როგორი უნდა იყოს საქართველოს რკინიგზა
ალეკო ფანცულაია
ARK COMPUTERS-მა და ფინანსურ ეკონომიკური კონსალტინგის ჯგუფმა – FEG რკინიგზის დეპარტამენტში მისი სრული კომპიუტერიზაციის პროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს რკინიგზაში საფინანსო, საბუღალტრო, ტვირთნაკადების, მგზავრთა გადაყვანის, მარაგნაწილების კომერციულ და სოციალური ვალდებულებების კომპიუტერული აღრიცხვის, მართვის, ოპტიმიზაციის პროექტს წარმოადგენს.
მისი განხორციელების შემთხვევაში საქართველოს რკინიგზაზე კორუფცია და ბიუროკრატული ბარიერები სრულიად მოისპობა, მოხდება ტვირთნაკადების და კლიენტთა მომსახურების ხარისხის, ასევე საწარმოს მოგებისა და საბიუჯეტო გადასახადების ზრდა.
ვესაუბრება რკინიგზის რკინიგზის ფილიალების და შპს-ების მართვის
სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ბესო ჯგერენაია:
რკინიგზა, როგორც ამბობენ, სახელმწიფოა სახელმწიფოში და როგორც სახელმწიფოს სჭირდება განვითარება, ასევე რკინიგზას. ეს უკანასკნელი უნდა განვითარდეს ისე, რომ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. რკინიგზის დეპარტარტამენტმა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და და განვითარების სამინისტროსგან მიიღო რეკომენდაცია “დარგობრივი განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ”, რომელშიც ერთ-ერთი მიმართულება რკინიგზის კომპიუტერიზაცია იყო.
ამ გზაზე პირველი ნაბიჯი რკინიგზის ინფორმაციული კუთხით განვითარება იქნებოდა, მხედველობაში მაქვს მისი სრული კომპიუტერიზაცია. ეს აუცილებელი პირობაა, ვინაიდან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა რკინიგზის დეპარტამენტსა და მის ფილიალებს შორის სწრაფად უნდა ხდებოდეს. ეს თავის მხრივ, გააადვილებს ყველა იმ ოპერაციას, რომელიც რკინიგზაში ხდება. გაიზრდება ტვირთნაკადი, რომლის მომსახურება უფრო იოლ ფორმებში მოხდება და ეს იქნება უდიდესი ნახტომი რკინიგზის რეფორმირების და მოდერნიზების საკითხში. თავის მხრივ, რაც უფრო თანამედროვე იქნება რკინიგზა, მით უფრო მიმზიდველი გახდება იგი უცხოელი ინვესტორებისათვის. ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება რკინიგზის შემოსავლები. ეს ორგანიზაცია დღეს-დღეობით ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია და როგორც მას უწოდებენ, საქართველოს ხერხემალია. ეს მართლაც შესანიშნავი პროექტია, რომელშიც დეტალურად არის მოცემული ყველა ის ღონისძიება, რაც გასატარებელია, პროგრამული თუ ტექნიკური სახით, როგორ უნდა მოეწყოს სათითაოდ ყველა ქვესადგური თუ კვანძი, ყოველივე ეს კი ცენტრალიზებული უნდა იყოს, რათა ადვილი სამართავი იყოს დეპარტამენტიდან.
უფრო კონკრეტულად, როგორია პროექტი და რას ითვალისწინებს იგი?
უნდა მოხდეს საქართველოს რკინიგზის და მასში შემავალი ყველა სტრუქტურის კომპიუტერული გადაიარაღება; შეიქმნება კომპიუტერული საინფორმაციო ბანკი, ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული ქსელი, რომელიც ონლაინის რეჟიმში იმუშავებს, მოისპობა ბიუროკრატული და კორუფციული მექანიზმები, პროექტი მენეჯმენტში სრულ გამჭირვალობას შეიტანს, გამარტივდება ტვირთნაკადების მომსახურება და გაიზრდება მისი მოცულობა, მოხდება მარაგნაწილების, მთლიანად მეურნეობის მართვის ავტომატიზაცია და შესყიდვების, გამჭირვალობლის, ობიექტურობის და ოპტიმიზაციის მიღწევა, ამით მომსახურების გარანტირებულობა და ხარჯების მინიმაცია. გარდა ამისა, კლიენტებთან ურთიერთობის გამარტივება და სრული საერთაშორისო ინტეგრაცია. ფულადი და საბუღალტრო ოპერაციების ავტომატიზაცია და მენეჯმენტისთვის, ოპტიმალური მართვისათვის სრუყოფილი ბანკის შექმნა.
ამ მიზნების მისაღწევად პროგრამა ისახავს მიზნად გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები ოთხ ბლოკად (იხ. სურათი 2):
1) შეიქმნას პროგრამა რკინიგზა კლიენტი, სადაც კლიენტს ტვირთის პატრონს, შეუძლია კომპიუტერით დაუკავშირდეს რკინიგზას. გაიგოს მისთვის საჭირო პირობები და გააკეთოს განაცხადი, აწარმოოს საფინანსო ანგარიშსწორება ბანკი კლიენტის პროგრამის მიხედვით, რათა თავიდან ავიცილოთ ბიუროკრატული ბარიერები, კანონდარღვევები და შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემოებები.
