სპორტის ინდუსტრიის გავლენა ეკონომიკაზე
ავტორის სტილი დაცულია
ბექა კერესელიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
beqa.kereselidze@gmail.com
ანოტაცია
მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს უყვარს და დაინტერესებულია სპორტით, მისი განსაკუთრებულობისა და იმ უდიდესი სიხარულის გამო, რომელსაც სპორტის სხვადასხვა სახეობა ანიჭებს მაყურებელს.საზოგადოებისთვის სპორტი წარმოქმნის ძლიერ სასიკეთო სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ შედეგებს. სპორტის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი საბაზრო წილი უჭირავს მსოფლიოში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. ამდენად ძალიან საინტერესოა სპორტის ინდუსტრიის გავლენა ეკონომიკაზე სხვადასხვა ჭრილში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. ამ სტატიაში შევეცდები წარმოვადგინო სპორტის ინდუსტრიის დადებითი ზეგავლენა ქვეყნების ეროვნულ ეკონომიკაზე და გავაანალიზო მისი განვითარების პერსპექტივები როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
Annotation
Many people love and are interested in sport all over the world, because of it’s uniqueness and great joy that different kinds of sports give to it’s spectators. The sports industry has a significant market share in the world and contributes to the growth and development of the global economy. Thus it is very interesting to see the impact of the sports industry on the economy on the example of different countries in different parts of the world. In this article I will try to present the positive impact of the sports industry on the national economy of the countries and analyze the expediency of its development both in the world and in Georgia.
სპორტის ინდუსტრია : მისი ეკონომიკური შედეგები
სპორტი ეკონომიკური სექტორის მნიშვნელოვანი სეგმენტია და მოიცავს სპორტულ ტურიზმს, სპორტული პროდუქტებით კომერციულ საქმიანობას, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და შენარჩუნებას, სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას , კვლევასა და განვითარებას, სპორტულ ღონისძიებებს, რეკლამასა და მარკეტინგს და სხვას. ის არის სწრაფად მზარდი დასვენების ინდუსტრიის ნაწილი და გააჩნია ისეთი უპირატესობები, როგორიცაა მზარდი მწარმოებლურობა და ინდივიდუალური და საზოგადოებრივი განვითარება.ეს ინდუსტრია გლობალურ ეკონომიკაზე ახდენს ფართო და პერსპექტიულ ზეგავლენას, რადგან გააჩნია ახლო ურთიერთობა სხვა ისეთ სექტორებთან, როგორებიცაა : განათლება, გართობა, ტურიზმი და უძრავი ქონება. სპორტის ინდუსტრია მიიჩნევა ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს მეინსტრიმულ სექტორად.სპორტის ინდუსტრიასა და მასთან კავშირში მყოფი სექტორები ქმნიან ბევრ განსხვავებულ სამუშაო ადგილს და ბიზნეს შესაძლებლობებს ( ინჟინრები, დეველოპერები, მრწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები, კომენტატორები, სპორტული აღჭურვილობითა და საქონლით მოვაჭრეები და სხვა.).
ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა დიდ ყურადღებას აქცევს სპორტის განვითარებას, რადგან იციან, რომ მისგან ბევრი სოციალური და ეკონომიკური ბენეფიტების მიღებაა შესაძლებელი. და ისინი არ ცდებიან, რადგან სპორტის ინდუსტრიაში ძალიან დიდი მოცულობის ფინანსური ნაკადები მოძრაობს და ამ ბაზრის წლიური ზრდა ზოგიერთი ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდის ტემპებსაც კი აღემატება. 1ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გლობალური მასშტაბით სპორტის ინდუსტრიის მოცულობა ქვეგანყოფილებების მიხედვით 2014 წლის მონაცემებით შემდეგი სახისაა:
1ცხრილის მიხედვით, სპორტული ღონისძიებების ბაზრის ღირებულებამ 80 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2009 და 2013 წლებში დაფიქსირდა 7 პროცენტიანი ზრდა, რაც ბევრი ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდის ტემპს აღემატებოდა.სპორტის ინდუსტრია (ცხრილში მოცემული ძირითადი ბაზრების გათვალისწინებით) წარმოშობს წლიურად 700 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მსოფლიო მსპ-ს 1 პროცენტია.
