საექსპორტო პოტენციალი ექსპორტის ხელშეწყობა და დინამიკა მეზობელ ქვეყნებში

ნინო არველაძე
საექსპორტო პოტენციალის დინამიკა და სრული ათვისება ყველა ტრანზიტული ეკონომიკის პრობლემაა, იქნება ეს დსთ-ს წევრი თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა. ამ ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმის ქვაკუთხედი საექსოპორტო წარმოების ხელშეწყობის სისტემის შექმნა და მსოფლიო ბაზარში სრულფასოვანი ინტეგრაციაა. განსაკუთრებულს წარმოადგენს ენერგომატარებლებით მდიდარი ქვეყნები – რუსეთი, აზეირბაიჯანი, ყაზახეთი. მაგრამ, მიუხედავად მათი ეკონომიკის გახსნილობის დაბალი ხარისხისა, საექსპორტო წარმოების ზრდა ამ ენერგორესურსების გარეშეც იქაც შთამბეჭდავია.
აქ საქართველოს სერიოზული ზრდა აქვს. ის, ამ ტემპების მიხედვით, მესამე-მეოთხე ადგილზეა 2005 წლის მონაცემებით, მაგრამ, რაც შეეხება რეალურ შიდა პროდუქტს, მის სიდიდეს, იქ ჩვენი ქვეყანა ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.
ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვალების თემაც, რომლსაც ექსპორტის სავალუტო ნაკადები ემსახურებიან. აქაც, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში ასევე აუტსაიდერებში ვართ.
მნიშვნელოვანია ზოგადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც, სადაც ასევე რთული სიტუაციაა და საგარეო ვაჭრობის ბრუნვის უარყოფითი სალდოს მიხედვით, ყველა მეზობელ და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან შედარებით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის გამოკლებით, ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ (ცხრილი საგრეო ვაჭრობის სალდოზე, ბალანსზე).
სანამ უშუალოდ ცალკეულ ქვეყნებზე ვილაპარაკებთ, აქ მნიშვნელოვანია საერთო ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზი, რომლის დროსაც ჩვენ ვისარგებლეთ საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯეპლაკის”
კვარტალური მიმოხილვის ბიულეტენით (ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი).
შემოგთავაზებთ რამდენიმე ხელის შემშლელი ფაქტორის ზეგავლენის დინამიკას.

ამ ფაქტორების განზოგადებით ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენთან, მეზობლებისგან განსხვავებით:
1. ნაკლებად არის საბანკო რესურსები საექსპორტო წარმოებისათვის ხელმისაწვდომი და, საერთოდ, არ არის ექსიმბანკების სტილის სისტემა საბანკო სექტორში, როცა მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აშშ-ს, თურქეთისა და სხვა წამყვანი ეკონომიკის სისტემებში. არ მუშაობენ ბანკები განსაკუთრებულად საექსპორტო პროექტებზე;
2. ძალზე მაღალია საგადასახადო ადმინისტრაციის შემოწმების სიხშირე, რაც უდავოდ დაბლა სცემს საექსპორტო წარმოების ნაყოფიერებას. ასევე, არასრულყოფილი დავების განხილვის საკითხი და სასმართლო სისტემა ბარიერია ბიზნესის განვითარებისათვის. ამას საარბიტრაჟო სისტემის არარსებობაც ამძაფრებს;
3. ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული საკითხი ხდება ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც ხელს უშლის საექსპორტო წარმოების განვითარებას ჩვენთან, მეზობლებთან შედარებით, მათ შორის ტრანსპორტის განვითარების დაბალი დონე.
ჰონგკონგიდან ფოთამდე 20-ფუტიანი კონტეინერის ჩამოტანა 1000 დოლარი ჯდება, ხოლო ფოთიდან თბილისამდე იგივე. ასევეა საექსპორტო სიტუაციაშიც. ამას ხელს უწყობს არასრულყოფილი სატრანსპორტო დაზღვევის საქმეც;
4. ბიზნესის გაუთვითცნობიერება იმ პრეფერენციებში, რაც დასავლეთის ბაზარს გააჩნია;
5. საექსპორტო ხელშეწყობა, როგორც ასეთის არარსებობა.

