ციფრული მარკეტინგი პანდემიის დროს

ავტორის სტილი დაცულია

თინათინ გოლეთიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
tikogoletiani24@gmail.com

 ანოტაცია

ორი წელი  გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ვირუსი გამოჩნდა და დაიწყო გავლენა მთელ მსოფლიოზე.  COVID-19-ის გავლენა, რბილად რომ ვთქვათ, მრავალმხრივი იყო. კორონას დაწყებიდან მთელმა მსოფლიომ განიცადა მრავალი უსიამოვნო შემთხვევა: სოციალური დისტანცირება, ბიზნესის დაქვეითება, კაპიტალის შემცირება, დისტანციური მუშაობა და შეზღუდული მოგზაურობები. COVID-19-ის გავლენა უზარმაზარი იყო. ამან გამოიწვია მრავალი სოციალური ცვლილება და ასევე ცვლილებები მოახდინა ბიზნესის წარმართვაზეც. ციფრული მარკეტინგი რადიკალურად შეიცვალა პანდემიის გამო. ამ სტატიაში აღწერილი იქნება  COVID-19-ის ძირითადი გავლენა ციფრულ მარკეტინგიზე; როგორ შეიცვალა ის ,  ძირითადი მიღწევები და ტენდენციები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბების მცდელობისას, რომელიც მიმართულია პოსტ-COVID-ის მომხმარებლებზე.

 Annotation

Two years have passed since one of the craziest viruses emerged and began to affect countries all over the world. The impact of COVID-19 has been multifaceted, to say the least. Since the beginning of Corona, the whole world has experienced many unpleasantries: social distancing, declines in business, a decrease in capital, remote working, and restricted travelling. The impact of COVID-19 has been huge. It led to many social changes, and also influenced how business is carried out. Digital marketing has changed immensely due to the pandemic. This article will describes the main impact of COVID-19 on digital marketing;  how it has changed, and the key takeaways and trends to keep in mind when trying to form a digital marketing strategy that will appeal to post-COVID consumers.

ციფრული მარკეტინგის მზარდი როლი

კოვიდ 19-ის გავრცელებამ მსოფლიოში ახალი რეალობა წარმოქმნა, ამიტომ მეტ-ნაკლებად ყველას მოგვიწია ძველი ჩვეულებების დავიწყება და სიახლეებთან შეგუება. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არც  ბაზარზე არსებული კომპანიები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ სახლში დარჩენამ ბაზარი დაანგრია.  ფირმებს მოუწიათ ახალი წესით ხელმძღვანელობა და კომპანიები, რომლებიც საუკეთესოდ არიან პოზიციონირებულნი ამ გარემოში გადარჩენისთვის, არიან ისინი, რომლებმაც უკვე დაიწყეს ციფრული ბაზრისკენ სწრაფვა. მიუხედავად ამისა,  ფუნქციონალური ვებსაიტის და ელექტრონული კომერციის არსებობა მხოლოდ ბრძოლის ნახევარია. არანაკლებ მნიშვნელოვანია კლიენტების ამ პროდუქტის გვერდებზე მიყვანის შესაძლებლობა.

 სახლში დარჩენილ მომხმარებელს ჰქონდა მეტი დრო ინტერნეტში გასატარებლად და შესაბამისად კომპანიებსაც მოუწიათ ონლაინ პლათფორმების მაქსიმალურად დახვეწა.  ხოლო, რაც უფრო მეტი ბიზნესი შემოდის ონლაინ ბაზარზე, კონკურენცია  კიდევ უფრო დიდი ხდება. ისეთი ძლიერი კონკურენტების წინააღმდეგ, როგორიცაა Amazon, Walmart და Target, პატარა ბრენდები ონლაინ მყიდველების მოძიებაში გამოწვევის წინაშე დგანან.

