კინოინდუსტრიის „ენთერთეინმენთ“ სამყაროს ეკონომიკური ტენდენციები და მისი ცვლილებები COVID-19 პანდემიის დროს
ავტორის სტილი დაცულია
თამარი ფარჩუკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
II კურსის სტუდენტი
Tamari.parchukidze593@eab.tsu.ge
ანოტაცია
კინოს საინტერესო, ჯადოსნური და ტიტანური ინდუსტრია სულ რაღაც 125 წლისაა. ხელოვნების ყველაზე ახალგაზრდა სფეროდ წოდებული სამყარო ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ინდუსტრიაა მსოფლიოსთვის. 2019 წლის მონაცემებით კი მისი ღირებულება $136 მილიარდად იყო შეფასებული. ამ სტატიაში მსურს განვიხილო მის, როგორც გასართობი (ანუ „ენთერთეინმენთ“ სამყაროს) ეკონომიკურ ტენდენციებზე და სხვა სფეროების მსგავსად, როგორ იქონია მასზე გავლენა მსოფლიო COVID-19 პანდემიამ.
Annotation
The beautiful, miraculous, gigantic and interesting world of cinematography is only 125 years old. Considered to be the youngest field in modern art, cinema is one of the most profitable industries in the world. According to 2019 stats, its net worth accumulated up to whopping $136 million. In this article I’d like to talk about its economical tendencies (from the ‘entertainment field’ view) and how COVID-19 pandemic affected it, just like many other worldwide fields.
შესავალი
კინო, ხელოვნების გარდა, არის „ენთერთეინმენთ“, ანუ გასართობი სამყარო, რომელმაც ოფიციალური „დაბადების თარიღი“ ჯერ კიდევ ძმები ლუმიერების მიერ 1895 წელს 28 დეკემბერს ნაჩვენები მსოფლიოში პირველი ცნობილი კინოპროგრამისა და „ლა ჩიოტატის სადგურზე მატარებლის შემოსვლის“ ჩვენებიდან აიღო და საოცრად სწრაფი განვითარება გაიარა. ორივე მსოფლიო ომისა და სხვა პოლიტიკური სირთულის პერიოდში, ყველაფერთან ერთად, სწორედ კინო იყო ხალხის მთავარი გასართობი, ყურადღების გადასატანი საშუალება. ამის გარდა ესაა ხელოვნების სინთეზური მედიუმი, რომელმაც დაბადებიდანვე წარმოაჩინა აქტიური კავშირი და პერსპექტივა ბიზნეს-ეკონომიკური გზით განვითარებისკენ (ამის ერთ-ერთი მაგალითი კინოს პროპაგანდისთვის გამოყენება გახდა). ამა და სხვა მიზეზების გამო, შესაბამისად, სახელმწიფო ყოველთვის იყო და არის დაინტერესებული მისი განვითარებითა და ხელშეწყობით. ამაში კი სერიოზული ფინანსები იდება და სერიოზული ფინანსებიც შედის მისი წარმატებული გაყიდვის შემთხვევაში.
რატომ არის კინო ყველაზე მომგებიანი ბიზნესი და როგორ ხდება კინოს „გაყიდვა“ – წარმატებული ბიზნესის საწყისები და საიდუმლოებები.
