უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა 2022 წლის მიხედვით და მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე
ავტორის სტილი დაცულია
ანა დუმბაძე
ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
iV კურსის სტუდენტი
adumbadze2001@gmail.com
ანოტაცია
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გავიგონებთ ტერმინებს „ტურისტი“, „ტურიზმი“. ამას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველო გამოირჩევა ტურისტული პოტენციალით, რასაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო და ინფრასტრუქტურა. საქართველო დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
საყურადღებოა ამ კუთხით 2020-21 წლები. კოვიდ პანდემიის ზეგავლენა, სხვა დარგებთან ერთად, განსაკუთრებით იგრძნობდა ტურიზმის სექტორზე. პანდემიის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა უცხოეულ ტურისტთა შემოდინება. ეს ძირითადად გამოწვეული იყო სხვადასხვა დაწესებული შეზღუდვით, მათ შორის ფრენების არ არსებობით.
მას შემდეგ, რაც დროთა განმავლობაში შეზღუდვები გაუქმდა და პანდემიის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით, აღდგა უცხოეულ ტურისთა შემოდინება და ნელ-ნელა მოიმატა მათმა რიცხვმაც. მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებულ პიკს აღწევს 2022 წელს, მაშინ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა რუსი და უკრაინელი მოსახლეობის შემოსვლა. განსაკუთრებით გაიზარდა უცხოელების რაოდენობა ზაფხულის პერიოდში.
ნამდვილად, საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ ამ კუთხით ტურიზმის სექტორს და ვნახოთ რა დინამიკით ხასიათდებოდა 2022 წელი.
Annotation
In everyday life, we often hear the terms “tourist”, “tourism”. This is caused by the fact that Georgia is distinguished by its tourism potential, which is facilitated by a diverse natural environment and infrastructure. Over time, Georgia attracts more and more tourists, which has a significant impact on the country’s economic development.
The years 2020-21 are noteworthy in this regard. The impact of the Covid pandemic, among other sectors, was particularly felt on the tourism sector. During the pandemic, the inflow of foreign tourists in Georgia decreased significantly. This was mainly due to various imposed restrictions, including the absence of flights.
After the restrictions were lifted over time and we returned to normal life after the pandemic, the inflow of foreign tourists resumed and their number gradually increased. Nevertheless, this indicator reaches a special peak in 2022, when during the Russian-Ukrainian war, the influx of Russian and Ukrainian population into our country increased significantly. The number of foreigners increased especially during the summer.
It will be interesting to take a look at the tourism sector in this regard and see the dynamics of 2022.
ცვლილებები კვარტლების მიხედვით
ტურისტთა მძლავრი შემოდინება უკვე 2022 წლის მეორე კვარტალიდან იგრძნობა. რაზეც მიუთითებს შემდეგი ფაქტები.2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილი. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.[1]
დიაგრამა №1
წყარო: უცხოელ-ვიზიტორთა-სტატისტიკა—II-კვარტალი,-2022-წელი.pdf (geostat.ge)
ეს ფაქტი განსაკუთრებით იმით აიხსნება, რომ ომის პერიოდში რუსეთშიც იგრძნობოდა ეკონომიკური პრობლემები, ბევრმა ცნობილმა კომპანიამაც დატოვა ქვეყანა და ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. მოქალაქეებმა დატოვეს ქვეყანა და საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანაში გადმოვიდნენ.
უშუალოდ, საქართველოს რეგიონებს რაც შეეხება, უცხოეულ ვიზიტორთა დიდი ნაწილი თბილისსა და აჭარაზე მოდის. ამას ნამდვილად მარტივად დავინახავთ თუ თუნდაც ბათუმის ან თბილისის ქუჩებში გავივლით. მარტივი შესამჩნევი იქნება რუსულ ენაზე მოსაუბრე ძალიან ბევრ ტურისტის არსებობა.
