საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე
ავტორის სტილი დაცულია
გიორგი აკობია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი
Giorgi.akobia473@eab.tsu.ge
ანოტაცია
მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად, ქვეყნის შიგნით არსებული რესურსებით, უზრუნველყოს მოსახლეობა. საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობები, რადგანაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ სტატიაში ვისაუბრებ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე მის სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობები.
Annotation
International trade is important to many countries around the world, Since no country will be able to provide the population with resources within the country independently. Georgia is one of these countries. Trade relations are especially important for our country, because net exports have a special place in Georgia’s economic growth component. In this article, I will talk about Georgia’s trade relations with its three largest trading partners and I will focus once again on how important trade relations are to us.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებს უმეტესობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრია და მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები ძირითადად ,,უპირატესი ხელშეწყოის რეჟიმის“ საფუძველზე ხორციელდება. დამოუკიდებელ სახელმწიფოათა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან(გამონაკლისია რუსეთის ფედერაცია), თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგულირდება ,,თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ დსთ-ს 1994 წლის მრავალმხრივი შეთანხმებით. ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ორმხრივ ფორმატში რეგულირდება. საქართველო ყოველწიურად ცდილობს გააფართოვოს თავისუფალი ვაჭრობის ,,საზღვრები“, რაც გულისხმობს იმას,რომ გაიზრდება, როგორც იმპორტირებული ასევე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 538.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ. აშშ დოლარს (15.7 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-მაისში, 1 943.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტია. [3]
გრაფიკი #1: საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების წილი ბრუნვაში 2016-2021წწ. იანვარ-მაისში
წყარო: https://www.geostat.ge/ka
2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (758.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (598.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (552.0 მლნ. აშშ დოლარი). [3]
გრაფიკი #2: ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2021 წლის იანვარ-მაისში
წყარო: https://www.geostat.ge/ka
2021 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს 327.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს – მსუბუქი ავტომობილები 165.5 მლნ. აშშ დოლარით ხოლო მესამე ადგილს კი ფეროშენადნობები 144.3 მლნ. აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით წარმოდგენილი იყო შემდეგნაირად: პირველ ადგილზე გვხვდება – მსუბუქი ავტომობილები ,რომლის იმპორტმა 309.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 255.4 მლნ. აშშ დოლარით ხოლო მესამე ადგილს კი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იკავებენ 233.9 მლნ. აშშ დოლარით. [2], [3]
აქვე შევეცდები დეტალურად განვიხილო საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები მის სამ უმსხვილეს პარტნიორ სახელმწიფოსთან.
საქართველო და თურქეთი
2007 წელს, თურქეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა. თურქეთთან თავსუფალი ვაჭრობის ინიციატორი ქართული მხარე იყო. მთავრობა ელოდა, რომ რუსული ემბარგოს შემდგომ ქართული ღვინო 70 მილიონიან ბაზარზე, თურქეთში გადამისამართდებოდა . ხოლო ქვეყანაში კი თურქული ინვესტიციების ,,ბუმი“ დაიწყებოდა. შეხვედრები ასევე გაიმართა 2017 წელს, სადაც ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებებს გაესვა ხაზი და გაფორმდა შეთანხმება 2017-2020 წლებისთვის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის თემაზე. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ,, 25 წლის განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა მიაღწიეს მეგობრულ, კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს, რაც ნაკარნახევია გეოგრაფიით, სტრატეგიული თანამშრომლობის საჭიროებით და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. ორივე მხარე მივიღებთ სარგებელს თანამშრომლობის ყველა მექანიზმიდან და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ჩვენი ურთიერთობების გაფართოებაში.“ [1]
2018 წელს ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა შედგა და შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე. შეთანხმების ფარგლებში კვოტები გაიზარდა თაფლზე (თურქეთში თაფლზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია), ცოცხალ ცხვარზე, თხასა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. აღნიშნული შეთანხმება საქართელოსთვის მომგებიანია, რადგანაც საქართველოს მიეცა საშუალება 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთში.
რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2021 წლის მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები, შავი ლითონის ნარჩენები და ჯართები, კოსტუმები, კომპლექტები და ა.შ. ამ პერიოდში ექსპორტმა შეადგინა $133 290.2 ხოლო იმპორტის მხრივ, წელს, იანვარი- მაისის პერიოდში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის აღსანიშნავია: სამკურნალო საშუალებები, შავი ლითონის მილები, მზა ნაწარმი და ა.შ. იმ დროისთვის იმპორტმა შეადგინა 624 763.1 აშშ დოლარი.
ცხრილი #1: საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
ცხრილი #2: თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
ამრიგად, თურქეთ-საქართველოს პარტნიორობა ორივე მხარისთვის მომგებიანია. ათეული წლებია საქართველო თურქეთისათვის მეტად მნიშვნელოვან პარტნიორად იქცა. თურქეთს სურს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს. ამისთვის მზად არის, გაზარდოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხადრაჭერა. ანკარა თბილისს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გასასვლელ ხიდად განიხილავს.
საქართველო და რუსეთი
რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ამ დროის განმავლობაში იყო დროებითი ,,შეჩერება“ (ემბარგო), თუმცა დღეს მაინც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები წარმატებით მიმდინარეობს. შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო ისტორია.
