ფულის შოვნისა და კორუფციის ჩინური კურიოზები
მოამზადა ეკა წირღვავამ
ეს ბიზნესმენი ოქტომბერში დაიჭირეს და ბრალად ედება შანხაის ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ქრთამის მიცემა ასფალტის დაგების შეკვეთის მიღებისათვის. ასევე გაანთავისუფლეს შანხაის პარტიის ორგანიზაცის ხელმძღვანელობა კორუფციისა და მაქინაციებისათვის. ბოლო პერიოდში 5000-მდე სახელმწიფო მოხელეა დაპატიმრებული და მათ მიერ ბიუჯეტში დაბრუნებულმა თანხამ 8 მილიონი შეადგინა.
ჩინეთში გამოქვეყნებულ იქნა 400 ყველაზე მდიდარი მოქალაქის რეიტინგი. ისინი, ყველა ერთად, სულ ცოტათი არიან ბილ გიეტსზე მდიდრები.
ჩინურმა გამომცემლობა “ხუჟუნმა” გამოაქვეყნა 400 ყველაზე მდიდარი ჩინელის რეიტინგი. გასულ წელთან შედარებით ქვეყნის მილიარდერების რიცხვი 4-ით გაიზარდა და 7-ს მიაღწია. მათგან ყველაზე მდიდრის ქონება 1.7 მლრდ. დოლარს, ხოლო ოთხასივე მილიარდერის ქონება ერთად 75 მლრდ. დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სულ 24 მლრდ. დოლარით აღემატება ბილ გეიტსის ქონებას.
“სამხრეთ-დასავლეთ აზიის მილიარდერების სიაში ვერ მოხვდა თავისი ზღაპრული სიმდიდრით განთქმული “ბრუნეის სულთანი”. ჩინეთის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 75 მლრდ. დოლარია, რაც ჩინეთის 2004 წლის მშპ-ს 7%-ს შეადგენს. ჩინელი მილიარდერების კაპიტალი სწრაფი ტემპით იზრდება. მაგალითად, სულ 5 წლის წინ ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოსახვედრად აუცილებელი ქონება 6 მლნ. დოლარს შეადგენდა, ახლა კი 100 მლნ. დოლარია.
ყველაზე მდიდარ ჩინელად, რომლის ქონება შეადგენს 1.7 მლრდ. დოლარს, მიჩნეულია საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე ფირმის მფლობელი, 36 წლის ხუან გუანიუ. წინა წელთან შედარებით, მისი რეიტინგი არ შეცვლილა, ხოლო მისი ქონება 400 მლნ. დოლარით გაიზარდა.
ხუან გუანიუ არის კომპანია “GoMe Appliances დამფუძნებელი, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობს. მისი 150 მაღაზია ზემოაღნიშნული პროდუქციის სავაჭრო ბაზრის მესამედს იკავებს და ასაქმებს 40 ათასზე მეტ ადამიანს.
“ხუჟუნის” სიაში 2005 წელს მეორე ადგილი დაიკავა 45 წლის იან ცზეხემ, კომპანია “China Pacific Construstion Group”-ის მფლობელმა, რომელიც აწარმოებს ინფრასტრუქტურის ობიექტების – გზების, ხიდების, წყალსაცავების მშენებლობას და დასაქმებული ჰყავს 100 ათასზე მეტი ადამიანი. იან ცზეხეს კომპანიამ 2004 წელს გადასახადების სახით 75 მლნ. დოლარი გადაიხადა, ხოლო მისი ქონება 1,5 მლრდ. დოლარს შეადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინელი მდიდრების თითქმის ნახევარმა თავისი სიმდიდრე უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციებით შექმნა, ხოლო სიის წევრების თითქმის ყოველი მესამე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია. ზემოაღნიშნული რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 24 წლის ლი ჩჟაოხუეიუა, ის სიაში მე-13 ადგილზეა და მისი ქონება 370 მლნ. დოლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექსპერტებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2041 წლისათვის ჩინეთი ეკონომიკური განვითარების დონით აშშ-ს გაუტოლდება, ადგილობრივი მილიონრები მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან არა მარტო ამერიკელი, ევროპელი და რუსეთის რეიტინგების მონაწილეებს, არამედ თავიანთ უახლოეს მეზობლებს – სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებს.
მალაიზიის გაზეთ “Sun”-ის სექტემბრის გამოცემაში იყო მოცემული სამხრეთ-დასავლეთ აზიის 40 ყველაზე მდიდარი ადამიანების სია. რომელშიც უკვე მეორე წელია, პირველ ადგილს იკავებს სინგაპურის მცხოვრები, 82 წლის რობერტ კუოკი. მისი ქონება 5.3 მლრდ. დოლარს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, ბიზნესმენმა თავისი ანგარიში 1,2 მლრდ. დოლარით მარტო ჩინეთის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე გაზარდა.
რობერტ კუოკოს სულ რაღაც 200 მლნ. დოლარით ჩამორჩება მალაიზიის მოქალაქე, წარმოშობით ინდოელი ანანდ კრიშნანი. რომელიც ფიჭური კავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “Maxis”-ის მფლობელია, ასევე, ის არის თანამგზავრული ტელევიზია Astro-ს ერთადერთი პროვაიდერი. მისი ქონება 5,1 მლრდ. დოლარს შეადგენს.
ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების სამეულში ბოლო ადგილი სინგაპურელ “სასტუმროების მეფეს” კვეკ ლენ ბენს უკავია, მისი ქონება 4 მლრდ. დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ბიუროკრატები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 50 ათასი ჩინოვნიკი ცხოვრობს როგორც “ქრისტეს უბეში” – მათი პრივილეგიები და ხელფასები გაუმართლებლად მაღალია.
