ღვინის ექსპორტი და ეკონომიკური წინსვლა საქართველოში covid 19 პანდემიის პირობებში

ავტორის სტილი დაცულია

ლაშა ლამაზოშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
მესამე კურსის სტუდენტი
Lasha.Lamazoshili106@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ქართული ღვინის ექსპორტი ერთ-ერთ მთავარ მასტიმულირებელ ფაქტორს წარმოადგენს ქართული ეკონომიკისთის. ქართული ვაზის ჯიშებსა  და ღინოს დიდი და მრავალფეროვანია ისტორია აქვს, რაც საშუალებას იძლევა ბაზარზე ფართო ასორტიმენტი წარვადგინოთ და დავაინტერესოთ იმპორტიორი ქვეყნები. აღსანიშნავი ფაქტია მისი წარმადობა და წარმატება. ყოველწლიურად უფრო მეტად იზრდებოდა ექსპორტი და შესაბამისად ჯანსაღდებოდა ქვეყნის ეკონომიკაც. 2020 წლის კოვიდ პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ყველანაირ საქმიანობაზე, თუმცა ქართული ღვინის ექსპორტს თითქმის არ შეხებია. მოცემულ სტატიაში განვიხილავ ქართული ღინოს ისტორიას და ვისაუბრებ მის საექსპორტო საქმიანობებზე სხვადასხვა წლის  მიხედით, ასევე განვიხილავ პანდემიის გავლენას ღვინის ექსპორტზე.

Annotation

Georgian wine export is one of the main stimulating factors for the Georgian economy. The history of Georgian vine varieties and wine is long, which allows us to present a wide range of products on the market and to interest importing countries. A remarkable fact is its productivity and success. In the following years, exports increased and, consequently, the country’s economy became healthier. The Kovid Pandemic of 2020 had a great impact on all activities, but it did not affect Georgian wine exports. In this article I will discuss the history of Georgian wine and its export activities in different years, as well as the impact of the pandemic on wine exports.

მევენახეობას, როგორც სოფლის მეურნეობის დარგს, ვაზის მოვლა-მოყვანის დანიშნულება აქვს. საქართველო მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის გაშენება-მოვლის წესები ცნობილი იყო ძვ. წ. 3200-3300 წლის წინათ. ადგილობრივი მევენახეობის სიძველეზე მიუთითებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვა.[1]

ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობების შეთანწყობა და ვაზის ჯიშთა სიუხვე ქართველ მევენახეს ყოველთვის უქმნიდა პირობას ხანგრძლივი შერჩევის შედეგად მიეღო ისეთი მაღალხარისხოვანი ჯიშები, როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, ციცქა, ცოლიკოური და სხვა. დასახელებული ჯიშებიდან მიღებული პროდუქციით საქართველო სამართლიანად ითვლება მაღალხარისხოვან მეღვინეობის მწარმოებელ ძირითად მხარედ მსოფლიოში.[2]

კახეთი – საქართველოს რაიონებს შორის, მევენახეობის დარგის განვითარებით და პროდუქციის მაღალი ხარისხით დიდ ყურადღებას იმასხურებს.

საქართველოში არც ისე ბევრი ექსკლუზიური და განსაკუთრებული პროდუქტი მზადდება, რომელიც მსოფლიო ბაზრის  სეგმენტზე  იქნება კონკურენტული. ღვინო ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია. ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ქართული ღვინის კულტურა მსოფლიოში უნიკალურია  სხვადასხვა მიზეზით.

პირველი, საქართველო გამოირჩევა ყურძნის ენდოგენური ჯიშების სიუხვით. აქ ხარობს 500 ენდოგენურ ჯიშზე მეტი, რაც მსოფლიოში არსებული ყურძნის ჯიშების 20%-ია.

