ტექსტილის საერთაშორისო ვაჭრობის გავლენა სათბური აირების ემისიებზე
ავტორის სტილი დაცულია
გვანცა ლომიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
Gvancalomidze123@gmail.com
ანოტაცია
კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გარემოსთვის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეაგირებას თითოეული ქვეყნის მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ტექსტილს და ტანსაცმელს და მასთან დაკავშირებული მრეწველობას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური და სოციალურ გავლენა აქვს, მათი ღირებულებების ჯაჭვი დიდად ზემოქმედებს სათბური აირების ემისიებზე. ტექსტილის ინდუსტრიაში წარმოების პროცესში უმეტესად გამოიყენება სწორხაზოვანი ეკონომიკური მოდელი (მოიპოვე-დაამზადე-მოიხმარე-გადაყარე), რომელიც უარყოფითად ზემოქმედებს გარემოზე, საბოლოოდ, სამოსი ხვდება ნაგავსაყრელზე. ამ ზემოქმედების შემცირების ერთ-ერთი გზაა წრიული ეკონომიკური მოდელის გამოყენება, რომლის უპირატესობაც აღნიშნულ ნაშრომშია განხილული. ტექსტილის ინდუსტრიის ტრანსფორმირება მოითხოვს სისტემურ ცვლილებას, ახალ ინოვაციებს, ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გარემოზე მინიმალური ზემოქმედების საშუალებით. ნაშრომში გამოყენებულია, მსოფლიო ბანკის მონაცემები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციის შეთანხმებები და სამომავლო გეგმები, გამოყენებული მასალების საშუალებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ტექსტილის ინდუსტრიის გავლენა გარემოზე, როგორია საქართველოს შესაძლებლობების ამ ინდუსტრიის სწორად განვითარებისთვის.
Annotation
Climate change is one of the biggest problems for the socio-economic development and environment of the modern world, which requires an appropriate response to the requirements and needs of each country. Textiles and clothing and related industries have significant environmental and social impacts, their value chain greatly influencing greenhouse gas emissions. In the textile industry, the production process mostly uses a linear economic model (gain-make-consume-throw), which negatively affects the environment, eventually the garment goes to landfill. One way to reduce these impacts is to use the circular economic model, the advantages of which are discussed in this paper. Transforming the textile industry requires systemic change, new innovations, meeting the needs of the people through minimal impact on the environment. The paper uses data from the World Bank, agreements of the International Labor Organization and other organizations and future plans, Through the materials used, it is possible to formulate recommendations on how the impact of the textile industry on the environment can be reduced, and on Georgia’s capacity for the proper development of this industry.
ტექსტილის ინდუსტრიის პრობლემები მსოფლიოში და მათი გადაჭრის გზა წრიული ეკონომიკური მოდელის საშუალებით
ტექსტილის ინდუსტრია ყოველდღიური ცხოვრებისა და გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ეს მსოფლიოში მეორე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა, რომელიც მუშაობს მოძველებული სწორხაზოვანი სისტემით. სწორხაზოვანი ეკონომიკური სისტემა გულისხმობს პროდუქციის შესაქმნელად საჭირო მასალის მიღებას, პროდუქციის შექმნის შემდეგ გამოყენებას და საბოლოოდ ნაგავსაყრელზე გადაყრას. ტექსტილის ინდუსტრია იყენებს დიდი რაოდენობით წყალსა და ენერგიას. ის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა, რაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში განაპირობა საშუალო კლასის წარმომადგენლების მიერ გაზრდილმა მოხმარებამ და დაბალმა ფასებმა.[1]
