კრიპტოვალუტის თანამედროვე ტენდენციები

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ მამულაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსის სტუდენტი
mamuladzemari13@gmail.com

ანოტაცია

მსოფლიო ეკონომიკა მუდმივად ვითარდება და იცვლება. სწორედ ამ უწყვეტი პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კრიპტოვალუტა,რომელიც ვალუტის ელექტრონული სახე და ამასთან თანამედროვე სამყაროს უდიდესი  გამოწვევაცაა.ძალიან ბევრ გულშემატკივართან ერთად მას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, ამიტომ ის ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია. ფაქტი კი ერთია, კრიპტო არის მომავალის ვალუტა და დიდი ალბათობით იგი სრულად ჩაანაცვლებს ქაღალდის ფულს.

Annotation

The world economy is constantly evolving and changing. The most important part of this continuous process is cryptocurrency, which is the electronic face of money, which is also the biggest challenge in the modern world. It has many adversaries and followers.So, it is still a matter of discussion. The fact is that crypto is the value of the future, and most likely it will completely replace ordinary money.

ბიტკოინი,როგორც ყველაზე გავრცელებული კრიპტო

კრიპტოვალუტა არსებობს მრავალი სახის. მათ შორისაა: Bitcoin, Etherium, Solana, Litecoin, Cardano, EOS, და სხვა.  თითოეულს აქვს განსხვავებული სპეციფიკა და ფუნქცია,მაგრამ ამ შემთხვევაში  ვრცლად განვიხილავთ მხოლოდ ბიტკოინს,რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა  2009 წელს და რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ კრიპტოვალუტად.

ნახაზი 1: ბიტკოინის ფასის ცვლილება 2021 წელს


წყარო:https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/

ნახაზ 1-ზე წარმოდგენილია ბიტკოინის ფასის ცვლილება 2021 წლის განმავლობაში. ბიტკოინმა 2021 წელს დაიწყო ვაჭრობა დაახლოებით $ 36 000ით და დაასრულა 69000$-ით.  მოცემულ ნახაზზე ნათლად ჩანს,რომ მაისიდან  სექტემბრამდე ბიტკოინის ფასი იკლებს, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვით. ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებმა აკრძალეს კრიპტო ვალუტის მაინინგის საქმიანობა. ჩინეთი ფლობდა მაინინგის მნიშვნელოვან წილს,ამიტომ კრიპტომაინინგის აკრძალვამ გამოიწვია ბიტკოინის კურსის მასიური შემცირება.  ამრიგად, ბიტკოინმა დაკარგა ღირებულების 50%-ზე მეტი.{1}

ბიტკოინზე ფასის ვარდნას ასევე ხელი შეუწყო ილონ მასკმა.  Tesla-მ შეწყვიტა ბიტკოინის გადახდის მეთოდი ეკოლოგიური შეშფოთების გამო(იხ.ვრცლად https://www.wsj.com/articles/elon-musk-says-tesla-suspends-accepting-bitcoin-for-vehicle-purchases-11620858838). ნახაზს თუ დავაკვირდებით ვნახავთ,რომ  ბიტკოინის ფასი სექტემბერში გაიზარდა, როდესაც მაინერები გადავიდნენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.მან ნოემბერში მიაღწია ყველა დროის ახალ მაჩვენებელს,რომელიც შეადგენდა 69000$-ს.

ბიტკოინი და მთლიანად კრიპტო ბაზარი 2022 წელს დაღმავალი ტრენდით შეხვდა,  რომელიც 2021წლის ნოემბრიდან დაიწყო.   დაღმავალი ტრენდის ფორმა ძალიან წააგავდა კაპიტულაციას. ვარდნა შეიძლება გამოეწვია ბევრ მიზეზს. მაგალითად, როდესაც ბიტკოინმა გადალახა  პიკი ($69000) ხალხი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ბიტკოინმა პარაბოლური ზრდა დაიწყო წინა ბულმარკეტების მსგავსად. ამას დაერთო სეზონური ეფექტი და საბოლოოდ მივიღეთ ფასის ვარდნა.
2022 წლის ბიტკოინისა და საერთოდ კრიპტო ბაზრის მიმართ გავრცელებულია განსხვავებული წინასწარმეტყველებები. ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს რომ კრიპტო ბაზარი 2022 წელს ზრდას განაგრძობს.   მაგალითად, ანალიტიკოსები, ბენჯამინ ქოვენი და ალესიო რასტანი მიიჩნევენ, რომ ბიტკოინს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მათი ვარაუდით პიკი 2022 წლის მესამე ან მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი.  მათი აზრი ასევე  ფასის მხრივაც ემთხვევა. ეს ანალიტიკოსები რჩებიან კონსერვატიულები და ფასის ზრდას საშუალოდ  $120000-დან $150000-მდე ელოდებიან.{2},{3}
ასევე,  არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ბიტკოინის ფასის ზრდას $300000-დან $400000-მდე ვარაუდობენ და  არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ რომ პიკი უკვე იყო ($69000) და ბიტკოინი ამჟამად დაღმავალ ტრენდშია.

