საქართველოს თანამედროვე ეკონომიკა გლობალიზაციის პროცესში

ავტორის სტილი დაცულია
იაგო მეხრიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, IV კურსის სტუნდეტი
iago.mexrishvili224@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

მოგეხსენებათ, რომ 21-ე საუკუნე ცნობილია, როგორც გლობალიზაციის ეპოქა. ტერმინ “გლობალიზაციის” წარმოშობა უკავშირდება ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელს, რომელმაც ეს 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. ტერმინი გამოიყენება ეკონომიკურ კონტექსტში, რათა აღწეროს ინტეგრირებული ეკონომიკა, რომელიც გამოირჩევა თავისუფალი ვაჭრობით, კაპიტალის თავისუფალი ნაკადით ქვეყნებს შორის და აადვილებს წვდომას უცხოურ რესურსებზე, მათ შორის შრომის ბაზრებზე, მაქსიმალური შემოსავლისა და საერთო სიკეთისთვის სარგებლის მისაღებად. მოცემულ ნაშრომში განხილულია ეკონომიკური გლობალიზაცია, როგორც თანამედროვე მოვლენა, გლობალიზაციის არსი და ჩამოყალიბების ეტაპები მსოფლიოში და საქართველოში. სტატია ძირითადად ეხება საქართველოს თანამედროვე ეკონომიკას გლობალიზაციის პროცესში, როგორია საქართველოს სანტრანზიტო ფუნქციის განვითარების პერსპექტივები, ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები საქართველოში. „ახალი ეკონომიკის“ ჩამოყალიბების პერსპექტივები და გამოწვევები. აღნიშნული საკითხების თეორიული და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შემუშავებულია დასკვნები.

Annotation

As you know, the 21st century is known as the era of globalization. The origin of the term “globalization” is connected with the American sociologist R. Robertson’s name, who used it in a 1983 article. The term is used in an economic context to describe an integrated economy characterized by free trade, the free flow of capital between countries, and easy access to foreign resources, including labor markets, to maximize income and benefit the common good. This paper discusses economic globalization as a modern phenomenon, the essence and stages of globalization in the world and in Georgia. The article mainly deals with the modern economy of Georgia in the process of globalization, what are the prospects for the development of the transit function of Georgia, the trends and perspectives of tourism development in Georgia. Prospects and challenges of “new economy” formation. Conclusions have been developed based on the theoretical and statistical data of the mentioned issues.

