ეკონომიკური საქმიანობის გავლენა გარემოზე
ავტორის სტილი დაცულია
ვერონიკა მუსერიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
veromuseridze@gmail.com
ანოტაცია
გარემოს დაცვა სოციალური მნიშვნელობის პრობლემა და მაკროეკონომიკური რეგულირების მნიშვნელოვანი სფეროა. წარმოება ბუნებრივი გარემოს მდგომარეობას თითქმის ყოველთვის აზიანებს. ნებისმიერი ფირმის საქმიანობა მნიშვნელოვანდაა დამოკიდებული ბუნებრივ გარემოზე. დღესდღეობით გარემოს დაცვის საკითხები მთელ მსოფლიოში აქტუალურია, მათ შორის საქართველოში. ასევე გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან.
Envinromental protection is a problem of social importance and an important area of macroeconomic regulation. Production always damages the state of the natural environment. The activities of any firm are significantly dependent on the natural environment. Nowdays environmental issues are relevant all over the world, icluding in Georgia. Also the quality of the environment and the rational use of natural resources are closely linked to public safety and health
ნებისმიერი ფირმის საქმიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივ გარემოზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფირმების ეკონომიკური საქმიანობის გავლენა გარემოზე. ბუნებრივ გარემოში იგულისხმება ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსები (წიაღისეული, სათბობი, ენერგია, ტყე და ტყის რესურსები და ა.შ), რომელთა მრავალფეროვნებასა და სიდიდეზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბიზნესის განვითარება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ რეგიონალურ განაწილებას, რადგან რესურსის მისი წარმოებისაგან სიშორე იწვევს დიდ დანახარჯს და უარყოფითად მოქმედებს ფირმის პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე (მისი ფასი იზრდება). ამას მნიშვნელობა აქვს სოციალური თვალსაზრისითაც, კერძოდ, მოსახლეობის დასაქმების თავლსაზრისით. ბუნებრივი გარემო უშუალო გავლენას ახდენს ეკონომიკურ გარემოსა და საერთო ეკონომიკურ ციკლებზე, ასევე პირიქით, და ამიტომ ისინი ურთიერთკავშირში უნდა განვიხილოთ. ბუნებრივ გარემოში ცენტრალური ადგილი უჭირავს ენერგეტიკულ რესურსებს. მათი რაციონალური გამოყენება ერთ-ერთი პირველი რიგის პრობლემაა როგორც ბიზნესის განვიტარების, ისე სოციალური და ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემო. ხშირად საწარმოები გარემოს აბინძურებენ. ტოქსიკური ნარჩენები ეკოლოგიურ ცვლილებებს და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. თუ ასეთი დაღღვევები მასშტაბურია, ხელისუფლება იძულებულია საწარმო დახუროს. განსაკუთრებით საშიში ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებაა. დღესდღეობით გარემოს დაცვის საკითხები მთელ მსოფლიოში აქტუალურია, მათ შორის საქართველოში. გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან. სწორედ ეროვნულ მთავრობას, ქვეყანაში მოღვაწე პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რათა სტრატეგიულად წარმართონ პროცესები გარემოს დაცვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ანალიზის შედეგად გამოვლენილია ფირმების წარმატების საკვანძო ფაქტორები, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკოლოგიურ უპირატესობასა და დაჭუჭყიანებისგან გარემოს დაცვის შესაძლებლობას. დღესდღეობით ბუნებრივ გარემოში არსებული ტენდენციებიდან აღასანიშნავია გარემოს მზარდი დაბინძურება. წარმოება ბუნებრივი გარემოს მდგომარეობას თითქმის ყოველთვის აზიანებს. წარმოიდგინეთ ქიმიური და ატომური ნარჩენები, ვერცხლისწყლის საშიში მაჩვენებლები ოკეანეში, ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა ნიადაგსა და საკვებ პროდუქტებში და გარემოს დაბინძურება ბიოლოგიურად არადაშლადი ბოთლებით, პლასტმასითა და სხვა შესაფუთი მასალით. (1)
სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვანაირ ღონისძიებას ატარებს სუფთა გარემოს ხელშეწყობის კუთხით. მაგალითად, გერმანიის მთავრობა ენერგიულად იღწვის გარემოს მდგომარეობის შესანარჩუნებლად. სხვები, განსაკუთრებით კი ღარიბი ქვეყნები, დაბინძურების აღსაკვეთად ბევრს არაფერს აკეთებენ, ძირითადად საჭირო ფონდებისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო. მდიდარი ქვეყნებიც კი განიცდიან დიდი თანხებისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ საქვეყნოდ ააგორონ გარემოს დაცვითი კამპანია. ყველაზე დიდ იმედად რჩება ის გარემოება, რომ მსოფლიოში კომპანიები საკუთარ თავზე უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებენ და, ამავე დროს, გამოიძებნება შედარებით იაფი მოწყობლობები და მეთოდები, რომლებიც გარემოს დაბინძურებას გააკონტროლებენ და შეამცირებენ. (2)
როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოს დაბინძურებაზე. იმ ძირითადი აირების კონცენტრაციის მატება, რომელიც იწვევს სათბურის ეფექტის გაძლიერებას და შესაბამისად კლიმატის ცვლილებას, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ადამიანების საქმიანობებტან და ისეთ ფაქტორებთან როგორიცაა: მოსახლეობის ზრდა, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარება, და სხვა. ამიტომ ადამიანის „წვლილი“ გლობალური კლიმატის ცვლილებაში განუზომლად დიდია. დიაგრამაზე მოყვანილია სათბური აირების ემისია ეკონომიკის სექტორების მიხედვით, სადაც ვხედავთ რომ ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი ინდუსტრიულ საქმიანობას ეკუთვნის, რომელსაც დიდად არ ჩამორჩება სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა. (3)
წყარო: http://eiec.gov.ge/Main/გარემოს-საინფორმაციო-სისტემა/Environmental-Management-and-Decision-Making-GEO.aspx (3)
განვიხილოთ მოდის ინდუსტრიის გავლენა გარემოზე. მოდის ინდუსტრია მსოფლიოში სიდიდით მეორე დამაბინძურებელია ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ. და გარემოს ზიანი იზრდება ინდუსტრიის ზრდასთან ერთად. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ტანსაცმელი იწარმოება, ტექსტილის ქარხნების დაუმუშავებელი ტოქსიკური ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება. ჩამდინარე წყლები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი დარიშხანი, სხვა. ისინი უკიდურესად საზიანოა წყლში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმებისთვის და მდინარის ნაპირებთან მცხოვრები მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაბინძურება ზღვამდეც აღწევს და საბოლოოდ მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ასვე საყურედღებოა სინთეზური ბოჭკოები, როგორიცაა პოლიესტერი, ესაა პლასტმასის ბოჭკოები, ისინი არაბიოდეგრადირებადია და შეიძლება 200 წლამდე დასჭირდეს მათ დაშლას. ჩვენი ტანსაცმლის 72%-ში კი სინთეზური ბოჭკოები გამოიყენება. ყოველწლიურად ათასობით ჰექტარი გადაშენების პირას მყოფი და უძველესი ტყე იჭრება და მის ადგილს იკავებს ხეების პლანტაციები, რომლებიც გამოიყენება ხეზე დაფუძნებული ქსოვილების დასამზადებლად. ტყეების ეს დაკარგვა საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას და ადგილობრივ თემებს. (4)
საქართველოს მასშტაბით შესაძლოა განვიხილოთ კომპანია „ჯორჰიან მარგანეზში“ რომელიც ჭიათურაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სასამართლოს ძალით დანიშნა სპეციალური მმართველი, რომელიც კომპანიას გარემოს დაცვის კუთხით გაუწევს მონიტორინგს. (5)