2006 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დააწესა აკრძალვა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე. ემბარგო მოიხსნა 2013 წელს. იგი ძირითადად ეხებოდა ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტს.
2011 წლის 9 ნოემბერს საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის
მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ. რომლის თანახმადაც, მათ უნდა შეექმნათ სავაჭრო დერეფნები საზღვრის აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და ზემო ლარსის მონაკვეთებზე, რომელთა დასაწყისში და ბოლოში მიმავალი ტვირთების მოძრაობას შვეიცარიული კომპანია გააკონტროლებდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანზიაციაში (WTO) გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. [5]
როგორც ადრე, დღესაც რუსეთი ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება, რასაც ციფრებიც ადასტურებს. მაგალითად, ომიდან 10 წლის თავზე, 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ექსპორტისმიმართულებით რუსეთი 12.8%-ით პირველ ადგილზეა, იმპორტით კი 10.1%-ით მეორე ადგილზე.
რაც შეეხება პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტს, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები; ფეროშენადნობები; სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები; თხილი და სხვა კაკალი. რუსეთიდან კი საქართველოში იმპორტირდება ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სიგარეტები, ელექტროენერგია,
2021 წელს, იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია : ყურძნის ნატურალური ღვინოები, ფეროშენადნობები, მინერალური და მტკნარი წყლები, სპირტიანი სასმელები, ფეროშენადნობები და სხვა. აღსანიშნავია ისიც რომ, ამ პერიოდში 205 320.3 აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე საქართველომ რუსეთში.
ცხრილი #3: საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
იმპორტი- ამ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, სატელეფონო აპარატები და ა.შ. ხოლო იმპორტირებული საქონლის სრული ღირებულება კი $393 406.01-ს შეადგენს.
ცხრილი #4: რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირი მაინც გრძელდება, გაძლიერდა რუსული კაპიტალის აქტიურობა ქართულ ეკონომიკაში, ქართული სამუშაო ძალა კი რუსულ ეკონომიკაში გამოიყენება, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისათვის.
საქართველო და ჩინეთი
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. ის იყო ერთერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და გახსნა საელჩო საქართველოში
ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი დინამიკით ხასიათდება, ყოველწლიურად იზრდება ქართული პროდუქტის ექსპორტი ჩინეთში,რამაც განაპირობა 2017 წლის 13 მაისს პეკინში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც,რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.[4]
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურეობას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, სადაც დაახლოებით 1,4 მილიარდი მომხმარებელია და ამით ქართველ მწარმოებლებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. [4]
რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, მათ შორისაა თაფლი, ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, ლუდი, თხილი, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, მარცვლეული,თევზი, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, ლოკომოტივები, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები და ა.შ.
2021 წლის სტატისტიკა: 2021 წელს, იანვარ-მაისში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირდა $262 487.3-ის ღირებულების პროდუქცია. მათ შორის: ყურძნის ნატურალური ღვინოები, ძვირფასი ლითონის მადნები, მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და სხვა.
ცხრილი #5: საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
ამავე პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირდა $289 560-ის პროდუქცია-გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის და სხვა.
ცხრილი #6: ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
წყარო: https://www.geostat.ge/ka
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ამავდროულად დაამყარა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში. ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,რადგანაც როგორც უკვე აღვნიშნე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ნიშნავს ქართული პროდუქციისა და მომსახურების წვდომას მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე. საქართველოსთვის ჩინეთთან დადებული შეთანხმება იქნება ორმხრივად მომგებიანი, როგორც ექსპორტის თვალსაზრისით ისე საინვესტიციო კუთხითაც, რადგანაც იგი უზრუნველყოფს უფრო მეტი ჩინური ინვესტიციის შემოდინებას საქართველოში და ამასთანავე მოიაზრებს საქართველოში ჩინური გამოცდილების გაზიარებას, ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის ათვისებას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და მომგებიანია.
დასკვნა
ამრიგად, საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას,როგორც წმინდა ექსპორტს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რასაც ბოლო წლების ზრდის მოდელში მისი წვლილი მეტყველებს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას რომ ეკონომიკური ზრდა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუკი სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება ან თუნდაც ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზეც დადებითად აისახება. საქართველოს სავაჭო პარტნიორები ძირითადად ცენტრალური აზრიისა და ევროპის ქვეყნებია (მათ შორის საერთო საზღვრის მქონე ქვეყნებიც), რომლებსაც საქართველოსთან საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვთ. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც ,რომ მიმდინარე წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერებულმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა ექსპორტისა და იმპორტის შემცირება, რაც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს. შედეგად კი რეგიონში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარება შეიქმნება,სწორედ ამიტომ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც მათ ეკონომიკურ სტაბულურობაზე, ისე მათსავე განვითარებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
- http://gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=462&info_id=61126
- https://www.mof.ge/export_importis_informacia
- https://www.geostat.ge
- http://www.economy.ge/?page=news&nw=180&s=saqartvelosa-da-chinets-shoris-tavisufali-vachrobis-shesaxeb-xelshekruleba-gaformdeba
- https://factcheck.ge/ka/story/27394-ghvinis-embargo-moikhsna-ara-ivanishvilis-mier-aramed-im-khelshekrulebis-thanakhmad-romelits-chven-amerikelebis-da-shveitsarielebis-dakhmarebith-rusebthan-2012-tsels-gavaphormeth