კრიპტოვალუტის ორი მხარე

მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ  კრიპტოვალუტა არ არის უნაკლო და დგას ძალიან ბევრი რისკისა თუ საფრთხის წინაშე. შესაბამისად,მას უპირატესობებთან ერთად გააჩნია რიგი უარყოფითი მხარეებიც.{4}
უარყოფითი:

  • კრიპტოვალუტა ნაწილი  პოპულარული ინსტრუმენტია კრიმინალებთან ბოროტი საქმიანობებისთვის, როგორიცაა ფულის გათეთრება და უკანონო შესყიდვები.
  • კრიპტო საცავი, როგორიცაა ბირჟები და საფულეები, შეიძლება გატეხილი იყოს.
  • კრიპტოვალუტა მიმზიდველია ჰაკერებისთვის.

დადებითი:

  • შესაძლებელია გამარტივდეს  გადარიცხვა ორ პირს შორის. ამისათვის საჭირო აღარ იქნება ბანკი და სხვადასხვა საკრედიტო ბარათების კომპანიები.
  • ტრანზაქციები იქნება უფრო სწრაფი ვიდრე ახლა.
  • სწორ დროსა და სწორ კრიპტოვალუტაში გაკეთებული ინვესტიცია იძლევა მოგებას.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს შედეგი, რომ ბიტკოინი შეიძლება გამოიყენონ  ფულის გასათეთრებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცენტრალური ბანკები მთელ მსოფლიოში უფრთხილდებიან ბიტკოინებს, როგორც ვალუტის უკონტროლო და არაპროგნოზირებად ფორმას. კრიპტოვალუტები იწვევს ხარვეზებს ამჟამინდელი ბანკის მონაცემებში,რომელიც ეხება ფულის ტრანზაქციებს და შესაბამისად ეს  გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობების უკონტროლობას.
კრიპტოვალუტამ  ასევე განაპირობა ახალი ბაზრის გაჩენა. ისეთმა ვალუტებმა, როგორიცაა ბიტკოინი,ეთერიუმი და ბევრმა სხვა, გახსნა კარი ახალი ტიპის ბაზრისთვის, რომელსაც დღევანდელი ფულის ბაზრისგან განსხვავებით არავინ აკონტროლებს.
კრიპტოვალუტა  სტიმულს აძლევს მეწარმეებს მთელს მსოფლიოში. ამან კი გაუადვილა მათ  საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევა. შესაბამისად,  გამყიდველებს საშუალება მიეცათ,რომ შექმნან ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ნდობას ბაზრებზე, რომლებიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი და წარმოუდგენელი იყო განვითარებადი ქვეყნებისთვის.
ძალაუფლება, რომელიც გადაეცა მთავრობებს და ცენტრალურ ბანკებს, გადადის მასებზე და შესაძლებელია ვთქვათ,რომ   მას  აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია მიმდინარე ეკონომიკურ სტრუქტურაში და შეცვალოს ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ფუნქციონირება. ასევე, ბიტკოინს ფართო მასშტაბით მიღებას შესაძლებელია მოჰყვეს ფულის პოლიტიზირებაც.

კრიპტო გადასახადები 
 

როგორც სხვა დანარჩენი შემოსავლის წყარო,კრიპტოვალუტაც ექვემდებარება გადასახადების გადახდას,რომელიც  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს დააწესა.
კრიპტოვალუტის გადასახადის განაკვეთი ეფუძნება IRS-ის გადაწყვეტილებას რომლის თანახმადაც, ყველა კრიპტო უნდა განიხილებოდეს როგორც აქციები ან ობლიგაციები.(იხ.ვრცლად www.irs.gov) . აქციების მსგავსად  მხოლოდ იმ შემთხვევაშია  კაპიტალის გადასახადი კრიპტოვალუტაზე, თუ ადამიანები  გაყიდვით ან დახარჯავთ მიიღებენ მოგებას. თუ ისინი განიცდიან ზარალს, ამ ტრანზაქციაზე გადასახადები არ ექნებათ.{5} მაგალითად, თუ იყიდეთ 6000 აშშ დოლარის ღირებულების ეთერიუმი და გაყიდეთ იგი 10000 დოლარად, თქვენი დასაბეგრი კაპიტალის მოგება იქნება 4000 აშშ დოლარი. თუმცა, თუ სანაცვლოდ თქვენ გაყიდეთ იგი 5000 დოლარად, თქვენ არ გექნებოდათ რაიმე გადასახადის ვალი, რადგან თქვენ განიცადეთ ზარალი (1000 აშშ დოლარი).