გარემოს დაბინძურების თავალსაზრისით განვიხილოთ, მაგალითად, სამთომომპოვებელი კომპანიები. როგორც უკვე აღვნიშნე, ფირმებს თავიანთი საქმიანობისთვის სჭირდებათ ბუნებრივი რესურსები. ბუნებრივი რესურსების მოპოვებას თან ახლავს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მიყენება, რის შესამცირებლადაც სამთომომპოვებელი კომპანიებისთვის სახელმწიფოს მიერ კონკრეტული მოთხოვნებია დაწესებული. აღნიშნული მოთხოვნები მინიმალურია, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ადასტურებს, რომ ეს კომპანიები ამ მინიმალურ მოთხოვნებსაც კი არ ასრულებენ. ამას ცხადყოფს კომპანიების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევების შედეგად, მათზე დაკისრებული ჯარიმების ოდენობა (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ანგარიში)
ბუნებრივ გარემოზე მიყენებული ზარალი, პირდაპირ თუ ირიბად, ზეგავლენას ახდენს სოციალურ გარემოზე და აზარალებს ადგილობრივ მოსახლეობას. სასოფლო ტიპის დასახლებებში ბუნებრივი გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რესურსია, ვინაიდან, აქ მცხოვრების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა მეტწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასა და შეგროვებაზე, რომელთა მოყვანა/შეგროვება ბუნებრივ გარემოში მიმდინარეობს. ბუნებრივი რესურსების მოპოვების არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩატარებული არაერთი სოციალური კვლევა ადასტურებს ადგილობრივ სოციუმში გამოწვეულ სხვადასხვა სოციალურ (მიგრაციის მაღალი დინამიკა, დაავადებების გახშირება, თემის სოციალური სტრუქტურის ცვლილება და ა.შ.) და ეკონომიკურ პრობლემას (საწარმოზე დამოკიდებულება, არათანაბარი დასაქმების შესაძლებლობა და ა.შ.) აღნიშნულ დასახლებებში თავს იჩენს ეკოლოგიური პრობლემებიც, რაც ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას. (6)
ბუნებისა და სოციალური გარემოს შესახებ, აღსანიშნავია არსებული თეორიები (სოციალური მედეგობისა და მოწყვლადობის თეორიები) და მათი ანალიტიკური ჩარჩო, რომელიც ამ ორი ურთიერთგადაჯაჭვული სისტემის კავშირს ხსნის. გარდა თეორიული ცოდნისა, ასევე,მნიშვნელოვანია გარემო და სოციალური ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო პრინციპები2 (გარემოზე გავლენის შეფასება – EIA, სოციალური გავლენის შეფასება – SIA), რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერი კომპანიის მიერ ადგილობრივ მოსახლეობასა და, ზოგადად, ეკოსისტემაზე მიყენებული ზიანი იზომება. საქართველომ კანონი გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ 2008 წელს მიიღო და, შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შესახებ ნებართვის მოპოვებას ინსტიტუციური სახე ამ დროიდან მიეცა. აღნიშნული რეგულაცია იმ კომპანიებსაც შეეხო, რომლებსაც გაცილებით ადრე ჰქონდათ დაწყებული ისეთი საქმიანობა, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას ახდენდა. საინტერესოა, მაშინ, როდესაც კერძო კომპანიები აღნიშნულ ნებართვას ოფიციალურად მოიპოვებენ, რამდენად სრულყოფილად წარმოაჩენენ გარემო ზემოქმედების დოკუმენტში – გზშ-ში – ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე მათ მიერ მიყენებულ ყველა პოტენციურ ზიანს. მეორე მხრივ, საინტერესოა ისიც, თუ რამდენად ხორციელდება დოკუმენტში გაწერილი აქტივობები და რა პასუხისმგებლობებს ავლენენ აღნიშნული კომპანიები. (6)
თანამედროვე მსოფლიოში გარემო ნეოლიბერალური პოლიტიკისა და ეკონომიკის მსხვერპლია. მის დეგრადაციაში დიდი წვლილი კაპიტალიზმსა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს მიუძღვის. მიიჩნევა, რომ თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი ჩავარდნა გარემოს დაბინძურებაში ვლინდება. კომპანიების მიერ გარემოზე მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შედეგად ისევ სახელმწიფო და საზოგადოება ზარალდება. დაბინძურების აღმოფხვრა კი მთლიანად სახელმწიფოსა და საზოგადოებას ეკისრება. თვითონ კომპანიებისთვისაც საზიანოა ერთმანეთის მიერ გარემოზე მიყენებული ნეგატიური ზემოქმედება, რაც მათი წარმოების ეფექტიანობას ამცირებს. მნიშვნელოვან ზიანს გარემოს სამთომომპოვებელი კომპანიები აყენებენ. სამთომომპოვებელი კომპანიებისთვის გარემოს დაბინძურების