ფასები სააფთიაქო ბაზარზე

ავტორის სტილი დაცულია

ქეთევან ბალანჩივაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

ketiqeti65@gmail.com

ანოტაცია

2022-2023 წლები აშკარა გამოწვევა აღმოჩნდა სააფთიაქო ბიზნესისთვის. საქართველოში არსებული სააფთიქო ქსელების ოლიგოპოლიური ბაზარი მგრძნობიარე აღმოჩნდა იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც მას მთავრობამ მოუმზადა. სტატიაში განხილული მაქვს თუ როგორ აწესებენ ფასს ამერიკასა და საქართველოში სააფთიაქო ბაზარზე, ასევე ვსაუბრობ ოლიგოპოლიური ბაზრის ტიპზე, მიზეზებზე თუ რა უბიძგებს ბაზარს ჩამოყალიბდეს ამ საბაზრო სტრუქტურად. განვიხილავ პოლ სვიზის მიერ დადგენილ მოთხოვნის ტეხილ მრუდსა და ფასწარმოქმნაზე. გამოვყოფ ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის მიზნებსა და საერთაშორისო ვაჭრობის როლს ქვეყნებისთვის. ძირითადად კი თემა ეხება 2022 წლის იანვარში დაგეგმილ და 2023 წლის თებერვალში განხორციელებულ რეფერენტული ფასებს, თუ როგორ ცდილობს მთავრობა ხელოვნურად შეამციროს ფასები მედიკამენტებზე თურქული პროდუქციის იმპორტის გაადვილებითა და ფასების შემზღუდველი ზედა ზღვრის დაწესებით. სტატიაში ასევე განხილული მაქვს სააფთიაქო ბაზრის ლოგიკური და თავდაცვით მოტივირებული რეაქცია.

Annotation

The years 2022-2023 turned out to be a clear challenge for the pharmacy business. The oligopolistic market of pharmacy chains in Georgia was sensitive to the reforms that the government prepared for it. In the article, I have discussed how the price is set in the pharmacy market in America and Georgia, I also talk about the type of oligopoly market, the reasons and what prompts the market to develop into this market structure. I discuss Paul Swayze’s broken demand curve and price formation. I will highlight the policy goals of economic order and the role of international trade for countries. Mainly, the topic concerns the reference prices planned for January 2022 and implemented in February 2023, how the government is trying to artificially reduce the prices of medicines by facilitating the import of Turkish products and imposing a restrictive upper limit on prices. In the article, I have also discussed the logical and defensively motivated reaction of the pharmacy market.

სისტემა, რომელიც მთლიანად ძრავაა

ფასები  წამლებზე იზრდება ისეთი ტემპით, რომელიც ბევრად აღემატება ინფლაციას. სწორედ ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა „რა იმალება ამ სწრაფი ფასების მიღმა?“ ეს არის მარტივი კითხვა რთული პასუხით, რომელიც მოიცავს სამ ცენტრალურ ერთეულს: წამლების მწარმოებლებს, აფთიაქის სარგებლის მენეჯერებს (PBM) და მზღვეველებს. ისინი ერთად ქმნიან მიწოდების რთულ ჯაჭვს, რომელიც ეხმარება წამლების ფასების აგრესიულად ზრდას. ”ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც მთლიანად ძრავაა”- თქვა მიშელ მელომ, სტენფორდის სამართლის სკოლის პროფესორმა და სტენფორდის მედიცინის ჯანმრთელობის კვლევისა და პოლიტიკის პროფესორმა. თანხა, რომელსაც იხდით ბრენდული მედიკამენტისთვის, დამოკიდებულია თქვენს:

  • სადაზღვევო გეგმაზე;
  • გეგმის ფორმულირებაზე, ან იმ წამლების სიაზე, რომლებსაც ის ანიჭებს უპირატესობას და მოიცავს;
  • თქვენი გამოქვითვის ზომაზე;
  • გარიგებაზე, რომელიც თქვენმა სადაზღვევო კომპანიამ შეიმუშავა წამლის მწარმოებელთან, ათობით სხვა ცვლადთან ერთად; [1]

ბევრი მსჯელობს იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ფასების ზრდაში. დისკუსია განსაკუთრებით მიმდინარეობს წამლების კომპანიებსა და PBM-ებს შორის, ან შუამავლებს შორის, რომლებიც მოლაპარაკებას აწარმოებენ ფასდაკლებებსა და ჯანდაცვის გეგმებზე. სტატიაში განვიხილავ თუ როგორ წესდება ფასი სააფთიაქო ბაზარზე ამერიკასა და საქართველოში.