“I consume, therefore I am” – ერთ-ერთი ცნობილი პოსტმოდერნული პოსტულატი
კინოსფერომ ყველაზე კარგად შეიმეცნა პოსტმოდერნული სამყაროს მთავარი მოწოდება და ფილოსოფია – კონსიუმერიზმი და „გაყიდვადობა“, რაც გამოიხატება ფრაზაში – „მე მოვიხმარ, შესაბამისად მე ვვარსებობ“ (რენე დეკარტეს ცნობილი გამონათქვამის გადათამაშება). ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით კინო ყველაზე კარგად ითავისებს ამ „მოხმარებას“, ანუ პირველ რიგში კი კინო უნდა „გაიყიდოს“, გაყიდვა და დაინტერესება ბევრნაირად ხდება. აქ შემოდის ბიზნეს-ადმინისტრირების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი – პიარი, რომელიც კინომ კარგად შეითვისა. მისი მას-კულტურული ქმნილებებია: ე.წ. „ვარსკვლავთა სამყარო“, პოპულარულ მსახიობთა სისტემა, განსაკუთრებით კი ჰოლივუდში, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ექცევა. ეს ყველაფერი ქმნის ე.წ. „ფანბაზას“, რომელიც მზადაა მაქსიმალურად ახლოს იყოს ამ ვარსკვლავურ სამყაროსთან. მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში იმართება პრემიერები, მთელი მსოფლიოდან ერთ ქალაქში ხდება ათასობით ფანის თავმოყრა, წარმატებული ფრენჩაიზის შემთხვევაში („ჰარი პოტერი“, „იურული გამყინვარების პერიოდი“. „ვარსკვლავური ომები“ და ა.შ.) ხდება ე.წ. „მერჩის“, ანუ სპეციფიკური სამომხმარებლო პროდუქტების გამოშვება და ამ სამყაროსთან დაკავშირებული ლოკაციების გაცოცხლება“, (ჰარი პოტერის ცნობილი ჰოგვარტსის სასახლე, რომლის ტურისტული ვერსია „იუნივერსალ ფიქჩერსის“ კომპანიის სტუდიაში არის აგებული ან მისი რეალური პროტოტიპი შოტლანდიაში, „დისნეილენდები“ და ა.შ.) – ეს უკანასკნელი ყველა შემთხვევაში მიდის ლოკალურ-საერთაშორისო ტურიზმის ბიზნესთან, ეს კი ნებისმიერ ქვეყანაში, შეირაღების შემდეგ, ყველაზე მომგებიანი და დაფინანსებადი სფეროა. ანუ, იქმნება წარმატებული „დიდი ბიზნესის“ მრავალფეროვანი და პერსპექტიული სისტემა, რომელიც შემოსავლის დიდ ნაწილს განსახღვრავს კულტურის სფეროში.
ამის გარდა, კინოს წარმატება აუცილებლად განისაზღვრება მისი გაყიდვადობით , ანუ რამდენი შევა “box office”-ში, კინოგაქირავებაში. ფილმი წარმატებულია მაშინ, თუ იგი ბიუჯეტს გაყიდვებით გადააჭარბებს.
ე.წ. box office – ანუ კინოგაქირავების მაჩვენებლებში ბოლო დეკადაში უდავო ლიდერობა ე.წ. ბლოკბასტერებსა და სუპერგმირებზე ფილმებს უკავიათ, განსაკუთრებით კინოკომპანია „მარველის“ ინდუსტრიას, რომელმაც შოკური მაჩვენებლები დადო „შურისმაძიებლების“ კინოეპოპეით, ყველაზე მაღალ-შემოსვალიან სიაში ასევე კომპანიების Disney-ისა და Pixar-ის ანიმაციური ფილმები წამყვანები არიან ბაზარზე. [1]
გრაფიკი 1: ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სია 1997-2021 (ვიკიპედიის მიხედვით)
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/List_of_highest-grossing_films
გაყიდვამდე უნდა მოხდეს წარმოება – რა ფული იდება კინოში
კინოს, პირველ რიგში, ეროვნული კინოცენტრი და კინო ასოციაციები/კომპანიები აფინანსებენ. ამაზე მუშაობენ პროდიუსერები, მარკეტინგისა და ფინანსური მენეჯერები, რომელთა მიზანია ფინანსები მოიზიდონ ფილმისათვის და სპონსორები მოიპოვონ.