გამო მხოლოდ გადასახადების დაკისრება ეკონომიკურად არამოგებიანია, რადგან ძირითადი ტენდენცია ისაა, რომ კომპანიების მიერ გარემოს განადგურების გამო სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები მრავალჯერ აღემატება მათ მიერ გადახდილ გადასახადებს. საქართველოში „აგრესიული პრივატიზებისა“ და ეკონომიკური ბაზრის დერეგულირების პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო კომპანიების მიერ გარემოზე ფართომასშტაბიანი ზიანის მიყენებაში. შესაბამისად, საქართველოშიც მნიშვნელოვანი წვლილი ნეოლიბერალურ პოლიტიკას მიუძღვის. (6)
მედეგობის თეორიას აქტიურად იყენებენ ადამიანებსა და ბუნებას/გარემოს შორის კავშირების აღსაწერად. აღსანიშნავია ის, რომ მედეგობის ცნების შემუშავების შედეგად, სისტემის წონასწორობის მდგომარეობის და სტაბილურობის შენარჩუნების ნაცვლად, აქცენტები დაისვა უშუალოდ სისტემის ფუნქციონირების პროცესზე სოციალური მედეგობის შესწავლამ ადგილი დაიმკვიდრა გარემოში მომხდარი კატასტროფების კონტექსტის ფარგლებში, თუ როგორ შეუძლიათ 11 სოციალურ ჯგუფებს მსგავსი ტიპის სირთულეებთან გამკლავება. ადგერის და სხვა ავტორების მიხედვით, მედეგობა გულისხმობს იმას, თუ „კომპლექსურ ადაპტაციის სისტემებს რამდენად აქვთ თვითორგანიზებისა და მობილიზების უნარები, რათა შეძლონ სწავლა და ადაპტაცია“ . ხოლო „სოციალური მედეგობა წარმოადგენს ჯგუფებისა და სოციალური ერთობების უნარს, გაუმკლავდნენ გარე სტრესებს და რყევებს, რომლებიც სოციალური, პოლიტიკური და გარემოს ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება“.
მეორე მნიშვნელოვანი პერსპექტივა, რომელიც აღნიშნული კვლევის თეორიულ ჩარჩოს შეადგენს,სოციალური მოწყვლადობა გარემოს ცვლილებების შედეგად ჯგუფზე ან ინდივიდებზე მომხდარი სტრესების ზეგავლენისას ვლინდება. სტრესებში იგულისხმება ის რღვევები, რაც საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთობას და ანადგურებს მის საარსებო წყაროებს, აქვეითებს მის ადაპტაციის უნარს ფიზიკურ გარემოში მიმდინარე ცვლილებების მიმართ. (6)
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მდგომარეობა, თუ რა ზიანს აყენებენ გარემოს ფირმები თავიანთი ეკონომიკური საქმიანობით. დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გარემოსდაცვის კუთხით, რომლის წინაშეც დგას საქართველო, არის არასწორი, არაეფექტიანი და ბიზნესინტერესებზე მორგებული ენერგოპლიტიკა. ეს უკანასკნელი ფოკუსირებულია არა მთლიანად ენერგო სექტორის გაუმჯობესებაზე, არამედ მხოლოდ ჰიდრო რესურსის სწრაფ ათვისებაზე ჰესების მშენებლობით. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ საქართველო ძალიან მდიდარია წყლის რესურსით, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული, ელექტროენერგიად გარდაქმნილი და ექსპორტზე გატანილი. სინამდვილეში კი არაა დათვლილი საქათველოს მდინარეების ეკოლოგიური და სოციალური საფასური და დასკვნების გამოტანა მხოლოდ მათ ტექნიკურ და ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობითხდება.დღეს ჰიდროენერგიტიკული კუთხით ეკოლოგიურ-სოციალური ერა დგას, შესაბამისად თანამედროვე სამყაროში ენერგოპოტენციალის მხოლოდ კომერციული და მონეტარული კრიტერიუმებით შეფასება მცდარად და მოძველებულად ითვლება, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებისთვის იყო დამახასიათებელი.. ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის , როგორიც საქართველოა ასეთ პროექტებს აუცილებლად ექნება გამოუსწორობელი ეკოლოგიური, დემოგრაფიული, სოციალური და კულტურული დანაკარგები. (7)
ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნების კატალოგში გარემოს დაცვის, როგორც დამოუკიდებლად მდგარი მიზნის შეტანა, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საბაზრო ხარვეზებზე რეაგირების მცდელობას წარმოადგენს. გარემოს მზარდმა დაბინძურებამ, რომელიც სცილდება ეროვნულ ფარგლებს, გაამძაფრა იმის შეგნება, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია. სიცოცხლისთვის აუცილებელიბუნებრივი გარემოს დამზოგველ მოპყრობას დღეისათვის უამრავი სამეცნიერო კვლევა თუ პოლიტიკური პროგრამა ეძღვნება. როგორც მდგრადი განვითარების პრონციპთან დაკავშირებულმა დებატებმა ცხადყო, გარემოს დაცვის ალოკაციური ასპექტების გვერდით, აქტუალური გახდა ასევე ინტრა და ინტერტემპორალური განაწილებაც, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას, როგორც ერთი თაობის ფარგლებში, ასევე თაობებს შორისაც. ვინაიდან, განაწილების მსგავსი ასპექტების შეფასებასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ეთიკური პოზიცია, არ არის გასაკვირი, რომ დღემდე არ არის მიღწეული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მიზნის გამოკვეთილი რაოდენობრივი ასახვა. ცალკეული მიზნების დაზუსტება, როგორც წესი ეფუძნება არა ღირებულებით, არამედ რაოდენობრივ სიდიდეს, რომლებზეც გავლენას ახდენენ ეკონომიკური აქტივობები.
ბუნებრივი გარემო შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც ძირითადი კაპიტალი. რომელიც ეკონომიკური სისტემის ციკლთან უაღრესად მჭიდროდ არის დაკავშირებული. გარემო, ერთი მხრივ გვაწვდის ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელ რესურსებს და მეორე მხრივ, იგი ეკონომიკური პროცესების ნარცენი პროდუქტების მიმღებიცაა. ეკოსისტემის დაზიანების გზით, აღნიშნული ფუნქციის მოშლას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხარჯების გამოწვევა შეუძლია. (11)
ორგანიზაციებს ბევრი რამის გაკეთება შეუძიათ ბუნებრივი გარემოს დასაცავად. ზოგიერთი მათაგანი უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ამას კანონი მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი სოციალურ ვალდებულებებს ასრულებენ. ბუნებვრივი გარემოს შენარჩუნებისათვის ბრძოლამ წარმოშვა ე.წ. მწვანეთა მოძრაობა. დღეს ცივილიზებული მოქმედი კომოპანიები მთავრობის შესაბამის მარეგულირებელ კანონებს გვერდს არ უვლიან. ისინი გარემოსათვის ხელშემწყობ სტრატეგიებს ავითარებენ, რათა ისეთი მსოფლიო ეკონომიკა ჩამოაყალიბონ, რომელიც მხარს უჭერს გარემო პირობების მდგრადობას-ეს არის მცდელობა შეიქმნას მსოფლიო ეკონომიკა, რომელსაც პლანეტა თავისი რესურსებით მუდმივად მხარს დაუჭერს. ასეთი კომპანიები პასუხობენმ მომხმარებელთა მოთხოვნებს უფრო მეტად ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებით. განვიხილოთ მწვანე ორგანზაციების სხვადასხვა გარემოსდაცვითი მიდგომები. სამართლებრივი მიდგომა იმის შესრულებას ითვალისწინებს რასაც კანონი მოითხოვს. ამ შემთხვევაში ორგანიზაციები დაბალ გარემოსდაცვით სენსიტიურობას ავლენენ. როდესაც ორგანიზაცია უფრო სენსიტიური ხდება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, მან შეიძლება მიიღოს საბაზრო მიდგომა და რეაგირება მოახდინოს მისი მომხმარებლების გარემოსდაცვით მოთხოვნებზე. დაინტერესებული მხარის მიდგომით, კომპანია მუშაობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მრავალი დაინტერესებული მხარის, მაგალითად, თანამშრომლების მიმწოდებლების ან საზოგადოების მოთხოვნები. და ბოლოს, თუ ორგანიზაცია იყენებს აქტივისტის მიდგომას, ის ეძებს გზებს დედამიწის ბუნებრივი რესურსების დაცვისთვის. ეს მიდგომა ასახავს ეკოლოგიური სენსიტიურობის უმაღლეს ხარისხს და უჩვენებს სოციალურ პასუხისმგებლობას. (9) (10)