სააფთიაქო ქსელები როგორც კარტელი

კონკურენციის შეზღუდვის მნიშვნელოვან და უძველეს ფორმას წამოადგენს კარტელი. კარტელი არის ხელშეკრულებებისა და მოლაპარაკებების წარმოება ერთანაირი ეკონომიკური დონის მქონე ორგანიზაციებს შორის კონკურენციის შეზღუდვის მიზნით. ის წარმოადგენს კონკურენციის ჰორიზონტალურ შეზღუდვს.

კარტელების წარმოქმნისადმი მიდრეკილება განსაკუთრებით მაღალია მაშინ, თუ  მიმწოდებელთა რაოდენობა მცირეა ბაზარზე, თუ პროდუქტები საკმაოდ ჰომოგენურია, თუ ბაზარზე შესვლის ბარიერები მაღალია და თუ დაწესებული ფასების ელასტიკურობა დაბალია.

წამლების ბაზარი ამერიკაში

შეერთებულ შტატებს აქვს წამლების ყველაზე მაღალი ფასები მსოფლიოში. რეცეპტით გაცემული წამლები გადადის მწარმოებლიდან დისტრიბუტორამდე და ბოლოს აფთიაქში, სანამ არ მოხვდება პაციენტების ხელში. თითოეული მხარე თამაშობს მნიშვნელოვან როლს წამლის საბოლოო ფასში. რეცეპტით გაცემული წამლები გადადის აფთიაქიდან გადამხდელზე, ისინი ასევე თამაშობენ როლს წამლის საბოლოო ფასში.

საზოგადოებისთვის და ასევე ჯანდაცვის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის წამლების ფასი საიდუმლოებით არის მოცული. შეერთებული შტატების სისტემის სირთულე, იმ ფაქტთან ერთად, რომ სისტემის ძირითადი მოთამაშეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტებზე დახურულ კარს მიღმა, ამ საიდუმლოს ამოხსნას რთულს ხდის. მწარმოებელს აქვს თავისუფლება დააწესოს თავისი წამლის ფასი, რომელსაც ეწოდება საბითუმო შეძენის ღირებულება (WAC), რეგულირების გარეშე. მოლაპარაკებების, ფასდაკლებებისა და სხვა წახალისების შემდეგ, მწარმოებლები თითქმის ყოველთვის იღებენ WAC-ზე ნაკლებს, როდესაც დისტრიბუტორი ყიდულობს წამალს, ხოლო მწარმოებლის საშუალო ფასი (AMP) უფრო მჭიდროდ ასახავს იმას, რასაც ისინი რეალურად იღებენ. აფთიაქი ყიდულობს დისტრიბუტორისგან, ჩვეულებრივ იყენებს საშუალო საბითუმო ფასს (AWP), როგორც მოლაპარაკებების ამოსავალ წერტილს და შემდეგ წყვეტს წამლის  ფასს. პაციენტი იხდის ამ ფასს ფასდაკლების ბარათის ან დაზღვევის გამოყენებით.

აფთიაქები ადგენენ თავიანთ ფასებს ფორმულის საფუძველზე, ჩვეულებრივ, AWP-ის მულტიპლიკატორი პლუს გაცემის საფასური (როგორიცაა AWP პლუს 20% პლუს $5). წამალს ამ ფასად ყიდიან ან თუ პაციენტს დაზღვევა აქვს, ამ ფასს გადამხდელს წარუდგენენ. გადამხდელი ანაზღაურებს აფთიაქთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტარიფებით, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. [2]

წამლების ბაზარი საქართველოში

საქართველოში ოლიგოპოლიურ ბაზარს წარმოადგენს სააფთიქო ქსელები. სააფთიაქო ბაზარზე სამი წამყვანი მოთამაშე გვყავს წარმოდგენილი, ესენი არიან: “PSP”, “ავერსი” და “ჯიპისი/ფარმადეპო”, თუმცა მათ გარდა უდიდეს როლს თამაშობენ სააფთიქო ქსელები, რომლებიც სქემა 1ზე მაქვს წარმოდგენილი. 

