კორუფცია ჯანსაღი კონკურენციის წინააღმდეგ

ავტორის სტილი დაცულია

ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსისი სტუდენტი.
Tamari.Tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მე, როგორც სტუდენტს, რომელსაც არ აქვს დიდი გამოცდილება შრომის ბაზარზე, მნიშვენლოვან ფაქტად მიმაჩნია კორუფცია, რომელსაც ჯანსაღი კონკურენციის ჩახშობა, ადამიანთა დისკრიმინაცია და რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა მოჰყვება. ვფიქრობ, ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად საჭიროა ჩვენ, ყველამ, ვაკეთოთ ის რაც კარგად გამოგვდის არავის და არაფრის გამო გარდა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი თავისა. შრომის მწარმოებლურობის გაზრდასაც ხომ შრომის დანაწილებით ვახერხებთ, შედეგს კი ვაღწევთ მაშინ როდესაც ღირსეულად და ნაკლები შეცდომებით ვმოქმედებთ. რადგან სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ კორუფციის მიღება, ისევე როგორც მისი განხორციელება ქვეყნის ღალატად მიმაჩნია, სწორედ ასეთი სენსიტიური დამოკიდებულების გამო ამ საკითხის მიმართ, ვისაუბრებ სტატიაში თუ რა შედეგებამდე მივყავართ კორუფციას, როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ მას და რა სიტუაცია არსებობოს ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში.

Annotation

Me, as a student, who do not have any work experience, think that corruption is an important fact and leads to destroy competition, discrimination against people, squandering of resources. I think in order to build a strong country, we must do what we ar good at, and this is what we must do for our country. The future of our country depends on us, that is why I consider the acceptance of corruption as well as its implementation as a betrayal of the country.  Because of such a sensitive attitude towards about this issue, I will talk in the article about the consequences of corruption, how we can fight it and and also the example of Georgia in this regard.

რა არის კორუფცია და რა შედეგებამდე მივყავართ მას

კორუფცია, ეს არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, ასევე, მისთვის ამ კონკრეტული სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.
კორუფციაა, როდესაც სახელმწიფო მოხელე ასაქმებს, ქირაობს და ბიუჯეტის ფულს ისეთ პირს ან ორგანიზაციას უხდის, რომელიც არა ობიექტური კონკურენციის პირობებში, კონკურსის წესით, არამედ პირადი სიმპატიებით ან გამორჩენის მიზნით იქნა არჩეული. სწორედ ამიტომ არის, რომ კორუფციასთან ბროძოლისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეების დანიშვნის და გათავოსუფლების წესებს, აგრეთვე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და ობიექტურობა, და ამ ყველაფერის კონტროლი, უშუალოდ შესაბამისი ორგანოების და საზოგადოების მხრიდან. [1]

კორუფცია ქვეყნის განვითრებას, კარგ მმართველობას და სოციალურ კეთილდღეობას აფერხებს. ის საკმაოდ სერიოზულია უსაფრთხოების სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდ ნაწილს სწორედ ის იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა არსებითი მნიშვნელობის სექტორებს, როგორიც არის ჯანდაცვა და განათლება, ნაკლები რესურსი რჩება, რომელიც მას ძალინ სჭირდება. [2] თანაც თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მდგომარეობას პანდემიის თვალსაზრისით, ნამდვილად დავინახავთ თუ რამდენად მნიშვენლოვანია ახლა ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება.

კორუფცია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მთავარი გამოწვევაა, რასაც შედეგად მოსდევს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საზოგადოების ინტერესებს არ შეესაბამება და ცალკეული პირების ხელში ხდება უკვე პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია. კორუფციის შედეგად ადგილობრივი მოხელეები არაეფექტიანად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებეს, რასაც შედეგად მოსდევს ის, რომ საზოგადოების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება და მიღებული გადაწყვეტილებები გადაწყვეტილების მიმღები და მათთან დაკავშირებული პირების ინტერესების შესაბამისია, რასაც, როგორც უკვე ვახსენე, საჯარო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა მოჰყვება. [5]  და თუ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას მოვიაზრებთ, ვფიქრო, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ბიუჯეტი არამიზნობრივად ვხარჯოთ.

