Covid 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
ავტორის სტილი დაცულია
ლაშა ლამაზოშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
III კურსის სტუდენტი
Lasha.Lamazoshili106@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
Covid 19 ვირუსი, რომელიც 2019 წელს ვუჰანში გაჩნდა და სულ რამდენიმე თვეში გლობალურ პანდემიად იქცა და რთული გამოწვევა აღმოჩნდა მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის არამედ გლობალური ეკონომიკისთვის. ვირუსის გავლენა ეკონომიკაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისი გავრცელების ტენდენციებზე, ცალკეული ქვეყნების ქმედებებსა და ვაქცინაციის პროცესზე. პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე უკვე შეუქცევადია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები არაერთგვაროვნად აფასებს პანდემიის გავლენას ეკონომიკაზე, თუმცა ეს გავლენა განსაკუთრებით რთული იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხის ეკონომიკის განვითარებისთვის წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ნაშრომში განხილულია Covid 19-ის პოტენციური გავლენა საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციებზე.
Annotation
The Covid 19 virus, which appeared in Wuhan in 2019 and became a global pandemic in just a few months, proved to be a challenging problem for the world and posed a significant threat not only to health but also to the global economy. The impact of the virus on the economy depends significantly on the trends of its spread, the actions of individual countries and the vaccination process. The impact of the pandemic on the economy is already irreversible, with studies conducted by international organizations assessing the impact of the pandemic on the economy inconsistently, although this impact will be particularly difficult for developing countries, including Georgia. One of the most important issues for the development of the economy is foreign direct investment. In this article i discussed the potential impact of Covid 19 on foreign direct investment in Georgia.
პანდემიით გამოწვეული ზიანი ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია. საზღვრების ჩაკეტვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა სულ მცირე 3%-ით, რაც 2008-2009 წლების გლობალურ კრიზისზე უფრო ცუდი მაჩვენებელია[1], თუმცა კვლევის შედეგები განსხვავებულია, მაგალითად აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ანგარიშის მიხედვით პანდემია 77$ მილიარდიდან 347$ მილიარდამდე ზიანს მიაყენებს მსოფლიოს[2]. რაც შეეხება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას, წინასწარი მონაცემებით 2020 წელს შემცირდა 6,2%-ით[3].
პანდემიამ გავლენა მოახდინო ეკონომიკის ყველა სექტორზე, თუმცა აღსანიშნავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როგორც ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მაღალი ეკონომიკური გამტარობით ხასიათდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) წარმოადგენს გლობალიზაციის, ეკონომიკური ზრდისა და ინდუსტრიალიზაციის მთავარ მასტიმულირებელ ძალას. უცხოური კაპიტალის მოზიდვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის. საერთაშორისო კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია ქვეყნის კარგი საინვესტიციო კლიმატი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად სტაბილური გარემო[4].
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასტაბილური დინამიკით ხასიათდება, თუ არ გავითვალისწინებთ 2017 წელს, როდესაც ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა თითქმის 2 მილიარდს მიაღწია, ინვესტიციების რაოდენობა იკლებს(გრაფიკი1). საინვესტიციო შემოდინებების კლება ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდამდე აღინიშნებოდა, თუმცა 2020 წელი Covid 19-ის გამო ახალი საინვესტიციო გამოწვევების პერიოდად იქცა, როგორც მსოფლიოსთვის ასევე საქართველოსთვის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელს მსოფლიოში შემცირდება 30%, ხოლო უფრო მძიმე შედეგებს ვარაუდობს გაერო რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 30-40%-ს მიაღწევს.[5]
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში
წყარო: https://www.geostat.ge/ka
2019 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში უცხოური ინვესტიციები ძირითადად ევროკავშირიდან ხორციელდება, რაც სრული ინვესტიციების 47,2%-ია, აშშ-დან შემოსული ინვესტიციების წილი 7,8%-ია, ხოლო ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობა 3,2%-ს შეადგენს. 2019 წლის მონაცემებით ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორებს შორის არიან აშშ, ჩინეთი და იაპონია. ამ ქვეყნებში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი შესაძლოა პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც.[6]
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 2020 წელს 616,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 693.9 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია. წინასწარ მონაცემების მიხედვით 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა ეკონომიკური სექტორების მიხედვით მოდის საფინანსო სექტორზე(64,9%), სამთომოპოვებით მრეწველობაზე(16,5%), უძრავ ქონებაზე(11,6%), დანარჩენი სექტორები(7,0%). საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოური პირდაპირი ინვესტიციები 2020 წელს მოიზიდა გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან.[7]
გრაფიკი 2: უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
საქართველოში განსაკუთრებით შემცირდა ინვესტიციები ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მარალი საინვესტიციო დარგებია. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ეს შემცირება 2020 წელს 76%-ს შეადგენდა, ტრანსპორტის სფეროში იგივე მაჩვენებელი ასევე 76%-ის ტოლი იყო. თუმცა აღსანიშნავია რომ ინვესტიციები 3%-ით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში[5].
საქართველოში ცალკეული სექტორების მიხედვით ინვესტიციების შემცირება ასეთია:
საფინანსო სექტორი – $94,89 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96% ;
უძრავი ქონება – $34,01 მილიონი, კლება წინა წელთან -127% ;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – $19,13 მილიონი, კლება წინა წელთან -51% ;
სასტუმროები და რესტორნები – $15,75 მილიონი, კლება წინა წელთან -76% ;
სამთომოპოვებითი მრეწველობა – $10,41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22% ;
მშენებლობა – $7,70 მილიონი, კლება წინა წელთან 0% ;
დამამუშავებელი მრეწველობა – $4,47 მილიონი, კლება წინა წელთან -76% ;
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – $3,51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 354% ;
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა – $-1,02 მილიონი, კლება წინა წელთან -133% ;
ენერგეტიკა – $ -26,45 მილიონი, კლება წინა წელთან -154%[8].
დასკვნა
საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი მცირე და საშუალო სექტორების არსებობა, მომსახურების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობა. ყოველივე ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმის, რაც საქართველოს პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების მოზიდვისთვის სჭირდება, რათა პანდემიით გამოწვეული კრიზისი რაც შეიძლება მალე დაძლიოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- www.imf.org. (2020, 04). https://www.imf.org/. Retrieved from https://www.imf.org/: https://www.imf.org/en/Publications/WEO/Issues/2020/04/14/weo-april-2020
- ADB BRIEFS. (2020). The Economic Impact of the COVID-19 Outbreak on Developing Asia.
- www.geostat.ge. (2021). https://www.geostat.ge/. Retrieved from https://www.geostat.ge/: https://www.geostat.ge/ka
- თოთლაძე, ლ., & ხუსკივაძე, მ. (2020). http://conferenceconomics.tsu.ge. Retrieved from http://conferenceconomics.tsu.ge: http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=1&cat=pers&leng=ge&adgi=1063&title=Covid-19-%E1%83%98%E1%83%A1%20%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%
- KAS &EPRC. (2020). Covid 19-ს ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები.
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. (2020). COVID-19 ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის.
- .www.geostat.ge. (2021). https://www.geostat.ge. Retrieved from https://www.geostat.ge/: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi
- ტყეშელაშვილი, შ. (2020). https://bm.ge/. Retrieved from https://bm.ge/: https://bm.ge/ka/article/ekonomikis-seqtorebi-romlebshic-pirdapiri-ucxouri-investiciebi-shemcirda/58145