სქემა 1: საქართველოში მოქმედი სააფთიაქო ქსელების შემოსავალი 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით

წყარო: https://forbes.ge/saqarthvelos-saaphthiaqo-qselebi/

ოლიგოპოლიურ ბაზარს ახასიათებს შერწყმა-შთანთქმა. შერწყმა- ორი ან მეტი საწარმოს ახალი სამართლებრივი და ეკონომიკური გაერთიანება.შერწყმის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს. ძირითადად საქმე ეხება რეალიზაციის ადგილის გაუმჯობესებასა და მასშტაბის ეკონომიის პოტენციალის სრულყოფილ გამოყენებას.

სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ცნობით, ფარმაცევტულმა კომპანია „ჯიპისიმ” და ფარმაცევტულმა კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაციამ” (ფარმადეპო) ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვებისა და ტრანზაქციების დასრულების შემდეგ გაერთიანდებიან. მათივე ინფორმაციით, შერწყმის შედეგად წარმოქმნილ კომპანიას  სააქციო საზოგადოება „ქართული ფარმაცია“ (GEPHA) დაერქმევა, რომლის 67%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG), ხოლო 33%-ის მფლობელი „ეი-ბი-სი ფარმაციას” არსებული ძირითადი აქციონერები იქნებიან.

ფასწარმოქმნა ოლიგოპოლიურ ბაზარზე

ზემოთ განხილული ინფორმაცია გვაძლებს საშუალებას ვთქვათ, რომ სააფთიაქო ბაზარი როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში წარმოადგენს ოლიგოპოლიური ბაზრის ტიპს. ასეთი ტიპის ბაზარზე გამყიდველები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ პროდუქტის დიფერენციაციით, დომინირებადი ბაზრის წილით, ან ორივე მათგანით. თითოეული მათგანი ფასწარმოქმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კონკურენტების რეაქციაზე ფიქრობს. ფასწარმოქმნის ამ ქცევას ეკონომისტები ურთიერთდამოკიდებულებას უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ თითოეული გამყიდველი აწესებს თავის ფასს და ამის პარალელურად ითვალისწინებს ამ ფასზე კონკურენტების რეაქციას.

ეკონომისტმა პოლ სვიზიმ განავითარა მოთხოვნის ტეხილი მრუდის მოდელი.  სვიზის მოდელში მთავარი დაშვება ისაა, რომ კონკურენტი მიყვება მოცემული ფირმის მიერ ფასის შემცირებას, მაგრამ არ ახდენს რეაგირებას ამ ფირმის მიერ ფასის გაზრდის შემთხვევაში.

თუ ფირმა ფასს ამცირებს, ამას შეიძლება კონკურენციაზე უცაბედი ეფექტი ჰქონდეს. ეს ფირმა გაყიდვების ზრდას ცდილობს იმ კონკურენტისათვის მომხმარებლების წართმევით, რომელთა პროდუქტიც შედარებით ძვირია, მაგრამ როდესაც მისი კონკურენტი ხვდება ამას, ის ფასის შემცირების ტენდენციას სწრაფად მიყვება, რათა ბაზრის საკუთარი წილი შეინარჩუნოს. თუ ფირმა საპირისპირო ქმედებას განახორციელებს, გაზრდის ფასს და კონკურენტები არ მიბაძავენ მას, მაშინ მისი გაყიდვები შემცირდება.

ნახაზი 1: მოთხოვნის მრუდები ოლიგოპოლიური ფირმისთვის, რომელიც ვარაუდობს ფასის გაზრდას/შემცირებას

წყარო: პოლ გ.კიტი/,ფილიპ კ.ი.იანგი/სტივენ ი.ერფლი

მოთხოვნის ტეხილ მრუდს აღვწერ ნახაზ 1-ზე. დავუშვათ, რომ საწყისი ფასი და რაოდენობა A წერტილზეა მოცემული.თუ ფირმა ამცირებს ფასს p-დან p1-მდე, მაშინ ის ვარაუდობს გაყიდვების Q-დან Q1-მდე გაზრდას. ეს მოთხოვნის რელევანტური მრუდია ფირმისთვის, თუ სხვა კომპანიები საპასუხო ზომებს არ მიიღებენ. შესაბამისად, ეს ფირმა დამატებით მომხმარებლებს მოიზიდავს.თუმცა, თუ კონკურენტები საპასუხო ზომებს მიიღებენ და ფასებს შეამცირებენ, მაშინ ფირმა თავის გაყიდვებს გაზრდის მხოლოდ Q2-მდე, მოთხოვნის Di მრუდის გასწვრივ. ეს არის მოთხოვნის რელევანტური მრუდი, როდესაც დარგში ყველა კომპანია ფასს თანაბრად ამცირებს. გაყიდვები მცირედით გაიზრდება, რადგან დარგში არსებული ყველა ფასი შედარებით დაბალია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც მოცემული კომპანია ვარაუდობდა, როდესაც იგი ფასს ამცირებდა.

[3]

მთავრობის ჩარევა ვაჭრობაში

ეკონომიკური პოლიტიკა ფასების კონტროლს სააფთიაქო ბაზარზეც ცდილობს. ეს არის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციის ინსტრუმენტია, უფრო ვრცლად, რომ ვთქვათ ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკის მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას, მის მოსალოდნელ შედეგებს და მიისწრაფვის ეკონომიკურ ინტერესთა არსებულ იერარქიაში კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრისაკენ.ეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს როგორც მიღებული ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილების გამტარებლის მოქმედებას, ასევე ამ მოქმედების მეცნიერულ ანუ თეორიულ საფუძვლებს.ზოგადი პოლიტიკის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში განსხვავებული ინტერესების დაბალანსება და ამისათვის საჭირო ჩარჩოპირობებისა და ინსტიტუციების  შექმნა.

საბაზრო ეკონომიკის წესრიგის პოლიტიკაში წინა პლანზე დგას ფუნქციონირებისუნარიანი კონკურენციის წესრიგის შექმნა. წესრიგის პოლიტიკის გამტარებლები არიან საკონონმდებლო ორგანოები, რომლებმაც უნდა დაადგინონ მნიშვნელოვანი ჩარჩოპირობები, როგორიცაა კონკურენციის წესრიგის, ფულადი წესრიგის და ა.შ. მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ორგანო, პასუხისმგებელია საკანონმდებლო საფუძვლების დადგენაში. [4]

რაც შეეხება მთავრობასა და სააფთიაქო ბაზარს ცვლილებების ტალღა კვლავ გრძელდება. მთავრობის მხრიდან საფასო პოლიტიკაში ჩარევის ერთ- ერთი მაგალითია რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული წამლების რაოდენობის გაზრდა.

რეფერენტული ფასი

სააფთიაქო ბაზარზე მთავრობის ჩარევის ერთ-ერთი მეთოდია რეფერენტული ფასის დაწესება, რომელიცარის მედიკამენტებზე გასაყიდი ან საექრპორტო ფასის ზედა ზღვრის დაწესება. მისი მთავარი მიზანია წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლებისთვის. თუ მთავრობა დააწესებს შემზღუდველ ფასების ზედა ზღვარს, მაშინ მოხდება ფასების შემცირე.თუ ფასების შემზღუდველ ქვედა ზღვარს დააწესებს ამ შემთხვევაში შედეგად ფასების ზრდა გვექნება. ამ შემთხვევაში სააფთიაქო პროდუქციაზე ფასების ზედა ზღვარი გამოითვლება სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ფასების მიხედვით. თუ ქვეყნების გამოცდილებებს გავითვალისწინებთ რეფერენტული ფასი დაახლოებით 30-40 პროცენტით აიაფებს წამლებს.

საქართველოში ასეთი პოლიტიკის გატარება 2023 წლის იანვარში იგეგმებოდა, წინაპირობის შექმნა კი 2022 წლის იანვარში დაიწყო, როცა საქართველოს მთავრობის განკარგულება შევიდა ძალაში, რომელმაც თურქული მედიკამენტების საქართველოში შემოტანა გაამარტივა. [5]

რა თქმა უნდა კავშირის გამარტივება თურქულ ბაზართან ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია, რადგან საერთაშორისო ვაჭრობა დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოსთვის.

საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობა

როდესაც ქვეყნები ერთმანეთთან საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობენ გაცვლა ყოველთვის ორმხრივად სარგებლიანია: ვაჭრობის შედეგად პრაქტიკულად ყველა მოგებულია, ვაჭრობა აფართოებს სამომხმარებლო არჩევანს,  ზრდის კონკურენციას, რის შედეგადაც უმჯობესდება პროდუქციის ხარიხსი.ასევე კონკურეციის ზრდა უბიძგებთ ფირმებს იფიქრონ მოგების მაქსიმიზაციაზე (MR=MC) და არსებული რესურსების უფრო ეფექტიან გადანაწილებაზე.

მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც, თუ რამდენი უნდა ვივაჭროთ. ამ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია კონკურენციის საკითხი. მთავრობა ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად იყენებს სხვადასხვა სახის რეგულაციებს- ტარიფებს (იმპორტის დაცვა), კვოტებს, სუბსიდიებს (ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს, ცალკეულ პირს ან სახელმწიფოებს.  [6]

პროტექციონიზმი Protectionism სამთავრობო პოლიტიკაა, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლის ფასს, ასევე აწესებს მაღალ საგადასახადო ტარიფს ან კვოტებს იმპორტირებულ საქონელზე ადგილობრივი პროდუქციისა და წარმოების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით. პროტექციონიზმი თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკის საწინააღმდეგო ცნებაა.

თავისუფალი ვაჭრობა — სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც არ ზღუდავს იმპორტსა და ექსპორტს. აზრობრივად ის იგივეა, რაც თავისუფალი ბაზრის იდეა საერთაშორისო ვაჭრობაში.

საერთაშოროსო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია პროტექციონისტული პოლიტიკის შედეგების გაანალიზება და თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობების წარმოდგენა. თავისუფალი ვაჭრობისა და პროტექციონისტული პოლიტიკის სარგებლიანობის შედეგების გაანალიზება გვაძლევს საშუალებას  გადავწყვიტოთ თუ რამდენი უნდა ვივაჭროთ.

ახალი რეგულაცია

2022 წლის იანვარში გატარებული ცვლილებები აღმოჩნდა ნიადაგი 2023 წლისთვის.  რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული წამლების რაოდენობა 1456-მდე გაიზარდა. მთავრობის ამ ნაბიჯის მოვიტი კი ფასების ხელოვნული დაწევა და ინფლაციის განეიტრალებაა.

ცხრილი 1: მედიკამენთა სია, რომლებსაც რეფერენტული ფასი ეხებათ

წყარო: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

ცხრილში წარმოდგენილი მაქვს იმ წამლების მცირედი სია, რომლებსაც ეხება რეფერენტული ფასის დაწესება. სრული სიის ნახვა კი შესაძლებელია მითითებულ ლინკზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სია არ არის საბოლოო.    

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში 2023 წლის 15 თებევრლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ. [7]  

რეალურად მთავრობის მიერ დაწესდა შემზღუდველი ფასების ზედა ზღვარი. რაც გულისხმობს იმას, რომ მედიკამენტებზე არსებული ფასი შემცირდება. ზოგადად ბაზარზე ფასს ადგენს მოთხოვნისა და მიწოდების კანონების მეშვეობით განსაზღვრული მრუდების გადაკვეთა. მოთხოვნისა და მიწოდების კანონები არეგულირებენ გაყიდული პროდუქციის ფასსა და წარმოებულ რაოდენობას, ასევე მისი მეშვეობით თავს ვარიდებთ პროდუქტების დეფიციტის შექმნასა და მათ სიჭარბეს. ჩვენს შემთვევაში მედიკამენტებზე დეფიციტი წარმოიშვება მაშინ, როცა ფასი წონასწორულზე დაბალი იქნება, ხოლო სიჭარბე თუ მედიკამენტებზე შეცვლილი ფასი მის წონასწორულზე მაღალი იქნება.

თუმცა ამ ახალი რეგულაციის შედეგები სიჭარბესა და დეფიციტზე უფრო მწვავე აღმოჩნდა, რადგან მთავრობის ეს რეგულაცია სააფთიაქო ბაზრის წევრებს უბიძგებენ შემოიტანონ დაბალი ფასის მედიკამენტები, რომელთა ფასიც ბევრად დაბალი იქნება რეფერენტულ ფასზე, რათა მოგება კლავ მიიღონ. ეს ყველაფერი ამცირებს მომხმარებელთა არჩევანს

მთავრობის გადაწყეტილებაზე რეაქცია  

2022-2023 წლები რომ შევაჯამოთ ვნახავთ, რომ მთავრობა რეფერენტული ფასების დაწესებითა და ასეთი მედიკამენტების სიის გაზრდით ცდილობს ფასების ხელოვნულად შემცირებასა და ინფლაციის განეიტრალებას, გარდა ამისა მათ რეგულაციების მეშვეობით გაამარტივეს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემოტანის პირობები, რათა მოტივაცია მიეცათ სააფთიაქო ბაზრი წევრებისთვის. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა, მსგავსმა შეზღუდვამ მოგების მარჟაზე და შემზღუდველი ზედა ზღვრის დაწესებამ სააფთიაქო ქსელებს უბიძგათ სამომხმარებლო არჩევანი შეეზღუდათ მომხმარებლებისთვის და შედარებით ხარისხიანი მედიკამენტები ჩაენაცვლებინათ ნაკლებფასიანი მედიკამენტებით, რათა მოგება მაინც მიეღოთ.

2023 წლის თებერვალში კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სააფთიაქო ქსელებისგან საპასუხო რეაქციაები მიიღო მთავრობამ, რაც გარდაუვალი იყო.

ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ნაწილზე ფასების ზრდა დაფიქსირდა ფირმების მხრიდან. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს როგორც შემაშფოთებელ ნაბიჯსა და ფასების ხელოვნულ ზრდად აღიქვამს და ამის დაგმობას მოითხოვს. თუმცა ამ ქმედებას გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი, რომელიც ამბობს რომ ფასნამატს კანონი არ ზღუდავს და კომპანიებს ამ გადაწყვეტილებით არ  დაურღვევიათ რეფერენტული ფასების შესახებ სამინისტროს ბრძანება. [8] [9]

ამას ადასტურებს კუნკურენციის სააგენტოს დასკვნაში განხილული თემა იმის შესახებ, რომ მსხვილ კომპანიებში მედიკამენტებზე ფასნამატი საშუალოდ 18-26%-ის ფარგლებშია.

დასკვნა

სტატიაში განვიხილე ოლოგოპოლია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი შემადგენელი ნაწილი კარტელი. შევეხე ამერიკაში არსებულ სააფთიაქო ბაზარს. საქართველოში არსებული კარტებული ბაზრის მაგალითზე ვისაუბრე ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის როლზე ქვეყნისთვის. მიმოვიხილე სიახლეები სააფთიაქო ბაზარზე, რომლის დანერგვაც 2022 წლის იანვარში დაიწყო და 2023 წლის თებერვალში სისრულეში მოვიდა. რეფორმების მიღების, რეფერენტული ფასისა და შემზღუდველი ზედა ზღვრის დაწესების შედეგად განვიხილე სააფთიაქო ბაზრის თავდაცვითი საპასუხო ქმედებები.

გამოყენებული ლიტერატურა „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)

  1. https://time.com/5564547/drug-prices-medicine/
  2. https://www.goodrx.com/hcp/providers/how-does-drug-pricing-work-in-the-us
  3. პოლ გ.კიტი/,ფილიპ კ.ი.იანგი/სტივენ ი.ერფლი
  4. ეკონომიკური პოლიტიკა, რევაზ გველესიანი/გულნაზ ერქომაიშვილი/ლალი ხურცია/ირინა გოგორიშვილი/ეკა ლეკაშვილი/გიორგი გაფრინდაშვილი
  5. https://www.radiotavisupleba.ge/a/32010999.html#:~:text=%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1,%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%96%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%2C%20%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%20%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1
  6.  „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)
  7. https://jandacva.ge/referentul-fasebs-daqvemdebarebuli-wamlebis-raodenoba-1456-mde-gaizarda/
  8. https://jandacva.ge/kompania-tavad-gadawyvets-ra-fasi-daados-tavis-wamals-farmacevtuli-seqtoris-pasukhi-saministros/
  9. https://jandacva.ge/dzalian-shemashfotebeli-faqti-tamar-gabunia-medikamentebis-fasebis-zrdas-khelovnurs-uwodebs/