მსოფლიოში სამი წამყვანი და უდიდესი კინოინდუსტრიები არის:
- ჰოლივუდი (მსოფლიო ფილმების 50.9% მოდის მხოლოდ ჰოლივუდზე და ამერიკულ კინოზე) – 2017 წელს 724 ფილმი გამოუშვა, ყველაზე წარმატებული the Marvel Cinematic Universe გამოდგა, რომელმაც გაყიდვაში $9.8 მილიარდი მოიტანა. სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე ანაზღაურებადი ქალი მსახიობი იყო – Black Widow-ს როლისთვის Marvel’s Avengers – $58.4 მილიონი მიიღო, კაცებში კი ჯორჯ კლუნიმ – $344 მილიონი. [2]. 2020 წლის ბოლოსთვის კინომ დაახლოებით $72.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ამერიკაში კინოსფეროში საშუალოდ 2.5 მილიონი ადამიანია დასაქმებული – რეჟისორებიდან და სცენარისტებ-პროდიუსერებიდან დაწყებული სპეფ-ეფექტების პროფესიონალებისა და ტრაილერების გადაზიდვის კომპანიის წარმომადგენელბით დამთავრებული. ამას დაახლოებით $181 მილიარდი მიაქვს ბიუჯეტიდან. თავად ეს ინდუსტრია დაახლოებით 93 000 დიდი და მცირე ბიზნესით (ფირმები, კომპანიები და ა.შ.) შედგება.[3] ლოკაციები ხშირად პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებად იქცევა. მაგალითად, „შავმა პანტერამ“ ჯორჯიის შტატში გადაღებისას 26.5 მილიონი დოლარი გაიღო, ხოლო 20th Century Fox’s პოპულარულმა სატელევიზიო სერიალმა „This Is Us „ კალიფორნიის ეკონომიკას $61.5 million შესძინა. [3]
2) ჩინეთი – მათი ლოკალური ინდუსტრია ძალიან დიდია და იმხელა პროდუქტს ქმნიან თავიანთი 1.4 მილიარდიანი მოსახლეობისთვის, რომ ამერიკულზე თუ მეტად არა, საკუთარი წარმოება არანაკლებ ღირებულია. ამ ბოლო დროს ჩინეთმა სატელევიზიო ინდუსტრია ამოქაჩა და კორეულ დორამებთან და კინოინდუსტრიასთან ერთად „აზიური პროდუქტებიდან“ ყველაზე გაყიდვადი და წარმატებულ სერიალებსა და ფილმებს აწარმოებს. წლევანდელ ოსკარებზე ქლოე ჭაომ პირველი ოსკარები მოუტანა თავის სამშობლოს. ისინი საკმაოდ კარგად ართმევენ თავს კინოინდუსტრიას „ჰოლივუდის დახმარების გარეშე“. ჩინეთი წელიწადში დაახლოებით 500 მილიონით მეტ ბილეთს ყიდის კინოში, ვიდრე ამერიკაში. 2018-ში 8 მილიარდი კინოს ბილეთი გაიყიდა. 60 079 კინოთეატრში გავიდა ფილმები მარტო 2019-ში. დაფინანსებაც საკმაოდ დიდია. [3]
3) ბოლივუდი – ამ მეორე მილიარდნახევრიან სახელმწიფოში, 2016 წლის მონაცემებით ინდოეთმა ყველაზე მეტი ფილმი აწარმოა მსოფლიოში – მათ 1986 მხატვრული ფილმი გამოუშვეს, აქედან 364 „ბოლივუდში“ იყო წარმოებული. [4] იყო შემთხვევები, როცა ბილეთების გაყიდვით ჩინეთსაც კი გადაუსწრო ინდოეთმა. ხალხი აქტიურად დადის კინოთეატრებში და ქვეყანაც დიდ ფულს იღებს კინო-ინდუსტრიის დაფინანსებაზე, რადგან ეს კარგად გაყიდვადი სფეროა. (თუმცა ბოლო მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ მაინც არ გამომუშავდება საკმარისი თანხა, რათა მსოფლიო კინოსაზოგადოებაში სათანადო კვალი დატოვოს)
