქციების ღირებულებას. მეორე მხრივ, საფონდო ბირჟებზე აქციების ღირებულების ზრდის ფუნდამენტალური მეთოდი არის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ სარგებლის განაკვეთის შემცირება, რაც ზრდის ფინანსურ აქტივობას და მოთხოვნის რაოდენობას აქციების ბაზარზე. როგორც უკვე ითქვა, გაზრდილი მოთხოვნის რაოდენობის შედეგი არის აქციების ღირებულების ზრდა. (6). დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა ზომების მიღებას არ ჩქარობს. აღსანიშნია ისიც, რომ ბაზარს აქვს უნარი თვითონ დაარეგულიროს მდგომარეობა მოთხოვნისა და მიწოდების ძალების საშუალებით.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, საფონდო ბირჟებზე არსებული პანიკა და კრიზისული მდგომარეობა არის აშკარა, რასაც ასახავს ზემოთ განხილული სტატისტიკა. ინვესტორებმა საგრძნობლად იზარალეს, თუმცა ახლა ის დროა, როცა მათ უნდა გამოიჩინონ მოთმინების უნარი. ყოველი ჩავარდნის შემდეგ საფონდო ბირჟებზე აქციების ღირებულება და, შესაბამისად, საფონდო ინდექსების მაჩვენებლები ისევ იწყებს ზრდას. ზოგადად, აუცილებელია ითქვას, რომ გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკა და აქციების ღირებულება ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, რასაც შემდეგი გრაფიკი თვალსაჩინოდ დაგვანახებს. როგორც ჩანს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ზრდადი ტენდენცია შეინიშნება.

გრაფიკი 4. „ეს ანდ ფი 500“-ის მაჩვენებელი 1980-ანი წლებიდან დღემდე

წყარო: https://www.google.com/finance/quote/.INX:INDEXSP?sa=X&ved=2ahUKEwimgtqoy9v1AhWLuKQKHeEBB1sQ_AUoAXoECAIQAw&window=MAX

ამრიგად, ინვესტორებმა უნდა გაიაზრონ, რომ აქციებში ინვესტიცია არის ყოველთვის გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი. პერიოდული ჩავარდნა არ ნიშნავს დამარცხებას. ინვესტორები არ უნდა ჩაცვივდნენ პანიკაში და ამ დროს არ უნდა დაიწყონ შეძენილი აქციების გაყიდვა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები“ – ავთანდილ ჩუთლაშვილი, ხათუნა ბარბაქაძე
  2. https://www.forbes.com/sites/sergeiklebnikov/2022/01/28/here-are-the-biggest-losing-stocks-in-the-markets-worst-month-since-march-2020/?sh=28eef3a06067
  3. https://www.google.com/finance/quote/.DJI:INDEXDJX?sa=X&ved=2ahUKEwj8gK2OgNr1AhUHMewKHYyjBEUQ3ecFegQIBRAc&window=YTD
  4. https://www.google.com/finance/quote/.INX:INDEXSP?window=YTD
  5. https://www.barrons.com/articles/stock-market-today-51643021522
  6. https://www.investopedia.com/investing/how-interest-rates-affect-stock-market/#toc-interest-rates-and-the-stock-market
  7. https://www.marketer.ge/what-is-the-stock-market/
  8. https://www.finedu.gov.ge/ge/aktsiebi