ცხრილი 1: 2021 წლის მოკლევადიანი კაპიტალის მოგება და მათი გადასახადის განაკვეთი


წყარო:https://taxbit.com/blog/understanding-the-cryptocurrency-tax-rate?fbclid=IwAR1P6eG_bia9Jo_8i4aQR6ejb2yDHn0rr-xAFIm6vijLhDgsFQaZF0Gn4rU

თუ კრიპტოვალუტის მონეტებს აქვს შენახვის ვადა 365 დღე ან ნაკლები, ისინი დაიბეგრება, როგორც ჩვეულებრივი შემოსავალი და დაექვემდებარება მოკლევადიანი კაპიტალის მოგების გადასახადს. ამ შემთხვევაში ეს რიცხვი შეადგენს 10-37%-ს.

ცხრილი 2: 2021 წლის გრძელვადიანი კაპიტალის მოგება და მათი გადასახადის განაკვეთი

წყარო:https://taxbit.com/blog/understanding-the-cryptocurrency-tax-rate?fbclid=IwAR1P6eG_bia9Jo_8i4aQR6ejb2yDHn0rr-xAFIm6vijLhDgsFQaZF0Gn4rU

გრძელვადიანი კაპიტალის მოგების შემთხვევაში ის არის 0-20%მდე და ეფუძნება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთს. ამ დროს კრიპტოვალუტის მონეტების შენახვის ვადა განსაზღვრულია 365 დღეზე მეტი ვადით.

კრიპტოვალუტით გადახდა


შეუძლებელია არ შევეხოთ კრიპტოვალუტის პრაქტიკულ გამოყენებას,რომლით გადახდაც დღეს მსოფლიოს მრავალმა კომპანიამ დანერგა.
 განვიხილოთ ზოგიერთი  მათგანი:
2021 წლის  ნოემბერში Mastercard-მა განაცხადა, რომ მის ქსელში არსებულ პარტნიორებს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს იყიდონ, გაყიდონ და შეინახონ კრიპტოვალუტა ციფრული საფულის გამოყენებით, ასევე დააჯილდოონ ციფრული ვალუტები მათი ლოიალობის პროგრამების ფარგლებში. ეს ნაბიჯი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ და დახარჯონ ჯილდოები კრიპტოვალუტაში და არა ლოიალობის ქულებით.  
ასევე, ხორვატიის სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა Konzum-მა დანერგა კრიპტო ვალუტით გადახდა. 2021 წლის 1 დეკემბერს კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, გადახდის საშუალებად ცხრა კრიპტოვალუტა. ესენია:bitcoin, Ethereum, Bitcoin Cash, EOS, Dai, XRP Stellar,  Tether და USD Coin.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორმა გამოაცხადა, რომ კომპანია ახლა მიიღებს გადახდებს Dogecoin-ში მისი ზოგიერთი პროდუქტისთვის.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Microsoft იღებს ბიტკოინის გადახდებს, რაც გარკვეულწილად ავითარებს ნდობას კრიპტოების გამოყენებაში. ბიტკოინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი სერვისის გადასახდელად, მათ შორის Xbox Live და Skype.
Amazon
უერთდება სხვა ტექნიკური გიგანტების რიგებს, საკუთარი ექსკლუზიური კრიპტოვალუტის საფუძვლის ჩაყრაში.მათი თქმით, ელექტრონული კომერციის კომპანია ჯერ პირდაპირ არ იღებს კრიპტოვალუტებს. თუმცა, შეგიძლიათ შეიძინოთ ამაზონის ვაუჩერები მხოლოდ კრიპტოკომპანიის Bitrefill-ის მეშვეობით.{6}

დასკვნა


ზემოთ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით რთულია რაიმე ცალსახა დასვნის გამოტანა,მაგრამ ცხადია,რომ კრიპტოვალუტის სამომავლო პერსპექტივა ისეთივე კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას,როგორც წინა წლებში. მიუხედავად სხვადასხვა ნაკლოვანებებისა  ის არის მომავლის ვალუტა,რომლის ერთ-ერთი მიზანია მოახდინოს რევოლუცია მსოფლიოს ეკონომიკურ სტრუქტურაში და ჩაანაცვლოს ყველა სხვა გადახდის საშუალება.


  
გამოყენებული ლიტერატურა:
1
. https://www.reuters.com/world/china/china-central-bank-vows-crackdown-cryptocurrency-trading-2021-09-24/
2. https://www.youtube.com/channel/UCRvqjQPSeaWn-uEx-w0XOIg
3. https://www.youtube.com/c/alessiorastani
4. https://www.nibusinessinfo.co.uk/content/advantages-and-disadvantages-using-cryptocurrency
5. https://taxbit.com/
6. https://www.euronews.com/next/2021/12/04/paying-with-cryptocurrencies-these-are-the-major-companies-that-accept-cryptos-as-payment