მთავრობა 2006 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას ასრულებს
რედაქციისაგან
მთავრობა 2006 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას ასრულებს მთავრობა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს, რის შემდეგაც მას პარლამენტს წარუდგენს პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები მომავალი წლისთვის – 2,910 მილიარდ ლარს, ხოლო ხარჯები 3,149 მილიარდს მიაღწევს.
მთავრობა იხილავს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მაჩვენებლებს, რომლის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 7,9%-მდეა დაგეგმილი.
საგადასახადო შემოსავლები 30%-ით გაიზრდება, ხოლო დასაფინანსებელი სფეროებიდან პრიორიტეტი კვლავ ძალოვან უწყებებს მიენიჭება.
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 392 მილიონი, ხოლო შს სამინისტროსთვის – 197 მილიონი ლარი.
ნოღაიდელის განცხადებით, მთავრობა არ გადაუხვევს აღებულ კურსს, რომელიც ბიუჯეტის ზრდაზეა ორიენტირებული.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბიუჯეტი 0,5 მილიარდი ლარით სამჯერ გაიზარდა.
ნოღაიდელის განცხადებით, 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, მთლიანი შემოსავლები 26 მილიონით იზრდება, პარლამენტი მომავალ კვირას დაამტკიცებს.