სხვა კვლევის მიხედვით სპორტის ინდუსტრიის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები გვაქვს 2 :
მიუხედავად განსხვავებული რიცხვებისა, ორივე კვლევით დასტურდება თუ რამხელა ფინანსური სიძლიერე გააჩნია ამ ინდუსტრიას. რაც შეეხება ეკონომიკაზე ზემოქმედებას, ამ მიმართულებით პირველ რიგში განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, სპორტული ღონისძიებები, რომელიც არაპირდაპირი გზით გულისხმობს სპორტულ ტურიზმსაც :
მრავალი ქვეყანა, ქალაქი ან რეგიონი ცდილობს უმასპინძლოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ საქმიანობებს, აგრეთვე მიიღოს დადებითი პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული შედეგები. გადაწყვეტილებების მიმღები პირები ემხრობიან მაღალი ყურადღების მქონე სპორტული ღონისძიებების ჩატარებას თავიანთ ქვეყნებში, რადგან მიღებული შედეგებს ეკონომიკური განვითარების ძლიერი კატალიზატორად მიიჩნევენ. ისეთი სპორტული მოვლენები, როგორებიცაა მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა, იზიდავენ მნიშვნელოვანი რაოდენობის შიდა და საერთაშორისო ტურისტებს, მრავალ ტელევიზიას და კორპორაციების მხრიდან დაფინანსებას. ფაქტორები, რომელთა გამოც ეკონომისტებს ამ ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ : მასპინძელი ქვეყნის ან ქალაქის საინვესტიციო ღირებულების ზრდა ; ახალი ბიზნეს შესაძლებლობები ექსპორტსა და ინვესტიციებში ; ტურისტული ინდუსტრიის გაფართოება და სხვა. ძირითადად ეკონომიკურ შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია სპორტულ ღონისძიებებთან, მოქმედებს ორი ფაქტორი :
- დამოუკიდებელი ლიკვიდური აქტივების შემოდინება ;
- შემოსავალი, რომელსაც ქვეყანა იღებს მომხმარებელთა გაზრდილი დანახარჯების შედეგად.3
ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციები მეგა სპორტული მოვლენების ერთ-ერთი წამყვანი პოზიტიური შედეგებია. ამის ძალიან კარგი მაგალითია 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშები, რომლის მეშვეობით ავსტრალიის მთლიანი სამამულო პროდუქტი 6.3 მილიარდი გირვანქით გაიზარდა, რომლის უდიდესი ნაწილი ინვესტიციების მეშვეობით განხორციელდა. იმავეს თქმა შეგვიძლია საბერძნეთისა და ბარსელონას შემთხვევაშიც. საბერძნეთმა 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების საშუალებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა, რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიის დედაქალაქში ოლიმპიადის მეშვეობით აღმოიფხვრა სატრანსპორტო პრობლემები.3
რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე უფრო ღრმად განვიხილოთ ის ეკონომიკური შედეგები, რომელიც დიდ სპორტულ ღონისძიებებს ახლავს თან :
- 4 ბრაზილია – რიოს ოლიმპიური თამაშები. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრაზილიის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. კვლევის მიხედვით, ოლიმპიადის მიმდინარეობისას შეიქმნა 70 ახალი სასტუმრო, ტურიზმის ინდუსტრიაში განხორციელდა 5 მილიარდი ბრაზილიური რეალის ღირებულების ინვესტიცია, ქვეყანამ 12 თვის განმავლობაში მიიღო 6.6 მილიონი უცხოელი ტურისტი ( წინა წლის მაჩვენებელზე 4.8%-ით მეტი), ტურიზმიდან მიღებული შემოსავალმა შეადგინა $6.2 მილიარდი დოლარი ( წინა წლის მაჩვენებელზე 6.2%-ით მეტი), სასტუმროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ფუქნციონირებამ დაასაქმა დაახლოებით 16 ათასი ადამიანი, მთლიანად დასაქმების წილი ეკონომიკის ზრდაში იყო 82%, გაიზარდა ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 5%-ის შემოსავლები 29.3%-ით, ხოლო ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 5%-ის 19.96%-ით.