რა ხდება ცალკეულ ქვეყნებში?

სომხეთი
სომხეთის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2005 წელს ქვეყნის საგარეო ვაჭრობამ 2.718 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 950 მლნ დოლარი ექსპორტზე, 1.768 მლნ დოლარი კი იმპორტზე მოდის. სავაჭრო ბალანსის ნეგატივმა 817 მლნ დოლარი შეადგინა, რომელშიც 777.3 მლნ-დოლარიანი ჰუმანიტარული დახმარება არ შედის.
დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობის წილი 690.3 მლნ. დოლარია, ანუ 25.4%, ამ ქვეყნებთან ვაჭრობა გასულ წელს 35%-ით გაიზარდა. დსთ-ს ქვეყნებთან უარყოფითი ვაჭრობის ბალანსი 40.5%-ია. სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, მასთან ტვირთბრუნვა 353 მლნ. დოლარს უტოლდება, რომელსაც უკრაინა მიჰყვება – 137.7 მლნ-დოლარიანი ტვირთბრუნვით.
ევროპის კავშირთან ვაჭრობამ 34.8%-ს მიაღწია, 58%-ით გაიზარდა და 946.2 მლნ. დოლარს გაუტოლდა. ევროპაში ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს გერმანია წარმოადგენს, რომლის წილიც 10%-ია, მისი მომდევნო ქვეყანა კი ბელგიაა – 9.9%-ით. სტატისტიკური კომიტეტი აცხადებს, რომ ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით ვაჭრობა 12.4%-ით გაიზარდა და 336.4 მლნ. დოლარი შეადგინა, თუმცა 19.2%-ით გაიზარდა მათი იმპორტიც და 347.6 მლნ. დოლარს მიაღწია.

აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2005 წლის ივნის-ივლისში სახელმწიფოს ნავთობპროდუქტების ექსპორტმა 1329.526 ათასი ტონა შეადგინა, 2004 წლის იგივე დროის შედარებით ეს მონაცემები 83.926 ათასი ტონით აღემატება. აზერბაიჯანის მთავარი ექსპორტპარტნიორები იტალია, საფრანგეთი და რუსეთი არიან, მთავარი იმპორტპარტნიორები კი – რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და თურქეთი
2004 წელს აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტმა დაახლოებით 211.000 ბარელი დღეში შეადგინა, მაგრამ 2006 წლისთვის მის გაორმაგებას ვარაუდობენ, რაც 478.000 ბარელს დღეში მიაღწევს.

უკრაინა
ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დინამიკური ეკონომიკის მქონე ქვეყანა უკრაინაა, მისმა ეკონომიკამ შესამჩნევად დიდი პროგრესი მას შემდეგ განიცადა, რაც უკანასკნელ წლებში ექსპორტის ბაზარი მოიპოვა. 2002 წელს უკრაინის ექსპორტი 1-.4%-ით გაიზარდა და 21.9 მლრდ. დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 5,7%-ით გაიზარდა და 17.9 მლრდ. დოლარს მიაღწია, სავაჭრო ბალანსი 4 მლრდ დოლარი იყო. 2003 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 24.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.1%-ით. 2003-2005 წლებში ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი წარმოებული საქონლისა და სამშენებლო მასალების ექსპორტი გახდა. 2004 წლის ქვეყნის ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 26.5 მლრდ. დოლარს მიაღწია, იმპორტი კი 28%-ით გაიზარდა და 23.3 მლრდ. დოლარს მიაღწია.
ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მთავარი პარტნიორი ქვეყნები არიან რუსეთი, გერმანია, თურქეთი, აშშ, იტალია, პოლონეთი, ჩინეთი და უნგრეთი. უკრაინას სავაჭრო კავშირები მსოფლიოს თითიქმის 200 ქვეყანასთან აქვს. 2005 წელს შეინიშნებოდა ექსპორტის კლება და იმპორტის მატება, რამაც შედეგად 748.1 მლნ. დოლარის ოდენობის სავაჭრო დეფიციტი მოიტანა. უარყოფითი ბალანსის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებაში არასწორი შეფასება იყო. უკრაინის ეკონომიკას დასავლური ორიენტაცია აქვს აღებული. 2004 წელს 1996 წელთან შედარებით ევროპაში ექსპორტის მოცულობა 2.5-ჯერ გაიზარდა, იმპორტი 2.1-ჯერ, აფრიკაში 8.4-ჯერ, იმპორტი კი 2-ჯერ, აზიაში ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, იმპორტი კი 3.8-ჯერ. რუსეთის ფედერაცია უკრაინის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, ექსპორტის მოცულობა 20%-ს შეადგენს, იმპორტის კი 40%-ს.

