რატომ არის ფასები ასე მაღალი ახლა და დაუბრუნდებიან თუ არა ისინი ნორმალურ მდგომარეობას
ავტორის სტილი დაცულია
ქეთევან ბალანჩივაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ketiqeti65@gmail.com
ანოტაცია
პანდემიის კვალი ახლაც მძიმეა და არსებული სირთულეების წინაშე ახლაც ვდგავართ.მისი შედეგები აისახება მომატებულ ფასებზეც. ეს ფაქტი კი რაღაც მხრივ დამოკიდებულია ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტზე.სტატიაში განხილული მაქვს დეფიციტის გადატანა მაღაზიების თაროებზე ანუ კავშირი მარაგებსა და ინფლაციას შორის.განხილული მაქვს სამი განსხვავებული ფაზა მარაგების პრობლემებისთვის. ასევე ვაკავშირებ სამომხმარებლო ფასების ინდექს,ინფლაციის დონესა და ფასებს. განვიხილავ თუ როგორ აწესებენ ფირმები ფასებს და რომელი ფაქტორები ახდენენ ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას. ხელფასების თემის უკეთ აღსაქმელად მოყვანილი მაქვს 2021-2022 წლის სქემები და დიაგრამები.
Annotation
The traces of the pandemic are still heavy and we are still facing the existing difficulties.
Its results are also reflected in the increased prices. This fact depends to some extent on the shortage of some products. In the article, I have discussed the transfer of shortages to store shelves, that is, the connection between stocks and inflation. I have discussed three different phases for inventory problems.I also connect consumer price index, inflation level and prices. I will discuss how firms set prices and what factors influence this decision. I have already provided the charts and diagrams for 2021-2022 to understand the topic of salaries.
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს პროდუქციასა და მომსახურეობაზე მომატებული ფასები. ქვეყნები მსოფლიო მასშტაბით დღემდე დგანან რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის წინაშე, რაზედაც უდიდესი გავლენა მოახდინა პანდემიამ. მოსახლეობაში ხშირია შემდეგი შინაარსის კითხვები: რატომ არის ფასები ასეთი მაღალი და დაუბრუნდებიან თუ არა ისინი ნორმალურ მდგომარეობას? როდის დაუბრუნდებიან გაყიდული პროდუქტები მაღაზიის თაროებს? ამ კითხვებზე პასუხი არც ისე პირდაპირი და მარტივია,რადგან ის დამოკიდებულია როგორც კავშირზე პროდუქციის დეფიციტს, ფასებსა და ინფლაციას შორის, ასევე პროდუქციის ტიპზე და იმაზეც თუ რამდენად სწრაფად აღდგება თითოეული ცალკეული ინდუსტრია.
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით პანდემიაგამოვლილმა მოსახლეობამ გაუძლო როგორც ფასების მატებას, ასევე ყველაფრის დეფიციტს, ჰიგიენური მოხმარების ნივთებიდან დაწყებული ავეჯით და საკვებით დამთავრებული, ისინი იხდიან უფრო მაღალ ფასებს საქონლის შემცირებულ რაოდენობაზე“- ამბობს ლოს-ანჯელესის ერთიანი სასკოლო ოლქის ზედამხედველი და ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირებაში ალბერტო კავალო. (Alberto M. Carvalho MedM) [1]
საქართველო და მომატებული ფასები
მომატებული ფასები, ინფლაციისა და პანდემიის კვალი და დაცარიელებული დახლები არც საქართველოსთვის იყო უცხო.იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინოდ წარმოვადგინო საქართველოში შეცვლილი სიტუაცია გამოვიყენებ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელს წლების მიხედვით, როგორც პანდემიამდე ასევე მიმდინარე და შემდგომ პერიოდში.CPI–ს ცვლილებები გამოიყენება ცხოვრების ღირებულებასთან დაკავშირებული ფასების ცვალებადობის შესაფასებლად.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) იგივე სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების კალათი მოიცავს როგორც ტრანსპორტირებას, ასევე საკვებსა და სამედიცინო მომსახურებას.გამოითვლება საქონლის წინასწარ განსაზღვრული კალათის თითოეული პუნქტის ფასის ცვლილების გათვალისწინებით და მათი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით. [2]