სწორხაზოვანი სისტემა, რომელიც გამოიყენება ტექსტილის ინდუსტრიაში აბინძურებს გარემოს, იყენებს დიდი რაოდენობით რესურსებს, იწვევს უარყოფით სოციალურ ზემოქმედებას როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ დონეზე. 15 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, სამოსის მოხმარება 1 წლის განმავლობაში, სანამ ის გამოუყენებელი გახდება, შემცირდა 36%-ით. მაგალითად ჩინეთში ტანსაცმლის გამოყენება (უტილიზაცია) ბოლო 15 წლის მანძილზე 70%-ით შემცირდა.[2] მსოფლიოს მასშტაბით, ტანსაცმლის მხოლოდ 20% გადამუშავდება ან გამოყენება მეორედ.[3]
ტექსტილის ინდუსტრია ძირითადად იყენებს არაგანახლებად რესურსებს – ერთი წლის მანძილზე გამოიყენება 98 მილიონი ტონა ნავთობი, აქ შედის ის ნავთობიც, რომელიც საჭიროა სინთეზური ბოჭკოების, სასუქის, საღებავების, ქიმიკატების დასამზადებლად. ასევე ეს ინდუსტრია (ბამბის მოყვანის ჩათვლით) იყენებს 93 მილიარდ კუბურ მეტრ წყალს წელიწადში.[2]
მსოფლიოში თანდათან უფრო იზრდება ტექსტილზე მოთხოვნა, რასაც საერთაშორისო ვაჭრობა უფრო მეტად უწყობს ხელს, წარმოების გაზრდა, სწორხაზოვანი მოდელის დროს შესაბამისად წარმოქმნის დიდი რაოდენობის ნარჩენებს. თუ მოხმარება 2030 წლისთვის გასამმაგდება, წარმოებული ტანსაცმლისა და ტექსტილის საერთო ღირებულება 4 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ რაოდენობას რომელიც ნაგავსაყრელზე მოხვდება, მაშინ ეს რიცხვი 80 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.[4]
ტექსტილის ინდუსტრიის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების კლასიფიკაცია შესაძლებელია სამ ნაწილად: წინასწარი მოხმარების ნარჩენები, მოხმარების შემდგომი ნარჩენები და ინდუსტრიული ნარჩენები. გარემოს დაბინძურებას ქიმიური ნარჩენებით ხელს უწყობს ასევე ტრანსპორტირება (Gabriel & Lourdes Delgado Luque, 2020). ტექსტილის დამუშავებისა და შეღებვის დროს წარმოქმნილი ნარჩენების წილი წყლის დაბინძურებაში შეადგენს 20%-ს. ტექსტილის ინდუსტრია მიიჩნევა ოკეანეების ერთ-ერთ მთავარ დამაბინძურებლად, ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა პოლიესტერი, ნეილონი, აკრილი ყოველწლიურად ხვდება ოკეანეში. ბოლო პერიოდის განმავლობაში მწარმოებლები და მომხმარებლები სულ უფრო მეტად ითვალისწინებენ ამ ინდუსტრიის ზეგავლენას გარემოზე, ამიტომ დაიწყო სხვადასხვა მეთოდის დანერგვა, რომელიც არსებულ ზიანს შეამცირებს. ერთ-ერთი მაგალითია სწორხაზოვანი სისტემის წრიული სისტემით შეცვლა. [3]
იმისათვის რომ უკეთ დავინახოთ განსხვავება წრიულ და სწორხაზოვან მოდელს შორის განვიხილოთ ორივე მათგანი.
სწორხაზოვანი მოდელის დროს წარმოების პირველი ნაბიჯი გულისხმობს საწყისი ნედლეულის მოპოვებას. შემდეგ ხდება ძაფის დამზადება, ხოლო მომდევნო ეტაპს ქსოვილის დამზადება წარმოადგენს, ქსოვილის დამზადების შემდეგ იქმნება სხვადასხვა დიზაინის ტანისამოსი, რომელიც მზადაა გასაყიდად. რეალიზების შემდეგ სამოსი მოიხმარება და საბოლოოდ ნაგავსაყრელზე იყრება.[5]
ნახაზი1: სწორხაზოვანი მოდელი ტექსტილის ინდუსტრიაში
წყარო: Gabriel, M., & Lourdes Delgado Luque, M. (2020).[5]
პირველ ნახაზზე, მოცემული სწორხაზოვანი წარმოების ნეგატიური ეფექტები განვიხილოთ ნახაზი 2-ის საშუალებით.
ნახაზი2: სწორხაზოვანი მოდელის გარემოზე ზემოქმედების ეფექტები
წყარო: Gabriel, M., & Lourdes Delgado Luque, M. (2020).[5]
როგორც ნახაზი 2-დან ჩანს, ტექსტილის წარმოების ყველა ეტაპი უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, წარმოების პროცესში გამოიყენება დიდი რაოდენობით პესტიციდები, წყალი, ქიმიური პროდუქტები, საწვავი, რჩება ნარჩენები, რაც აბინძურებს გარემოს, იწვევს ნიადაგის დეგრადაციას და სხვა. ძალიან მცირეა ისეთი შემთხვევების მაგალითი, როდესაც წარმოების მთლიან ჯაჭვში გამოყენებული მასალა და შექმნილი პროდუქცია ერთ ქვეყნაშია, სწორედ ამიტომ ტრანსპორტირება კიდევ უფრო ზრდის ზიანს გარემოზე.