გლობალიზაციის არსი და ჩამოყალიბების ეტაპები

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი გლობალიზაცია მომდინარეობს ინგლისური სიტვისგან „globe” და ითარგმნება, როგორც გლობუსი ან დედამიწა. გლობალიზაცია ტერმინი კი ნიშნავს დედამიწაზე არსებული ქვეყნების ერთიან ურთიერთობას. თავდაპირველად ეს ურთიერთობა იყო ფინანსური ხასიათის თუმცა თანამედროვე მსოფლიოს გლობალიზაცია ყველა სფეროს შეეხო, ეს ერთის მხრივ განაპირობა ტექნოლოგიების განვითარებამ. ტექნოლოგიების განვითარების მეშვეობით ადვილი გახდა გადააადგილება და ურთიერთობები ქვეყნებს შორის, რამაც უფრო გაამყარა კავშრი და ხელი შუწყო ცივილიზაციების შერწყმას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალიზაცია მოიცავს ისეთ სფეროებს, რგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, იდეოლოგიები, მოდის ტენდენციები და სხვა მრავალი სფერო, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალური და საინტერესოდ მიიჩნევა. [1]
ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი არის ეკონომიკური გლობალიზაცია, ის საფუძვლად დაედო ზოგადად გლობალიზაციის განვითარებას და სწორედ ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს დანარჩენ სფეროებს, სოციალურ-პოლიტიკურ და გარკვეულწილად კულტურულ მოვლენებსაც. ამიტომ გლობალიზაციაში თავდაპირველად მოიაზრებოდა მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის ურთიერთობები ქვეყნებს შორის, რასაც საუკუნეების ისტორია აქვს. თუმცა მისი ყველაზე აქტიური და სწრაფად მზარდი სახე, თანამედროვე სამყაროს დამახასიათებელი თვისებაა. მისი განვითარება, უკავშირდება მსოფლიოში ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკელი მეცნიერი თ. ლევიტი იყო პირველი, რომელმაც სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენა ცნება „ ეკონომიკის გლობალიზაცია“ 1983 წელს. იგი ამ მცნებაში გულისხმობდა პროდუქტთა ბაზრების გაერთიანებას და შერწყმას მსოფლიო მასშტაბით. [2]
   გლობალიზაცია ხშირად ხასიათდება როგორც „ამერიკანიზაცია“ ან „ ვესტერნიზაცია“, რაც გამოწვეულია ამერიკის წამყვანი როლით გლობალიზაციაში. „ვაშინგტონის დოქტრინა“ საფუძვლად უდევს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დამახასიათებელ ლიბერალურ საბაზრო მექანიზმს, რომელიც მოიცავს ქვევით ნახსენებ პრინციპებს:
  · ეკონომიკის დარეგულირება,
  · ეკონომიკის მსოფლიო ლიბერალიზაცია,
  · კაპიტალი,
  · საქონელი,
  · მოსმახურეობა,
  · ეკონომიკური საზღვრების გამჭვირვალობა,
ლიბერალიზაცია და ეკონომიკის გლობალიზაცია ერთამანეთზე დამოკიდებულად მიმდინარეობს: გლობალიზაციის ხელშემწყობია ლიბერალიზაცია, გლობალიზაცია კი უზრუნველყოფს ეკონომიკური ლიბერალიზაციის ეროვნულ დონეზე გაძლიერებას. 1990 წელს სოციალისტური სისტემა სრულიად დაიშალა და დაიწყო პოსტკომუნისტური ეკონომიკის ტრანსფორმაცია, ეს დრო შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკისა და ლიბერალიზაციის გაძლიერების ეტაპად. სწორედ ამან გამოიწვია:
· პიროვნული და სამეწარმეო თავისუფლება,
· სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვა ეკონომიკაში,
· სწრაფი პრივატიზება,
· საწარმოთა შეზღუდვის პრაქტიკის აღმოფხვრა,
· შემზღუდავი პოლიტიკის გატარება.
   მთელ მსოფლიოში გავრცელდა ექსპორტზე ორიენტირებულობა, ასევე კონკურენციამ მიიღო საერთაშორისო სახე :
· ეროვნულ სახელმწიფოებს შორის,
· ტრანსნაციონალურ კომპანიებს შორის.
  
ყოველივე აღნიშნულის მიხედვით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ გლობალიზაციის განმარტება: დაუბრკოლებელი მიმოსვლა საქონლის, ბიუჯეტისა და სამუშაო ძალისა, ასევე აგრარული ცხოვრების მრავალფუნქციონალურობა, რომელიც მოცემულ პუნქტებს აქცევს ჩარჩოში და დგამს გლობალური ეკონომიკის დაკომპლექტების პირველ ნაბიჯებს. როგორც ვხედავთ გლობალიზაცია პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე. [3]

საქართველოს სანტრანზიტო ფუნქციის განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პროცესში