აღნიშნულ სტატიაში ჩემს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა, როგორ როგორ უმკლავდებოდნენ ფირმები თავიანთი ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებას და რეაგირებდნენ თუ არა შესაბამისად ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ყველა ფირმა ვერ შეძლებს გარემოს დაბინძურების გარეშე განახორციელოს მისი საქმიანობა, თუმცა აუცილებელია ფირმის დონეზე მინიმუმანდე იქნას დაყვანილი გარემოს ზარალი. სოციალურ საწარმოებსა და მწვანე მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან ინოვაციური პროდუქტები და ადგილი დაიმკვიდრონ მწვანე ინდუსტრიაში, მოახდინოს შემოსავლებისა და მოგების გენერირება, შექმნან სოციალური სიკეთე და შეარბილონ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მძიმე შედეგები. კომპანიების მართვა შესაძლებელია არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის, არამედ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და კლიმატის ცვლილებებით ამოწვეული ზეგავლენის გარემოზე შემცირების მიზნით. კომპანიებმა, რომლებიც თვლიან, რომ ფინანსურ მოგებასთან ერთად მათი მისია გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვაა, ნარჩენების გადამუშავებით შეძლეს ყველაზე გაყიდვადი პროდუქციის წარმოება და ფინანსური სტაბილურიბის მირწევა. განვიხილოთ წარმატებული მდგრადი ბიზნესმოდელები.
ავეჯის კომპანიამ IKEA, რომელიც ცნობილია მესიჯით -„ნულოვანი ნარჩენები ნაგავსაყრელში“- თვლის, რომ ხარჯეფექტიანობის მისაღწევად კომპანიებმა უნდა გამოიყენონ ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები, რაც გაზრდის მათ კომერციულ შესაძლებლობებს და მოუტანს კორპორაციულ მდგრადობას.
სათამაშო კონსტრუქტორების მწარმოებელმა კომპანიამ, ლეგო ჯგუფმა, რომელიც თანამშრომლობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან(WWF), ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის საწარმოებში სრულად გამოიყენოს განახლებადი ენერგია.
ამერიკული კორპორაცია სტარბაქსი, რომელიც ცნობილია ყავის წარმოებითა და ყავახანების ქსელით, დაარსებიდან სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული. კომპანია აცხადებს, რომ პარტნიორი მწარმოებელი კომპანიები და ფერმერები მათ პროდუქტებს ყველა სტანდარტის დაცვით აწარმოებენ, გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების მიზნით, კომპანია ახდენს ნარჩენების გადამუშავებას და წყლისა და ენერგიის კონსერვაციას. (11)
როდესაც ბიზნესი მეტად სენსიტიურად ეკიდება ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის საკითხს, ის ხშირად გამოსცემს დეტალურ ანგარიშებს მისი გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ. 1300-ზე მეტი კომოანია მთელ დედამიწაზე ნებაყოფლობით წარმოადგენს ასეთ ანგარიშებს საკუთარი ძალისხმევის შესახებ გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის Global Reporting Initiative-ის (GRI) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია (ISO) სტანდარტების დაცვა. ISO 140000-გარემოს დაცვის მენეჯმენტი. (9)
დასკვნა
გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგში. თუმცა მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტი პირდაპირ კავშირშია როგორც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან, ისე სოციალურ სოლიდარობასთან. მდგრადი განვითარება არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უარი თქვას იმ სიკეთეებზე, რომლებიც მას ტექნოლოგიურმა თუ ინდუსრიულმა პროგრესმა მიანიშა. ის უბრალოდ უნდა ეცადოს, ეკონომიკური კეთილდღეობა ისე მოიპოვის, რომ რაც შეიძლება ნაკლდებად დააზიანოს გარემო და მეტად იზრუნოს საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე. მცირე საწარმოს შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, გადამუშავებულის მასალის ხელმეორედ გამოყენება წარმოებაში- ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითაც ეკონომიკური განვითარება არც შეფერხდება , თუმცა არც მომავალი თაობების ინტერესებს დააზარალებს. დღესდღეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდუქციის შეძენისას უპირატესობას ანიჭებს ისეთი ფირმის პროდუქტს, რომელიც ნაკლებს ზიანს აყენებს გარენმოს, ასე რომ, ვფიქრობ, ფირმებმა თავიანთი პასუხისმგებლობით მაქსიმალურად უნდა შეამცირონ გარემოს დაბინძურება და უკიდურეს შემთხვევაში მთავრობებმაც შეიმუშაონ სპეციალური ზომები.