- ლატვია – 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. კვლევით დადგინდა, რომ ჩემპიონატმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოიტანა და გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეჯიბრება მხოლოდ 2 კვირა გაგრძელდა.კერძოდ, ბიუჯეტში შევიდა 2.2 მილიონი ევრო გადასახადების სახით, მთლიანად ეკონომიკაზე ამ ღონისძიების ეფექტი 32.8 მლნ. ევრო იყო, ჩემპიონატმა მიიზიდა 86 ათასი ვიზიტორი, რომელთა უმრავლესობა არარეზიდენტი იყო, ვიზიტორების მიერ დახარჯულმა თანხამ 24.6 მლნ. ევრო შეადგინა. 5
- სამხრეთ აფრიკა – 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად ქვეყნის მთლიანი რეალური სამამულო პროდუქტი 509 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, შინამეურნეობების სარგებელმა 769 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 228 მლნ აშშ დოლარი დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებმა მიიღეს, შეიქმნა 130 ათასი ახალი სამუშაო, აშენდა აეროპორტები, დაიგო გზები, გაიზარდა ტურიზმის მასშტაბები, ქვეყანაში შემოვიდა დაახლოებით 450 ათასი ვიზიტორი, რომელთა დანახარჯები 444 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.6
- 7გერმანია – 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. დოიჩე-ველეს სტატიის მიხედვით, ჩატარებულმა სპორტულმა ღონისძიებამ ეკონომიკაზე ძალიან პოზიტიური ეფექტი მოახდინა და ქვეყნის იმიჯი გააუმჯობესა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 -კვირიანმა შეჯიბრებამ გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიას დამატემით 300 მლნ. ევროს ღირებულების შემოსავალი მოუტანა, ასევე შეიქმნა 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდა მეორე კვარტალში 2.4 % იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით8.
თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი არ ემხრობა იმ აზრს, რომ სპორტული ღონისძიებები ყოველთვის დადებით შედეგს ახდენს მასპინძელ ქვეყანაზე, რაც არ არის უსაფუძვლო. არის შემთხვევები, როდესაც სპორტულ ღონისძიებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა ვერ მოახდინეს ეკონომიკის ძლიერ გაჯანსაღება, რაზეც შესაძლოა გავლენა მოახდინა ცუდმა ორგანიზებამ, კორუფციამ, უხარისხო სამუშაოების ჩატარებამ ან უბრალოდ ქვეყნის სიდიდემ და განვითარებულობამ, რის გამოც დიდად არ იგრძნობა ის დადებითი ეკონომიკური შედეგები, რომელიც სპორტულ ღონისძიებები იწვევს. სპორტული ღონისძიებების ჩატარების მოწინააღმდეგეებს მოჰყავთ რამდენიმე არგუმენტი : მაგალითად, მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის მასშტაბები იზრდება ამ პერიოდში, მას მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს, როდესაც ჩეჯიბრება დამთავრდება ტურიზმი ისევ ძველ დონეს დაუბრუნდება, ასევე, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია, ჩატარებული ღონისძიებებისთვის საჭირო ფინანსური სახსრები გადასახადების სახით გაჭირვებულ მოსახლეობას აწვება ტვირთად, რაც ხშირად ხდება დემონსტრაციებისა და პროტესტის მიზეზი.9
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია იმის თქმა, რომ რათა მსგავსი ღონისძიებებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკაზე, პირველ რიგში საჭიროა მისი სწორად ორგანიზება, რესურსების რაციონალური განაწილება, კორუფციის აღმოფხვრა, გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი დონე და რაც მთავარია, მიღებული ბენეფიტების მიმართვა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისკენ.