ბრძოლა კორუფციასთან

ანტიკორუფციულ და გაეროს პროგრამაში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი გარემოება – კორუფციასთან ბრძოლა, გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში ხელისუფლების ვალდებულებაა, მაგრამ ასევე, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაც არის, რომ არ დაუშვას კორუფცია, არ მიიღოს მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში და თუ შეიტყობს მსგავსზე, შესაბამის ორგანოს აცნობოს. [1]

ზოგადად, კორუფციის საწინააღმდეგო ზომები, ანტიკორუფცია, მოიცავს სამ ძირითად განზომილებას, ესენია –

  • კეთილსინდისიერება
  • გამჭვირვალობა
  • ანგარიშვალდებულება [2]

ეს ყველაფერი კი თვალსაჩინოდ წარმოდგენილია დიაგრამაზე. (იხილეთ დიაგრამა -1.)

დიაგრამა 1 – კორუფციის საწინააღმდეგო ზომების განზომილებები

წყარო: https://www.civiceducation.ge/ka/lessons/2-26

კეთილსინდისიერების ცენტრის განსაზღვრებით, კეთილსინდისიერება თვისებაა, როდესაც ინდივიდს ან ჯგუფს მტკიცე პრინციპები მართავს, ან როდესაც შეთანხმებულ პრინციპებს და სტანდარტებს იყენებს თავის ყველა ქმედებაში უცვლელად და თანმიმდევრულად, კეთილსინდისიერების დანერგვის ზომები ამ თვისების გასაძლიერებლად არის შექმნილი. ზოგადად კი კორუფციის წინააღმდეგ ზომები, პოზიტიურ და ნეგატიურ პროცედურებს მოიცავს, ანუ მას პრევენციული და კორექციული განზომილებები აქვს, და სწორედ ამ განზომილებებს შეიცავს კეთილსინდისიერების დანერგვის პროგრამები. [2]

მთელი რიგი ზომები არსებობოს იმისათვის რომ კორუფცია თვიდან ავიცილოთ და ვებრძოლოთ. შეიძლება ეს იყოს ნებაყოფლობითი, იძულებითი, პრევენციული ან კორექციული. კეთილსინდისიერების ამაღლების – კორუფციის შემცირების პროგრამების საწყის ეტაპზე, სარისკო სფეროების ძირფესვიანი შეფასება უნდა მოხდეს. ორგანიზაციებმა, მათ შორის  შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრმა, ნატომ და კეთილსინდისიერების ცენტრმა შეიმუშავა და გამოსცა თვითშეფასების კითხვარი, გამკვლევები, ინსტრუმენტები და საინფორმაციო მასალები. ეს ორგანიზაციები უზრუნველყოფენ საინფორმაციო დახმარებას და ტრენინგებს კეთილსინდისიერების პროგრამების პოლიტიკის შემუშვების და განხორციელებისათვის.
     როდესაც მოხდება რისკების შეფასება კორუფციის თვალსაზრისით, შემდეგ ეპატზე სამოქმედო გეგმა და პროგრამა უნდა შეიქმნას, მოგვიანების კი ამ პროგრამის ადაპტირება უნდა მოხდეს კონკრეტული შემთხვევის კონტექსტის და საჭიროებების შესაბამისად. მაგრამ, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში იმ საკითხების ჩამონათვალი გამოდგება, რომელიც უნდა შეფასდეს, მათ შორის – სამუშაო სფერო, ტექნიკა, მეთოდები და საუკეთესო გამოცდილება :