ნახაზი 3: წრიული ეკონომიკის მოდელი ტექსტილის ინდუსტრიაში
წყარო: Gabriel, M., & Lourdes Delgado Luque, M. (2020).[5]
მესამე ნახაზი ასახავს წრიული ეკონომიკის უპირატესობებს, სადაც ქსოვილის დამზადების ეტაპზე წარმოქმნილი ნარჩენები გადამუშავდება და გამოიყენება კვლავ წარმოების პროცესში. ტექსტილის ინდუსტრიის წრიული მოდელის დროს ბოლომდე გადამუშავდება ნარჩენები, ხელახლა გაიყიდება და აღდგება.[3] მოდელი უზრუნველყოფს, რომ სამოსი ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს მზარდი მოსახლეობისთვის, წარმოების პროცესში გამოყენდეს განახლებადი რესურსები და შემცირდეს ენერგიის გამოყენება. ეს სისტემა ითვალისწინებს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივ კეთილდღეობას, რაც არაა დამახასიათებელი სწორხაზოვანი მოდელისთვის.[2]
ტექსტილის ინდუსტრიის გავლენა სათბური აირების ემისიებზე
ტექსტილის ინდუსტრია გლობალური ნახშირბადის ემისიების 10%-ს წარმოქმნის. ტექსტილის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი) ძირითადად იყენებენ ქვანახშირის ენერგიას, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშირბადს გამოყოფს.[6]
ყველაზე დიდი ტექსტილის მწარმოებელი ქვეყნებიდან ტექსტილი გადაიზიდება მთელს მსოფლიოში, შესაბამისად, ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება. ტრანსპორტირება სათბური აირების ემისიებისა და ჰაერის დაბინძურების მზარდი წყაროა. ემისიების დიდი ნაწილი მოდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა ასევე დიდი როლი უკავია შიდა და საერთაშორისო ავიაციას, საერთაშორისო და სატრანსპორტო გადაზიდვებს.[7] საერთაშორისო გადაზიდვების წილი სათბური აირების ემისიებში დაახლოებით 3%-ს შეადგენს.[8] როდესაც სამოსს ვყიდულობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი ის გზა, რომელიც ამ სამოსმა ჩვენამდე გამოიარა, როგორი მდგრადიც არ უდა იყოს მწარმოებელი, მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების შედეგების გათვალისწინებაც. საერთაშორისო გადაზიდვების 90% ხორციელდება გემების საშუალებით, წელიწადში დაახლოებით 10-11 მილიარდი ტონა საქონელი ტრანსპორტირდება გემებით.[9] იმისათვის, რომ შემცირდეს ნახშირბადის გამონაბოლქვის რაოდენობა, ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ადგილობრივი მწარმოებლისგან შესყიდვა, რაც შეამცირებს ტრანსპორტირების გავლენას ნახშირბადის ემისიებზე,[10] ასევე უარის თქმა სწრაფ გადაზიდვებზე, რადგან ამ დროს გემის ნაცვლად გადაზიდვა ხდება თვითმფრინავით, გემით ტრანსპორტირება უფრო ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს ვიდრე სხვა საშუალებები. დიდი გემი გამოყოფს 10 გრამ ნახშირორჟანგს 1 მეტრი ტონა ტვირთის გადასაზიდად 1 კილომეტრზე, რაც მატარებლით გადაზიდვების ნახევარის, სატვირთო მანქანებით გადაზიდვების 1/5-ს, ხოლო თვითმფრინავებით გადაზიდვის შემთხვევაში თითქმის ორმოცდამეათედ ნაწილს შეადგენს.[9]
საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიის სამიტი (International Maritime Summit) იკვლევს თუ როგორ შეიძლება შემცირდეს სათბური აირების ემისიებზე გადაზიდვების გავლენის წილი პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესაბამისად. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO-International Maritime Organization) საზღვაო გარემოს დაცვის კომიტეტის 72-ე შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IMO-ს წევრი ქვეყნები შეამცირებენ გადაზიდვების გავლენას ემისიებზე 2050 წლისათვის 50%-ით 2008 წლის დონესთან შედარებით (theconversation.com, 2018). როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს გემები, რომელიც შედარებით უფრო ნაკლებად მოქმედებს ემისიებზე, ვიდრე სხვა საშუალებები, თუმცა იმის გამო, რომ გადაზიდვების ძირითადი წილი მოდის საზღვაო ტრანსპორტზე სათბური აირების ემისიების 2,5%-ზე პასუხისმგებელი სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებაა.[11]
ტექსტილის ინდუსტრია საქართველოში