ლატვია

2000-2002 წლების მანძილზე ლატვიის ექსპორტი ყოველწლიურად 11-12%-ით იზრდებოდა, 2003 წელს კი ხე-ტყის, მეტალისა და მანქანათმშენებლობის სექტორების ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის ზრდაში 23%-იანი წილი შეიტანა.

მოლდავეთი
მოლდავეთი ევროპაში უღარიბეს ქვეყნად არის ცნობილი. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მსგავსად, მის ეკონომიკაშიც მრავალი სიძნელეა. ქვეყნის ექსპორტის ზრდა იმპორტს მკვეთრად ჩამორჩება. 2001 წლიდან ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, ევროკავშირის მხრიდან კი მოლდავეთი GშP სისტემით სარგებლობს, რის შედეგადაც 2000-2002 წლებში ქვეყნის ექსპორტი 77 მლნ ევროდან 110 მლნ. ევრომდე გაიზარდა. GშP პრეფერენციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლდოვეთის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში ექსპორტისათვის, 2001-2005 წლებში ქვეყანაში მრავალი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რაც ბიზნესის, საგადასახადო სისტემისა და აგრო-ინდუსტრიული სექტორების განვითარებისათვის გაკეთდა, ყველაფრის საფუძველი კი ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით მოხდა. 2005 წელს მოლდოვეთის ექსპორტმა 1.04 მლრდ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 2.23 მლრდ დოლარი. ქვეყნის მთავარი ექსპორტპარტნიორები – რუსეთი 35.8%; იტალია 13.9%; რუმინეთი 10%; გერმანია 7.3%; უკრაინა 6.6%, ბელორუსია 6%, აშშ 4.6%.

ლიტვა

ლიტვა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მისი ეკონომიკა 2003 წელს კრიზისს განიცდიდა, 2004 წელს ლიტვის მთლიანმა ექსპორტმა 8.88 მლრდ. დოლარი შეადგინა. ქვეყნის მთავარი ექსპორტ-პარტნიორები არიან შვეიცარია, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი და დანია.

ესტონეთი

ესტონეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ახალი წევრია, მისი ეკონომიკა ლიბერალიზმით გამოირჩევა. ესტონეთის საგარეო ვაჭრობის რეჟიმი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან ფინეთი, შვედეთი და გერმანია. ესტონეთის მთლიან ექსპორტში მანქანა-დანადგარებსა და ტექნიკურ აღჭურვილობას 33% უჭირავს, ხე-მასალასა და ქაღალდს 15%, ტექსტილს 14%, კვების პროდუქტებს 8%, ავეჯს 7%.
ბულგარეთი

ბულგარეთის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი 2007 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაა. ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2003 წელს ევროკავშირთან ექსპორტი 3.1%-ით გაიზარდა, საექსპორტო საქონელში ტექსტილი, ტანსაცმელი, რკინა და მეტალი, სოფლის მეურნეობის საქონელი და ხორცი შედის.

1

2

3

4

5

6