საჰაერო ინდუსტრია, 2022 წლის მაჩვენებლები საქართველოში და სამომავლო გეგმები
ავტორის სტილი დაცულია
ანა დუმბაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
IV კურსის სტუდენტი
adumbadze2001@gmail.com
ანოტაცია
ჩვენი ქვეყანა მუდმივად ვითარდება. ვითარდება განათლების, მეცნიერების, სპორტის და სხვა მსგავსი მრავალი დარგი. განსაკუთრებით წარმატებით სარგებლობს ტურიზმის სექტორი. ტურიზმი კი წარმოუდგენელია ტრანსპორტირების გარეშე. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილი ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობაზეა დამოკიდებული. მათთვის ჩნდება მოთხოვნები, რომელიც უპირველესად დახარჯული დროსა და კომფორტულობას წარმოადგენს. ტრანსპორტირების სხვადასხვა სახეობას ვხდებით, მათ შორის ყველაზე მეტად გამოირჩევა საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საკრუიზო და სხვა მრავალი მსგავსი სექტორი. მოდით ვისაუბროთ, საჰაერო სექტორზე და ვნახოთ თუ რა ვითარებაა საქართველოში საჰაერო სექტორში, რამდენად გამოყენებადია და როგორი პროგნოზირების გაკეთება შეიძლება.
Annotation
Our country is developing. Development is noted in all fields: education, science, sports and many others.The tourism sector is particularly successful. Tourism is unimaginable without transportation. The lifestyle of a modern person depends on various types of transportation. Requirements arise for them, which primarily represent the time spent and comfort. We deal with various types of transportation, among which the most prominent are road, rail, air, cruise and many other similar sectors. Let’s talk about the air sector and see what the situation is in the air sector in Georgia, how useful it is and what kind of predictions can be made.
საჰაერო მიმოსვლის ინდუსტრია
დღეს მსოფლიო ეკონომიკაში საჰაერო ინდუსტრია გიგანტად იქცა, რომელსაც წლის განმავლობაში, 2.5 მილიარდ მგზავრზე მეტი გადაჰყავს.
ბოლო წლებში მგზავრობის რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით ხელს უწყობს დაბალბიუჯეტიანი ავიაგადაზიდვების ბიზნესპრაქტიკა, რომელიც ეფუძნება ავია ინდუსტრიაში შემდეგ ბიზნეს სტრატეგიებს:
- ერთ სამგზავრო კლასზე (ბიუჯეტურ სეგმენტზე) მუშაობა
- საჰაერო ფლოტის შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით, ერთი ტიპის თვითმფრინავებით დაკომპლექტება.
- მეორეხარისხოვანი პრიორიტეტის აეროპორტებით სარგებლობა;
- აეროპორტებში რეისების სწრაფი განხორციელება
- შეზღუდული სერვისი (დამატებითი სერვისების გარეშე, როგორიცაა კვება ბორტზე, ბარგის გადატანა და სხვა)
- პერსონალის მიერ მრავალი ფუნქციის შეთავსება;
- სადისტრიბუციო არხებად ინტერნეტის(დაჯავშნის ) გამოყენება;
აღნიშნული მიმართულების ბიზნესპრაქტიკის გამოყენებით ბიუჯეტურმა ავიაგადამზიდავები წარმატებით უწევენ კონკურენციას ტრადიციულ მთავარ გადამზიდავებს,.
ავიახაზებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს შორ მანძილზე მოგზაურობის სფეროში, თვითმფრინავით მგზავრობა გაფართოვდა, ტურისტებს და ბიზნესმენებს შესაძლებლობა მიეცათ, ბევრად ნაკლებ დროში და ხელთ არსებული ფინანსების გაცილებით ნაკლები დანახარჯებით მიაღწიონ დანიშნულების ადგილებამდე, ვიდრე ოდესმე. დღეს, აზია მსოფლიოში საჰაერო მგზავრობის ყველაზე სწრაფად მზარდ ცენტრად იქცა.
საჰაერო მგზავრობის ძირითადი ხიბლი სისწრაფეა, მაგრამ, მას უარყოფითი ასპექტებიც ახლავს თან. . ეს ასპექტებია ფრენის შიში და მანძილი და დრო აეროპრორტამდე და აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე. ხშირად ეს დრო უფრო მეტია, ვიდრე საჰაერო მარშრუტის დრო.
Air Transport World (ATW) მსოფლიო ავიახაზების შესახებ ყოველწლიურ, შემაჯამებელ მოხსენებას, აქვეყნებს (www.atwonline.com), სადაც მსოფლიოს 25 ავიახაზის შესახებ ასახავს ფინანსურ სტატისტიკას და იძლევა ინფორმაციას მსოფლიოს ავიახაზების შესახებ, რომელთა შორისაა ავიახაზები: Africa, Asia/Pacific, Canada, Europe, Latin America/Caribean, U.S. Majors, U.S. Nationals, U.S. Cargo Carriers, U>S. Regional/ Specialty Carriers და World Airline Fleets. მსოფლიოს საჰაერო ტრანსპორტის შესახებ მასალებს ენტონ ედია თვეში ერთხელ აქვეყნებს.
