სტუდენტური დასაქმება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
ავტორის სტილი დაცულია
ცერცვაძე თამარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
Tamari.Tsertsvadze109@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
დასაქმების სექტორში სტუდენტებსაც თავის ადგილი უკავიათ, განსხვავება ის არის რომ მათ არ აქვთ სრული განათლების კურსი მიღებული, სწორედ ამიტომ მათ წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. სტატიაში ვსაუბრობ სტუდენტური დასაქმების არსსა და მოტივებზე, დასაქმების პრობლემასა და სტაჟირებაზე, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე.
Annotation
Students also have their place in the employment sector, as for the difference, that they do not have obtain a complete education course, so they are facing challenges. In the article I will talk about student employment and motives, their employment problems and internship, which will be discussed on the example of our country.
სტუდენტური დასაქმების არსი და მოტივი
სტუდენტთა დასაქმება მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სწავლის პროცესში დასაქმდეს და გამოცდილება მიიღოს ისე, რომ ხელი არ შეეშალოთ სწავლის პროცესში. სტუდენტების დასაქმება სწავლის პროცესში მათი შემოსავლის წყარო ხდება რაც მათ საშუალებას აძლევს სწავლის გადასახადი დაფარონ, რომელის სტუდენტების საკმაოდ დიდ ნაწილს მძიმე ტვირთად აწევს.
სახელმწიფომ სტუდენტებისათვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად უნდა შეიმუშაოს პროგრამა, მის მიხედვით კი არასამთავრობო და კერძო სექტორები, რომლებიც სტუდენტებს დაასაქმებენ, სახელმწიფოს მხრიდან უნდა წახალისდეს, ამ შემთხვევაში სტუდენტთა დასაქმება ძირითადად განიხილება მომსახურების სფეროში – კაფე-ბარები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, სავაჭრო ქსელები. წახალისების ერთ-ერთი მექანიზმია, მაგალითად – საგადასახადო შეღავათები, მაგრამ მსგავსი პოლიტიკის შემუშავების მიუხედავად შესაძლოა გადაულახავი ბარიერებიც წარმოიქმნას, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდების ცნობიერებასთან, მათი უმრავლესობა მსგავს სამუშაოზე დასაქმებას არ კადრულობს, ან თაკილობს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ გარანტიები გააჩნიათ მშობლებისგან, რომლებიც აფინანსებენ, სტუდენტთა ცხოვრების წესი კი სწავლის პროცესის სწრაფად დასრულებისკენ არის მიმართული. ხოლო სტუდენტთა ნაწილი, რომელიც თავად ახერხებს საკუთარი სწავლის დაფინანსება, ძირითადად მცირედით არიან დაფინანსებულნი საკუთარი მშობლებისაგან. [1]
უფრო კონკრეტულად შეგვიძლია განვიხილოთ სტუდენტთა დასაქმები მოტივები, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ამისათვის ვფიქრობ, რომ სინტერესო იქნება თუ განვიხილავთ კომპანია IPM-ის მიერ ჩატარებულ კვლევას (2018 წელი), რომლის მიხედვითაც ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმადო დაბალი მაჩვენებელი აქვთ. როგორც კომპანია განმარტავს, საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების ფონზე, სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად ხშირად უწევთ მუშაობაც, მათი მხრიდან შრომის ბაზარზე თავის დამკვირდრების მცდელობას კი სხვადასხვა მიზეზები აქვს. ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა შეძლოს, სხვების მდგომარეობა უფრო სახარბიელოა, რადგან ისინი მუშაობით პროფესიული გამოცდილების მიღებას/დაგროვებას ცდილობენ, ნაწილი კი სტუდენტობის პერიოდში საერთოდ არ მუშაობს. [2]