საქართველოში ტექსტილი და ტანსაცმელი ძირითადად იმპორტირებულია. იმპორტი ხორციელდება ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, გერმანიდან, აღმოსავლეთ აზიდან და ოკეანეთიდან, ცენტრალური აზიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, ჩინეთიდან და სხვა (2018 წელს იმპორტის მთლიანმა ღირებულებამ 369 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა).[12] იმისათვის, რომ ქართულ ბაზარზე შემცირდეს იმპორტირებული საქონლის რაოდენობა, საჭიროა შესაბამისი სტანდარტებითა და თანამედროვე მოდელების გამოყენებით დაიწყოს ადგილობრივი წარმოება, რაც გადაზიდვებით გამოწვეული სათბური აირების ემისიების საქართველოს წილს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეამცირებს. საქართველოში წარმოებული ტექსტილი გადის ექსპორტზეც. ის ქვეყნები სადაც ხორციელდება ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტი 2018 წლის მონაცემებით არის: გერმანია, რუსეთის ფედერაცია, იტალია, ირანი, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი და სხვა, 2018 წელს ექსპორტის მთლიანი ღირებულება 99 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა.[12]
ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრის შეფასებით, საქართველოს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ტანსაცმლით ვაჭრობაში და ასევე, ტანსაცმლის ნაწარმის ევროკავშირში გადატანაში. ტანსაცმლის ინდუსტრია საქართველოში 2009-2018 წლებში მრეწველობასთან და დამამუშავებელ მრეწველობასთან შედარებით განვითარების უკეთესი დინამიკით ხასიათდება.[13]
2000 წლების შუა პერიოდიდან საქართველოში ტექსტილის და ტანსაცმლის ინდუსტრია თანდათან იზრდება, როდესაც თურქეთმა 2009-2013 წლებში ხელფასების გაორმაგების გამო შედარებითი უპირატესობა დაკარგა ტექსტილის წარრმოებაში, აჭარა იაფი მუშახელის გამო შესაფერისი აღმოჩნდა თურქეთის ტექსტილის ინდუსტრისთვის. თავდაპირველად თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან საქართველოს არ აძლევდა უფლებას, რომ ბაჟის გარეშე გაეტანა ექსპორტზე ტანსაცმელი და ტექსტილი, რადგან წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეულის ძირითადი ნაწილი თურქეთში იყო წარმოებული.[14] იმისათვის რომ ქართული პროდუქტი საბაჟო გადასახადის გარეშე გავიდეს ევროკავშირზე მას საქონლის პრეფერნციული წარმოშობის სერთიფიკატი – EUR.1 სჭირდება, რომელიც უფლებას მისცემს ქართველ მეწარმეს გამოიყენოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ნედლეული თუ მას ადგილობრივი წარმოების არ ყოფნის.[15] 2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა “საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ ცვლილებების შეტანის ერთობლივი კომიტეტის No 1/2016 გადაწყვეტილებას, რითიც დიაგონალური კუმულაციის პროცესი ასამოქმედებლად დასრულების ფაზაში გადავიდა.[16] დიაგონალური კუმულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექსტილის განვითარებისთვის და ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის.[17]
მდგრადი წარმოება და მეორეული გამოყენება ამ ინდუსტრიის გარემოზე ზემოქმედების შემცირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. საქართველოში მდგრადი მწარმოებელი ბრენდის მაგალითია დოთსი, რომელიც წარმოებაში იყენებს: ვისკოზას – რომელიც აღდგენილი ცელულოზის ბოჭკოსგან მზადდება, ძირითადად ხის მერქნისგან, თუმცა სხვა მცენარეებიც გამოიყენება, მაგალითად ბამბუკი, ბამბას (ბოჭკო) – იგივე კოტონი, ბუნებრივი ქსოვილი, ტილოს – მზადდება სელისგან, რომელიც უფრო ნაკლებ ჰერბიციდებს, პესტიციდებს მოითხოვს, ვიდრე კოტონი. ეს ქსოვილი ძლებს ყველაზე დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქსოვილი.[18] მეორეული გამოყენება და სამოსის სიცოცხლის ამოყენება ამცირებს ნარცენების რაოდენობას, საქართველოში ამ მხრივ აღსანიშნავია აპლიკაცია phubber app, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სამოსის, ფეხსაცმელი და აქსესუარები, რომელსაც აღარ იყენებს გაყიდოს, ასევე ქართველი დიზაინეების ძველი კლექციები იყიდება 70%-იანი ფასდაკლებით.[19]
ტექსტილზე მოთხოვნა მოსახლეობის ზრდასთან ერთად უფრო მეტად გაიზრდება, შესაბამისად იზრდება ამ ინდუსტრიის უარყოფითი გავლენა გარემოზე, ამის შესამცირებლად საჭიროა ტექსტილის ინდუსტრიის სწორხაზოვანი სისტემის შეცვლა წრიული ( ცირკულარული) მოდელით, რაც შეამცირებს ენერგიის გამოყენებას, ნარჩენებს, მოხმარებული სამოსი კვლავ დაუბრუნდება წარმოებას, იმისათვის რომ გადამუშავების პროცესი ამ მოდელის დრო უფრო გამარტივდეს აუცილებელია ნედლეული, რომელიც გამოიყენება წარმოების პროცესში შეიცვალოს მდგრადი მასალით, მაგალითად ბუნებრივი ბამბით, არა ტოქსიკური საღებავებით, პოლიესტერით, რომელიც მიიღება გადამუშავებული პლასტმასისგან, დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები.