ცხრილი. მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების რეიტინგები[1]
ცხრილო #1
ავიახაზების რეიტინგი | მგზავრებიდან მიღებული შემოსავალი მლ.$ | |
1 | Air France- KLM | $23.314 |
2 | Lufthansa | 22.598 |
3 | Delta | 18.522 |
4 | American | 15.037 |
5 | United | 11.910 |
6 | British Airways | 10.548 |
7 | Southwest | 9.892 |
8 | Qantas | 9.336 |
9 | Continental | 9.244 |
10 | ANA | 9.117 |
11 | Emirates | 8.981 |
12 | Air Canada | 8.099 |
13 | Singapore | 7.633 |
14 | China Southern | 7.322 |
15 | U>S> Airways | 6.752 |
16 | Air China | 6.245 |
17 | Cathay Pacific | 5.921 |
18 | Thai Airways | 5.599 |
19 | Iberia | 4.765 |
20 | Korean Air | 4.686 |
წყარო: თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ლექციების კურსი
საჰაერო ინდუსტრია საქართველოში
რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში 2022 წელს შეინიშნებოდა ტურისტთა შემოდინება.2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.ტურისტებთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზარდა გაიზარდა ტრანსპორტირების გამოყენების მოხმარებაც. განსაკუთრებით უცხოეთიდან შემოსული ტურისტები სარგებლობენ საჰაერო ტრანპორტით, ხოლო ქვეყნის შიგნით როგორც საავტომობილო, სარკინიგზო და ასევე საჰაერო გზებით.[2]
2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 412.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 94.9 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 138.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებლებს.[3]
დიაგრამა №1
წყარო: საჰაერო-ტრანსპორტის-ძირითადი-მაჩვენებლები—2022.pdf (geostat.ge)
განვიხილოთ მოცემულ დიაგრამა.მგზავრთა რაოდენობა და მგზავრთბრუნვა მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს 2019 წელს. 2012 წლიდან მოყოლებული 2019 წლამდე არც თუ ისე ცუდი მდგომარეობა ფიქსირდება. კოვიდ პანდემიის გამოჩენამ ეს მაჩვენებელი ძალიან შეამცირა. საქართველოში ამ დროს აიკრძალა საჰაერო ფრენა და შესაბამისად გვაქვს 2020-2021 წლებში ასეთი მაჩვენებელი. 2022 წელს უკვე მოიმატა წინა წელთან შედარებით. რაც კოვიდ პანდემიის შემცირებამ განაპირობა.
დიაგრამა №2
წყარო: საჰაერო-ტრანსპორტის-ძირითადი-მაჩვენებლები—2022.pdf (geostat.ge)
როგორც უკვე ვახსენეთ, აქაც დასტურდება კოვიდ პანდემიის ზეგავლენა. 2020 წელს ვხედავთ რო მკვეთრი ვარდნა გვაქვს. კარგი კი 2022 წლის მაჩვენებელია. 2021-2022 წლებში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ცვლილებასთან მიმართებაში. მსგავსი არ გვქონია 2018 წლამდე. ეს ვარდნის შემდეგ საკმაოდ კარგი რიცხვია.
საჰაერო სატვირთო გადაზიდვა
2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 667.0 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 1 238.0 მლნ. ტონა-კილომეტრს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 53.7 პროცენტით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 52.3 პროცენტით გაიზარდა.[3]
მიუხედავად პანდემიისა საჰაერო სატვირთო გადაზიდვა არ შემცირებულა. პირიქით ის უფრო მეტად გაიზარდა.ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ადამიანები კოვოდის დროს ძალიან ბევრ ნივთს უცხოური საიტებიდან იწერდნენ და ჩამოჰქონდათ.მოდით ვნახოთ ეს რიცხვები უფრო დაზუსტებით დიაგრამაზე და ნათლად აისახოს ეს დინამიკა.
დიაგრამა №3
წყარო: საჰაერო-ტრანსპორტის-ძირითადი-მაჩვენებლები—2022.pdf (geostat.ge)
2022 წელს საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 4 191,245 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. იანვარ-დეკემბერში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 2 361,610 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ახალი ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2022 წლის განმავლობაში 1 831,164 ტონა ტვირთი გაატარა.