ასევე, „ევროსტუდენტის“ ფარგლებში დასაქმებულმა სტუდენტებმა უპასუხეს კითხვას, თუ როგორ აღიქვამდნენ ისინი საკუთარ თავს, დასაქმებულად თუ სტუდენტებად, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ქართველი სტუდენტების 70% პირველ რიგში თავს სტუდენტად მიიჩნევს და შემდეგ დასაქმებულად, 30% კი პირიქით ფიქრობს. [2]
ზოგადად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტთა დასაქმების მოტივები სხვადასხვაგვარია, უმეტესად კი მიზეზად გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%) 43,5% კი საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად მუშოაბს. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41.2% სტუდენტური სტატუსის შენარჩუნებას სწორედ მუშაობის ხარჯზე ახერხებს. ასევე, 25,3% აღნიშნავს, რომ მუშაობა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივით სურს, რაც ევროპის სხვა ქვეყნის სტუდენტების მიერ ბევრად უფრო ნაკლებად დასახელდა, როგორც მუშაობის მოტივი. თვალსაჩინოებისთის, კი იხილეთ ცხრილი 1, სადაც ასახულია სტუდენტთა მუშაობის მოტივები საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. [2]
ცხრილი 1 – სტუდენტთა მუშაობის მოტივები საქართველოსა და ევრობის სხვა ქვეყნებში (2018 წელი)
სტუდენტთა მუშაობის მოტივები საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში
საქართველო | ავსტრია | ჩეხეთი | გერმანია | ფინეთი | საფრანგეთი | უნგრეთი | იტალია | ნორვეგია | |
დავფარო საცხოვრებელი ხარჯები | 43.5 | 74.4 | 70.7 | – | 92.5 | 51.2 | 61.6 | 52.5 | 80.7 |
მივიღო გამოცდილება შრომის ბაზარზე | 73.8 | 48.4 | 66.8 | 53.8 | 74.3 | 74.8 | 49.8 | 58.4 | 49.6 |
ანაზღაურებადი სამასხურის გარეშე ვერ ვიქნებოდი სტუდენტი | 41.2 | – | 36.4 | 58.6 | 67.7 | – | 49.7 | 32 | 72.6 |
სხვებს რომ დავეხმარო ფინასნურად | 25.3 | – | 18.7 | 7.6 | 26.2 | – | 19.1 | 5 | 20.5 |
წყარო: https://www.etaloni.ge/geo/main/index/14969
როგორც უკვე ვახსენე, ქართველ სტუდენტთა 25,3% აღნიშნავს, რომ მუშაობა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივით სურს, რაც ევროპის სხვა ქვეყნის სტუდენტების მიერ ბევრად უფრო ნაკლებად დასახელდა, ვფიქრობ ამ ფაქტის ახსნა შინამეურნეობათა შემოსავლებით შეიძლება, რაც ჩვენს ქვეყანაში ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
ევროპის ქვეყნებში განხორციელებული კვლევა (2018 წელი) – ევროსტუდენტი VI-ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ, მათი 30% დასაქმებულია დროებით ან მუდმივ სამსახურში, თუმცა აღსანიშნავია რომ დასაქმებას სტუდენტის ასაკი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და საქართველოში სტუდენთტა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევრობის ქვეყნებს შორის. ასევე, დასაქმებული ქართველი სტუდენტების უმეტესებოსთვის (68%) სამუშაო სასწავლო პროგრამასთან ახლოს არის, 37% კი განსხვავებულ სფეროშია დასაქმებული. უფრო კონკრეტულად კი სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებლები საქართველოსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოცემულია პირველ დიაგრამაზე. [2]
დიაგრამა 1 – სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელი საქართველოსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. (2018 წელი)
წყარო: https://www.etaloni.ge/geo/main/index/14969
სტუდენტთა დასაქმების პრობლემები საქართველოში
ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხი ისეთი სოციალური ჯგუფისათვის, რომელსაც სტუდენტები მიეკუთვნებიან. ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ ამ კუთხით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სტუდენტების მიერ ჩატარებულ კვლევას განვიხილავთ, რომელიც 2015 წლით თარიღდება. (კვლევა ჩატარებულია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების – თამარ ბარამიძის, თეონა აკოფაშვილის, სალომე მშვიდობაძის, ანა ბეროშვილის, შორენა ქაფიანიძის და ანა ფაღავას მიერ 2015 წლის შემოდგომაზე.) ცხადია კვლევა ახალი არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თითქიმის უკვე 2 წელია სტუდენტები ონლაინ სწავლებაზე გადაერთვნენ და ქვეყანაში დასაქმების მხრივ სიტუაცია გართულებულია, ღრმად სარწმუნოა ვარაუდი, რომ სტუდენტთა დასაქმების პროცესიც გართულდა, ამიტომ ქვეთავის ბოლოს გთზავაზობთ ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევას, იქამდე კი ვნახოთ რა სირთულეები იყო ამ მხრივ 2015 წელს.კვლევისას აღმოჩნდა, რომ სტუდენტებისთვის დიდ სირთულსა წარმოადგენს სამსახურის შეთავსება სწავლასთან, რადგან არ არსებობს ნახევარგანაკვეთიანი სამსახური, სადაც შესაძლებელია შესაბამისი ანაზღაურების გამომუშავება, რომელიც მათ სწავლის პროცესში ხელს შეუწყობს. ასევე, საინტერესოა ფაქტი, რომ რესპოდენტები, რომლებიც ნაცნობობით იყვნენ დასაქმებულნი, კმაყოფილებას ვერ მალავდნენ სამსახურეობრივი პირობებით და ანაზღაურებით და აღნიშნავდნენ რომ სწავლისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება კარგად შეეძლოთ.
რესპოტენტთა ნაწილი კი უარყოფითად აფასებს “ნეპოტიზმის“ არსებობას, ისინი მიიჩნევენ, რომ ვაკანტური ადგილების გამოცხადება დამსაქმებლების მხრიდან მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა , რადგან შესაბამისი ადგილები წინასწარ უკვე დაკავებულია შესაბამის სტრუქტურაში მომუშავე ადამიანების ახლობლების მიერ, და ფიქრობენ, რომ ნაცნობობის ფაქტი სტუდენტების განვითრებასა და წარმატებას მნიშვნელოვნად აფერხებს და სერიოზულად უშლის ხელს. [4]
რაც შეეხება უშუალოდ სტაჟირების პროგრამას, რაზეც შემდეგში უფრო დეტალურად ვისაუბრებ, რესპოტენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სტაჟირების გავლა აუცილებელია, იმისათვის რომ სტუდენტმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელოს და გამოცდილება მიიღოს, მაგრამ როგორც კვლევამ გვიჩვენა, საქართველოში სტაჟირება მოხალისეობრივ სახეს ატარებს, რადგან იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი მას დასაქმება უნდა სდევდეს თან, ეს ასე არ ხდება. [4] ამაზე უფრო ღრმად ვისაუბროთ შემდეგ ქვეთავში. ცხადია, საქართველოს მაგალითზე. იქამდე კი განვიხილოთ ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა (2021 წელი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 120-მდე სტუდენტმა. პირველი ორი კითხვა რომელსაც სტუდენტებმა უპასუხეს მათ პერსონალურ ინფორმაციას ეხებოდა, ეს არის მათი სქესი და ასაკი, რესპოდენტთა პროცენტული გადანაწილება კი ამ კუთხით შემდეგია:
მათი უმეტესობა, 58,1%, 16-20 წლის არის, 36.8% – 20-25 წლის, 5,1% კი 25+ ასაკის.
რაც შეეხება მათ გადანაწილებას სქესის მიხედვით, შემდეგია:
რესპოდენტთა უმეტესობა – 76 – რაც საერთო რაოდენობის 66.7%-ია, მდედრობითი სქესის არის.
მთავარი კითხვა, რომელზეც სტუდენტებმა უპასუხეს იყო შემდეგი – სად ხედავთ სტუდენტური დასაქმების პრობლემას. პასუხთა პროცენტულობა კი ასე გადანაწილდა:
რესპოდენტთა უმეტესობა (44.3%, 51 სტუდენტი) თვლის რომ ყველაზე დიდი პრობლემა სტუდენტური დასაქმების მხრივ სამსახურის სწავლასთან შეთავსებაა. 41,7%, 48 სტუდენტი მიიჩნევს, რომ პრობლემა ნეპოტიზმშია, ხოლო 13,9%, 16 სტუდენტის აზრის ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. [5]
სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა საქართველოში
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სტაჟირების პროგრამების ფარგლებში სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სამუშაო გარემოში გამოცდა შეუძლიათ, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მათი პროფესიული უნარების განვითარებასთან.