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ საქართელო მდებარეობს აზიისა და ევროპის გასაყარზე, ისტორიულად ის ყოველთვის წარმოადგენდა ინტერესის მქონე ტერიტორიას მეოზობელი ქვეყნებისათვის, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით, რის გამოც საუკუნეების განმავლობაში დიდი ქვეყნები ინტერესდებოდნენ ამ ტერიტორიის დაპყრობით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ტრანზიტული ქვეყანა და წარმოადგენდეს მნიშვნელოვან დამაკვშირებელ სატრანზიტო ქვეყანას მთელს კავკასიაში. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ მოცემულ მომენტში სატრანზიტო სფეროში მას აქვს პრობლემები, რომლებიც ძრითადად მომდინარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობებიდან მეზობლელი ქვეყნების. საქართველოს უპირატესობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია მისი უაღრესად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვეყნას ეხმარება გლობალურ პროექტებში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. არსებობს რამდენიმე სატრანსპორტოკომუნიკაციური და გლობალურ-ენერგეტიკული პროექტი, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპა-აზიას შორის სატრანზიტო ქვეყანას კიდევ უფრო გაეზრდება ფუნქცია. ესენია :
· ბაქო-სუფსის მოქმედი ნავთობსადენი,
· ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი,
· ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს მომავალი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ევროპას ყაზახეთთან და ჩინეთთან აკავშირებს. სწორედ ამ მაგისტრალით გაეზრდება ფუნქცია ჩვენს ქვეყანას.
საქართველოს სანტრანზიტო სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებს. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ნავსადგურს – ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაციაში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს, რომელიც ფოთის ნავსადგურს აკავშირებს უკრაინისა და ბულგარეთის ნავსადგურთან და უზრუნველყოფს ტვირთბრუნვას.
საქართველოს სატრანზიტო განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია საჰაერო სივრცესაც აკისრია, რომელიც 1988წ. გარდაიქმნა და მოდერნიზდა გაეროს განვითარების პროგრამის საფუძველზე.
უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მდიდარია მისი ეკონომიკური პოტენციალით, მიმზიდველი ბუნებით, მინერალური და მტკნარი წყლებით, ტურისტული მიზიდულობით და ა.შ. საქართველომ მაინც ვერ შეძლო გამხდარიყო ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, დღეის მონაცემებით სამომხმარებლო ბაზრის დაახლოებით 70% იმპორტირებულ საქონელს უკავია. ადგილობრივი ექსპორტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და სწორედ ამიტომ, ბოლოდროინდელი მონაცემებიც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველო ცდილობს გახდეს ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, რასაც ბოლოდროინდელი საექსპორტო შემსოავლების ზრდა გვიჩვენებს.
   ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ექსპორტის ტენდენციებს საქართველოში 2017-2022 წლების იანვარ-ივნისში

დიაგრამა №1


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.


ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები საქართველოში

ტურისტული ბიზნესი ანუ ტურიზმი სრულიად ეფუძნება ინდუსტრიული პროდუქტის გამოყენებას, რომელიც ქმნის ტურისტებისათვის მიმზიდველ პროდუქტს. ტურისტი დამოკიდებულია კონკრეტული ადგილის სპეციფიკაზე, მომსახურებასა და საქონელზე რომელიც მომხარებელს საბოლოო სახით უნდა მიეწოდოს. კონკრეტულ რეგიონზე დაყრდნობით შეიძლება მოხდეს ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც სრულიად მორგებული იქნება შესაბამის აუდიტორიაზე. ტურიზმი ყოველთვის მოითხოვს მაღალ დონეს ინფრასტურქტურაში, მომსახურებასა და სერვისებში. ტურიზმიც მიეკუთვნება ეკონომიკის სფეროს , რომელიც სტიმულს აძლევს არამარტო ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ცალკეულ რეგიონს. [4]
ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშნველოვან დადებით ზეგავლენას ახდენს უცხოური ვალუტის შემოტანა ქვეყანაში. ეს კი ხდება როგორც მომსახურების შეძენისას, ასევე ვალუტის გაცვლით ყოველდღიური საჭიროებიდან გამომდინარე.   მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსული თანხა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველო არის მდიდარი ეკოლოგიური, კულტურული, ისტორიული გეოგრაფიული რესურსებით და აქვს პოტენციალი განავითაროს ტურიზმი, ისე, რომ შეძლოს სიღარიბის დაძლევა. ტურიზმის განვითარება გულისხმობს სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას, ეროვნული ვალუტის გამყარებას, უცხოური ვალუტის შემოდინების ხარჯზე. საქართველო მოცემული მომენტისათვის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე საკმაოდ აქტიურ ზონას წარმოადგენს.
საქართველო მიუხედავად თავისი პატარა ფართობისა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ტურისტს გააცნოს სხვა მრავალი რესურსი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი რაიმე კონკრეტულით დაინტერესებულ ტურისტს აქვს სხვადასხვა ვარიანტი ესტუმროს ახლო მდებარე რეგიონებს, მაგალითად: თუ ტურისტი კახეთს ესტუმრა ღვინის დეგუსტაციისთვის, მევენახეობისა და მებაღეობის გასაცნობად, მას აქვს შესაძლებლობა კახეთში მოინახულოს კულტურული ძეგლები, დაესწროს ეროვნული წარმოების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების დინამიკა 2019-2022 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო მაჩვენებელი ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელია პრე-პანდემიურ პერიოდთან – ანუ 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ქვეყანას 1.6 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით 42% აღდგენას ნიშნავს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების ვიზიტების რიცხვი 1.2 მილიონს დაუახლოვდა, რაც 2019 წელთან მიმართებით 56.8%-ით აღდგენაა.