  • კანონის უზენაესობა
  • ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზა
  • ანტიკორუფციული დათქმები
  • აუდიტის ფუნქცია
  • მხილების მექანიზმები და სხვა. [2]

კორუფცია საქართველოში – მნიშვენლოვანი გამოწვევა ქვეყნისთვის

ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხელისუფლება კი ასეთ დროს არ რეაგირებს სათანადოდ. ახლა რაც მოგახსენეთ არც ჩემი აზრია და არც კონკრეტული ადამიანის, ეს არის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრმა“ ჩაატარა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პიეროდში. კვლევაში მონაწილეობა 2087-მა ადამიანმა მიიღო, მთელი ქვეყნის მასშტაბით. [3]
კვლევის თანახმად, გამოკითხულოთა მხოლოდ 1% აღნიშნავს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს. კვლევის შედეგები იხილეთ დიაგრამა 2-ზე.

დიაგრამა 2 – ასახავს პროცენტულ მაჩვენებელს პირებისა, რომლებმაც უპასუხეს კითვას, ბოლო 12 თვის განმავლობაში, მოუთხოვიათ თუ არა მათგან ან მათი ოჯახის წევრებისგან ქრთამი (ფულადი თუ არაფულადი სახის) სახელმწიფო მოსახურებისთვის.

წყარო : https://www.transparency.ge/ge/post/korupcia-sakartveloshi-mnishvnelovan-gamocvevad-rcheba

ასევე, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, გავცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, 21% კი მიიჩნევს რომ არ არის გავრცელებული.[3] კვლევის შედეგების თვალსაჩინოებისთვის იხილეთ დიაგრამა 3

დიაგრამა 3 – ასახავს გამოკითხული პირების პასუხების პროცენტულ მაჩვენებელს კითხვაზე, თუ რამდენად გავრცელებულია ან არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თვიანთი თანამდებობის ბოროტად გამოყენება

წყარო : https://www.transparency.ge/ge/post/korupcia-sakartveloshi-mnishvnelovan-gamocvevad-rcheba

ასევე საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საკითხზე, თუ რამდენად ხდება, ან არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადო გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება [3] გამოკითხულთა პასუხების თვალსაჩინოებისთვის იხილეთ დიაგრამა 4

დიაგრამა 4ასახავს კვლევაში მონაწილეთა პასუხების პროცენტულ გადანაწილებას კითხვაზე, თუ რამდენად ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადო გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება

წყარო: https://www.transparency.ge/ge/post/korupcia-sakartveloshi-mnishvnelovan-gamocvevad-rcheba

გამოკითხულ ადამიანთა 51%-ის აზრით, კორუფციის შემთხვევების სათანადოდო გამოძიება არ ხდება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი 2021

კორუფციის აღქმის ინდექსი, არის ინდექსი, რომელიც ასახელებს ქვეყნებს საჯარო სექტორის კორუფციის აღქმის დონის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია ექსპერტთა შეფასებით . ინდექსის გამოქვეყნება ხდება 1995 წლიდან, ყოველწლიურად, არასამთავრობორ ორგანიზაციის „საერთაშორისი გამჭვირვალობის მიერ“. [6]