ცხრილი 1: სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია)
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsi-a
ზემოთ წარმოდგენილი ცხრილიდან ვიგებთ, რომ პანდემიის დაწყებამდე 2019წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი იყო 104,9 შემდეგ იზრდება და პანდემიის პერიოდსა და მისი დასრულებისკენ წარმოადგენს 109,6. ეს ზრდადი ტენდენცია მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოხდა ცხოვრების დონის გაძვირება საქარველოში, ისევე როგორ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ცხოვრების დონის გაძვირება ნიშნავს,რომ საქართველოში 2019-2022 წლებში მკაფიოდ არის გამოკვეთილი ინფლაციის ნიშნები.აღსანიშნავია,რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი მჭიდრო კავშირშია ინფლაციის ცნებასთან. დღევანდელ რეალობაში ლარს დაეკარგა მსყიდველობითუნარიანობა და ახლა, 2022წელს, როცა სამომხმარებლო ფასების ინდექსი 109,6 წარმოადგენს, უფრო ნაკლები პროდუქტისა და მომსახურეობის შეძენა შეგვიძლია, ვიდრე ამას შევძლებდით მაგალითად 2012 წელს, როცა ინდექსი 99,1 იყო. ეს სტატისტიკა ამტკიცებს კავალოს აზრს იმის შესახებ, რომ მოსახლეობა იხდის უფრო მაღალ ფასებს საქონლის შემცირებულ რაოდენობაზე.
ცხოვრების დონე, უკეთ რომ ჩავშალოთ, მოიცავს ადამიანთა კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ძირითად მაჩვენებელს და ის მიბმულია ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანთა კეთლდღეობის დონეზე.ეს მაჩვენებლები პირდაპირპროპორციულია ერთმანეთის ანუ რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, მით მაღალია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთილდღეობის დონე. [3]
მოსახლეობის ცხოვრების დონე თუ როგორ ცხოვრობენ და როგორ იკმაყოფილებენ ადამიანები თავიანთ მოთხოვნილებებს დამოკიდებულია არა ერთ ფაქტორზე.ამ ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობა, რადგან რაც უფრო მაღალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე და ხარისხი, მით უფრო მაღალია ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.თუმცა სურვილებთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ხელფასების დონე ქვეყანაში და ის ფაქტორი, რომ რესურსები შეზღუდულია. სტატიაში ვნახავთ, რომ ფასების საერთო დონესთან შედარებით საქართველოში ხელფასის დონე დაბალია.
საქართველო და ხელფასების სიმცირე არსებულ ფასებთან მიმართებაში
როგორც უკვე აღვნიშნე რესურსები შეზღუდულია სწორედ ამიტომ გამოვიყენებ ტერმინ მოთხოვნას და არა მოთხოვნილებას, რადგან მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული მოთხოვნილება.ცხოვრების დონე კი დაკმაყოფილებული მოთხოვნილებით განისაზღვრება.მოთხოვნა დამოკიდებულია შემოსავლებსა და დანაზოგებზე.
შემოსავალი წარმოადგენს ჩვენს განკარგვად შემოსავალს, დანაზოგი კი განკარგვადი შემოსავლის იმ ნაწილს მოიცავს, რომელსაც არ ვხარჯავთ სამომხმარებლო საქონელზე, არამედ ვაგროვებთ ან ინვესტირებას ვაკეთებთ.სწორედ ამიტომ დანაზოგი ამცირებს მიმდინარე მოხმარებას და, მაშასადამე, ცხოვრების დონესაც, მაგრამ, სამაგიეროდ, იგი ზრდის მოხმარებას მომავალში.[3]
წარმოგიდგენთ ცხრილს, სადაც ასახულია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში.
