ჩინეთის რეგიონული განვითარების პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე

ავტორის სტილი დაცულია
ილია ბედინაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის III კურსის სტუდენტი
ilia.bedinashvili186@eab.tsu.edu.ge  

ანოტაცია

სტატიაში განხილული იქნება ჩინეთის რეგიონალური განვითარება თანამედროვე ეტაპზე. დავასახელებთ 2016-2020 წლებისთვის დასახულ მიზნებს, შევეხებით პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებს. საერთო სურათის დანახვას შევძლებთ 2020-21 წლების მონაცემების დახმარებით. სამომავლოდ დასახულ რამდენიმე მიზანს დავასახელებთ და საბოლოოდ შევაჯამებთ მიმდინარე მოვლენებს ჩინეთში რეგიონული თვალსაზრისით.

Annotation

This article discusses modern regional development of China. I will mention 2016 to 2020 years goals and plans. Next, I will emphasize problems caused by a Covid Pandemic. After that, we will see the results based on 2020-21 stats and I will name some future plans about regional development. Then we will sum up current condition of the regions of China.

ჩინეთის რეგიონული პოლიტიკა 2016-2020 წლებისთვის

რეგიონული განვითარების პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის და მისი ტერიტორიების თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნისა და მისი ტერიტორიების სოციალური, ეკონომიკური და რესურსული პოტენციალის გამოყენებით მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისკენ. რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელება გულისხმობს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიზანმიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება ქვეყნისა და მისი ტერიტორიების განვითარების პრიორიტეტებსა და ამ პრიორიტეტების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს დარგების განვითარებასა და არსებული რესურსების შედეგზე ორიენტირებულ განაწილებას.

ჩინეთი მსოფლიოში ნომერ მეორე უდიდესი ეკონომიკის და უმსხვილესი დადებითი სავაჭრო სალდოს მქონე ქვეყანაა, რომლის სავაჭრო პოზიციები და გლობალურ ეკონომიკაში წილი სტაბილურად იზრდება.  გავეცნოთ ჩინეთის მეცამეტე ეკონომიკური განვითარების პერიოდისთვის (2016-2020წ.) დასახულ მიზნებს რეგიონალური განვითარების ჭრილში. ერთ-ერთ მიზნად იყო დასახული პეკინი (ჩრდ. ჩინეთი), ტიანძინი (ჩრდ. ჩინეთი),  ჰებეისა (ჩრდ. ჩინეთი) და მდინარე იანძის ეკონომიკური ქამრის შექმნა. რაც იმას გულისხმობდა რომ ერთმანეთს დაუკავშირდებოდა მდინარის სანაპიროს გავლით ჩრდიოლეთი და სამხრეთი ისევე როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთი, რათა უზრუნველყოფილიყო რეგიონებს შორის თავისუფალი ვაჭრობა , ასევე ხელს შეუწყობდა რეგიონებს შორის რესურსების გადატანას. სამხრეთ და ცენტრალური ჩინეთი ეკონომიკურად ძლიერი რეგიონია, მიზნად იქნა დასახული დასავლეთ რეგიონის განვითარება, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის გამოცოცხლება ეკონომიკური კუთხით, რათა აღმოეფხვრათ განსხვავება რეგიონებს შორის სხვაობის, რაც ისახებოდა იქ მცხოვრები მოსახლეობის ხელფასებსა და ცხოვრების დონეზე. მათი განვითარებისთვის კი დაისახეს შემდეგი მიზნები: ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მდიდარ და ღარიბ რაიონებს შორის კავშირის გაძლიერება, გზების გაყვანა, ყურადღების გამახვილება მწვანე ეკონომიკაზე, წყლის რესურსების მეტად ათვისება და ტურიზმის განვითარება. ყურადღება იქნა გამახვილებული ინოვაციურ განვითარებაზე. რეგიონების ცენტრალური ქალაქების უნივერსიტეტებში,  მაგალითად: შანხაისა და პეკინში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ასეთი ქალაქების მიმდებარე არეალებში ტექნო-პარკების აშენება, იმ ადამიანების ფინანსური წახალისება ვისაც სურვილი აქვს ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის. [1]

2019 წლის დეკემბერში, კოვიდინფექციამ პირველად ჩინეთის ეკონომიკასა და საზოგადოებას დაარტყა. მკაცრი საკარანტინო პირობები, საზღვრების ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა და გარკვეულ პროდუქციაზე დროებითი დეფიციტი სერიოზულ გამოწვევად იქცა. 2020 წლის მძიმე პირველი კვარტალის შემდგომ, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება ეტაპობრივად სტაბილურდებოდა, რასაც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ეტაპობრივი გამოცოცხლებაც ახლდა თან. კოვიდ ინფექციამ რეგიონულ დონეზე განვითარების დიფერენციაცია გამოიწვია. იგი უპირველესყოვლისა ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილებების დიფერენციაციაში, ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სექტორული განახლების სხვადასხვა სიჩქარეებში გამოიხატებოდა. [2]

მიმდინარე მდგომარეობა ჩინეთის რეგიონებში

2020 წლის მონაცემებით ჩინეთის რეგიონებს შორის ეკონომიკური ლიდერების სამეული უცვლელი დარჩა: გუანდუნი (სამხ. ცენტრალური ჩინეთი), ძიანსუ (აღმ. ჩინეთი) და შანდუნი (ჩრდ. ჩინეთი).