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ, 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც ერთი ქულით გაუარესებული შედეგია წინა წელთან შედარებით. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის, ჩვენი ქვეყანა 45-ე ადგილზეა და რეგიონში პირველობასაც ინარჩუნებს.
  „კორუფციის აღქმის ინდექსისი“ ავტორები, საქართელოში კორუფციის მხრივ არსებულ კონტექსტს ახასიათბენ შემდეგნარიად : საქართველოში  სახელმწიფო მიტაცებისა და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემა დგას, რომელიც 55 ქულით ლიდერობს რეგიონში. [4]
 „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია, რომელიც თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუპირებულობის დონეს ზომავს ექსპერტებისა და ბიზნეს სექტორის მოსაზრებებზე დაყრდნობით. [4]
რაც შეეხება უშუალოდ შედეგს, 55 ქულას – იმის გათვალისწინებით, რომ რეიგინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალი დონეა, 55 ქულა საშუალო მაჩვენებლად ითვლება. მაგალითად, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები აღემატება 80-ს.
   საქართელოს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ საგრძნლობლად არ გაუმჯობესებულა, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორემბის სტაგნაციაზე მიუთითებს. იმის პარალელურად, რომ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ტენდენცია, ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში არ განხორციელებულა რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა. ხოლო ის, თუ როგორ იცვლებოდა კორუფციის აღქმის ინდექსი საქართველოში 2012-2021 წლების განმავლობაში, იხილეთ დიაგრამა 5-ზე. სადაც თვალსაჩინოა, რომ ინდექსი 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა ის, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს საშუალო მაჩვენებელს ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში. [4]
 

დიაგრამა 5- კორუფციის აღქმის ინდექსი – საქართველოს შედეგები 2012-2021 წლებში

წყაროhttps://transparency.ge/ge/post/korupciis-agkmis-indeksi-2021-sakartvelos-korupciis-agkmis-indeksi-erti-kulit-gauaresda

ვფიქრობ, საინტერესო იქნება აქვე განვიხილოთ ინდექსის ნიშნული მსოფლიოს მასშტაბით (2021 წელი), ამისათვის იხილეთ დიაგრამა 6, რომელიც ასახავს კორუფციის აღქმის ინდექსის მაჩვენებელს მსოფლიოს მასშტაბით, მუქი ფერის ნიშნულით აღნიშნული რეგიონები შესაბამიას, ძალიან კორიპირებულია, ხოლო ღია ფერით – თავისუფალია კორუფციისაგან.

დიაგრამა 6 – კორუფციის აღქმის ინდექსის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით (2021 წელი)

წყარო : https://worldakkam.com/mexicos-corruption-score-remains-unchanged-in-the-international-index/670673/

ზემოთ განხილული მსჯელობიდან გამომდიანარე, გასაკვირი არ არის რომ ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია მუქი ფერის ნიშნულით, როგორც უკვე ვახსენე, საქართველო რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის, 45-ე ადგილზეა და რეგიონში პირველობასაც ინარჩუნებს.
როგორც ჩანს, ყველაზე ნაკლებად კორუფციას ავსტრალიასა და ევროპის კონტინენტზე ვხვდებით.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ  არც ჩვენს ქვეყანაშია კორუფციის მხრივ სახარბიელო მდგომარეობა, ისევე როგორც თავად კორუფციის მნიშვნელობაა სახარბიელო. ვფიქრობ, კორუფცია მხოლოდ თანამდებობის პირების არასწორი ქმედების ბრალი არ არის, არცერთმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს კორუფციული წინადადებები, რადგან ჩემი აზრით ეს მისი უნებლიე წახალისებაა. გამოსავალი კი კეთილსინდისიერების თვისება მგონია, როდესაც ინდივიდს ან ჯგუფს მტკიცე პრინციპები მართავს. ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია იმის მეტი, რომ შემდეგ წელს მაინც საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსის მნიშვნელობის გაუმჯობესება ვიმედოვნოთ.

გამოყენებული ლიტერატურა :

1. https://www.civiceducation.ge/ka/lessons/2-26
2. https://securitysectorintegrity.com/ka/%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB/
3. https://www.transparency.ge/ge/post/korupcia-sakartveloshi-mnishvnelovan-gamocvevad-rcheba
4. https://transparency.ge/ge/post/korupciis-agkmis-indeksi-2021-sakartvelos-korupciis-agkmis-indeksi-erti-kulit-gauaresda
5. https://rm.coe.int/handbook-georgia-kat/1680793678
6. https://en.wikipedia.org/wiki/Corruption_Perceptions_Index
7. https://worldakkam.com/mexicos-corruption-score-remains-unchanged-in-the-international-index/670673/