როგორ იბეგრება მსუბუქი ავტომანქანები საქართველოში

ეკა ლომიძე

დღეს საქართველოში მანქანებით ვაჭრობა მოსახლეობის ერთ-ერთი ნაწილის შემოსავლების წყაროდ იქცა. თითქმის ათი წელია, რაც საზღვარგარეთიდან საქართველოსკენ მანქანების ნაკადები მოემართება. ქალაქის ქუჩები უცხოური მანქანების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანების უმეტესობა უკვე არაერთი წელია ექსპლუატაციაშია.

საქართველოში მანქანების შემოყვანის პრობლემა არ არსებობს. საინტერესო კი ის არის, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც ამ მანქანების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცედურის ჩატარება უხდება. ასულ წელს მანქანების იმპორტის შეღავათიანი პირობები

შეიცვალა 34,75%-იანი ადვალური დაბეგვრით, რამაც
მანქანების განბაჟების გაძვირება გამოიწვია. ამ პროცესს დაემატა ის ფაქტი, რომ აი-ტი-ეს-ის მიერ მანქანების შეფასება საბაჟო ღირებულების წესების მიხედვით ხდებოდა, რომელიც მსო ნორმების მიხედვით არის მიღებული და ხშირად იგი უფრო მეტად აღემატებოდა ავტომანქანის შესასყიდ ფასს, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. ამ გარემოებამ ახალი ავტომანქანების ოფიციალურ დილერებს სერიოზული ზიანი მიაყენა. აგრეთვე დაზარალდნენ ავტომანქანებით წვრილი მოვაჭრეებიც, რომელთათვისაც მანქანებით ვაჭრობა თავის რჩენის ერთადერთი წყაროა. აღსანიშავია ის გარემოებაც, რომ დიდი ხანია უცხოური ნახმარი მანქანები ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს, არამედ არსებობის ერთადერთი საშუალებაა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც სამარშრუტო ხაზებზე და კერძო ტაქსებზე მუშაობენ. ამ გარემოებებმა და აგრეთვე იმ ფაქტმაც, რომ გადასახადების გაზრდამ შეამცირა, როგორც იმპორტის მოცულობა, ასევე ბიუჯეტში შემოსავლები, რომელიც ადრე 1-1,5 მილიონ ლარს შეადგენდა, საბაჟოს ხელმძღვანელები იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ მანქანების იმპორტი აი-ტი-ეს-ში წინასაიმპორტო ექსპერტიზას არ გაივლის და მას პირდაპირ საბაჟო შეაფასებს.

1

ეს პროცესი, ერთი მხრივ, იმპორტიორებს საშუალებას მისცემს, აი-ტი-ეს-ში ზედმეტი საკომისიო გადასახადი არ გადაიხადონ და, მეორე მხრივ, მოხდება მანქანების ღირებულების რეალური შეფასება. თუმცა, არის საშიშროება, რომ ეს არაკეთილსინდისიერმა მებაჟეებმა მორიგი გარიგებისთვის გამოიყენონ, რის შემდგომაც მანქანების ღირებულება რეალურზე დაბლა დაიწევს, რითაც ბიუჯეტს სერიოზული თანხა დააკლდება. რეალობა კი ის არის, რომ საბაჟოს ახალი ხელმძღვანელების მიერ რეფორმების გატარებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. მაშ ასე, გიხაროდეთ იმპორტიორებო, თქვენ აი-ტი-ეს-ი არ გაგაწამებთ, მაგრამ…

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ თბილისის რეგიონალური საბაჟოს უფროსს, გიორგი ძაგანიას, ვესაუბრეთ.
– 5 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც შემოსავლების სამინისტროსა და აი-ტი-ეს-ს შორის დაიდო – აი-ტი-ეს-ის გვერდის ავლით მოხდება მანქანების შეფასების პროცესი, თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
– დადებული ხელშეკრულება მსუბუქი მანქანების განბაჟებას ეხება. ადრე წინასწარი ინსტრუქტირება აი-ტი-ეს-ში ხდებოდა. ეს ინსტრუქტირება 2500 დოლარს ზევით ღირებულების მანქანებს ეხებოდა. ხელშეკრულების თანახმად, 5 თებერვლიდან მსუბუქი მანქანების განბაჟებისთვის, რომელზეც წინასწარი ინსპექტირება მოიხსნა, საჭირო პროცედურებს მთლიანად საბაჟო სამსახური შეასრულებს, ანუ ეს პროცესი აი-ტი-ეს-მა აიცდინა. ეს შეთანხმება ორმხრივად მოხდა. მას ხელი შემოსავლების მინისტრმა, მიხეილ მაჭავარიანმა და აი-ტი-ეს-ის გენერალურმა დირექტორმა მოაწერა.