მიუხედავად ამისა, მხოლოდ აჭარასა და თბილისში არ არის ეს მაჩვენებელი გაზრდილი, სხვა კუთხეებშიც შეიმჩნევა. თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ დიაგრამა
დიაგრამა №2
წყარო: უცხოელ-ვიზიტორთა-სტატისტიკა—II-კვარტალი,-2022-წელი.pdf (geostat.ge)
რაც შეეხება, შემდე პერიოდს, III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით. მეორე კვარტლის ანალოგიურად ტურისტთა უმრავლესობას შეადგენდა კვლავ რუსი ტურისტები, რაც გაგრძელებული ომის გამო ავხსენით.[2]
რეგიონების კუთხით კვლავაც იგივე შედეგია.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 021.9 ათასი და 1 005.7 ათასი ვიზიტი.
ზაფხულის პერიოდში აჭარის რეგიონი განსაკუთრებით მიმზიდველია ტურისტებისთვის და მესამე კვარტალი სწორედ ამ რეგიონში ხასიათდებოდა განსაკუთრებულად მზარდი მაჩვენბელებით.
რაც შეეხება 2022 წლის მეოთხე კვარტალს,საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1.5 მილიონი შემოსვლა, რაც 2.6-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ცოტა შემცირდა რუს ტურისტთა რაოდენობა და ამ კვარტალში რაოდენობრივი კუთხით თურქი ტურისტები ჭარბობდნენ.[3]
დიაგრამა №3
წყარო: უცხოელ-ვიზიტორთა-სტატისტიკა—(IV-კვარტალი,-2022-წელი).pdf (geostat.ge)
ვიზიტთა რაოდენობა რეგიონების მხრივ, აქ უკვე შემცირებულია. თუმცა აჭარისა და თბილისის რეგიონი კვლავაც ლიდერობს. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 786.8 ათასი და 520.0 ათასი ვიზიტი.
2022 წლის მაჩვენებლების შედარება 2021 წელთან შედარებით
საერთო ჯამში,2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. ყველაზე მეტი ვიზიტი (53.6 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.[4]
ცხრილი №1
წყარო: უცხოელ-ვიზიტორთა-სტატისტიკა—(2022-წელი).pdf (geostat.ge)
ტურისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია შთაბეჭდილების მიღება იმ დესტინაციიდან, რომელსაც ის ესტუმრება. სწორედ, მიღებული შთაბეჭდილება არის ძირითადი პირობა იმისა, რომ ესტუმრო ადგილს ხელახლა და შენი აზრი გაუზიარო სხვას. მიღებული შთაბეჭდილება პირდაპირპროპორციულ კავშირშია კმაყოფილებასთან. კმაყოფილი ტურისტი დანიშნულების ადგილისთვის მნიშვნელოვანია.
დიაგრამა №4
წყარო: უცხოელ-ვიზიტორთა-სტატისტიკა—(2022-წელი).pdf (geostat.ge)
როგორც, დიაგრამიდან ჩანს ნამდვილად დიდია საქართველოში უცხოეულ ტურისტთა კმაყოფილების დონე. მცირეა იმ ტურისტთა რაოდენობა, რომლისთვისაც საქართველოს ტურისტულმა ადგილებმა და ზოგადად მისმა „პროდუქტმა“ კმაყოფილება ვერ გამოწვია. რა თქმა უნდა, კარგია ის ფაქტი, რომ ეს მაჩვენებელი არ ხასიათდება დიდი რაოდენობით, თუმცა უმჯობესია გატარდეს კიდევ მეტი ღონისძიება ამ რაოდენობის შესამცირებლად. მაგალითისთვის შეიძლება გამოვკითხოთ უკმაყოფილო ტურისტები და დავადგინოთ მიზეზი, შემდეგ კი ჩვენი ძალები მივმართოთ ამ კუთხით და არსებული პრობლემები აღმოვფხრად.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები
ცხრილი №2
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი
კვლევები | საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (gnta.ge)
ეს დიაგრამა საშუალებას გვაძლევს, 2019 წლიდან მოყოლებული ვნახოთ დინამიკა. პირველ ადგილზე მყოფი, რუსი ტურისტთა რაოდენობა მართალია, 2022 წელს მაღალი იყო, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელეს ვერ აჭარბებს.მიუხედავად ამისა 2020-21 წლებში არსებულ ვარდნილ რიცხვებთან შედარებით მკვეთრი ცვლილება აღინიშნება. ასეთივე სახეს ატარებს თურქეთიცა და სომხეთიც.