4) არ შეიძლება არ ვახსენოთ იაპონური ანიმაციის, ანუ ანიმეს ინდუსტრია იაპონიაში, რომელსაც სერიოზული ფული შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, მილიონობით ფანი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით და სახელმწიფოც დიდსულოვნად აფინანსებს ამ სფეროს. ანიმაციური ფილმებისა და სერიალების გამოშვება იაპონურ კულტურას მთელს მსოფლიოს აკავშირებს – ჯერ მარტო სტრიმინგი და გაქირავება სხვა ქვეყნების საიტებისთვის (Funimation სტუდია, რომელიც ოფიციალურად ახმოვანებს ინგლისურ ენაზე, Netflix და ა.შ.) და შემდეგ, ელემენტარული, ამ ანიმაციების მიხედვით შექმნილი პროდუქტების, ანუ „მერჩის“ გამოშვება. წარმატების შემთხვევაში იმართება კონცერტები და ფან-შეხვედრები არტისტებთან და შემოქმედებით ჯგუფთან (ამერიკაში comic-con ეწოდება ამას). ყველაზე ცნობილი შეხვედრები არის ნარუტოსა და „Attack on Titan”-ის შემოქმედებით ჯგუფთან. 2017-ში 200 მილიარდი იენი გამოიმუშავა ანიმემ, რაც 2016-თან შედარებით ლამის 10%-ით გაზრდილი იყო. [4]
ამრიგად კინო საკმაოდ საინტერესო, შემოსავლიანი და იმედისმომცემი ინდუსტრიაა, რომელიც ხელოვნებასთან ერთად დიდ ენთერთეინმენთ სამყაროს ქმნის და კარგად ამაგრებს ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით დიდი ქვეყნების ეკონომიკას.
რა შეცვალა კორონავირუსმა?
კორონავირუსის ვერაგმა პანდემიამ აბსოლუტურად ყველა სახელოვნებო თუ სამეცნიერო სფერო დააზარალა. მათ შორის კინო ინდუსტრიაც. პირველ რიგში, შეჩერდა გადაღებები, გაუქმდა კინოფესტივალები, ზოგიერთი მათგანი გადაიდო ან ონლაინ-პლატფორმებით ჩატარდა. გადაიდო კინო პრემიერები სამწუხაროდ, დაიხურა კინოთეატრები, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესები. [5] ამერიკულ კინოთეატრებში ჯერ მარტო 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 75%-ით დაეცა:
გრაფიკი 2: ჩრდილოეთ-ამერიკის მასშტაბით კინოგაქირავების მაჩვენებელი – 2019-2020 წლების სტატისტიკა
წყარო: https://www.statista.com/chart/21190/change-in-box-office-earnings-amid-coronavirus-outbreak/ [7]
ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, გლობალურმა კინოინდუსტრიამ 2021 წლის მარტში მილიარდობით (მიახლოებით 10 მილიარდის ოდენობის) ზარალი განიცადა. მარტო ჩინურმა კინომ 2020 წლის მარტისთვის 2 მილიარდი დოლარი დაკარგა [5], თუმცა კინომ, თეატრებთან და სხვა ხელოვნების სფეროებთან და ინდუსტრიებთან შედარებით, მაინც გამონახა ყველაზე ოპტიმალური თვით-გადარჩენის ხერხები და „შედარებით ნაკლებად“ იზარალა – კინოთეატრები სახლებში გადანაცვლდა და ისეთმა სთრიმინგ-პლატფორმებმა, როგორებიცაა „ნეტფლიქსი“, „ჰულუ“, „ამაზონ პრაიმი“ და სხვ. სახლში კომფორტული გართობის ფორმა შესთავაზეს მაყურებელს – ე.წ. binge-watching, სახლის კინოთეატრი და ნეტფლიქსის ფილმები და სერიალები. ასევე კვლავ მოდაში დაბრუნდა ე.წ. „drive-in“-ები – ღია სივრცეში მანქანებიდან ყურება კინოს ეკრანების (ჩვენთან ეს კავეამ მოაწყო). აღსანიშნავია, რომ კინოს ასეთი „ალტერნატიული/ჰიბრიდული ვერსია“ უკვე კარგა ხანია არსებობს და თავისდა წილად სთავაზობს კინოს სამყაროს ორიგინალურ პროდუქტს – ფილმებსა და სერიალებს, რომლებსაც ასობით მილიონ მაყურებელს სთავაზობს და სპეციალური პაკეტებისა და საფასურით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.
პანდემიამ, ერთი მხრივ, გზა გაუხსნა პრაქტიკულ კრეატიულობას, თუმცა, მან უარყოფითი გავლენა იქონია დასაქმებაზე. კინომ, როგორც ბიზნესმა, ძალიან იზარალა, რადგან ძირითადად ესაა სფერო, სადაც ერთზე მეტი ადამიანი მუშაობს, ანუ კინო კოლექტიურად კეთდება და მის შექმნაში თითოეული ადამიანის როლი დიდია. თავშეყრის აკრძალვამ და წარმოებების შეჩერებამ გადაღებების გაუქმება გამოიწვია. შესაბამისად, პირველ რიგში დაზარალდნენ უშუალოდ გადასაღებ მოედანზე მომუშავე ადამიანები: ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი, ასისტენტები – ფრილანსერები (თავისუფლად, უკონტრაქტოდ მომუშავე ადამიანები), რომელთა შემოსავალიც მთლიანად გადაღებებზეა დამოკიდებული. ჰოლივუდში დაახლოებით 120 000-მა ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური, დიდი ბრიტანეთში კი ვარაუდობენ, რომ წელს 50 000 ფრილანსერი სამუშაოს გარეშე დარჩება. [8]
კოვიდ-19 პანდემიამ კინოს დაფინანსების პროცესი უფრო რისკიანი გახადა, რაც ჯანმრთელობის უსაფრთოხებისა და დაზღვევის ხარჯების გაზრდითაა გამოწვეული. დამოუკიდებელ სტუდიებს შეიძლება უფრო გაუჭირდეთ კაპიტალის მოპოვება. ამას კი კინოპროდუქციის მრავალფეროვნების გაუთვალისწინებელი შემცირება შეიძლება მოჰყვეს – ის შიში, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წლიდან არსებობს ინდუსტრიაში მას შემდეგ, რაც „Disney”-მ შეისყიდა მარველი.
კინოექსპერტებმა განსაზღვრეს გზები, რომელთა მიხედვითაც კინოინდუსტრიას შეუძლია შედარებით მსუბუქად გადაიტანოს ეს კრიზისი – უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი და სხვათა შორის, სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები:
- ლიეტუვის მთავრობამ კინოცენტრის მხარდასაჭერად 3.4 მილიონი ევრო გამოყო, კულტურის სექტორის დასახმარებლად გამოყოფილმა თანხამ კი ჯამში 68.3 მილიონი ევრო შეადგინა
- გერმანიის მთავრობამ 15 მილიონი ევრო გამოუყო პროდიუსერებს, დისტრიბუტორებსა და კინოთეატრებს.