  სწორედ ამიტომ,  ციფრული მარკეტინგი გადამწყვეტია ბრენდის აღიარებისა და ბიზნეს ვებსაიტებზე ტრაფიკის გაზრდისას.  ყოვლისმომცველი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია იწყება საძიებო ოპტიმიზებული ვებსაიტის შექმნით და მოიცავს აქტიურ სოციალურ მედიაში ყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცირე კომპანია ფოკუსირებულია ორგანულ მარკეტინგზე, როგორიცაა სოციალური მედია და ტრადიციული კომუნიკაცია, ფასიანი მედია უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებელთა ყურადღებისთვის ონლაინ ბრძოლაში. ეს მოიცავს სოციალური მედიის რეკლამებს და Pay Per Click (PPC) კამპანიებს და მიეკუთვნება ტერმინს საძიებო სისტემის მარკეტინგი (SEM). (1)

ბევრი კომპანია იფიქრებდა იმაზე, თუ რატომ იყო ახლა (Covid19-ის გავცრელებისას) ციფრული მარკეტინგით ექსპერიმენტების დრო და ღირდა თუ არა ამაზე ფულის დახარჯვა გლობალური კრიზისისას.  მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს დანახარჯების გაზრდა შეიძლება არაინტუიციურად ჩანდეს, სწორედ პანდემია და სახლში დარჩენილი მოსახლეობა იყო ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო დრო. პანდემიისას ბევრი კომპანია ამცირებს ბიუჯეტებს და ამცირებს ონლაინ რეკლამის ხარჯებს, CPM განაკვეთები საძიებო მარკეტინგისა და PPC-სთვის რეალურად საკმაოდ დაბალია ხშირ შემთხვევაში. სწორედ შემცირებული კონკურენციისა და ფასების გამოყენებით შესაძლებელია, რომ ,,უმტკივნეულოდ’’  შემოწმდეს ციფრული მარკეტინგის ახალი გზები, როგორიცაა ფასიანი რეკლამები.

    ციფრული მარკეტინგის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდებოდა წლების განმავლობაში. მიუხედავად COVID-19-ის გავრცელების გამო შემცირებული მარკეტინგული ბიუჯეტისა, ციფრული მარკეტინგის არხები ბაზარზე მაინც დომინირებს.

ღონისძიებების უმეტესობა, როგორიცაა ბაზრობები, ვორქშოფები, კონფერენციები, სემინარები და სავაჭრო შოუები, გაუქმდა ან ვირტუალური გახდა. გარდა ამისა, ისევ გაურკვეველი რჩება მომავალში მსგავსი ღონისძიების ბედი. ამასთან, მარკეტოლოგები ეძებენ სხვა ადგილებს თავიანთი ფინანსების დასახარჯად. მათ უნდა გააგრძელონ თავიანთი ბრენდების შექმნა და საჭირო ლიდერებისა და გაყიდვების გენერირება. გარდა ამისა, მომხმარებლები, რომლებიც სახლში დარჩნენ, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსი, მიმართავენ ონლაინ შოპინგს პროდუქტებზე, რომლებსაც ისინი ტრადიციულად ყიდულობდნენ მაღაზიებში. ეს უზრუნველყოფს ონლაინ საცალო ვაჭრობის უკეთეს ანაზღაურებას მათი ონლაინ რეკლამებიდან, რაც დღითიდღე ზრდის ონლაინ მარკეტინგულ ხარჯებს.

  სწორედ ამას ამტკიცებს WARC Data-ის ახალი კვლევაც. კვლევის მიხედვით: Covid-19-ის  წყალობით სოციალური და ელექტრონული კომერციის რეკლამის გაძლიერების გამო,  Amazon, Meta და Alphabet 2025 წლისთვის 1 ტრილიონი დოლარის პოტენციური სარეკლამო ბაზრის ნახევარს შეადგენენ. 2021 წლის შედეგებს WARC მეტეორიულ ზრდას უწოდებს. ბაზრის ღირებულება, 23,8%-ით გაიზარდა წლიურად და 771 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო წლებში, 12.5%-2022 და 8.3%  -2023 წელს .

გარდა ამისა, WARC-ის 1350-ზე მეტი სარეკლამო პროფესიონალის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოველი სამიდან ორი მარკეტერი, რომლებიც უკვე უთმობენ თავიანთი ბიუჯეტის ნაწილს ამაზონს, მოელის, რომ გაზარდონ თავიანთი ხარჯები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. (2)

  ციფრული მარკეტინგი, რომ პანდემიისას მეტად მოთხოვნადი გახდა ამას პირველ და მეორე ცხრილში მოცემულია სტატისტიკაც გვაჩვენებს. ნახაზებზე ასახულია : თვეში – “ციფრული მარკეტინგის კურსების” ძიების მოცულობა. ის იყო თითქმის 60,500- 2019 წლის მაისში (იხ. დიაგრამა 1)  და მან განიცადა მასიური ზრდის ტემპი 49.5%, რაც ნიშნავს 90,500 ძიებას 2020 წლის მაისში, (იხ. დიაგრამა 2) მაშინ როცა პანდემიის პიკზე ვიყავით და  ეს ძიება აგრძელებს ზრდას მანამ, სანამ მას კითხულობთ! (3)