ტექსტილით ვაჭრობისა და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების გავლენის შესამცირებლად სათბური აირების ემისიებზე მნიშვნელოვანია, გემებში, როგორც ძირითადი ტრანსპორტირების საშუალება, გამოყენებული იქნას ნახშირბადის ნეიტრალური მდგრადი საწვავი, დიზელის ნაცვლად, ასევე შემცირდეს სწრაფ გადაზიდვებზე მოთხოვნა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი ამ კუთხით არის ადგილობრივი წარმოების განვითარება.
საქართველოსთვის, როგორც ერთე-ერთი ტექსტილის პროდუქციის იმპორტიორი ქვეყანისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის განვითარება, რათა შეამციროს საკუთარი გავლენა სათბური აირების გაფრქვევაზე. მნიშვნელოვანია ისეთი ბრენდების ხელშეწყობა და მომხმარებლებისთვის გაცნობა, რომლებიც აწარმოებენ მდგრად სამოს, ახორციელებენ მეორად გაყიდვას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Gabriel, M., & Lourdes Delgado Luque, M. (2020). sustainable develpoment goal 12 and its relationship whit the textil industry. Springer Nature Singapore Pte Ltd.
- ELLEN MACARTHUR CORPORATION. (2017). A NEW TEXTILES ECONOMY:REDESIGNING FASHION’S FUTURE.
- Lacy , p., Long , j., & Spindler, W. (2020). The Circular Economy Handbook. Palgrave Macmillan
- https://www2.globalfashionagenda.com/: https://www2.globalfashionagenda.com/ceo-agenda-2020/#
- Gabriel, M., & Lourdes Delgado Luque, M. (2020). sustainable develpoment goal 12 and its relationship whit the textil industry. Springer Nature Singapore Pte Ltd.
- https://www.sustainyourstyle.org/en/whats-wrong-with-the-fashion-industry?gclid=Cj0KCQjw1PSDBhDbARIsAPeTqreg1QlqfDcS9jd2D1OF7LPkspi0lSTCszNldwoiOnlrfsyhIUFXZ5gaArlHEALw_wcB#anchor-environmental-impact
- https://www.wri.org/insights/everything-you-need-know-about-fastest-growing-source-global-emissions-transport#:~:text=Transport%20emissions%20%E2%80%94%20which%20primarily%20involve,global%20CO2%20emissions%20in%202016.
- https://www.shell.com/energy-and-innovation/the-energy-future/greenhouse-gas-emissions-in-shipping.html
- https://goodonyou.eco/international-shipping/
- https://goodonyou.eco/reduce-fashion-carbon-footprint/#:~:text=The%20carbon%20footprint%20of%20clothing,4%25%20of%20the%20global%20total
- https://theconversation.com/the-shipping-sector-is-finally-on-board-in-the-fight-against-climate-change-95212
- https://wits.worldbank.org/CountryProfile/en/Country/GEO/StartYear/2000/EndYear/2018/TradeFlow/Import/Indicator/MPRT-TRD-VL/Partner/ALL/Product/50-63_TextCloth
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. (2020). საქართველოდან ევროკავშირში მრეწველობის და მომსახურების ცალკეული პროდუქტების ექსპორტირების პერსპექტივების შეფასება.
- https://iset-pi.ge/index.php/ka/iset-economist-blog/entry/2016-12-14-10-40-55
- http://eugeorgia.info/ka/article/245/ra-aris-sachiro-imistvis-rom-saqartvelom-sxva-qveynis-nedleulit
- https://www.interpressnews.ge/ka/article/641752-sakartveloshi-turketidan-importirebuli-industriuli-nedleulis-sapuzvelze-damzadebuli-produkcia-uaxloes-momavalshi-evrokavshiris-bazarze-tavisupali-vachrobis-rezhimit-sheva/
- http://www.economy.ge/?page=news&nw=1637
- http://mag.buyers.ge/sustainable-brands-in-tbilisi/
- https://www.marketer.ge/phubber-social-shopping-app/