მეორე, საქართველო ქვევრის ღვინის სამშობლოა. ხის კასრებში, მეტალის ან ბეტონის კონტეინერებში ფერმენტაციის ნაცვლად, როგორც ეს დანარჩენ მსოფლიოში ხდება, საქართველოში ტრადიციულად, ღვინოს აყენებენ თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწაში ინახება. ქვევრები ზომით განსხვავდება, ნახავთ როგორც რამდენიმე ლიტრის, ასევე რამდენიმე ათასი ლიტრის მოცულობის ქვევრებს.  2013 წელს, ქვევრს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.[3]

ღვინის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტი დროთა განმავლობაში იზრდება.  2013 წელს ღვინის ექსპორტის ზრდა 130 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 2014 წელი უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამ წლის 8 თვეში ექსპორტზე გავიდა 118.5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი,  რაც 83%-ით მეტი იყო გასული წლის მაჩვენებლზე.  2012 წელს კვლავ გაიხსნა რუსეთის ბაზარი, არსანიშნავი ფაქტია, რომ რუსეთი ქართული ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა. ასევე აღსანიშნავია ღვინის ექსპორტის ფასის ზრდა 90იანი წლების შუა პერიოდიდან, ამდროს ღვინის ფასი 1 დოლარზე ნაკლებს შსეადგენდა ,ხოლო დღესდღეობით ღვინის ფასმა საშუალო ნიშნულს გადააჭარბა.[4]

2013-დან 2020-მდე ღვინის ექსპორტის ზედა არ შეჩერებულა, არამედ ეს ბაზარი მუდმივად მზარდია. ბაზარზე მოთხოვნა იყო რამდენიმე სახეობის ღვინოზე: საფერავი, რქაწითელი, ქინძმარაული. დროთა განმავლობაში მოთხოვნა იზრდებოდა როგორც სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე, როგორებიცაა: ქისი, მწვანე, უსახელაური, ხვანჭკარა და სხვ.

ბაზარზე ექსპორტის მაჩვენებელი იცვლებოდა ღვინის დაყენების ტეკნოლოგიების მიხედვით.მოთხოვნა იყო როგორც ევროპული მეთდით დამზადებულ ღვინოზე ასევე ბიოლოგიურად სუფთა ღვინოზე.[5]

მიუხედავად, მძიმე პანდემური ვითარებისა, მსოფლიოში, ღვინის ექსპორტი არ შემცირებულა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 2% აღემატებოდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიმდინარე წელს საქართველოდან 19 მილიონამდე ბოთი გავიდა ექსპორტზე. ქვეყანათა რაოდენობა, რომლებმაც ქართული ღვინის იმპორტი განახორციელეს 52-ია. ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 44 მილიონ დოლარს აღწევს. ღვინის ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე რომელთა შორისაცაა: ჩინეთი 29%, ლიეტუვა 38%, ესტონეთი 22%, იაპონია 11%, აშშ 3%, დიდი ბრიტანეთი 2%. ღვინის ექსპორტი ასევე მზარდია სხვა ქვეყნებშიც, ესენია: კანადა, თურქეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი.  საერთო ჯამში ქართული ღინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, თუმცა პანდემიის გამო ქართული ღვინოს საექსპორტო ფასი შემცირებულია 5% ით.[6]

დასკვნა

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება ქართული ღვინის ექსპორტზე გატანა. საქართველო წარმატებით ართმევდა თავს ხარისხის შექმნაში, რაც აისახებოდა მის ექსპორტზე, ყოველწლიურად ქვეყანა ახორციელებდა უფრო და უფრო მაღალი ხარისხის ღვინის ექსპორტს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავათ, საქართველოშ ღვინის ექსპორტი არ შემცირებულა და მაინც წარმატებულად ახერხებდა გაყიდვების გაზრდას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://old.allwine.ge/ka/blog/ras-moicavs-mevenaxis-profesia-da-ra-unda-icodes-kargma-mevenaxem_1049/
  2. http://vinoge.com/mevenaxeoba/mevenaxeoba-kaxeTSi
  3. https://iset-pi.ge/index.php/ka/iset-economist-blog/entry/e1-83-a5-e1-83-90-e1-83-a0-e1-83-97-e1-83-a3-e1-83-9a-e1-83-98-e1-83-a6-e1-83-95-e1-83-98-e1-83-9c-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-94-e1-83-99-e1-83-9d-e1-83-9c-e1-83-9d-e1-83-9b-e1-83-98-e1-83-99-e1-83-a3
  4. https://dspace.tsu.ge/bitstream/handle/123456789/554/Regarding%20the%20success%20and%20prospect%20of%20Georgian%20wine%20on%20the%20world%20market.pdf?sequence=1&isAllowed=y
  5. https://openscience.ge/bitstream/1/222/1/Samagistro%20Chirgadze%20Kobakhiddze.pdf
  6. https://forbes.ge/qarthuli-ghvinis-eqsporti-2021-tslis-pirvel-kvartalshi-2-ith-gaizarda/