გუანდუნის პროვინცია ეკონომიკის მოცულობით უკვე 32 წელია ჩინეთის რეგიონებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2020 წელს პროვინციის მშპ-მ პირველად 11 ტრილიონ იუანს გადააჭარბა. გასული წლის საშუალო კურსით დოლარში გადაყვანის შემთხვევაში ეს ციფრი დაახლოებით 1,6 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მაგალითად სამხრეთ კორეის ნომინალურ მშპ-ს აღემატება. შესაბამისად, გუანდუნი რომ დამოუკიდებელი ეკონომიკა იყოს, მსოფლიო რეიტინგებში 10-11 ადგილს დაიკავებდა. ეკონომიკური ზრდის ტემპმა პროვინციაში 2020 წელს 2,3% შეადგინა, რაც ჩინეთის საშუალო მონაცემს ემთხვევა. გუანდუნი ლიდერობს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში. პროვინციის ტერიტორიაზე მაღალი ტექნოლოგიების 14 პარკი ფუნქციონირებს, ხოლო მაღალტექნოლოგიური საწარმოების რიცხვმა 53 ათასს გადააჭარბა. ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების წილი პროვინციის მშპ-ში 25,2% შეადგენს. 2021 წელს დაგეგმილია რეგიონის მშპ-ს „6% მაღალი მაჩვენებლით“ ზრდა.

მეორე ადგილს ეკონომიკის მოცულობით ინარჩუნებს ძიანსუს პროვინცია. მისმა მშპ-მ 10 ტრილიონ იუანს პირველად გადააჭარბა, რაც დაახლოებით 1,49 ტრილიონ დოლარს უტოლდება. ძიანსუს ეკონომიკური ზრდის ტემპმა 2020 წელს 3,7% შეადგინა, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.

 მესამე ადგილი ეკონომიკის მოცულობით, თუმცა უკვე ლიდერებისგან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია შანდუნმა შეინარჩუნა. 2020 წელს მისი მშპ 3,6% გაიზარდა და 7,31 ტრილიონი იუანი შეადგინა. ორივე ამ პროვინციისთვის ეკონომიკის წამყვანი სექტორი მრეწველობაა.

ჩინეთის ყველა რეგიონიდან უარყოფითი მაჩვენებელი მხოლოდ ჰუბეის (ცენტრალური ჩინეთი) პროვინციამ დააფიქსირა, რომლის მშპ 5% შემცირდა. თუმცა კვარტალური მონაცემები აჩვენებს, რომ ვარდნის სიღრმე, რომელიც ეპიდემიამ გამოიწვია, თანდათან მცირდებოდა. 2021 წელს პროვინციას დაგეგმილი აქვს საკუთარი ეკონომიკის 10% ზრდა და ამ ნიშნულს მინიმალურად მიიჩნევს.

შედარებით მაღალი ზრდის შედეგებით მდინარე იანძის საშუალო და მაღალი დინების რაიონში განთავსებულმა პროვინციებმა დაასრულეს. ეს დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სეზონური მუშახელის დიდი რაოდენობა საკუთარი დასაქმების ადგილთან ახლოს ცხოვრობს, რამაც წარმოების პროცესის აღდგენა თებერვლის ბოლოს და მარტში დააჩქარა.

მაღალი ზრდა აჩვენა სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებმა იუნანმა და გუიჯოუმ. ამ პროვინციებს ეპიდემია შედარებით ნაკლებად შეეხო. მნიშვნელოვანი გავლენა მათ ეკონომიკურ ზრდაზე აგრარულმა სექტორმა, უპირველეს ყოვლისა ჩაიმ და თამბაქომ, საკვებმა მრეწველობამ და ელექტროენერგეტიკამ მოახდინა. ეპიდემიამ შეამცირა ჩინეთის მსხვილი მეგაპოლისების, პეკინის და შანჰაის ეკონომიკური განვითარების ტემპები. მათი მშპ-ს ზრდის ტემპმა შესაბამისად 1,2% და 1,7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საშუალოდ ქვეყნის მონაცემები. ამის ძირითადი მიზეზი არის მომსახურების სექტორის ზრდის შემცირება. მკაცრმა ლოქდაუნებმა გაზაფხულზე ეპიდემიის პიკის და ზაფხულში ლოკალური აფეთქებების დროს საკარანტინო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, რამაც ტრადიციული საკონტაქტო მომსახურების კანონზომიერი ვარდნა გამოიწვია. 2021 წლისთვის პეკინმა და შანჰაიმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად „6% მაღალი“ ნიშნული დაისახა და აქცენტი მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ მომსახურებაზე გადასვლაზე გააკეთა. [3]