მსუბუქი ავტომანქანები 9 ადგილიანის ჩათვლით, წინასწარი ინსპექტირებისგან განთავისუფლდა. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ სახეობებს, როგორც ადრე, ისინი აი-ტი-ეს-ის წინასწარ შემოწმებას გაივლიან. ავტომანქანები კოდების მიხედვით არის დანაწევრებული – ესენია: სამგზავრო ავტობუსები, გამწევი ავტომობილ-მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები. თუ როგორ ხორციელდება საქართველოში მსუბუქი ავტომობილების საბაჟო გადასახადით, აქციზით, დამატებითი ღირებულების გადასახადით და პროცედურებზე მოსაკრებელით დაბეგვრა, მაგალითისთვის შემოგთავაზებთ ბმვ 525-ის მარკის ავტომანქანას, რომლის გამოშვების თარიღია 1990 წელი, მისი შიგაწვის ძრავის კუბური მოცულობა ტექნიკური პასპორტის მიხედვით არის 2494 კუბური სანტიმეტრი, ფასი – 1500 დოლარი, ხოლო სტატისტიკური ღირებულება – 1769 დოლარი. ამ ტიპის ავტომანქანისთვის საბაჟო გადასახადის გაანგარიშება მოხდება შემდეგნაირად: – არის თუ არა განსხვავება რუსეთიდან შემოყვანილი მანქანების განბაჟებაში და რაში გამოიხატება ეს?

2
– რუსეთიდან შემოყვანილი მსუბუქი მანქანებისთვის ოდნავ განსხვავებული სურათი გვაქვს. წარმოშობის სერთიფიკატის არსებობისას შემდეგი მომენტები არსებობს: – რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებამ შექმნა თუ არა პრობლემები?
– არც რუსეთიდან და არც საზღვარგარეთიდან მანქანების შემოყვანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რუსეთიდან მეტწილად მანქანები ყაზბეგის მხრიდან შემოყავთ, მცირე რაოდენობა შემოდის ცხინვალიდანაც.

ყაზბეგიდან შემოყვანაზე პრობლემები არ არის. სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მანქანების შემოყვანამ იკლო, მაგრამ მაინც შემოდის. ზუსტ ინფორმაციას ამის შესახებ, ვერ ვფლობთ. შემოყვანის რაოდენობის კლებას ხელს ზამთრის პერიოდიც უწყობს, რადგან ყაზბეგიდან გადმოსასვლელი გზა პერიოდულად იკეტება. ამასთანავე ფასებმაც მოიმატა.
– ძირითადად საიდან შემოდის მანქანები?

3
– მანქანების ძირითადი შემოსვლა გერმანიიდან ხდება და ისინი საკმაოდ დიდი პერიოდი არიან ექსპლუატაციაში, საშუალოდ 10-12 წელი.
– დაწესებული გადასახადი არის თუ არა პრობლემური მოსახლეობისთვის?
– ეს თანხა მოსახლეობისთვის პრობლემური არ არის, ხელის შემშლელი მომენტი ის არის, რომ საზღვარგარეთიდან შემოსული მანქანები ძალიან დაბალ ფასებშია შესყიდული. ეს ფაქტორიც დასარეგულირებელი იქნება და ეს პრობლემა ექსპერტების საშუალებით უნდა მოიხსნას. ამ ხელშეკრულებაში ექსპერტის შეფასების მომენტი ერთ-ერთ პუნქტად არის ჩადებული. კომპანია ვალდებულია, საქონლის შეფასების კურსები უზრუნველყოს და კურსებისთვის გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ნაწილი მოხმარდეს საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ და სამელთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნებს, ანუ როდესაც რაიმე საეჭვო იქნება მანქანების ღირებულებაში, რაც ხშირია, მაშინ ამ მომზადებულ კადრებს შეეძლებათ მათი რეალურად შეფასება. იქნება სხვადასხვა კრიტერიუმები.
– გექმნებოდათ თუ არა პრობლემები აი-ტი-ეს-თან, სანამ ეს პროცედურები თქვენ გადმოგეცემოდათ ჩასატარებლად?
– ჩვენ აი-ტი-ეს-თან დაკავშირებით დიდი პრობლემები გვქონდა, რადგან მათ მინიშნებული ჰქონდათ, რომ $2500-მდე ღირებულების მანქანებს წინასწარი ინსპექტურა არ ეხებოდა. თბილისის რეგიონალურ საბაჟოშიც არარეალური ფასების გამო ხშირად თანამშრომლებიც დაეჭვებულან. ჩვენ ამის დასამტკიცებლად საკმაოდ ბევრი მასალა გვაქვს. აი-ტი-ეს-ს ოფიციალურ წერილს ვწერდით და ვთხოვდით, რომ ამა თუ იმ წლის გამოშვების მანქანაზე დასკვნა მოეცა. ხოლო მათგან, ძალიან ხშირად, სასაცილო, აბსურდული, ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი იყო – $2500 ქვემოთ მანქანის წინასწარი ინსპექტირება საჭირო არ არის. ჩვენ ხაზგასმით მივანიშნებდით, რომ მანქანის ღირებულება არარეალურია, მანქანა არის, დავუშვათ, 1997 წლის, 96-ის, 98-ის… არ ვიცი, ეს, ალბათ, აი-ტი-ეს-ის მანკიერი მხარე იყო…

ჩვენ დიდი მისია ვიტვირთეთ… მანქანებზე მოხსნილი წინასწარი ინსპექტირება საკმაოდ დაეტყობა ჩვენს ბიუჯეტს, რაც, რა თქმა უნდა, კარგის მომტანი იქნება.