სიგარეტის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული ტენდენციები ბოლო წლების განმავლობაში

ნანი სალაღაია, ნანა ცირიკაშვილი, თამილა ტაბატაძე, მარი ჯავახიშვილი

თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის სფერო არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებისაგან იზოლირებულ,განსაკუთრებულ პირობებში მყოფ დარგს. მასში აისახება სახელმწიფოს ცხოვრებაში არსებული ყველა მოვლენა.

ზემოაღნიშნულ ფაქტორთა ერთობლიობის ზემოქმედებით და დარგის მთელი რიგი სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით (წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნილების მაღალი დონე, საქონლის მცირე ზომები და მასზე შედარებით მცირე ფასების არსებობა, გარე საცალო ვაჭრობის, ანუ აღურიცხავი პროდუქციის რეალიზების ხელსაყრელი პირობები და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რენტაბელობის საშუალო ნორმის სხვა დარგებთან შედარებით მაღალი მაჩვენებლის არსებობა), თამბაქოს ინდუსტრიას ეკონომიკის სხვა დარგებს შორის სამართალდარღვევათა, ანუ ჩრდილოვანი (აღურიცხავი) და/ან კონტრაბანდული საქონელბრუნვის მასშტაბების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს ხდის.
აქციზურ მარკებს არც შეუძენია კონტროლის ინსტრუმენტის ის მნიშვნელობა, რომლისთვისაც იყო შემოღებული. მსხვილ იმპორტიორებს და ადგილობრივ მეწარმეებს შეუძლიათ ადრე შეძენილი მარკების ნომრების მქონე, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული თამბაქოს ნაწარმის არაერთხელ შემოტანა ან ტრანზიტული რეჟიმიდან ჩამოხსნილი პროდუქციის ნიშანდება.
თამბაქოს პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის საკითხებთან დაკავშირებით, არსებული ტენდენციების ანალიზის მიზნით ქვემოთ წარმოდგენილია 2000-2005 წლების სტატისტიკური მონაცემები:
როგორც ჩანს, განხილული პერიოდის განმავლობაში თამბაქოსა და თამბაქოს შემცველი პროდუქციის სახეობაზე ექსპორტის ყველაზე დიდი რაოდენობრივი მაჩვენებელი ფიქსირდება 2000 წელს. შემდგომ კი შეიმჩნევა კლება, 2001 წელს 76%-ით წინა წელთან შედარებით, 2002 წელს 38%-ით მატებაა წინა წელთან შედარებით, 2003 წელს 44%-ით კლებაა წინა წელთან შედარებით, 2004 წელს 26,7%-ით კლებაა წინა წელთან შედარებით, ხოლო 2005 წელს 33,1%-ით კლებაა წინა წელთან შედარებით.
იმავე პერიოდის განმავლობაში თამბაქოსა და თამბაქოს შემცველი პროდუქციის სახეობაზე იმპორტის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება 2000 წელს. შემდგომ კი ასევე შეიმჩნევა კლება, 2001 წელს 37%-ით წინა წელთან შედარებით, 2002 წელს 42%-ით მატებაა წინა წელთან შედარებით, 2003 წელს მაჩვენებლები თითქმის იგივეა წინა წელთან შედარებით, 2004 წელს 34%-ით მატებაა წინა წელთან შედარებით, ხოლო 2005 წელს 49%-ით კლებაა წინა წელთან შედარებით.
2000-2002 წლების პერიოდში თამბაქოსა და თამბაქოს შემცველი პროდუქციის სახეობათა ექსპორტიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ანალიზის შედეგად ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება 2000 წელს. შემდგომ კი ფიქსირდება მკვეთრი კლება, 2001 წელს 80%-ით წინა წელთან შედარებით, 2002 წელს 73%-ით მატებაა წინა წლებთან შედარებით, 2003 წელს მაჩვენებელი იკლებს წინა წელთან შედარებით 21,1%-ით, 2004 წელს 34%-ით იკლებს წინა წელთან შედარებით, ხოლო 2005 წელს 22,7%-ით კლებაა წინა წელთან შედარებით.
2000-2005 წლების პერიოდში თამბაქოსა და თამბაქოს შემცველი პეოდუქციის სახეობათა იმპორტიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ანალიზის შედეგად ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება 2005 წელს, რაც ჩვენი აზრით გამოწვეულია აქციზის განაკვეთის მკვეთრი ზრდით საერთო რაოდენობრივი მაჩვენებლების კლების ფონზე, რაოდენობრივი მაჩვენებლების დაბალი დონე კომპენსირდება მაღალი სააქციზო განაკვეთებით, რამაც გამოიწვია ექსპორტ-იმპორტის მკვეთრი ვარდნა და კონტრაბანდული საქონლის შემოდინების მკვეთრი ზრდა.
არსებული პრობლემების დაძლევისათვის და მათ აღმოსაფხვრელად, აუცილებელია აღნიშნული სფეროს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის უარყოფითი ტენდენციების გამოვლენა, კონტრაბანდის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება და მათი რეალობაში ასახვა.

4

5

6