გამოყენებული ლიტერატურა
1. https://mail-attachment.googleusercontent.com/attachment/u/0/?ui=2&ik=e7efefedb1&attid=0.1&permmsgid=msg-f:1693681741119892266&th=17812a91ee042b2a&view=att&disp=inline&realattid=f_km0sq4sr0&saddbat=ANGjdJ_7M_tyRqKOm9mThBS4xu92lBsSW-2TYuLzEgwum9mEVaUbRo8xCnmybb8OtFvKhwZVKWsq7PsbRjY71VpmqMXbre3eeEu1BY4o2_lMXp7QXTrFpFz6GylZFdFSi13CIPB0yBuLBFFjfT37-buwCgIojn40RSQo3nY5F9zBjnzwlW6p9YyO6Usq62zoIeEX7OjLCCfQWTDLWsXrSaXP6iQNgylhzQYff4Tnc5rjq2ztPXrvie48dGaTrAmn4W3Oil5CJ0E8cgl8q-L0Zx6bkZA2W8OBMPPYfuKQFmQH_Uu4L0tbm5mO3V5DxWSF515uyz-YZ4Wv4poW6xRv7xqa6W7v0JnlXr8rU_gtXog-YFDr4r0DmRkmzGqoI5iHx630tsWp26Yj7NpkErNX9EsbUiIqD_QKoUi9ENp7jOUnxXOhwO1lvAFIarrnfptSbLzJ2cTTjhuCC_Ir-KsKoBxfQiDOs0bxfCrTSzRwnO8OxpguYzRp70N28nGfcL22P7YzDBkiehPiU6aTJkEizE_7HoNwngdbOuETNhdeZnr9chf5NkpXRPtd9PbX5tSwXNRBk9oIVddlP-g2s-tG22gJuS5lNzVymxfSj-q9pJ–ZKUlMDrUN5xNplu_c6iW1T7VSikmW6F3jZZs621jrGwzkIxY-4QhV2NeFHRQ9u0PT_p6_nZHLo_jDox8dQU
2.file:///C:/Users/student/Downloads/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90.pdf
3. http://eiec.gov.ge/Main/გარემოს-საინფორმაციო-სისტემა/Environmental-Management-and-Decision-Making-GEO.aspx
4. https://onearmy.earth/news/the-problem-with-fashion-in-2021?fbclid=IwAR0iRyd8BLHxzqXzLbpwlFky-xKAVC8HQh8bSGMxMjgzCwY3-baMuiWIa2o
5.https://greenalt.org/app/uploads/2017/06/%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98_%e1%83%9b%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98.pdf
6. https://ge.boell.org/sites/default/files/uploads/2019/02/okros_sabadostan_cxovrebis_sapasuri.pdf
7. https://www.linkedin.com/pulse/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-giorgi-gvasalia?fbclid=IwAR0EnCAgKCAvqQY0gKiwVrhDe4mFCZk6wYu_NFPRpmUYd0cGtPUJOzjwo2E
8. file:///C:/Users/student/Downloads/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-2.pdf
9. file:///C:/Users/student/Downloads/mb%205-10%20%20MENEJMENTI_compressed.pdf
10. https://greenalt.org/app/uploads/2013/12/mwvane_politika_da_garemos_dacva.pdf
11. https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.marketer.ge%2Fsocialuri-da-mcvane-biznesebi-mdgradi-ganvitarebistvis%2F%3Ffbclid%3DIwAR2zMtoe_7kt3nYVtp-kBiqZVTiVrMuMC_IvZtJ96RzPHpG0EuZuLUtBYqM&h=AT0830QiEn3zgVFQO3yDBlOGSTPPMzjC1gi6yYF7FFuNMgimaQ0uhJlfHLvXUViBhV0JGiyzyKWJCN7hGpMMZubBkovO5CFKx3rbuf_MtENrzz190xPxUjWKC4bVvkgjHlyF