დიაგრამა 1-ციფრული მარკეტინგის კურსების ძიების მოცულობა 2019 წლის მაისში

წყარო: http://www.businessworld.in/article/Covid-19-s-Impact-On-Digital-Marketing-Industry/12-08-2021-400438/

დიაგრამა 2-ციფრული მარკეტინგის კურსების ძიების მოცულობა 2020 წლის მაისში

წყარო: http://www.businessworld.in/article/Covid-19-s-Impact-On-Digital-Marketing-Industry/12-08-2021-400438/

 

გავლენის მარკეტინგი და მორგებული მარკეტინგი

ძნელი წარმოსადგენია სამყარო COVID-19-მდე და კიდევ უფრო რთულია გახსოვდეს, როგორ გამოიყურებოდა გავლენის(ინფლუენსერ მარკეტინგი) მარკეტინგი პანდემიამდე. მაშინ როდესაც, ყველაფერი ჩაიკეტა ბრენდები ეძებდნენ ახალ არხებს თავიანთ აუდიტორიამდე მისაღწევად და სწორედ მაშინ მიაქციეს ყურადღება ინფლუენსერებს.  სწორედ ამის წყალობით, მარკეტერები ისე აფასებენ გავლენის ქვეშ მყოფებს, როგორც არასდროს. 

LTK( liketoknow) -სთან თანამშრომლობის გამო , პანდემიისას ბრენდებმა   40% -ზე მეტის ინვესტიცია მოახდინეს. ამ სავაჭრო აპლიკაციამ 2020 წელს სამნიშნა ზრდა განიცადა, რამაც გამოიწვია 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდვები.

-რა არის ამ ტრანსფორმაციის მიზეზი?

-ადაპტაცია და დივერსიფიკაცია!

ბრენდებმა გააცნობიერეს, რომ მათ უნდა გამოეყენებინათ ონლაინ არხები ჭკვიანურად და სტრატეგიულად, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ შეეძლოთ აუდიტორიაზე გავლენის მოხდენა ციფრული მარკეტინგის გამოყენებით.

კრეატორებმა შეინარჩუნეს და გაზარდეს მიმდევრების ბაზები მათი კონტენტის დივერსიფიკაციის გზით – მაგალითად, სახლის აქტივობებზე ფოკუსირებით ახალ არხებზე, როგორიცაა TikTok-ის პლატფორმა,  მხოლოდ 2021 წელს ინფლუენსერების 45%-იანი ზრდა აქვს. მარკეტოლოგებმა სწრაფად შეამჩნიეს კრეატორების როლი და გააძლიერეს ინვესტიციები მათში. მათ გამოიყენეს გავლენის კონტენტისა და არხების დივერსიფიკაცია ახალი აუდიტორიამდე მისაღწევად. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ონლაინ საცალო გაყიდვების მთლიანი ზრდა 2020 წლისთვის 36% იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2007 წლიდან მოყოლებული ონლაინ საცალო ინდექსის მიხედვით.

Influencer Marketing Hub-ის თანახმად, ბრენდების 56 პროცენტი ახლა ინვესტიციას ახორციელებს გრძელვადიან ურთიერთობებში სანდო და გავლენიან შემქმნელებთან, რაც აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა მათი გავლენის აღქმა პანდემიის შემდეგ.(4)

  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციფრული სამყარო უფრო კონცენტრირებული გახდა და  უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი იწყებს ინტერნეტის გამოყენებას – შეიძლება ითქვას, რომ ეს არის  COVID-19-ის გვერდითი ეფექტი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები უფრო მეტად ექვემდებარებიან მარკეტინგს, და ისწავლეს იმ რეკლამებისა  და მარკეტინგული კამპანიების გაფილტვრა, რომლებიც მათ არ იზიდავს.

ამიტომ მარკეტოლოგებს სჭირდებოდათ ეპოვათ გზა, რომ გამოსულიყვნენ ბრბოსგან და პერსონალიზებული მარკეტინგი გახდა აშკარა ინსტრუმენტი, რამაც გამოიწვია მეტი ჩართულობა და გაყიდვები.