ცხრილი 2: საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ლარი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის პერიოდისთვის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაზრდილია პანდემიის დაწყების პერიოდთან შედარებით. მონაცემებით ცხადია, რომ 2019 წლის შემდეგ, როცა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენდა 1129,5-ს 465,5 ლარით გაიზარდა 2022წლისთვის და შეადგინა 1595.0ლარი. თითქოს, ერთი შეხედვით, ასახულია მონაცემების ზრდა, თუმცა ისმის კითხვა ფასების ახლანდელი მაღალი დონის შესაბამისია თუ არა ეს მონაცემები მიუხედავად იმისა, რომ იზდება 2019-2022 წლების განმავლობაში. ხელფასების თემას ვერ ჩავუვლით ისე, რომ არ ვახსენოთ მკაფიო განსხვავება გენდერსა და ხელფასს შორის.
სქემა 1:დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სქესის მიხედვით, ლარი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
აღსანიშნავია რომ პანდემიისა და მარაგის სიმცირის გამო მომატებულ ფასებს ქალებთან შედარებით მამაკაცები უფრო მარტივად უმკლავდებიან თუ ხელფასების ფაქტორს გავითვალისწინებთ.სქემის მიხედვით შეიძლება იმასაც გავუსვათ ხაზი, რომ მკაფიო განსხვავება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სქესის მიხედვით უფრო საგრძნობლად 2008 წლიდან განსხვავდება და ეს ტენდენცია წლების მიხედვით უფრო მატულობს.
აქვე აღვნიშნავ განსხვავებას ნომინალურსა და რეალური ხელფასს შორის .ნომინალური ხელფასი ან ნომინალური შემოსავალი, მას ასევე უწოდებენ ფულად ხელფასს, არის ხელფასი, რომელსაც თანამშრომელი იღებს ფულის სახით. ის იზომება ფულის მიხედვით და არა თქვენი პროდუქციისა და მომსახურების შეძენის შესაძლებლობით. რეალური ხელფასი კი ნომინალური ხელფასია, ის კორექტირებულია ფასების ცვალებადობის დონის მიხედვით. გაიზომება იმ საქონლისა და მომსახურების ღირებულებით, რომელთა შეძენა შესაძლებელია ამ ხელფასით.
დეფიციტის გადატანა მაღაზიების თაროებზე ანუ კავშირი მარაგებსა და ინფლაციას შორის
იკვეთება სამი განსხვავებული ფაზა მარაგების პრობლემებისთვის:
- პანდემიის დაწყებისას დროებითი და მუდმივი მარაგების უზარმაზარმა ზრდამ იმოქმედა ქვეყნებისა და სექტორების უმეტესობაზე.მარაგების დეფიციტი დაიწყო ჯანმრთელობისა და პირადი საქონლის მხრივ, მაგრამ სწრაფად გავრცელდა სხვა კატეგორიებში.
- დეფიციტის შემადგენლობა დროთა განმავლობაში შეიცვალა. გარკვეული დროის შემდეგ, დროებითი მარაგების უმეტესი ნაწილი დაბრუნდა პანდემიამდელ დონეზე და ინფლაცია შემცირდა, რაც „ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობას გვთავაზობს“.
- დეფიციტი რჩება მნიშვნელოვანი ზოგიერთ სექტორში, როგორიცაა საკვები და სასმელი და ელექტრონიკა, მაგრამ ზოგიერთ სექტორში ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. მაგალითად, ტუალეტის ქაღალდი იყო დეფიციტი პანდემიის დასაწყისში, მაგრამ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა. [1]
საქართველოს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ პანდემიის დროს დეფიციტურ სექტორს წარმოადგენდა საკვები პროდუქტები, რადგან ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მგდომარეობამ ხალხში აღძრა მოლოდინი და შიში იმისა, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი დაიწყებოდა, შესაბამისად მოხდა მარაგების ამოყიდვა ან ფასების მატება.დეფიციტში იყო ასევე პირბადეები, რადგან რეგულაციებიდან გამომდინარე მოიმატა მოთხოვნამ ამ პროდუქტზე, და უცვლელი ფასის პირობებში შეიქმნა დეფიციტი, რადგან მოთხოვნის რაოდენობა აჭარბებდა მიწოდებულ რაოდენობას.