10ცალკე განხილვის თემაა სპორტული ტურიზმი, რომელიც ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სპორტის ტურიზმი ხელს უწყობს მდგრად იგანვითარების მიზნების მიღწევას. სპორტული ტურიზმის შედარებითი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში : 1) ჩართულობა ფიზიკურ აქტივობებში; 2) ურთიერთქმედებების შესაძლებლობები; 3) განვითარების მაღალი პოტენციალი.
განვიხილოთ ის გზები, რომლის საშუალებით სპორტული ტურიზმი ეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, კერძოდ სიღარიბის დაძლევას, მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, სრულ და პროდუქტიულ დასაქმებას. :
- დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობები : სპორტული ტურიზმი უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლის ზრდას, განსაკუთრებით ნაკლებად პრიბილეგირებული ჯგუფებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია იმუშავოს ინსტრუქტორებად და გიდებად.
- ვიზიტორების ხარჯები : სპორტული ტურისტები უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საშუალოდ ჩვეულებრივი ტურისტი. სპორტული ღონისძიება, მცირე მასშტაბების მქონეც, იზიდავს მის მონაწილეებსა და მაყურებელს, რომლებსაც დანიშნულების ადგილისთვის მოაქვთ ეკონომიკური სარგებელი.სპორტული ტურისტებს აქვთ მიდრეკილება მოინახულონ სხვა სანახაობები, რაც აისახება კიდევ უფრო მეტ ხარჯებში.
- კონკურენტუნარიანობა : სპორტულ ტურიზმს შეუძლია დანიშნულების ადგილის მიმზიდველობისა და კონკუნენტუნარიანობის გაზრდა.ეს ხელს უწყობს ვიზიტორების ხარჯებისა და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის გადიდებას. სპორტული ტურიზმის პროდუქტები და სპორტული ღონისძიებები უზრუნველყოფენ ტურისტების გაბნევას ქვეყნის მასშტაბით. (სპორტული ტურიზმის პროდუქტი მოიცავს განთავსების საშუალებას, ტრანსპორტს, ტურ-ოპერატორებს, სავაჭრო ცენტრებსა და რესტორნებს11.)
სპორტული ტურიზმის საქონელბრუნვა 800 მლრდ. აშშ დოლარს უტოლდება და სექტორი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის 10%-ს შეადგენს, ის წარმოშობს 12-დან 15 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს ყოველ წელს. სპორტული ტურიზმი განვითარებულია დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, დანიაში, შვედეთსა და ფინეთში.12
13 2020 წელს პანდემიამ ეკონომიკის ბევრი სფერო დააზარალა, თუმცა სპორტულ ტურიზმზე გაცილებით ნაკლები ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ ბაზრის ზრდის ტემპი მაინც შემცირებულია 2019 წელთან შედარებით. 2020-2024 წლებისთვის პროგნოზირებენ, რომ ბაზრის წლიური ზრდის ტემპი 12% იქნება, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ ზრდას გულისხმობს.
სპორტის ინდუსტრიის გავლენა ეკონომიკაზე მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მიხედვით :
14, 15დიდი ბრიტანეთი – ინგლისში სპორტის ინდუსტრია ერთ-ერთი განვითარებული სექტორია, საიდანაც ქვეყნის ეკონომიკა 39 მლრდ. ფუნტი-სტერლინგს იღებს. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი მოდის სახალხო სპორტიდან : მილიონობით ადამიანი ყიდულობს ტრენაჟორებს, სპორტულ ტანისამოსს, ფეხსაცმელს, ველოსიპედებს, იხდის სპორტული დარბაზის წევრობის ან მატჩებზე დასწრებისთვის გადასახადებს. სექტორი ეკონომიკას ორი გზით აძლიერებს : 1) პირდაპირი გზა – სამუშაო ადგილების შექმნა, 2)არაპირდაპირი გზა – ჯანდაცვის ხარჯების შემცირება, რაც გამოწვეულია კრიმინალის შემცირებითა და უფრო ჯანმრთელი მოსახლეობის არსებობით. სპორტის ბიზნესში დასაქმებულია 581 ათასი ბრიტანელი, ეროვნული ლიგის, პრემიერ ლიგის სატელევიზიო უფლებების ექსპორტის ღირებულება შეადგენს 1.1 მლრდ. ფუნტ-სტერლინგს, სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ინგლისი წელიწადში 2.8 მლრდ. ფუნტი-სტერლინგს გამოიმუშავებს და ხელს უწყობს 100 ათას ადამიანის დასაქმებას, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ეკონომიკამ მიიღო 28-41 მლრდ. ფუნტი სტერლინგი.