  კვლევის თანახმად, (5) მომხმარებელთა 84%-ს სურს, რომ საძიებო სისტემებმა სრულყოფილად დაადგინონ მათი საჭიროებები და შემცირდეს შედეგები არაუმეტეს 10 არჩევანზე. გარდა ამისა, მომხმარებელთა 70% განიხილავს ციფრული ასისტენტების გამოყენებას, რათა ონლაინ შესყიდვები გამარტივდეს და დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები.

ნათელია, რომ COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული ზემოქმედება არის ის ფაქტი, რომ იმდენად ბევრია ის, რომ მომხმარებლები იტვირთებიან და ხშირად უგულებელყოფენ იმ შეტყობინებებს, რომლებიც მიმართულია უზარმაზარ სამიზნე აუდიტორიაზე და არა უშუალოდ მათზე. ასე რომ, მთავარია თქვენი აუდიტორიის მჭიდრო სეგმენტირება და მიზანმიმართვა მათი საჭიროებების მჭიდროდ დაკმაყოფილების გზით.

ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ შეაგროვოთ საჭირო ინფორმაციები, არის ციფრული პუბლიკაციების შექმნა და თქვენი მკითხველების მოთხოვნა, რომ  შეავსონ ფორმა, სანამ ისინი თქვენს კონტენტზე წვდომას შეძლებენ. ეს საშუალებას მოგცემთ შეაგროვოთ მათზე საჭირო მასალა(მაგალითად: მათი ელ. ფოსტა და სახელი) და თქვენი ელ.ფოსტის მარკეტინგის პერსონალიზაცია მოახდინოთ პირდაპირ მათზე.

ელექტრონული კომერცია

 როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ბიზნესი COVID-19-ის დროს, შეგვიძლია დიდი დარწმუნებით ვთქვათ, რომ ელექტრონულმა კომერციამ მოიპოვა ყველა სარგებელი. ონლაინ გაყიდვები გაიზარდა 32.4%ით 2020 წელს და განაგრძო ზრდა 2021 წელსაც. (6)

  ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ ონლაინ ბიზნესი, რომელიც ყიდის საქონელს, თქვენ ნამდვილად მიიღებთ უფრო მეტ პოზიტიურ ეფექტს, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიებს აქვთ. COVID-19-მა ბევრი რამ გვასწავლა, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ვირუსი გადაეცემა სხვებთან კონტაქტის გზით. ონლაინ შოპინგი ზღუდავდა ამ კონტაქტს და ხალხს უფრო დაცულად აგრძნობინებდა თავს  ყიდვისას, რამაც გამოიწვია ელექტრონული კომერციის გაყიდვების მკვეთრი ზრდა.( გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ექსპერტების UNCTAD-ის თანახმად, ელექტრონული კომერციის სექტორმა აჩვენა “დრამატული” ზრდა ყველა საცალო გაყიდვებში 16 %-დან  19 %-მდე 2020 წელს. (7)

  თუ თქვენ გაქვთ ონლაინ ბიზნესი, თქვენ უპირატესობა გენიჭებათ ციფრული მარკეტიგნის მხრივ, მაგრამ თუ გსურთ დარჩეთ გაყიდვების სათავეში, მაშინ ბევრი ფიქრი დაგჭირდებათ. იყავით ორიგინალური, შეინარჩუნეთ მომხმარებელთა ჩართულობა და დარწმუნდით, რომ მიზანმიმართულ მარკეტინგს აწარმოებთ. შექმენით ციფრული კატალოგი ან ლუქბუქი თქვენი პროდუქციის უნიკალური სახით წარმოჩენისთვის.  მიეცით საშუალება თქვენს კლიენტებს იყიდონ და განახორციელონ შეკვეთები პირდაპირ თქვენი კატალოგიდან ჩაშენებული კალათის ფუნქციით. გაუმარტივეთ მათ ონლაინ შოპინგი და ეცადეთ მისგან მიიღონ სიამოვნება, როგორც ეს ხდება რეალური შოპინგისას.