საქართველოში არსებობს სტუდენტთა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი. [6]
ჩვენს ქვეყანაში 2014 წლიდან არსებობს სტაჟირების პროგრამა საჯარო დაწესებულებებში, რომელიც ერთჯერადია და მოქმედებს 6 თვის ვადით. არსებობს კრიტერიუმებიც სტუდენტთა მიმართ, ის აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით. პროგრამაში მონაწილეობას ვერ იღებენ პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტები.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე საქართველოს ბანკის ზრუნვაც, ის 2014 წლიდან ანხორციელებს სტუდენტურ პროგრამას სახელწოდებით – ლიდერატორი. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტების სტაჟირების პროგრამას ბაზაზე დაარსებული ინოვაიცური ტექნოლოგიური ლატორატორია – უნილაბი უზრუნველყოფს. [8]
ასევე აღსანიშნავია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სტაჟირების პროგრამები, რომელსაც სტუდენტებს მრავლად სთავაზობს. [7] ეს და კიდევ აუამრავი სტაჟირების პროგრამა არსებობს საქართველოში, რომელიც ახლაც აგრძელებს სტუდენტთა გადამზადებას.
დასკვნა
სტუდენტური დასაქმება მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდებს სწავლის პროცესში დასაქმების და გამოცდილების მიღების საშუალება უნდა გქონდეთ. მათი დასაქმების მოტივი სხვადასხვაგვარია, მაგალიღად ნაწილი ამბობს რომ ეს გამოცდილების მიღების გამო სჭირდება, ნაწილი სტუდენტური სტატუსის შენარჩუნებას სწორედ დასაქმების ხარჯზე ახერხებს, ნაწილი კი აღნიშნავს რომ მუშაობა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივით სურს, რაც ევროპის ქვეყნების სტუდენტების მიერ ნაკლებად დასახელს, როგორც მუშაობის მოტივი, ამიტომ, ვფიქრობ, სავარაუდოა, რომ ამ ფაქტს შინამეურნეობათა შემოსავლების მხრივ საქართველოს და ევროპის ქვეყნებს შორის აშკარად დიფერენციაცია განაპირობებს.
საკმაოდ მნიშვენლოვანია ასევე კარიერული პროგრამების პოლიტიკა. ამ კუთხით, არც ჩვენი ქვეყანა არ არის ანგარიშზე ქულის გარეშე, ჩვენს ქვეყანაში სტუდენტებს უნივერსიტეტები თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სამუშაო გამოცდას სთავაზობენ, მაგალითად, 2014 წლიდან არსებობს სტაჟირების პროგრამა საჯარო დაწესებულებებში, ასევე ამავე დროიდან საქართველოს ბანკი სტუდენტურ პროგრამებს ანხორციელებს, ისევე როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, საქართველოში 2014 წლიდან არსებობს სტაჟირების პროგრამა საჯარო დაწესებულებებში და სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. https://www.facebook.com/374436432703033/posts/726256690854337/
2. https://www.etaloni.ge/geo/main/index/14969
3. http://erasmusplus.org.ge/files/files/Aiding_Student_Employment-ge.pdf
4.https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/71393-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98/89/
5. https://docs.google.com/forms/d/1nWtw8gkPq-jIL0UKVgz9t1eAcNxdf5t7WJDpoUFFVFk/edit
6. https://computing.tsu.ge/ka/news/28
7. https://ge.usembassy.gov/ka/embassy-ka/jobs-ka/internship-opportunities-ka/
8. https://businessfeed.ge/studenturi-dasaqmeba-akhali-shesadzlebloba-kerdzo-seqtoristhvis/