16 ავსტრალია – სპორტის ინდუსტრია ავსტრალიაში მრავალფეროვანი და მოიცავს ფართო ასორტიმენტის სპორტისა და დასვენების და კიდევ უფრო ფართო ეკონომიკურ საქმიანობას. კვლევებით დადგინდა, რომ ავსტრალიის სპორტის ინდუსტრიამ გაყიდვებიდან მიიღო დაახლოებით 32.2 მლრდ. აშშ დოლარი 2016/17 წლებში, რამაც მთლიანი სამამულო პროდუქტში შენატანის სახით 14,4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა და ხელი შეუწყო 128 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს იყო მთლიანი სამამულო პროდუქტის დაახლოებით 0.8% და დასაქმების დონის 1.5%.
უახლესი მონაცემები და პროგნოზი დასაქმებასთან მიმართებით ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზეა მოცემული.
17ესპანეთი – სპორტი დიდ როლს ასრულებს ეკონომიკის წინსვლასა და ქვეყნის პოპულარიზაციაში. მაგრამ ყველაზე დიდი ზეგავლენა გააჩნია ფეხბურთს.კერძოდ, ლა ლიგას. ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში სხვა საუკეთესო ინდუსტრიებზე არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი. ციფრები ნამდვილად საყურადღებოა, ორი მთავარი საფეხბურთო ლიგა უზრუნველყოფს 185 ათას სამუშაო ადგილს, 4.66 მლრდ. აშშ დოლარის გადასახადებს და შემოსავალს, რომელიც მთლიანი სამამულო პროდუქტის 1.37%-ს შეადგენს. 2016-17 წლების სეზონში პროფესიონალური ფეხბურთის ინდუსტრიის შემოსავალი 17.85 მლრდ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ერთი ევროს შემთხვევაში, რომელსაც ლა ლიგა იღბს შემოსავლის სახით, ქვეყნის ეკონომიკას მიეწოდება დამატებით 4.20 ევრო.
საქართველო – ჩვენს ქვეყანაში სპორტის ინდუსტრია და თავად სპორტი ძალიან დაბალ დონეზე იმყოფება. ამჟამად არ არსებობს რაიმე დეტალური კვლევა სპორტის ინდუსტრიის შემოსავლების შესახებ. მაგრამ არსებობს გარკვეული მაჩვენებლები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ინდუსტრიის შესახებ. კერძოდ, 2013-2017 წლებში სპორტულ საქმიანობებთან დაკავშირებული ბიზნესის მოგება საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, რაც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ძალიან კარგად ჩანს.
მოცემულ მაჩვენებლების მიხედვით შემოსავლების წლიური ზრდა დაახლოებით 20% იყო, ხოლო 2017 წელს 88 მლნ. ლარი შეადგინეს. თუმცა ეს სექტორის შემოსავლების მხოლოდ 0.1%-ს შადგენს, რაც ძალიან მიზერულია.
საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში სპორტის განვითრებისთის ზრდის ხარჯებს, რათა დააინტერესოს კერძო სექტორი და მოიზიდოს ინვესტიციები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებში გათვალისწინებულია სპორტის განვითარება, რომელშიც გათვალისწინებულია სპორტული მოედნების აშენება, სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ეფექტიანი მოდელის შექმნა, სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რაც განაპირობებს ქვეყნის პოპულარიზაცისთან ერთად დამატებით ინვესტიციების მოზიდვას, ამ მიზნით საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, ასევე სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა და სხვა.18
მოცემულ დიაგრამაზე ასახულია სახელმწიფო ხარჯები სპორტულ პროგრამებზე 2015-2018 წლებში. ეს ხარჯები მზარდია, რაც ოპტიმიზმის აშუალებას გვაძლევს, მაგრამ საჭიროა წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზარდოს და ბევრი პროგრამა დაემატოს აღნიშნულებს.