ახლახან მომხდარმა კორუფციულმა სკანდალმა, რომელშიც გარეული იყო რუსეთის მოქალაქე, ყურადღება მიაპყრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩინოვნიკების ცხოვრების დონის საკითხს. არადა, ამ საერთაშორისო ბიუროკრატიის შენახვის ფინანსური მდგომარეობა იმდენად მწირია, რომ ქრთამი ერთადერთი შესაძლებლობაა ფინანსური კრახის თავიდან ასაცილებლად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალბედა თანამშრომლის წლიური ხელფასი 45 ათას დოლარს შეადგენს. ამასთან ერთად, ის არ იხდის ბინის ქირას (3 ათასიდოლარი თვეში), მანქანის დაზღვევას (3 ათასი დოლარი წელიწადში), უზრუნველყოფილია სრული სამედიცინო დაზღვევით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელების ხელფასი კი 300 ათას დოლარს შეადგენს წელიწადში. აქ, რა თქმა უნდა, საუბარია ჩინოვნიკებზე და არა უბრალო ჯარისკაცებზე, რომელთა ხელფასი თვეში 1 ათასი დოლარია.
ხელსაყრელი ნოსტალგია
“შრომის ანაზღაურება საერთაშორისო ორგანიზაციებში 15 %-ით უნდა აღემატებოდეს მსოფლიოს მაღალანაზღაურებადი ქვეყნების, საჯარო ნაციონალური სამსახურების შრომით ანაზღაურებას” დღესდღეობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, საერთაშორისო ჩინოვნიკების არმია მიახლოებით 50 ათას თანამშრომელს ითვლის, რომლებიც თითქმის ყველა განთქმულ ქვეყნების წარმომადგენლები არიან. (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 1000 მათგან რუსული ეროვნებისაა), რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციის ათეულობით შტაბ-ბინაში, 600 ფილიალსა და მსოფლიოს 180 ქვეყანაში.
პერსონალის სახელფასო განაკვეთის განსაზღვრას, რომელიც მიღებულია საერთაშორისო დონეზე, საფუძვლად უდევს, ასე ვთქვათ, “ნობლემერის პრინციპი, ეს პრინციპი ითვალისწინებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სამსახურში მიიღონ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. ამიტომ, საერთაშორისო სამსახურის მოსამსახურე პერსონალთა მუშაობის პირობები უნდა იყოს მიმზიდველი მაღალი შრომის ანაზღაურების მქონე ქვეყნებისთვის.
ღირებულებათა სკალა
შრომითი ანაზღაურების ოფიციალურ სკალას გენანსამბლეა ადგენს და შეყავს ხუთი კატეგორია – P-1-დან P-5-მდე. უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის (გენერალური მდივნისა და თავმჯდომარის გარდა) არის ორი დონე D-1 (43,8 ათასი დან 57,6 ათას დოლარამდე წელიწადში, შეღავათების გარეშე) და D-2 (142 ათასი დან 157 ათას დოლარამდე წელიწადში, შეღავათების გარეშე). გენერალური მდივნის შრომის ანაზღაურება კი წელიწადში 190 ათას დოლარს აღწევს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელის გადმოცემით, საერთაშორისო ორგანიზაციაში ახალბედა თანამშრომლის საშუალო წლიური ხელფასი 45 ათას დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალოგიური რანგის ჩინოვნიკის წლიური ანაზღაურება 25 ათას დოლარზე მეტი არ არის. ამასთან, მას სახელმწიფოსგან შეუძლია მიიღოს მხოლოდ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა და საცხოვრებელზე მოკრძალებული კომპენსაცია. ხოლო გაეთიანებული ერების ორგანიზაციის ახალბედა ბიუროკრატს ერგება კომპენსაცია ნიო-იორკში ბინის შესანახად და ყველა ოჯახის წევრის სრული სამედიცინო დაზღვევა, ბინის ქირა თვეში 3-5 ათასი დოლარის ფარგლებში და ავტომანქანის დაზღვევა წელიწადში 300 დოლარი. ამას ემატება ბავშვების უფასო განათლება პრეტსიჟულ სკოლებში, წელიწადში ორჯერ შვებულება, ერთი სამშობლოში, მეორე – ჩვეულებრივი. ასევე, ორგანიზაციის თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, ფასდაკლებით შეიძინონ ძვირადღირებული ავტომანქანები და ელექტროტექნიკა.
ძვირადღირებული და პრესტიჟული “მერსედესის” შეძენა მათ შეუძლიათ თითქმის საქარხნო ფასში. გარდა ამისა, ხანში შესულ ბიუროკრატს პენსიაზე გასვლა 62 წლის ასაკში შეუძლია – 3 წლით ადრე ვიდრე ჩვეულებრივ ამერიკის მოქალაქეს.
მსოფლიოს მშვიდობის მტრედები
ბედს არც მშვიდობისმყოფელები უჩივიან. ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ჩინოვნიკად ითვლება ბოსნიაში საერთაშორისო გაერთიანების თავმჯდომარე კარლოს ვესტენდორპი, რომლის წლიური ხელფასი 300 ათას დოლარს შეადგენს, ეს ერთნახევარჯერ მეტია აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასზე. 100 ათას დოლარს იღებს მისი ორი მოადგილე.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, კაბინეტებში მოკალათებულ გენერლებისაგან განსხვავებით, მათი ხელფასი თვეში 3 ათას დოლარს შეადგენს.
აშშ-ის ჯარის კაპიტანი ბოსნიაში 5 ათას დოლარს იღებს თვეში, ერაყში ორჯერ მეტს. ხოლო რიგით ჯარისკაცებს თვეში ათას დოლარს უხდიან.