რატომ ნიშნავს ცარიელი თაროები ფასების ზრდას
გამოკვლების მიხედვით, შეერთებულ შტატებში მარაგის მაჩვენებელი, რომელიც 10 პროცენტიდან 20 პროცენტამდე იზრდება, ნიშნავს თვიური ინფლაციის 0,1 პროცენტული პუნქტის ზრდას.ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის მარტსა და აპრილში ფასები ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს დონეზე იყო. [1]
საქონლის ნაკლებობა ანუ დეფიცი იმის ნიშანია, რომ საცალო მოვაჭრეები მარაგების შევსების უფრო მაღალი ხარჯების წინაშე დგანან.ეს კი უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს,რადგან ხარჯების მატება აისახება ფასზეც.
ცარიელი თაროების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია, როგორც უკვე აღვნიშნე, ხალხის შიში და მოლოდინი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი პირობებიდან და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება მარაგების ამოწურვა.ყველა ცდილობს მაღაზიიდან შეძენილი პროდუქტებით მარაგები შეიქმნან სახლში, რის შედეგადაც იზრდება მოთხოვნა პროდუქციაზე და რადგან მიწოდება იგივე რჩება წარმოიქმნება დეფიციტი.
ინფლაციის შედეგებს 2022 წელშიც ვიმკით, რაც გამოხატულია ფასების გაორმაგებითა და გასამმაგებით, ნავარაუდებია, რომ ეს ზრდის ტენდენცია გაიზრდება 2023წელსაც. ხანგრძლივი, დამღუპველი მოვლენის დროს, როგორიცაა პანდემია, ზოგიერთი პროდუქტი აღარ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ის, რაც დარჩება, უფრო ძვირი დაჯდება, რაც ამძაფრებს მიწოდების ჯაჭვის ხარჯებს.
როდის დამთავრდება ფასების უკონტროლო ზრდა?
წესით თუ გაზრდილი მოთხოვნის პირობებში აღარ იქნება მიწოდების შეფერხებები, შესაძლოა დავუბრუნდეთ იმავე დონის პროდუქტების მრავაფეროვნებას, რაც მანამდე იყო.გარდა ამისა საქონელსა და მომსახურეობაზე ფასების ზრდა არაა დამოკიდებული მხოლოდ მიწოდების რაოდენოზე, ასევე ის დამოკიდებულია შუალედური პროდუქტების ფასზეც, რაც საბოლოო პროდუქტის ფასს ქმნის. ასევე დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკაზე იქნება ეს დაკისრებული გადასახადები თუ საფასო პოლიტიკა.
ასევე უნდა გამოვყოთ მთავრობის ჩარევა, დააწესებს თუ არა ის ფასების შემზღუდველ ზედა ან ქვედა ზღვარს.თუ მთავრობა დააწერესებს შემზღუდველ ფასების ზედა ზღვარს, მაშინ მოხდება ფასების შემცირე.თუ ფასების შემზღუდველ ქვედა ზღვარს დააწესებს ამ შემთხვევაში შედეგად ფასების ზრდა გვექნება.
რას ითვალისწინებენ ფირმები ფასების დაწესებისას
როგორც უკვე აღვნიშნე ფასების დაწესებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად: მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა, შუალედური პროდუქციის ფასი, დეფიცი-სიჭარბე, სახელმწიფოს ჩარევა,კერძოდ შემზღუდველი ქვედა ან ზედა ზღვრის დაწერება.თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებითაც აწესებენ ფირმები ფასებს. ეს პროცესი დამოკიდებულია როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებზე.
კომპანიის შიდა ფაქტორები მოიცავს:მარკეტინგულ მიზნებს,ხარჯების სტრუქტურას, ორგანიზაციულ შეხედულებებსა და მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგიებს.რაც შეეხება გარე ფაქტორებს, გარე ფაქტორებში ერთიანდება ბაზარი და მოთხოვნა, კონკურენცია და სხვა გარემო ელემენტები. [4]
ასევე ყურადღება უნდა მიექცეს თუ რომელ ბაზარზე ოპერირებს ფირმა. მონოპოლისტი, რომელიც გამორჩეულია უნიკალური საქონლით, ახასიათებს ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები და გამყიდველთა სიმცირე ფასს აწესებს ზღვრული შემოსავლისა და ზღვრული დანახარჯების ზევით, მოთხოვნის მრუდზე ანუ MR=MC<P. თუ საქმე ეხება ოლიგოპოლიას ამ შემთხვევაში ფარული ანუ კარტერული შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება ფასი და მიწოდებული რაოდენობა. ყველა სხვა ბაზარზე ფასი წესდება ზღვრული შემოსავლისა და ზღვრული დანახარჯების გადაკვეთაზე ანუ MR=MC.
კომპანია ვერ იარსებებს და ვერ გააგრძელებს ოპერირებას თუ დაწესებული ფასისა და მიღებული შემოსავლის შემდეგ ვერ ფარავს დანახარჯებს, იქნება ეს ფიქსირებული დანახარჯი ანუ FC თუ ცვალებადი დანახარჯი VC. სწორედ ამიტომ ხარჯების სტრუქტურა აწესებს ფასის ქვედა ზღვარს. იმისათვის, რომ ფირმამ მოახერხოს კონკურენციის გაწევა სხვა ფირმებისთვის იმავე დარგში უნდა მოხდეს ფასის დაწესება მოთხოვა-მიწოდებით დადგენილი წინასწორული ფასის გათვალისწინებით.
ეკონომიკური ბუმი ან რეცესია, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები-ეს ეკონომიკური პირობები ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე. ეკონომიკურ ბუმის პერიოდი შეიძლება იყოს რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი. ზოგ შემთხვევაში ბუმს სწრაფი ვარდნა მოჰყვება ხოლმე, მაშინ, როდესაც მას არ აქვს რეალური ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძველი და მოლოდინებით ან ფასების ინფლაციური ზრდით არის გამოწვეული. რაც შეეხება რეცესიას, რეცესია არის ეკონომიკის მკვეთრი კლება, რომელსაც იწვევს შემდეგი ფაქტორები:ომები, ეპიდემიები, სავალო კრიზისები, საფონდო ბირჟების კრახი, მიწოდების შოკები, მაღალი ინფლაცია და ა.შ. ამ შემთხვევაში მოკლედ შევეხები ინფლაციას და ვიტყვი, რომ ინფლაცია არის ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით.საპროცენტო განაკვეთი კი მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს უშუალოდ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს.
დასკვნა
სტატიაში განვიხილეთ კავშირი ინფლაციასა და სამომხმარებლო ფასების ინდექსს შორის, ასევე შევეხეთ თემას დეფიციტის გადატანა მაღაზიების თაროებზე ანუ კავშირი მარაგებსა და ინფლაციას შორის, განვიხილეთ შიდა და გარე ფაქტორები, რომლებსაც ითვალისწინებენ ფირმები ფასის დაწესებისას. გავეცანით სამ განსხვავებულ ფაზას მარაგების პრობლემებისთვის.მივედით დასკვნამდე, რომ მართალია პანდემიისგან გამოწვეული მიწოდების დეფიციტი გავლენას ახდენს ფასების მომატებაზე, თუმცა კიდევ არის მრავალი ფაქტორი, რომელიც ზრდის პროდუქციის ფასებს, ესენია: სახელმწიფოს ჩარევა ანუ ფასების შემზღუველი ქვედა ან ზედა ზღვარი, შუამავალ პროდუქტებზე ფასების მატება, ბაზრის ტიპი და სხვა ფაქტორები.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://hbswk.hbs.edu/item/why-are-prices-so-high-right-now-inflation
- https://ka1.enemonzo.org/consumerpriceindex-6c26c2a
- http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=933&title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
- http://business.org.ge/faqtorebi-romlebic-unda-gavitvaliswinot-fasebis-dawesebisas/