დასკვნა :
როგორც სტატიაში გამოჩნდა, სპორტის ინდუსტრია საქონელბრუნვისა და გლობალურ ეკონომიკაზე ზეგავლენის მიხედვით ერთ-ერთი საყურადღებო და მზარდი სექტორია. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ადამიანთა ფიზიკურ აქტივობის ზრდას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ქვეყნების პოპულარიზაციას, ტურიზმის გაფართოებას და მსოფლიოს გაერთიანებას. როგორც ვნახეთ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და არამარტო ისინი სპორტის გავლით მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ სარგებელს იღებენ. საქართველომ უნდა გაიზიაროს მათი გამოცდილება და სპორტის განვითარებისთვის შექმნას შესაბამისი გარემო, წაახალისოს კერძო სექტორი სპორტის ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელებისთვის, გააუმჯობესოს სპორტული ინფრასტრუქტურა, რათა შეძლოს საერთშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარება და ამის მეშვეობით მსოფლიოს დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. საერთაშორისო კვლევით აღმოჩნდა, რომ საქართველო მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დეფიციტის გამო საშუალოდ წლიურად კარგავს 16.8 მლნ. ლარს19. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებსა და უნივერსიტეტებში მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რათა მომავალში გვყავდეს წარმატებული ინდივიდუალური სპორცმენები და გუნდები, რომლებიც არამარტო უკეთ გააცნობენ ჩვენს ქვეყანას მთელს მსოფლიოს, არამედ მოგვიტანენ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სპორტულ ინვენტარის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საწარმოების შექმნა, რაც დაასაქმებს ბევრ ადამიანს, გააუმჯობესებს მათი და ქვეყნის ეკონომიკურ და სავაჭრო მდგომარეობას.
გამოყენებული ლიტერატურა :
- https://www.uwi.edu/uop/sites/uop/files/Value%20and%20benefits%20of%20the%20Sport%20Industry.pdf
- https://www.plunkettresearch.com/statistics/Industry-Statistics-Estimated-Size-Of-The-Entire-Sports-Industry-US-2008-2018/
- https://www.researchgate.net/profile/Gergely_Rathonyi/publication/313478434_Economic_impacts_of_sports_events/links/589c465d92851c942ddc5044/Economic-impacts-of-sports-events.pdf
- https://www.olympic.org/news/olympic-games-rio-2016-economic-legacy
- http://www.baltic-course.com/eng/good_for_business/?doc=114560
- https://scholarworks.wmich.edu/cgi/viewcontent.cgi?article=3609&context=honors_theses
- https://www.dw.com/en/germanys-world-cup-report-hails-economic-social-success/a-2263053
- https://www.germany.travel/media/en/pdf/dzt_marktforschung/Fazit_der_FIFA_WM_2006_PDF.pdf
- https://www.managementstudyguide.com/effects-of-fifa-world-cup-on-economy.htm
- https://webunwto.s3.eu-west-1.amazonaws.com/s3fs-public/2019-09/sporttourismandsdgs.pdf
- https://findanyanswer.com/what-are-the-tourism-products
- https://www.wst-show.com/en/sport-tourism
- https://finance.yahoo.com/news/sports-tourism-market-size-increase-221500147.html
- https://www.great.gov.uk/international/content/about-uk/industries/sports-economy/
- https://www.sportengland.org/why-were-here/economic-development
- https://www.health.gov.au/sites/default/files/documents/2020/05/sports-industry-economic-analysis.pdf
- https://www.insidesport.co/laliga-to-spains-economy-185000-jobs-4-66-bn-taxes-1-37-of-gdp/
- https://www.mof.ge/5261 – თავი მე-5 – სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
- http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/122028/RIA-ENG_final_12-07-2019