- იტალიის მთავრობამ კინოინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებისა და ბიზნესების მხარდაჭერისთვის 130 მილიონი ევრო გაიღო
- Netflix-ისა და პოლონეთის პროდიუსერთა ალიანსის თანამშრომლობით შეიქმნა ფონდი, რომელიც სამუშაოს გარეშე დარჩენილ პოლონურ კინოინდუსტრიაში დასაქმებულ თანამშრომლებს დაეხმარება. Netflix ფონდში 551 000 ევროს ოდენობის დონაციას განახორციელებს. ფონდი მხარს უჭერს შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, რომელთა უმეტესობაც ფრილანსერად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ გლობალურად Netflix-მა $150 მილიონი გამოყო ტელე და კინოწარმოების მხარდასაჭერად. [6]
საქართველოში – COVID 19-ის პანდემიამ და მისმა თანმდევმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობას მათ დასახმარებლად დღემდე არ წარუდგენია გეგმა. თუმცაღა,ქვეყანაში ფუნქციონირებს პროგრამა „გადაიღე საქართველოში,“ რომლის ფარგლებშიც უკვე 28 უცხოური პროექტი განხოციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაღების შემთხვევაში, უკან დაიბრუნონ კვალიფიციური ხარჯების 20-25%. სწორედ ასე გადავიღეთ „ფორსაჟი 9“. [9]
თუმცა კინომ გასულ წელს უკვე მოახერხა ძალების აღდგენა – 2020 წელთან შემოსავლების 78% გაუმჯობესებით რეგულაციების დაცვით ეკრანებმა დაიბრუნეს დარბაზებში მაყურებელი და კვლავაც მარველის ახალი ფილმი, Spider-Man: No Way Home 2021 წლის ყველაზე მაღალ-შემოსავლიანი ფილმი გახდა, რომელმაც 1 მილიარდ დოლაზე მეტი გამოიმუშავა. [5], ეს მონაცემები კი იმაზე ბევრჯერ დიდია, ვიდრე თუნდაც თეატრალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე და სხვა სახელოვნებო სფეროებზე. განახლდა გადაღებები, კინოპრემიერები, ფან-კონცერტები, შეხვედრები – მართალია ჯერ კიდევ არა იმ სახით, როგორებიც პანდემიამდე იყო, მაგრამ კინო სწრაფად იკრებს ძალებს და ემზადება „პოსტ-კოვიდური რენესანსისთვის“.
დასკვნა
კინოს სფერო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნება დიდი შემოსავლის წყაროდ და „ენთერთეინმენთად“ იქცეს და რთულ დროებას გაუძლოს (პანდემიამდე მან ორი მსოფლიო ომი გამოიარა). კინოს არსებობის პირველივე დღეებიდანვე კინოს წარმოებაში თეატრიდან წამოსული რეჟისორების გარდა ყველაზე აქტიურად სწორედ რომ ბუღალტრები მოღვაწეობდნენ, რომლებმაც ჩამოაყალიბეს პროდიუსერის და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიები, რომლებიც სადისტრიბუციო პროცესში არიან ჩართულები და კინოს წარმატებულ ბიზნესად აქცევენ. როგორც უკვე ავღნიშნე, კინოს სფერომ ყველაზე კარგად აითვისა ბიზნეს-ადინისტრირებისა და პიარის ბევრი საჭირო პრინციპი და მას იყენებს პოსტ-მოდერნულ სამყაროში ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად ყოფნას და რთული დროების განმავლობაშიც ეკონომიკურ ტენდენციებში თავისი წვლილის შეტანას. ყველაზე „უხეშად“ რომ ვთქვათ, ადამიანებს პრობლემებისგან გაქცევა სურთ, მათ გართობა სჭირდებათ, შესაბამისად, კინოს მიმართ ინტერესი არ დაიკარგება. კინოს დიდი სამყარო კრიზისის შემდეგაც შეძლებს მსოფლიო ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანას და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კიდევ უფრო საინტერესო ტენდენციების შეთავაზებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://en.wikipedia.org/wiki/List_of_highest-grossing_films
- https://au.finance.yahoo.com/news/bollywood-hollywood-or-chinese-cinema-which-film-industry-makes-the-most-052802841.html
- https://www.motionpictures.org/press/production-of-20th-century-foxs-this-is-us-contributed-over-61-5-million-to-the-california-economy/
- https://bollywoodsociety.com/movies/which-are-the-top-5-film-industries-in-the-world-tap-to-know/
- https://en.wikipedia.org/wiki/Impact_of_the_COVID-19_pandemic_on_cinema