12 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ჩარტერული ავიაკომპანია FlyPRO, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 688,253 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური ავიაგადამზიდავი Swiftair-ი, რომელიც 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 486,334 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo; Cargolux Airlines; Georgian Airlines;FlyPRO; Swiftair.[4]
საქართველოს საჰაერო ბაზარი
საქართველოს საავიაციო ბაზარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა. საქართველოში სამი საერთაშორისო და ორი შიდა აეროპორტი ფუნქციონირებს, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის სტანდარტებს. საქართველოს საავიაციო ბაზარი უმეტეს წილად საერთაშორისოა; ფრენების უმეტესი ნაწილი თბილისის აეროპორტზე მოდის.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს 2011 წლიდან მართავს თურქული კომპანია TAV Airports Holding Co.. 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, ხოლო 2012 წლის სექტემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. აღნიშნულ აეროპორტში პირველი ავიარეისი უნგრულმა ავიაკომპანიამ Wizz Air-ma კიევის მიმართულებით შეასრულა. საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს ახორციელებდნენ შემდეგი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რომლებსაც სატარიფო სქემებში გათვალისწინებული აქვთ დაბალი ტარიფები: Wizz Air, Air Arabia, Pegasus, FlyDubai, Pobeda Airlines, Air Baltic, Buta Airways, Salam Air, Flynas, Ukraine International Airlines, Skyup Airlines. საქართველოში არსებულ აეროპორტებს 2017 წელს ამბროლაურში კიდევ ერთი ადგილობრივი აეროპორტი დაემატა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უმოქმედო აეროდრომების, ვერტოდრომებისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლების შესწავლა და შეფასება მათი სამომავლო ექსპლუატაციის მიზნით.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობა 3,000 და 600 მგზავრი/საათია შესაბამისად, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 800 მგზავრი/ საათი. რაც შეეხება მესტიის და ამბროლაურის აეროპორტებს, მათი დატვირთვა შესაბამისად 50 და 100 მგზავრია საათში.
ავიახაზები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, Wizz Air Hungary არის უმსხვილესი კომპანია, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობს და მგზავრების ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს. 2018 წელს ამ კომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 587,179 (11.9%) შეადგინა. Turkish Airlines არის სიდიდით მეორე გადამყვანი კომპანია 559,749 (11.3%) მგზავრით. მგზავრების რაოდენობით მას მოსდევს Georgian Airways – 550,831 (11.1%); Ural Airlines – 294,000 (5.9%); FlyDubai – 250,296 (5.1%); Ukraine International Airlines – 223,106 (4.5%); Aeroflot – 194,675 (3.9%); S7 Airlines – 183,392 (3.7%); Pobeda Airlines – 178,783 (3.6%).
2018 წელს 56 საერთაშორისო და ორი შიდა ავიაკომპანია სთავაზობდა მგზავრებს კომფორტულ ფრენებს საქართველოდან.
საქართველოში მოქმედი ძირითადი ავიაკომპანიებია: Wizz Air, Turkish Airlines, Georgian Airways, Ural Airlines, FlyDubai, Ukraine International Airlines, Aeroflot, S7 Airlines, Pegasus, EL AL Israel Airlines, Qatar Airways, Belavia, Yan Air, Azerbaijan Airlines, QESHM Air, Zagros Airlines, Air Astana, Luftansa, LOT Polish Airlines და სხვა. 2018 წელს ერთი ქართული და ცხრა ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, მათ შორისაა: ქართული ავიაკომპანია Myway Airlines, omanis ავიაკომპანია Salam Air, საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas, უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines, რუმინული ავიაკომპანია TAROM, ქუვეითის ავიაკომპანიები Kuwait Airways და Jazeera Airways, რუსული ავიაკომპანია UVT Aero და ირანული ავიაკომპანია Iran Air. ჩარტერულ რეისებს ასრულებდნენ ქართული ავიაკომპანია Myway Airlines და იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan.[1]
საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები
ჯერ განვიხილოთ საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებული რეფორმები. ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგულირების სრულყოფის მიზნით და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად 2011 წლის 15 აპრილიდან შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
- სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მუშაობის ძირითად მიმართულებებს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგულირების განხორციელება წარმოადგენს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ესენია:
- ”ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის კანონმდებლობასთან და მისი იმპლემენტაციის პროცესში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ხელისშეწყობა;
- საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და ავიაბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ხელისშეწყობა;[5]
დასკვნა
საჰაერო სექტორი განსაკუთრებით ვითარდება. რაც არსებული ფაქტებით დადასტურდა.
ადამიანთა უმრავლესობა მუდმივად ცდილობს ნაკლები თავისუფალი დრო დახარჯოს გადაადგილებაზე და ის დრო დასვენებაში გამოიყენოს. ამის საუკეთესო შემთხვევა სწორედ, რომ საჰაერო ტრანსპორტია. თვითმფრინავის მეშვეობით ნაკლები ხარჯებით, უმოკლეს დროში შეგიძლია წახვიდე იქ სადაც გინდა. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს საჰაერო ტრანსპორტი უფრო და უფრო მეტად იხვეწება და ევროპულ სტანდარტებს აღწევს. რაც მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. ეს ზრდის მოხმარებას, ზრდის შემოსავლებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ეკონომიკური წინსვლა კი უკეთესი ცხოვრების ერთგვარი პირობაა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. (საჰაერო მიმოსვლის ინდუსტრია, 2021)
2. (უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა საქართველოში, 2023)
3. (საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლები, 2023)
4. (საქართველო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზრის მთავარი მოთამაშეები – 2022 წლის სტატისტიკა, 2023)
5. (ტრანსპორტი, თ. გ.)