ცხრილი №2: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან (მლნ აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამ დროისთვის 2022 წლის პირველი 5 თვის მონაცემებია გამოქვეყნებული. შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 840 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან მიმართებით 75.3% აღდგენაზე მიუთითებს, 2021 წლის მონაცემს კი 4.7-ჯერ აღემატება, რაც პანდემიის გათვალისწინებით, დამაიმედებელი სტატისტიკაა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ჯამური შემოსავლიდან – 840 მლნ აშშ დოლარიდან, შემოსავლები რუსეთიდან დაახლოებით 150 მლნ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი შემოსავლების 18%-მდეა. ფარდობითი თვალსაზრისით, რუსეთიდან შემოსავლების მაჩვენებელი პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი არ არის.

„ახალი ეკონომიკის“ ჩამოყალიბების პერსპექტივები და გამოწვევები

„ახალი ეკონონიკის“ ჩამოყალიბება ყოფილ პოსტსოციალურ ქვეყნებში იწყება 2000 წლის შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩნდება ტერმინი ინოვაციები, ტექნოლოგიების განვითარება, ინვესტიციები და ა.შ. დროთა განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ ქვყნის გადარჩენის და ეკონომიკის განვითარების ერთადერთი საშუალება თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა და აქტიური მონაწილეობის მიღებაა მსოფლიო ეკონომიკაში. [5]
მნიშვნელოვანია „ახალ ეკონომიკაზე“ საუბრისას განისაზღვროს თუ რაოდენ დიდია ტექნლოგიების განვითარების თვალსაზირისით ინტერნეტის და მასში ჩართული ტექნიკის როლი, მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. ნებისმერ ადგილას შესაძლებელია მოიძიო და მიაწვდინო ხმა ადამინებს, აუდიტორიას. მიიღო და გასცე ხვადასხვა სახის ცოდნა. სწორედ ამიტომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში „ახალი ეკონომიკის“ საშუალებები ითვლება პრიორიტეტულად ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით და მიმდინარეობს ხელშეწყობა მათი განვითარებისათვის რათა არ ჩამორჩნენ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტი ქვეყნები ერთმანეთს. [6]
„ახალი ეკონომიკა“ გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას, იმპორტ-ექსპორტს და აქტიურ თანაშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ბაზრების ასათვისებლად და ადგილის დასამკვიდრებლად. ამისათვის კი აუცილებელია ტექნოლოგიების ფლობა და ცოდნა. ტექნოლოგიების განვითარება ფინანსურ საქმიანობაში ამცირებს დროს და ადამიანური რესურსის რაოდენობას.
მოცემული მომენტისათვის, საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლის და ის გარკვეული დოზით ჩართულია მსოფლიო ეკონომიკაში. განსაკუთრებით გამოკვეთლია ღვინის ექსპორტი და ქვეყანაში ტურიზმის განვითრების ტემპი. არსებული მონაცემების მიხედვით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი და უცხოური ივესტიციები წლების მიხედვით მზარდია.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2020-2022 წლებში.

დიაგრამა 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2020-2022 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის I კვარტალში 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ. აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება 2021 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებს. ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.

2022 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

დიაგრამა №3: უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2022 წლის I კვარტალში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირველ ადგილზეა ესპანეთი – 196.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 87.2 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 67.1 მლნ. აშშ დოლარით (11.8 პროცენტი). [geostat.ge]

გლობალიზაციის ინდექსი

გლობალიზაციის ინდექსი გამოითვლება ისეთი მაჩვენებლებით როგორიცაა: კომერცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ინვესტიცია, შემოსავალი. თუმცა თანამედროვე დათვლის მეთოდებში ცდილობენ ასევე გაითვალისწინონ: პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობა, კულტურა და გარემოს დაცვითი საკითხებიც. [7] გლობალიზაციის ერთ-ერთი ინდექსი, რომელიც ზომავს სამ ძირითად მაჩვენებელს: ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას და პოლიტიკას არის – KOF. [8]

დიაგრამა №4: საქართველოს პოზიცია ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი

დიაგრამა №4. მოცემულია საქართველოს პოზიცია ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში. 2021 წლის მონაცემებით საქართველოს პოზიცია 22-ე ადგილზეა. 2020 წელს საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში 23-ე ადგილზე იყო. 2021 წელს ერთი ადგილით დაწინაურება გლობალიზაციის ქულის 0.7-ით ზრდამ განაპირობა. 2006 წელს საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 67 ქულა ჰქონდა და 94-ე ადგილზე იყო. მომდევნო 10 წელი, 2016 წლამდე, საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაციის დონე იზრდებოდა და ინდექსში მე-16 ადგილამდე დაწინაურდა. საქართველოს გლობალიზაციის კოეფიციენტი 2016 წლის შემდეგაც გაიზარდა 78-დან 81-მდე, თუმცა რეიტინგში 22-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ეს განაპირობა იმან, რომ სხვა ქვეყნების ქულა უფრო გაიზარდა. ბოლო 3 წელიწადში (2018-2020 წლები) საქართველოს ქულა საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტში 3.9-ით გაუმჯობესდა, ინვესტიციების კომპონენტში კი – 2.1-ით.

დასკვნა

დასკვნის სახით შესაძლოა აღინშნოს, რომ XX საუკუნის შემდგომ მსოფლიოში განვითარდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რამაც გამოიწვია მასშტაბური გლობალიზაცია. გლობალიზაციური პროცესები ხელს უწყობს ადამიანთა ცხოვრების რეალური დონის ამაღლებას, წარმოების შესაძლებლობების გაზრდას, წარმოებული საქონლისა და მომსახურების მრავალფეროვნებას, ასევე ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც ასევე დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკასა და მის განვითარებაზე.
საქართველოს, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანას, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გადატანა მოუხდა. ის მიეკუთვნება გარდამავალი ეკონომიკის რეფორმის პერიოდში მყოფ ქვეყანას და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც ექსპორტს ისე ქვეყნის შიგნით შემოსულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობას, სამუშო ადგილების შექმნას და ქვეყანაში არსებული ფულადი ერთეულის გამყარებას სავალუტო ბირჟაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო წარმოადგენს დიდი ქვეყნების პატარა მეზობელს და მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს სახელმწიფოს, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ქვეყანას. გლობალიზაციის პროცესში ხშირად ხდება ასე, რომ ერთი ქვეყანა დამოკიდებული ხდება მეორეზე ენერგო, სატრანზიტო ან სხვა სახის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებების გამო, რაც შემდგომ პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ეკონომიკის განვითარება ისე, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული ძირითადი ეკონომიკური რესურსით მეზობელ ქვეყნებზე. მითუმეტეს, რომ საქართველო წარმოადგენს ქვეყნას, რომლსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სატრანზიტო თალსაზრისით კავკასიის რეგიონში.
გლობალიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეთავსების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რასაც მსოფლიო პრაქტიკა ნათლად ადასტურებს. ამიტომ, სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს გლობალიზაციის პროცესში ჩართვა, მთელი რესურსით ისე, რომ დაცული იყოს ბალანსი და შენარჩუნდეს საქართველოს ინდივიდუალურობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით.
  
 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ასათიანი. რ., „გლობალიზაცია ეკონომიკური თეორია და საქართველო“, თბ. 2010
2. ბარათაშვილი ე. საქართველოში საინვესტიციო გარემოს სრულყოფის პრინციპები თბილისი 2009
3. ბაქრაძე. გ სამეცნიერო ჟურნალების სატატიათა კატალოგი 2014 ტომი 2,
4. ერდორფი პ, შელდონი პ, ფეზენმაიერ დ. ,,ტურიზმის საინფორმაციო ტექნოლოგიები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბ. 2015 წელი გვ. 232
5. ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ N4 თბ. 2017 გვ 13
6. ბაქრაძე გ. „ციფრული ეკონომიკა-კვლევების გეგმა“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსისტეტი 2017 წ. გვ 2
7. Vujakovic, Petra. (2010). „How to Measure Globalization? A New Globalization Index (NGI).“ Atlantic Economic Journal, 38(2): 237
8. Dreher, Axel (2006): „Does Globalization Affect Growth? Evidence from a new Index of Globalization.“ Applied Economics 38(10): 1091-1110.

რესურსები ინტერნეტში: