აგრობიზნესი ,საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ შეყლაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის II კურსის სტუდენტი
mariami.sheklashvili654@gmail.com
ანოტაცია
აგრო ბიზნესი –მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგია ისტორიულად, სოფლის მეურნეობა იყო მნიშვნელოვანი გარანტია ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოში. აგრარული სფეროს განვითარება საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და სოფელსა და ქალაქს შორის ეკონომიკური უთანაბრობის შესამცირებლად.ჩვენთან ითვლება, რომ თუ ადამიანი სოფელში ცხოვრობს და საოჯახო მეურნეობაში აწარმოებს საკვებ პროდუქტს, ის დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ეს არის სოფლის მეურნეობის ჩვენებური, სამწუხაროდ, ფუნდამენტურად არასწორი გააზრება.
მოცემულ სტატიაში ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაში აგრარული სექტორის განვითარების თავისებურებებზე განვიხილავ მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეულ შედეგებს საქართველოს აგრობიზნესში,ასევე ვისაუბრებთ დასაქმებაზე,აგროტურიზმსა და ექსპორტ-იმპორტზე.
Annotation
agriculture -one of the main fields of material production.Historically, agriculture was an important guarantee for ensuring economic independence of Georgia. Development of Agrarian Sector in accordance with international and European best practices, is important for the growth of welfare of rural population and for reducing economic equilibrium between the village and the city.
We believe that if a person lives in a village and produces food on a family farm, he is engaged in agriculture. This is a worldly, unfortunately, fundamentally misunderstanding of agriculture.In this article I will talk about the peculiarities of the development of the agricultural sector in our country and will discuss the consequences of the existing word pandemic in Georgian agrobusiness, e will also talk about employment, agro-tourism and export-import.
შესავალი
საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და ჯანსაღი ბიზნეს გარემო ხელშემწყობ პირობებს ქმნის მრავალნაირი ხილის, ბოსტნეულის, თხილის მოსაყვანად და გადასამუშავებლად. ევროპასთან სიახლოვე და განვითარებული სატრანსპორტო კავშირები ევროპასა და სხვა რეგიონებთან, ასევე ახალ სასოფლო-სამუერნეო პროდუქტებზე ადგილობრივი და რეგიონული მოთხოვნილების ზრდა, საქართველოს მიმზიდველს ხდის როგორც აგრობიზნესის განვითარების, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. სხვა პროდუქტებთან ერთად, საქართველოს გააჩნია კონკურენტუნარიანი წყლის და ენერგო რესურსები. საქართველოს გააჩნია მზარდი ეკონომიკა, ლიბერალური შრომის ბაზარი და დაბალი შრომის დანახარჯები. დაბალი, ფიქსირებული გადასახადები და გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირება უპირატესად ხელსაყრელია ექსპორტიორებისათვის.
საქართველოში აგრობიზნესის წარმოება ნიშნავს გამარტივებული, ხელსაყრელი და გააზრებული საგდასახადო კანონმდებლობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობას, ასევე, მოგების მიღების შედარებით მოკლე ვადებს, მიწის საკუთრების ლიბერალურ მოდელს და მცირე წინასწარი კაპიტალდაბანდების საჭიროებას. განუზომლად დიდია დარგის პოტენციალი წარმოების მასშტაბის ეკონომიის და მოცულობის ხარჯზე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფერმერული საქმიანობის თანამედროვე მეთოდების დანერგვით მეცხოველეობაში და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაში.[1]
აგროტურიზმი
საქართველოში, ბოლო წლებში აგროტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, როგორც ქართველი ფერმერების, ასევე ტურისტების მხრიდანაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2020 წლის პირველი ნახევრიდან აგროტურიზმის შესახებ კანონზე მუშაობს, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარება. თუმცა, ჯერჯერობით საქართველოში აგროტურიზმის რეგულირებისთვის არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისად არც აგროტურისტული ობიექტების ზუსტი რიცხვის განსაზღვრაა შესაძლებელი.
საქართველოში აგროტურიზმის განვითარებითვის, გარდა საკანონმდებლო ინიციატივებისა, მიმდინარე წლიდან დაგეგმილია ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები. “აწარმოე საქართველოში” 2021 წლიდან აგროტურისტული დანიშნულების ობიექტებს და დაინტერესებულ პირებს, შეღავათიანი კრედიტით სარგებლობას და თანადაფინანსების პროგრამებს სთავაზობს, რაც საგრძნობლად წაახალისებს და სტიმულს მისცემს ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს.[2]
სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში
საქსტატის მონაცემებით სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2021 წლის მონაცემებით 8.3%-ია, ღირებულებით გამოსახულებაში კი ასე გამოიყურება – 5492.6 მილიონი ლარი.
სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ბოლო ოთხი წლის მანძილზე იზრდება. ასე მაგალითად 2019 წელთან შედარებით 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით 12.16%-ითაა გაზრდილი სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. 2017 წლიდან 2021 წლამდე კი სოფლის მეურნეობის წილი 15.3%-ითაა მომატებული.
გრო სექტორი ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმია სიღარიბის დასაძლევად, რაც მსოფლიოში უდიდეს გამოწვევად რჩება. დღესდღეობით სოფლის მეურნეობის წილი გლობალურ დონეზე შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.55%-ს, აღნიშნული ციფრი ძალიან მცირეა მსოფლიოში არსებულ შიმშილთან და სიღარიბესთან გასამკლავებლად, მაშინ როცა 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 690 მილიონი ადამიანი შიმშილობს, რაც მოსახლეობის 8.9%-ს შეადგენს.
2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სოფლად 1,512.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 40.6%-ია. შესაბამისად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვანი დოვლათის შექმნა შეუძლია ქვეყნისთვის
საყურადღებოა რომ საქართველოსთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაცილებით ნაკლებია – 2020 წლის მონაცემებით -1,3%,რაც ღირებულებით გამოსახულებაში ასე გამოიყურება 171.9 მილიარდი ევრო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრად და სტაბილურ განვითარებას სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 75% თვითდასაქმებულია, ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორში.[3]
გრაფიკი1 (რაეალიზებული პროდუქციის წილი სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებულ მემცენარეობის პროდუქციაში,%)
წყარო- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
სასოფლო მეურნეობების საშუალო წლიური მოგება მეურნეობის ზომის და მეურნის სქესის მიხედვით (ლარი)
მეურნეობის ზომა განისაზღვრება შემდეგი სამი პარამეტრით – მიწის ფართობი, პირუტყვის სულადობა და წარმოებული პროდუქციის ღირებულება. მეურნეობა მცირეა, თუ აღნიშნული სამი პარამეტრი ხვდება კუმულატიური განაწილების ქვედა 40%-ის საზღვრებში. სხვა შემთხვევაში მეურნეობა ითვლება საშუალო ან მსსხვილ მეურნეობად.[6]
ცხრილი 1: სასოფლო მეურნეობების საშუალო წლიური მოგება მეურნეობის ზომის და მეურნის სქესის მიხედვით
წყარო https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი
2021 წელს, წინა წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების მნიშნელოვანი ზრდა ფიქსირდება რუსეთში (98.9 მლნ დოლარი; 34%), სომხეთში (34.6 მლნ დოლარი; 64%), უკრაინაში (15.3 მლნ დოლარი; 16%), იტალიაში (11.1 მლნ დოლარი; 53%), საუდის არაბეთში (8.8 მლნ დოლარი; 59%) და აზერბაიჯანში (7.9 მლნ დოლარი; 8%).
- რუსეთში გაზრდილია 98.9 მლნ აშშ დოლარით და 386 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი პროდუქტების სია მრავალფეროვანია, მათ შორის ყველაზე მეტად გაზრდილია მინერალური და მტკნარი წყლების, კარტოფილის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და ღვინის ექსპორტი. მათი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 17.0 მლნ (39%), 13.7 მლნ (21-ჯერ), 11.6 მლნ (81%) და 11.2 მლნ (9%) აშშ დოლარით გაიზარდა.
- სომხეთში გაზრდილია 34.6 მლნ აშშ დოლარით და 88 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა ძირითადადგანაპირობა სპირტიანი სასმელების, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, სოიოს შროტის და თხილის ექსპორტისზრდამ. მათი ღირებულება წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 8.7 მლნ (5.9-ჯერ), 4.2 მლნ (2.9-ჯერ), 3.9 მლნ (2.2-ჯერ),3.6 მლნ (2.2-ჯერ) და 3.5 მლნ (78%) აშშ დოლარით გაიზარდა. თუმცა, სპირტიანი სასმელების, სოიოს შროტის, ღორისხორცის და ფრინველის ხორცის შემთხვევაში ხორციელდება რეექსპორტი.
- უკრაინაში გაზრდილია 15.3 მლნ აშშ დოლარით და 108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია სპირტიანი სასმელების და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ზრდით. მათი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 6.1 მლნ (16%) და 5.5 (26%) მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
- იტალიაში გაზრდილია 11.1 მლნ აშშ დოლარით და 32მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა განაპირობა თხილის ექსპორტის ზრდამ, კერძოდ, 11.1 მლნ (55%) აშშ დოლარით.
- საუდის არაბეთში გაზრდილია 8.8 მლნ აშშ დოლარით და 24 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა განაპირობა ცოცხალი ცხვრისა და თხილის ექსპორტის ზრდამ, კერძოდ, 5.1 მლნ (39%) და 3.0 მლნ (4.1-ჯერ) აშშ დოლარით.
- აზერბაიჯანში გაზრდილია 7.9 მლნ აშშ დოლარით და 108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა განაპირობა დაჭრილი თამბაქოს, სოიოს შროტის და ცოცხალი მრპ-ს ექსპორტის ზრდამ, კერძოდ, 9.2 მლნ (66%), 3.4 მლნ (122%) და 3.0 მლნ (22%) აშშ დოლარით. თუმცა, თამბაქოს და სოიოს შროტის შემთხვევაში ძირითადად ხორციელდება [7]
2021 წელს, წინა წელთან შედარებით. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების
მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება თურქეთში და ყაზახეთში, შესაბამისად 5.2 მლნ (19%) და 3.5 მლნ (10%) აშშ დოლარით.
- თურქეთში შემცირებულია 5.2 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) და 22 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის შემცირება ძირითადად გამოწვეულია თევზის ცხიმისა და თევზის ფქვილის ექსპორტის შემცირებით, შესაბამისად, 3.5 მლნ (37%) და 2.4 მლნ (27%) აშშ დოლარით.
- ყაზახეთში შემცირებულია 3.5 მლნ აშშ დოლარით (10%-ით) და 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის შემცირება გამოიწვია მინერალური და მტკნარი წყლების და ფრინველის ხორცის ექსპორტის შემცირებამ, შესაბამისად, 3.6 მლნ (22%) და 3.5 მლნ (80%) აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ ფრინველის ხორცის შემთხვევაში ხორციელდება რეექსპორტი. [7]
გრაფიკი 2 აგროსასურსათო პროდუქციის ექპორტის განაწილება ქვეყნების მიხედვით 2021
წყარო-https://mepa.gov.ge/Ge/Reports
2021 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია რაც 14%-ით (22 მლნ აშშ დოლარი) აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. q 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, პირველადი და გადამუშავებული სახით (50%), ღვინო (16%), სპირტიანი სასმელები (12%), მინერალური და მტკნარი წყლები (11%).
ცხრილი 2 ექსპორტის ცვლილება ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან
წყარო https://mepa.gov.ge/Ge/Reports
დასაქმება
2020 წელს საქსტატმა გამოაქვეყნა სამუშაო ძალის გამოკვლევის შედეგები ახალი მეთოდოლოგიით, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული იქნა 2013 წელს და ოფიციალურად ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, ძირითად ცვლილებას წარმოადგენს თვითდასაქმებული მოსახლეობის გადაკვალიფიცირება, კერძოდ თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის (50%-ზე მეტი). აღნიშნული პირები გადაკვალიფიცირდნენ და შეუერთდნენ ან უმუშევართა რაოდენობას ან მოსახლეობას სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ახალი მეთოდოლოგიით დასაქმებულად აღარ ითვლება შინამეურნეობის წევრი თუ ის უშუალოდ არ არის ჩართული იმ პროდუქციის წარმოებაში, რომელიც გასაყიდად არ არის განკუთვნილი (მაგ: თუ შინამეურნეობა აწარმოებს ვაშლს და 50 %-ს ან მეტს ყიდის, ხოლო ოჯახის სხვა წევრი არ არის ამ პროცესში ჩართული და მხოლოდ ძროხას უვლის რომლისგან მიღებული პროდუქცია არ იყიდება ეს წევრი დასაქმებულთა კატეგორიაში არ გავა, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად). ახალი სტანდარტის მიხედვით, მონაცემების გადაანგარიშება მოხდა 2010 წლიდან. გადაანგარიშებული მონაცემებიდან ძირითადი ცვლილებები შეეხო სასოფლო დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა დიდი ნაწილი დასაქმებული იყო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში. 2020 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულთა რაოდენობამ 247 ათასი კაცი შეადგინა, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა 19.9%-ს შეადგენს. 2012-დან 2020 წლამდე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულთა რაოდენობა 60.0 ათასი კაცით (19.5%), ხოლო მათი წილი ქვეყანაში დასაქმებულებში, 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამავე პერიოდში, ქვეყანაში დასაქმებულთა ჯამური რიცხოვნობა 29.6 ათასი კაცით გაიზარდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულები ეტაპობრივად გადადიან სხვა, უფრო მაღალ შემოსავლიან სექტორებში და ქვეყანაში ადგილი აქვს არა მხოლოდ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, აგრეთვე სამუშაო ძალის მოძრაობას.[8]
გრაფიკი 3: სოფლის,სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულები
წყარო https://mepa.gov.ge/Ge/Reports
აგრობიზნესი პანდემიის პირობებში
საქართველოს მოქმედმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2020 და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია.
სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო; ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას.
სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს. [8]
2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა:
- 25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
- 16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
- 674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან) [10]
დასკვნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგების მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის, ძირითადი ვალდებულებაა. სოფლის მეურნეობის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია მთლიანად ეკონომიკის განვითარება, განსაკუთრებით მრეწველობის დარგის. აგრობიზნესის მაღალ დონეზე განვითარება სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვს, ამიტომ სახელმწიფოს ვალია შექმნას პერსპექტიული გარემო ახალგაზრდებისთვის, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი და მოტივაცია, რომ მიიღონ შესაბამისი განათლება, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში ან დაარსონ საკუთარი მცირე ბიზნესი ამ დარგში.
გამოყენებული ლიტერატურა
- https://www.fund.ge/site/view/17
- https://as.ge/ka/blog/73
- https://as.ge/ka/blog/64
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
- https://ka.prisondharmanetwork.net/what-is-agribusiness-2538209-4753
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
- https://mepa.gov.ge/Ge/Reports
- https://mepa.gov.ge/Ge/Reports
- https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/20180
- https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/20179