2) შეიქმნას ტვირთნაკადების მონიტორინგის და მართვის პროგრამა, რათა ონლაინ რეჟიმში ქსელის ყველა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ინფორმაცია ნებისმიერი ტვირთის მოძრაობაზე; მოხდეს ავტომატიზაცია, რონოდების მოძრაობის და გზის დატვირთვის ოპტიმიზაცია.
3) ანალოგიურად შეიქმნას მგზავრთა გადაყვანის, მართვის და პროგნოზირების პროგრამა.
4) შემდეგი ამოცანაა სახელშეკრულებო ვალდებულებების სრული მართვა ტვირთების გადაზიდვების მომსახურების კუთხით, ამასთან საერთაშორისო ვალდებულებების მართვა და ინტეგრაციული პროცესების მონიტორინგი.
5) მნიშვნელოვანი ამოცანაა, საფინანსო ბლოკის შექმნა, სადაც შევა, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, მოგება-ზარალი და დივიდენტების მართვის პროგრამა, საბიუჯეტო საგადასახადო, ხელფასების და კადრების, საწარმოების ფონდის მონიტორინგი, გრანტების, დახმარების და სესხების მართვა.
6) ამ ბლოკში არის ასევე პროგრამა ბანკი და კლიენტი და ნაღდი ფულადი ნაკადების მართვა.
7) ძალიან მნიშვნელოვანია იურიდიული ნორმატიული ამოცანების გადაწყვეტა, მენეჯმენტის ბლოკის შექმნით. სადაც შევა, იურიდიული ნორმატიული ბაზის მართვის პროგრამა, კომერციული და ფინანსური მატერიალური განვითარების კონცეფციების პროგრამა, დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მართვის პროგრამა და პიარ-ჯგუფის მართვის პროგრამა.
8) მნიშვნელოვანია ასევე მატერიალური ბაზის და მარაგნაწილების ოპტიმიზაციის ბლოკი. სადაც შედის: რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, სათადარიგო მარაგნაწილების შეძენის და ექსპლუატაციის, აღდგენის სამუშაოთა ავტომატიზაცია. ლიანდაგებისა და უძრავი ქონების და დამხმარე ობიექტების და საკუთარი წარმოების მართვის ოპტიმიზაცია.
როგორ მოხდება ამ ყველაფრის ტექნიკური უზრუნველყოფა?
ამ ამოცანების შესრულება ეყრდნობა, მოდერნიზებულ კომპიუტერულ კომუნიკაციურ ბაზას. პროგრამის მიხედვით შეიქმნება ცენტრალური სერვერი, რეგიონალური ცენტრები და ავტომატიზირებული მართვის ქვეცენტრები.
წარმოდგენილია კომუნიკაციის ვარიანტი:
I ვარიანტში გამოყენებულია თვითონ რკინიგზის ბოჭკოვანი ქსელი.
II ვარიანტში გამოყენებულია სატელიტური ანტენები.
ამ შემთხვევაში მთელი რკინიგზა საქართველოს მასშტაბით ერთიან კომპიუტერულ ქსელს წარმოადგენს. ცენტრების მიხედვით გათვლილია კომპიუტერული პარკი, რომელიც წარმოდგენილია ორ ვარიანტში. ერთი ვარიანტი – ტექნიკური ბაზა ეყრდნობა თანამედროვე კომპიუტერებს და არა ბრენდებს, რომელიც გაცილებით ძვირია. მეორე ვარიანტი ეყრდნობა ბრენდს.
რა შედეგს მოიტანს ამ პროექტის განხორციელება?
რკინიგზაზე კორუფცია და ბიუროკრატული ბარიერები სრულიად მოისპობა, გაიზრდება ასევე, როგორც გითხარით, ტვირთნაკადების ოპტიმიზაცია, ხარჯების მინიმალიზაცია. ამით გაიზრდება საწარმოს მოგება და საბიუჯეტო გადასახადები. შედეგად, იზრდება მომსახურების ხარისხი, მენეჯმენტის ეფექტურობა, გამოირიცხება ყოველგვარი საფინანსო საბიუჯეტო დარღვევები და მსოფლიო გადაზიდვების ბიზნესში ხდება სრული ინტეგრაცია. ამასთან, საერთაშორისო აუდიტის ჩატარების პირობებში რკინიგზა ინვესტორებისათვის მიმზიდველი ხდება, ასევე სხვადასხვა დონორებისათვის. პროგრამის დამთავრების შემდეგ ამ ორგანიზაციის თანამშრომლების სოციალურ-ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ხოლო გადაზიდვები სრულად უსაფრთხო ხდება.
საქართველოს რკინიგზის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ივნისის შუა რიცხვებში რკინგზის რეფორმირების გეგმას წარმოადგენს, რომელშიც წამყვან ადგილს კომპიუტერული გადაიარაღება დაიკავებს. დათო ინოფრიშვილის უპირველესი ამოცანა კონფლიქტის რეგიონებში რკინგზის აღდგენა იქნება.