ციფრული მარკეტინგის საფუძველი: გახდით უფრო სოციალური

  თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ ან გძულდეთ ეს ფაქტი, მაგრამ არ შეიძლება უარყოთ, რომ სოციალური მედია ნამდვილად არის და აქ არის გრძელვადიან პერსპექტივაში. COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი გავლენა არის ის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს მოეთხოვებოდათ სახლში დარჩენა და სხვებთან კონტაქტის შეზღუდვა – მაგრამ ეს სრულებით ამას  არ ნიშნავდა. ადამიანები უფრო და უფრო იყენებდნენ ციფრულ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებს მეგობრებთან, კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად. სოციალური მედიის გამოყენება ახალ დონეზე ავიდა და ძალიან ცნობილი გახდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

  ამჟამად მსოფლიოში 4,88 მილიარდი ინტერნეტ მომხმარებელია, რაც უდრის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 62 პროცენტს. უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა 220 მილიონზე მეტით (+4,8 პროცენტი) გასული წლის განმავლობაში. პანდემიის გამო, მედიის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 400 მილიონზე მეტით (+9,9 პროცენტი) ბოლო 12 თვის განმავლობაში და მიაღწია 4,55 მილიარდს 2021 წლის ოქტომბერში. (8)  გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ადამიანები საშუალოდ დროის 15%-ს ატარებენ სიფხიზლეში, სოციალურ მედიაში.

 პანდემიის დაწყებისას, ბევრმა მცირე ბიზნესმა დაიწყო სოციალური მედიის აქტიური გამოყენება და შექმნა პროფილები თავიანთი ბიზნესისთვის, სადაც მათ შეუძლიათ მარტივად ისაუბრონ თავიანთ მომხმარებლებთან. ამ ბიზნესებმა ისარგებლეს თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიის ამ ცვლილებით და დაინახეს დადებითი ეფექტი. გარდა ამისა, ინსტაგრამმა მოუწოდა ბიზნესებს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებს, რომ მოეხდინათ თავიანთი საქმიანობის მეტი ჩართულობა ციფრულ მარკეტინგში და ასევე მოუწოდა კლიენტებსაც, რომ ხელი შეეწყოთ მცირე ბიზნესებისთვის, რომ პანდემიას არ გაენადგურებინა ისინი. (9)

დასკვნა

კოვიდ 19- ის გავლენამ ციფრულ მარკეტინგზე წარუშლელი კვალი დატოვა და უდიდესი როლი ითამაშა მის განვითარებაში. პანდემიამ ფაქტობრივად აიძულა კომპანიები მიემართათ მარკეტინგის ახალი სახისთვის და დაეწყოთ ონლაინ გაყიდვები. თითქმის ყველა ჩვენგანს შეგვიძენია პანდემიისას ონლაინ რაიმე ნივთი, ისეთი ნივთებიც კი , რომლებსაც ალბათ, მანამდე ონლაინ არასდროს ვიყიდდით, თუნდაც  ნდობის ნაკლებობის გამო. პანდემიამ , როგორც კომპანიები, ასევე მოსახლეობაც მიიყვანა ელექტრონულ მოწყობილებებთან და ძალაუნებურად ჩაითრია ორივე მხარე ყიდვა-გაყიდვის ჯაჭვში. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული მარკეტინგი კორონა ვირუსის დროს იყო კომპანიების მხსნელი გაკოტრებისგან. ბევრი კომპანია პანდემიისას დარწმუნდა ციფრული მარკეტინგის უდიდეს გავლენაში და სწორედ ამ დროს მიაგნო მისთვის ყველაზე ხელსაყრელ გაყიდვების გზას. საბოლოო ჯამში, დარწმუნებით შეიძლება ითვას, რომ ციფრული მარკეტინგის ზრდა კოვიდ 19- ის ძალიან დიდი დადებითი მხარეა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.simplilearn.com/digital-marketing-during-the-pandemic-article
  2. https://www.warc.com/feed
  3. http://www.businessworld.in/article/Covid-19-s-Impact-On-Digital-Marketing-Industry/12-08-2021-400438/
  4.  https://www.warc.com/newsandopinion/opinion/how-influencer-marketing-thrived-during-the-pandemic/en-gb/4304
  5. https://www.business2community.com/consumer-marketing/changes-in-consumer-behavior-during-covid-19-02331693
  6.  https://www.digitalcommerce360.com/article/coronavirus-impact-online-retail/
  7. https://news.un.org/en/story/2021/05/1091182
  8. https://wearesocial.com/uk/blog/2021/10/social-media-users-pass-the-4-5-billion-mark/
  9.  https://business.instagram.com/