სამომავლო გეგმები

ჩინეთისკომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად მიზნად უნდა იქნას დასახული სოფლის საყოველთაო აღდგენა და სოფლის მეურნეობის დაჩქარებული მოდერნიზაცია. დოკუმენტში განსაზღვრულია აგრარული პოლიტიკის მიზნები 2025 წლამდე. მათ შორისაა: მარცვლეული და სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციით კიდევ უფრო გარანტირებული უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის წარმოების სექტორული და რეგიონული სტრუქტურების ოპტიმიზაცია, აგრარული სფეროს ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის საერთო დონის გაზრდა, შემოსავლებში განსხვავების შემცირება სოფლის და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის, რეგიონში სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის პროექტების ვადამდელი დასრულება.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქვეყნის მარცვლეულით მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. უმთავრესი ყურადღება გამახვილებულია მარცვლეულის, მათ შორის სიმინდის, ხორბლისა და ბრინჯის წარმოების ზრდაზე, რისთვისაც „სახელმწიფო მარცვლეულის უსაფრთხოების სექტორული სარტყლის“ შექმნა იგეგმება.

ელექტროქარების და ენერგიის ახალ წყაროებზე მომუშავე ავტომობილების ბაზარი ჩინეთში იზრდება. საერთოეროვნული გეგმის თანახმად, 2025 წელს ჩინეთში გაყიდული ავტომობილების 20% ენერგიის ახალ წყაროებზე უნდა მუშაობდეს. შანჰაის ხელისუფლება უფრო მონდომებულია: ისინი მოითხოვენ, რომ 2025 წლისთვის ყველა ავტობუსი, სატვირთო მანქანა, სახელისუფლებო და საფოსტო ავტომობილები, რომლებიც ქალაქის ცენტრში შედიან, ენერგიის ახალ წყაროებზე მომუშავე მანქანებმა შეცვალონ დაბინძურების დონის შესამცირებლად. ხელისუფლებამ მასტიმულირებელი პოლიტიკის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ახალ ენერგიის წყაროებზე მომუშავე მანქანების მფლობელებს ნომრებს უფასოდ და რიგის გარეშე მისცემენ.

დასკვნა

 მე-13 ხუთწლიანი გეგმის პერიოდში, ჩინეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიებმა და პოლიტიკამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ჩინეთის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას და განახლებას, სტაბილური ეკონომიკური ზრდას ცენტრალურ და დასავლეთ ჩინეთში, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ძველ რევოლუციურ არეალში, ეთნიკური უმცირესობების რაიონებში, სასაზღვრო ტერიტორიებსა და ღარიბ რაიონებში და უზრუნველყო უფრო კოორდინირებული განვითარება რეგიონებს შორის. მიუხედავად შესანიშნავი მიღწევებისა, ჩინეთის კოორდინირებული რეგიონული განვითარება კვლავ აწყდება ისეთი პრობლემებს, როგორიცაა არაბალანსირებული ეკონომიკური ზრდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ჩინეთს შორის, რეგიონებს შორის ინოვაციური შესაძლებლობების დიდი ხარვეზები, ძირითადი საჯარო სერვისების თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის სირთულეები და ლურჯი ეკონომიკის ნელი ზრდა. ჩინეთში რეგიონული განვითარების განსახორციელებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ამჟამად არის კოორდინირებული და მაღალი ხარისხის რეგიონული განვითარების ხელშეწყობა და ახალი ნიმუშის შექმნა, რომელიც დაეხმარება ამ განვითარებას უკეთესი გახდეს ხარისხის, ეფექტურობის, სამართლიანობისა და მდგრადობის თვალსაზრისით. [4]

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www-jstor-org.lez.tsu.edu.ge:2443/stable/26853904?Search=yes&resultItemClick=true&searchText=regional+development+china&searchUri=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3Dregional%2Bdevelopment%2Bchina%26so%3Drel%26sd%3D2019%26efqs%3DeyJjdHkiOlsiYW05MWNtNWhiQT09Il0sImRpc2MiOltdfQ%253D%253D&ab_segments=0%2Fbasic_search_gsv2%2Fcontrol&refreqid=fastly-default%3A8ad1ba31f8259fcb42d42ce40321a8b4&seq=2#metadata_info_tab_contents
  2. https://forbes.ge/blogs/chinethis-ekonomika-da-pandemiuri-siakhleebi/
  3. https://1tv.ge/analytics/chinetis-dghiuri-12-02-2021/
  4. https://web-p-ebscohost-com.lez.tsu.edu.ge:2443/ehost/detail/detail?vid=0&sid=27d24af0-bcbe-4f0d-9902-c0a64f014ba7%40redis&bdata=JnNpdGU9ZWhvc3QtbGl2ZQ%3d%3d#AN=1895517&db=eoh