ბენზინის ფასმა ერთ გალონზე 2.93დოლარამდე აიწია
რედაქციისაგან
ბენზინის საბაზრო ღირებულების ფასმა 12.5 ცენტით აიწია და სექტემბრის ბოლოს 1 გალონზე 2.93დოლარს მიაღწია. ბოლო კვირის ფასი 99 ცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით. მექსიკურ სანაპიროზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები დაკეტილია ქარიშხლების – “კატრინასა” და “რიტას” გამო, რამაც თავისთავად შეამცირა ბენზინის წარმოება. რეკორდული ფასი დაფიქსირდა 5 სექტემბერს, 3.07$ გალონზე.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამსახურის კვირის დასკვნების მიხედვით, ბენზინგასამართ სადგურებზე, ატლანტიკურ შტატებში, ბენზინის ფასმა აიწია 20.5 ცენტით და შეადგინა 3.02$ გალონზე. მაიამიში ბენზინის ფასმა მოიმატა 10.3 ცენტით, რაც შეადგენს 3$ გალონზე.
ყველაზე იაფი ბენზინი ნიუ-ინგლანდის რეგიონშია – 2.88$, თუმცაღა 1.9 ცენტით გაძვირებულია. სიეტლში კი მისმა ფასმა მხოლოდ 0.3 ცენტით მოიმატა და 2.85$ მიაღწია გალონზე.