ტურიზმის ზეგავლენა ეკონომიკაზე
კავშირი ტურიზმსა და ინფლაციას შორის კომპლექსური, დროებითი და ადგილობრივია. ტურისტთა დიდმა ნაკადმა სეზონის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა ბევრ საქონელსა და მომსახურებაზე მოცემულ რეგიონში. დიურანი გვარწმუნებს, რომ ქალაქებსა და ტურისტულ ადგილებში ფასები საქონელსა და მომსახურებებზე ზოგადად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც ტურიზმი მწირია, ან საერთოდ არ არის. ასევე, სააგარაკე კურორტებზე ფასები ტურისტულ მომსახურებებზე უფრო მაღალია პიკურ სეზონზე, ვიდრე წლის დანარჩენ პერიოდში. ფასების ასეთი მატება უფრო დიდია ღარიბ, ვიდრე შეძლებულ რეგიონებში. ტურისტებს აქვთ საშუალება შეიძინონ საქონელი უფრო მაღალ ფასად, რის გამოც საცალო ვაჭრობა ზრდის ფასებს არსებულ პროდუქტზე და ახდენს უფრო ძვირი საქონლის მიწოდებას. ამ პროცესს ორი შედეგი მოსდევს: 1) ადგილობრივ მაცხოვრებლებს უწევთ მეტის გადახდა საქონელში და 2) საცალო ვაჭრებს, რომლებიც ტურისტებს მიჰყიდიან საქონელს უფრო ძვირად, ექმნებათ საშუალება გადაიხადონ არენდასა და გადასახადებში უფრო მეტი, რაც შემდგომ ვრცელდება მომხმარებლებზე. [5]
ჩვენ ზემოთ, არა ერთხელ ვახსენეთ, რომ უცხოეულ ტურისტთა რაოდენობა ნამდვილად ძალიან გაზრდილია. შესაბამისად, ინფლაციაც მაღალია სხვა წლებთან შედარებით.
ცხრილი №3
წყარო: სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია) – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)
საგადასახდელო ბალანსი და ტურიზმი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში უცხოური ვალუტის შემოდინება ითვლებოდა საერთაშორისო ტურიზმის უმთავრეს სარგებლად. ბევრი განვითარებადი ქვეყნისათვის მყარი ვალუტის შემოსავლებს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა და ტურიზმი წარმოადგენს სწორედ ასეთი სავალუტო შემოსავლის წყაროს. მათ ეს ვალუტა ესაჭიროებათ აუცილებელი იმპორტის დასაფინანსებლად. ამ კუთხით, ტურიზმს ნაკლები მნიშვნელობა აქვს განვითარებული ქვეყნებისათვის. [5]
რუსეთ–უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები საქართველოში
რუსეთ-უკრაინის ომის ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკისათვის მოსალოდნელი საფრთხეებია ვალუტის დევალვაცია და პროდუქტებზე ფასების ზრდა. ყველაზე დიდი ზრდა შესაძლოა შეეხოს პურის ფასს, რადგან ხორბლის 90% საქართველოში რუსეთიდან შემოდის და სხვა ქვეყნების ხორბლის შესყიდვა მნიშვნელოვნად გააძვირებს პურს, როგორც ეს ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთი ალტერნატივა ხორბლის შემოსატანად არის ყაზახეთი და ამ შემთხვევაში 1 კგ პურის ფასი შესაძლოა 1.5 ლარი გახდეს, რადგან რუსეთი უფრო ახლოსაა და ამიტომ შემოტანაც შედარებით იაფი ჯდება. ფასების მატებას ვიხილავთ ასევე უკრაინიდან შემოტანილ პროდუქციაში – ზეთზე, ცხიმებზე, კარაქზე და სხვა პროდუქტებზე. ეკონომისტის აზრით, აგრეთვე მოსალოდნელია სხვადასხვა საფრთხეები, როგორიცაა ინვესტორების მიერ უარის თქმა ინვესტიციების განხორციელებაზე ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ასევე ტურისტების ნაკადის შეწყვეტა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი წილი უჭირავს რუსეთიდან და უკრაინიდან ფულად გზავნილებს, რაც უახლოეს მომავალში საგრძნობლად შემცირდება სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო. [6]
სწორედ, ეს მოლოდინი გვქონდა 2022 წლის დასაწყისში, წლის ბოლოს კი ნათლად ვხედავთ რა მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით.
ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2022 წლის პირველ იანვარს იყო 3.0892, ხოლო წლის ბოლოს ანუ 2022 წლის 31 დეკემბერს 2.7020.[7]
ტურისტთა დიდმა ნაკადმა ლარის გაცვლითი კურსი შეამცირა, რაც უცხოური ვალუტის შემოდინებით იყო გამოწვეული, ხოლო ინფლაცია გაიზარდა ანუ ფასები გაგვეზარდა პროდუქციაზე, რაც გამოიწვია უცხოელების დიდმა რაოდენობამ, რომლებიც უფრო ნაკლებად მგრძნობიარე არიან პროდუქციის ფასებზე.
დასკვნა
ჩვენ უშუალოდ მიმოვიხილეთ ის ძირითადი დინამიკური ცვლილებები, რაც 22 წელს გვქონდა ტურიზმის კუთხით. აშკარა ცვლილება გვაქვს გასულ წლებთან შედარებით უცხოელ ტურისტთა შემოდინების კუთხით. ეს მაჩვენებელი კი გაცილებით დადებითია მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემიის დროს თითქმის არ არსებობდა. ტურისტთა დიდმა ნაკადმა ნამდვილად დადებითად იმოქმედა ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. იმ კუთხით, რომ ლარის გაცვლითი კურსი შემცირდა, გაჩნდა მეტი სამუშაო ადგილი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ბევრი უარყოფითი მხარევ ჰქონდა. თუნდაც ის, რომ საკმაოდ ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდა, მათი ვიზიტი კი მოკლევადიან პერიოდზე მეტი ხნით იყო გათვლილი. ასევე გაიზარდა ფასებიც. მიუხედავად ამისა, „ჩაკეტილობის“ შემდეგ ჯერ ტურიზმი სექტორის სწრაფი აღდგენა მოხდა.
საერთო ჯამში, უნდა ითქვას ის, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების პოტენციალი ძალიან დიდია და ის არსებული პრობლემები, რაც ამ სფეროში გვაქვს მაქსიმალურად უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. ამისთვის საჭიროა მეტი გამოვკვლევა,პრობლემის დანახვდა და შემდგომში მისი აღმოფხვრა, საჭიროა მეტი ღონისძიების ჩატარება და ვითარების უკეთესობისკენ წარმართვა, იმისთვის, რომ ტურიზმის დარგის გაძლიერება და პირდაპირპროპორციულად, ეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობა ახლდეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- (უცხოეულ ვიზიტორთა სტატისტიკა საქართველოში (II კვარტალი,2022 წელი), 2022)
- (უცხოეულ ვიზიტორთა სტატისტიკა საქართველოში (III კვარტალი, 2022 წელი), 2022)
- (უცხოეულ ვიზიტორთა სტატისტიკა საქართველოში (IV კვარტალი, 2022 წელი), 2023) https://www.geostat.ge/media/51240/%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E
- (უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა საქართველში 2022 წელი, 2023)
- (ტურიზმის ეკონომიკა, ქართულენოვანი სალექციო კურსი, 2019)
- (ვაშინგტონი, 2022) https://kapitali.ge/ruset-ukrainis-omis-gavlena-sakartveloze/
- (ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები, 2022)